„ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების წესის დამტკიცების შესახებ” ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №19-72 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №55-45 |
|
2025 წლის 20 მაისი ქ. თბილისი |
„10. იმ შემთხვევაში, თუ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პრივატიზების მიზნით დადებული შესაბამისი ხელშეკრულების პირობას წარმოადგენს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისათვის (ან მის მიერ განსაზღვრული სხვა პირებისათვის) საცხოვრებელი ფართების საკუთრების უფლებით გადაცემა, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა უფლებამოსილია, მყიდველის სასარგებლოდ უარი თქვას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისათვის გადასაცემი ქონების ნაწილის საკუთრებაში მიღებაზე, მყიდველის მიერ, საკუთარი ხარჯით, დარჩენილი გადასაცემი ფართის შესაბამისი ბინა-ერთეულების რემონტის (მათ შორის, ბინაში/ფართში შეყვანილი ცენტრალური კომუნიკაციების (წყალი, კანალიზაცია, ელექტროენერგია, გაზი) დგარები მრიცხველის მონტაჟის ჩათვლით) უზრუნველყოფის მიზნით, რა შემთხვევაშიც, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ მყიდველისთვის გადაცემული ქონების საერთო ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს მყიდველის მიერ განსახორციელებელი რემონტის საერთო ღირებულებას. ამ პუნქტის მიზნებისთვის, მყიდველისათვის გადაცემული ქონების ღირებულება განისაზღვრება არანაკლებ სსიპ – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან მხარეთა წერილობითი შეთანხმების შემთხვევაში, „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრული წესით მომზადებული საექსპერტო/აუდიტორული დასკვნით დადგენილი საბაზრო ფასით, ხოლო რემონტის ღირებულება და სტანდარტი დადგენილია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის №14-39 დადგენილებით დამტკიცებული „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების“ შესაბამისად.“
|