კულტურის სფეროში მოღვაწე ფიზიკური და იურიდიული პირების დაფინანსების/ფინანსური ხელშეწყობის განხორციელების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 20.05.2025
გამომცემი ორგანო საქართველოს კულტურის მინისტრი
ნომერი №05/09
სარეგისტრაციო კოდი
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 21/05/2025
2,535 სიტყვა · ~13 წთ
📖 ტერმინთა განმარტებები (12)
პროექტი
ფიზიკური/იურიდიული პირის ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავს კულტურის სფეროში შემოქმედებითი, კულტურულ-საგანმანათლებლო/კვლევითი ხასიათის საქმიანობის განხორციელებას, ინტელექტუალურ-შემოქმედებითი ნაწარმოების/პროდუქტის შექმნას ან/და გავრცელებას, კულტურული მემკვიდრეობის დაცვას/შენარჩუნებას ან/და კულტურის დარგების ხელშეწყობის/განვითარების მიზნით სხვა ღონისძიებების განხორციელებას
მუხლი 2
განმცხადებელი
ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ამ წესის საფუძველზე მიმართავს სამინისტროს/სსიპ –შემოქმედებით საქართველოს შესაბამისი პროგრამის/ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსების თაობაზე
მუხლი 2
პროექტის განმახორციელებელი
ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც სამინისტროს/სსიპ – შემოქმედებითი საქართველოს შესაბამისი პროგრამის/ქვეპროგრამის ფარგლებში ამ წესის საფუძველზე გამოყოფილი ფინანსური რესურსით ახორციელებს პროექტს
მუხლი 2
პროექტის განხორციელებაზე პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეული
სამინისტროს/სსიპ შემოქმედებითი საქართველოს სტრუქტურული ერთეული, რომელიც პასუხისმგებელია შესაბამისი პროგრამის/ქვეპროგრამის ფარგლებში პროექტების განხილვასა და დაფინანსებასთან დაკავშირებული პროცედურების ადმინისტრირებასა და მართვაზე
მუხლი 2
კონკურსი
თავისუფალი და სამართლიანი კონკურენციის პრინციპის საფუძველზე ორგანიზებული პროცესი, რომელიც მიზნად ისახავს საუკეთესო საკონკურსო პროექტ(ებ)ის გამოვლენას
მუხლი 2
განცხადება პროექტის დაფინანსების თაობაზე
განმცხადებლის წერილობითი მომართვა პროექტის დაფინანსების თაობაზე ამ წესის №1 დანართით განსაზღვრული ფორმის შესაბამისად
მუხლი 2
საპროექტო განაცხადი
პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია, რომელიც ამ წესის №2.1 (პროექტის აღწერა) და №2.2 (პროექტის ხარჯთაღრიცხვა) დანართებით განსაზღვრული ფორმის შესაბამისად თან ერთვის განცხადებას პროექტის დაფინანსების თაობაზე
მუხლი 2
დაზუსტებული განაცხადი
განმცხადებლის მიერ ამ წესის №3 დანართით განსაზღვრული ფორმით წარმოსადგენი დაზუსტებული ინფორმაცია საპროექტო განაცხადთან დაკავშირებით
მუხლი 2
პროექტის შესრულების ანგარიში
პროექტის განმახორციელებლის მიერ ამ წესის №4 დანართით განსაზღვრული ფორმით წარმოსადგენი პროექტის შესრულების ანგარიში პროექტის განხორციელების თაობაზე
მუხლი 2
პროექტის კოორდინატორი
პროექტის განხორციელებაზე პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრული ამავე სტრუქტურული ერთეულის თანამშრომელი, რომელიც მართავს პროექტს და კომპეტენციის ფარგლებში, პასუხისმგებელია მის განხორციელებაზე
მუხლი 2
ხელშეკრულება
სამინისტროს/სსიპ – შემოქმედებით საქართველოს და პროექტის განმახორციელებელს შორის ამ წესის შესაბამისად გაფორმებული ხელშეკრულება ფინანსური ხელშეწყობის/დაფინანსების შესახებ
მუხლი 2
მიღება-ჩაბარების აქტი
სამინისტროს/სსიპ – შემოქმედებით საქართველოს და პროექტის განმახორციელებელს შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტი, რომლითაც დასტურდება განხორციელებული პროექტის თემატური და შინაარსობრივი შესაბამისობა ხელშეკრულების საგანთან, ასევე, ფაქტობრივად გაწეული ხარჯების ფინანსური დოკუმენტაციის შესაბამისობა ხელშეკრულებით განსაზღვრულ ხარჯთაღრიცხვასთან.
მუხლი 2
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროს მიერ პროგრამის/ქვეპროგრამების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ 96% 06.03.2026 საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის შემუშავებისა და განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 94% 17.08.2018 ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროგრამის „პროფესიული განათლების და დასაქმების ხელშეწყობა“ (კოდი 07 04) განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 93% 24.02.2026 ბოლნისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ახალგაზრდული პროგრამების მხარდაჭერის მიზნით განათლებისა და ახალგაზრდული პროექტების (პროგრამული კოდი 0509) თანადაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 92% 05.05.2025 თემზე დაფუძნებული ადგილობრივი მხარდაჭერის პროგრამის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 91% 28.12.2023

დოკუმენტის ტექსტი

კულტურის სფეროში მოღვაწე ფიზიკური და იურიდიული პირების დაფინანსების/ფინანსური ხელშეწყობის განხორციელების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრის ბრძანება №05/09 2025 წლის 20 მაისი ქ. თბილისი კულტურის სფეროში მოღვაწე ფიზიკური და იურიდიული პირების დაფინანსების/ფინანსური ხელშეწყობის განხორციელების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ „კულტურის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტებისა და „კულტურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2025 წლის 14 მაისის №581-IIმს-XIმპ კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს კულტურის სფეროში მოღვაწე ფიზიკური და იურიდიული პირების დაფინანსების/ფინანსური ხელშეწყობის განხორციელების წესი და პირობები თანდართული სახით. მუხლი 2🔗 1. ამ ბრძანების ამოქმედებამდე საქართველოს კულტურის სამინისტროს მიერ დაფინანსებული პროექტების მართვა განხორციელდეს მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებების მიხედვით, ხოლო ის საკითხები, რომლებიც არ რეგულირდება აღნიშნული ხელშეკრულებების საფუძველზე, გადაწყდეს „კულტურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2025 წლის 14 მაისის №581-IIმს-XIმპ კანონისა და ამ ბრძანებით დამტკიცებული კულტურის სფეროში მოღვაწე ფიზიკური და იურიდიული პირების დაფინანსების/ფინანსური ხელშეწყობის განხორციელების წესისა და პირობების შესაბამისად. 2. სსიპ – შემოქმედებითმა საქართველომ უზრუნველყოს სათანადო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა და სხვა საჭირო ღონისძიებების განხორციელება. მუხლი 3🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს კულტურის მინისტრითინათინ რუხაძე კულტურის სფეროში მოღვაწე ფიზიკური და იურიდიული პირების დაფინანსების/ფინანსური ხელშეწყობის განხორციელების წესი და პირობები მუხლი 1🔗. მოქმედების სფერო 1. კულტურის სფეროში მოღვაწე ფიზიკური და იურიდიული პირების დაფინანსების/ფინანსური ხელშეწყობის განხორციელების წესი და პირობები (შემდგომ – წესი) განსაზღვრავს წლიური საბიუჯეტო კანონის საფუძველზე საქართველოს კულტურის სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო)/სსიპ – შემოქმედებითი საქართველოს მიერ დამტკიცებული შესაბამისი პროგრამების/ქვეპროგრამების ფარგლებში კულტურის სფეროში მოღვაწე ფიზიკური და იურიდიული პირების დაფინანსების/ფინანსური ხელშეწყობის განხორციელების წესსა და პირობებს და აღნიშნულთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. 2. ამ წესის შესაბამისად დაფინანსება ხორციელდება კულტურის სფეროში მოღვაწე ფიზიკური და იურიდიული პირების დაფინანსების/ფინანსური ხელშეწყობის მიზნით საქართველოს კულტურის მინისტრის (შემდგომ – მინისტრი)/სსიპ – შემოქმედებითი საქართველოს დირექტორის მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული შესაბამისი პროგრამების/ქვეპროგრამების ფარგლებში. ამ პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი პროგრამები/ქვეპროგრამები სსიპ – შემოქმედებითი საქართველოს მიერ მტკიცდება სამინისტროსთან შეთანხმებით და მასში ცვლილებების განხორციელება საჭიროებს სამინისტროს თანხმობას. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პროგრამებით/ქვეპროგრამებით განისაზღვრება აღნიშნულ პროგრამებზე/ქვეპროგრამებზე ამ წესის გავრცელების საკითხი. მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) პროექტი – ფიზიკური/იურიდიული პირის ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავს კულტურის სფეროში შემოქმედებითი, კულტურულ-საგანმანათლებლო/კვლევითი ხასიათის საქმიანობის განხორციელებას, ინტელექტუალურ-შემოქმედებითი ნაწარმოების/პროდუქტის შექმნას ან/და გავრცელებას, კულტურული მემკვიდრეობის დაცვას/შენარჩუნებას ან/და კულტურის დარგების ხელშეწყობის/განვითარების მიზნით სხვა ღონისძიებების განხორციელებას; ბ) განმცხადებელი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ამ წესის საფუძველზე მიმართავს სამინისტროს/სსიპ –შემოქმედებით საქართველოს შესაბამისი პროგრამის/ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსების თაობაზე; გ) პროექტის განმახორციელებელი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც სამინისტროს/სსიპ – შემოქმედებითი საქართველოს შესაბამისი პროგრამის/ქვეპროგრამის ფარგლებში ამ წესის საფუძველზე გამოყოფილი ფინანსური რესურსით ახორციელებს პროექტს; დ) პროექტის განხორციელებაზე პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეული – სამინისტროს/სსიპ შემოქმედებითი საქართველოს სტრუქტურული ერთეული, რომელიც პასუხისმგებელია შესაბამისი პროგრამის/ქვეპროგრამის ფარგლებში პროექტების განხილვასა და დაფინანსებასთან დაკავშირებული პროცედურების ადმინისტრირებასა და მართვაზე; ე) კონკურსი – თავისუფალი და სამართლიანი კონკურენციის პრინციპის საფუძველზე ორგანიზებული პროცესი, რომელიც მიზნად ისახავს საუკეთესო საკონკურსო პროექტ(ებ)ის გამოვლენას; ვ) განცხადება პროექტის დაფინანსების თაობაზე – განმცხადებლის წერილობითი მომართვა პროექტის დაფინანსების თაობაზე ამ წესის №1 დანართით განსაზღვრული ფორმის შესაბამისად; ზ) საპროექტო განაცხადი – პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია, რომელიც ამ წესის №2.1 (პროექტის აღწერა) და №2.2 (პროექტის ხარჯთაღრიცხვა) დანართებით განსაზღვრული ფორმის შესაბამისად თან ერთვის განცხადებას პროექტის დაფინანსების თაობაზე; თ) დაზუსტებული განაცხადი – განმცხადებლის მიერ ამ წესის №3 დანართით განსაზღვრული ფორმით წარმოსადგენი დაზუსტებული ინფორმაცია საპროექტო განაცხადთან დაკავშირებით; ი) პროექტის შესრულების ანგარიში – პროექტის განმახორციელებლის მიერ ამ წესის №4 დანართით განსაზღვრული ფორმით წარმოსადგენი პროექტის შესრულების ანგარიში პროექტის განხორციელების თაობაზე; კ) პროექტის კოორდინატორი – პროექტის განხორციელებაზე პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრული ამავე სტრუქტურული ერთეულის თანამშრომელი, რომელიც მართავს პროექტს და კომპეტენციის ფარგლებში, პასუხისმგებელია მის განხორციელებაზე; ლ) ხელშეკრულება – სამინისტროს/სსიპ – შემოქმედებით საქართველოს და პროექტის განმახორციელებელს შორის ამ წესის შესაბამისად გაფორმებული ხელშეკრულება ფინანსური ხელშეწყობის/დაფინანსების შესახებ; მ) მიღება-ჩაბარების აქტი – სამინისტროს/სსიპ – შემოქმედებით საქართველოს და პროექტის განმახორციელებელს შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტი, რომლითაც დასტურდება განხორციელებული პროექტის თემატური და შინაარსობრივი შესაბამისობა ხელშეკრულების საგანთან, ასევე, ფაქტობრივად გაწეული ხარჯების ფინანსური დოკუმენტაციის შესაბამისობა ხელშეკრულებით განსაზღვრულ ხარჯთაღრიცხვასთან. მუხლი 3🔗. დაფინანსების/ფინანსური ხელშეწყობის მექანიზმი 1. ამ წესის მიზნებისათვის კულტურის სფეროში მოღვაწე ფიზიკური და იურიდიული პირების დაფინანსება/ფინანსური ხელშეწყობა ხორციელდება პროექტების (შემდგომ – პროექტი) დაფინანსების გზით. 2. პროექტები იყოფა შემდეგ კატეგორიებად: ა) საკონკურსო პროექტი – სამინისტროს/სსიპ – შემოქმედებითი საქართველოს მიერ პროგრამის/ქვეპროგრამის საფუძველზე გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში წარდგენილი პროექტი, რომელიც შეირჩევა ამ წესის შესაბამისად საკონკურსო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით; ბ) არასაკონკურსო პროექტი – პროექტი, რომლის დაფინანსება ხორციელდება არასაკონკურსო წესით, განმცხადებლის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შედეგად, ამ წესის შესაბამისად მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე. მუხლი 4🔗. პროექტების დაფინანსების მიზნით წარსადგენი დოკუმენტაცია 1. პროექტის დაფინანსების მიზნით განმცხადებლის მიერ ელექტრონული ან მატერიალური ფორმით სამინისტროში/სსიპ შემოქმედებით საქართველოში წარდგენილი უნდა იქნეს შემდეგი დოკუმენტაცია: ა) განცხადება პროექტის დაფინანსების თაობაზე (წესის დანართი №1); ბ) საპროექტო განაცხადი (წესის №2.1 და №2.2 დანართები); გ) საკონკურსო პროექტის შემთხვევაში, საკონკურსო დებულებით გათვალისწინებული დამატებითი დოკუმენტაცია; დ) ფიზიკური პირის შემთხვევაში პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო მეწარმე ფიზიკური პირისა და კერძო სამართლის იურიდიული პირის შემთხვევაში – ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან. თუ პირს საგადასახადო კანონმდებლობის საფუძველზე მინიჭებული აქვს შესაბამისი სტატუსი – აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტი; ე) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტები/სახაზინო კოდი (გარდა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა); ვ) წარმომადგენლის მეშვეობით დოკუმენტაციის წარდგენისას, წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი; ზ) სამინისტროს/სსიპ – შემოქმედებითი საქართველოს მიერ მოთხოვნილი სხვა დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტაცია. 2. განმცხადებელი ვალდებულია საპროექტო განაცხადი, კერძოდ, ამ წესის №2.2 დანართი წარმოადგინოს როგორც კანონმდებლობით დადგენილი წესით ხელმოწერილი ფორმით, ასევე, ელექტრონული სახით (Microsoft Excel-ის ფორმატში). 3. არასაკონკურსო პროექტის დაფინანსების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებამდე განმცხადებელი უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივით წარმოადგინოს დაზუსტებული განაცხადი ან/და დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტაცია. 4. კონკურსის ფარგლებში დაზუსტებული განაცხადის ან/და დამატებითი ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენა განმცხადებლის ინიციატივით შესაძლებელია მხოლოდ საკონკურსო განაცხადების მიღების ვადის დასრულებამდე. 5. სამინისტროს/სსიპ – შემოქმედებითი საქართველოს შესაბამისი სტრუქტურული ერთეული ამოწმებს განმცხადებლის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის ამ წესთან და მოქმედ კანონმდებლობასთან ფორმალურ შესაბამისობას. ამ წესითა და საკონკურსო დებულებით (კონკურსის შემთხვევაში) გათვალისწინებულ მოთხოვნებთან დოკუმენტაციის შეუსაბამობის ან არასრულყოფილად წარმოდგენის შემთხვევაში, განმცხადებელს ხარვეზის აღმოსაფხვრელად განესაზღვრება არაუმეტეს 5 სამუშაო დღე. ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში, წარმოდგენილი დოკუმენტაცია რჩება განუხილველი. 6. დოკუმენტაცია წარდგენილი უნდა იქნეს ქართულ ენაზე. უცხოენოვანი დოკუმენტაციის არსებობის შემთხვევაში, აუცილებელია ნოტარიულად დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანი. 7. ამ წესით განსაზღვრული დანართები ასევე გამოიყენება სსიპ – შემოქმედებითი საქართველოს მიერ მისი მონაცემების მითითებით. მუხლი 5🔗. საკონკურსო პროექტის მიღებისა და განხილვის პირობები 1. საკონკურსო პროექტის დაფინანსების მიზნით განცხადებების მიღება, განხილვა და შეფასება ხორციელდება ამ წესისა და მინისტრის/სსიპ შემოქმედებითი საქართველოს დირექტორის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული საკონკურსო დებულების შესაბამისად. საკონკურსო დებულებით განისაზღვრება საკონკურსო პირობები, შესაბამისი კონკურსის მიზნები, წარმოსადგენი დოკუმენტაციის დამატებითი ნუსხა, საკონკურსო და პროექტის განხორციელების ვადები, კონკურსის საერთო ბიუჯეტი და სხვა პირობები/საკითხები. 2. პროექტის დაფინანსების თაობაზე საკონკურსო განცხადების მიღების, განხილვის, გამარჯვებული პირ(ებ)ის გამოვლენისა და ხელშეკრულების გაფორმების საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს. 3. საკონკურსო დებულებით შესაძლებელია განისაზღვროს ამ წესისგან განსხვავებული პირობები. სსიპ – შემოქმედებითი საქართველოს მიერ ამგვარი პირობების დადგენა საჭიროებს სამინისტროს თანხმობას. 4. კონკურსში განცხადებების მიღების ვადად განისაზღვრება კონკურსის გამოცხადებიდან არაუმეტეს 15 (თხუთმეტი) კალენდარული დღე. იმ შემთხვევაში, თუ განცხადებების მიღების ვადის ბოლო დღე ემთხვევა არასამუშაო დღეს, მათი მიღების ბოლო ვადად განისაზღვრება მომდევნო სამუშაო დღე. 5. კონკურსანტს თითოეულ კონკურსში შეუძლია მხოლოდ ერთი საპროექტო განაცხადის წარდგენა. მუხლი 6🔗. საკონკურსო კომისია 1. კონკურსის ფარგლებში რეგისტრირებული განცხადებების განხილვის, შეფასებისა და კონკურსში გამარჯვებული პირების გამოვლენის მიზნით, მინისტრის/სსიპ – შემოქმედებითი საქართველოს დირექტორის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით იქმნება საკონკურსო კომისია (შემდგომ – საკონკურსო კომისია). 2. კონკურსის ფარგლებში რეგისტრირებული განცხადებების განხილვასა და შეფასებას საკონკურსო კომისია ასრულებს განცხადებების მიღების ვადის ამოწურვიდან არაუგვიანეს 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია აღნიშნული ვადის გაგრძელება. 3. საკონკურსო კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება, სულ მცირე, 5 წევრით. საკონკურსო კომისიის წევრები შეიძლება იყვნენ სამინისტროს/სსიპ – შემოქმედებითი საქართველოს თანამშრომლები ან/და მოწვეული პირები. 4. საკონკურსო კომისიის ყველა წევრი ვალდებულია წერილობით დაადასტუროს, რომ ინტერესთა კონფლიქტის გამოვლენის შემთხვევაში იმოქმედებს ამ წესისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. თუ საკონკურსო კომისიის წევრს წარმოეშობა ინტერესთა კონფლიქტი, მან დაუყოვნებლივ უნდა განაცხადოს აღნიშნულის თაობაზე და უნდა შეწყვიტოს საკონკურსო კომისიის საქმიანობაში მონაწილეობა. 5. საკონკურსო კომისიის წევრი ვალდებულია დაიცვას კონფიდენციალურობის პრინციპი და პერსონალური მონაცემების დაცვასთან დაკავშირებით საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები. 6. საკონკურსო კომისია თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია. არავის აქვს უფლება ჩაერიოს საკონკურსო კომისიის წევრის საქმიანობაში ან/და მოახდინოს მასზე რაიმე ზეგავლენა. 7. საკონკურსო კომისიის წევრის ინტერესთა კონფლიქტის გამოვლენის ან სხვა ობიექტური გარემოების არსებობისას, მინისტრი/სსიპ – შემოქმედებითი საქართველოს დირექტორი უფლებამოსილია შეცვალოს საკონკურსო კომისიის წევრი ან მიიღოს გადაწყვეტილება მის მიერ პროექტების შეფასებისათვის განსაზღვრული ქულის საკონკურსო კომისიის დარჩენილ წევრებს შორის პროპორციულად გადანაწილების თაობაზე. 8. საკონკურსო კომისიის სხდომას ხელმძღვანელობს საკონკურსო კომისიის თავმჯდომარე. 9. საკონკურსო კომისიის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს კომისიის მდივანი. მუხლი 7🔗. საკონკურსო კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღების წესი 1. საკონკურსო კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მას ესწრება საკონკურსო კომისიის სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი. 2. საკონკურსო კომისიის სხდომა არის დახურული. საკონკურსო კომისიის წევრს არ აქვს უფლება თავი შეიკავოს პროექტ(ებ)ის შეფასებისგან. საჭიროების შემთხვევაში, გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრით. 3. კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით სხდომა შესაძლებელია ჩატარდეს სრულად ან ნაწილობრივ დისტანციურად. 4. განსახილველად მიღებული საკონკურსო განცხადებების შეფასება ხორციელდება ქულობრივი სისტემით, საკონკურსო კომისიის წევრების მიერ ცალ-ცალკე, ამ მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით. 5. საკონკურსო კომისია უფლებამოსილია კონკურსის ნებისმიერ ეტაპზე მოითხოვოს დაზუსტებული განაცხადის ან/და დამატებითი ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარმოდგენა. ამ პუნქტის შესაბამისად მოთხოვნილი დაზუსტებული განაცხადი ან/და დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტაცია კონკურსანტის მიერ წარდგენილი უნდა იქნეს მოთხოვნიდან 5 სამუშაო დღის ვადაში. ამ ვადის დაუცველობის ან ამ ვადაში დოკუმენტაციის არასრულად წარმოდგენის შემთხვევაში, კონკურსანტის განაცხადი აღარ განიხილება. აღნიშნული გადაწყვეტილების თაობაზე კონკურსანტს ეცნობება პროექტის განხორციელებაზე პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეულის მიერ. 6. საკონკურსო კომისიის მიერ პროექტების შეფასება ხორციელდება 30 ქულის ფარგლებში, შემდეგი კრიტერიუმების საფუძველზე: № შეფასების კრიტერიუმი ქულა 1 პროექტის შესაბამისობა კონკურსის მიზანთან და საკონკურსო დებულებით განსაზღვრულ პრიორიტეტებთან 0-15 2 პროექტის მოსალოდნელი შედეგის გაზომვადობა (მდგრადობა) 0-5 3 ბიუჯეტის შესაბამისობა პროექტის მიზანთან 0-5 4 შესაბამისი პროექტების განხორციელების გამოცდილება 0-5 სულ 30 7. პროექტის შეფასების შედეგად საკონკურსო კომისია იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას: ა) პროექტის სრულად დაფინანსების შესახებ; ბ) პროექტის ნაწილობრივ დაფინანსების შესახებ; გ) პროექტის დაფინანსებაზე უარის თქმის შესახებ. 8. კონკურსის ფარგლებში გამარჯვებული პროექტ(ებ)ი გამოვლინდება საკონკურსო კომისიის ჯამური ქულების საფუძველზე. გამარჯვებულად ითვლება ის საკონკურსო პროექტ(ებ)ი, რომელიც ქულათა მეტ რაოდენობას მიიღებს. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება კონკურსანტს, რომელიც ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული პირველი და მე-2 კრიტერიუმების შეფასებით დააგროვებს ქულათა უფრო მეტ რაოდენობას. თუ ორმა ან რამდენიმე საკონკურსო პროექტმა, ამ წესის შესაბამისად კვლავ დააგროვა თანაბარი ქულები, გამარჯვებული პროექტი გამოვლინდება კენჭისყრის საფუძველზე. 9. კონკურსის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების რაოდენობასა და თითოეული პროექტის დაფინანსების ოდენობას განსაზღვრავს საკონკურსო კომისია. 10. პროექტის დაფინანსების მიზნით საკონკურსო კომისია უფლებამოსილია კონკურსანტს მოსთხოვოს კორექტირებული პროექტის წარმოდგენა. კონკურსანტი ვალდებულია 5 სამუშაო დღის ვადაში წარმოადგინოს კორექტირებული პროექტი ამ წესის №3 დანართით განსაზღვრული ფორმით. კორექტირებული პროექტი განიხილება საკონკურსო კომისიის მიერ და მიიღება შესაბამისი გადაწყვეტილება. თუ კონკურსანტი ამ პუნქტით განსაზღვრულ ვადაში არ წარმოადგენს კორექტირებულ განაცხადს, კომისია განუხილველად დატოვებს აღნიშნულ პროექტს. 11. საკონკურსო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება აისახება საკონკურსო კომისიის სხდომის ოქმში, რომელსაც ხელს აწერს საკონკურსო კომისიის ყველა წევრი და კომისიის მდივანი. 12. კონკურსის შედეგების საფუძველზე გამარჯვებული პროექტ(ებ)ის დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი/სსიპ – შემოქმედებითი საქართველოს დირექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე. 13. კონკურსის შედეგების შესახებ ინფორმაცია ქვეყნდება საჯაროდ სამინისტროს/სსიპ – შემოქმედებითი საქართველოს ოფიციალურ ვებგვერდსა ან/და ფეისბუქ გვერდზე. მუხლი 8🔗. არასაკონკურსო წესით პროექტის განხილვისა და დაფინანსების პირობები 1. არასაკონკურსო პროექტი ფინანსდება განმცხადებლის მიერ ამ წესის შესაბამისად წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის საფუძველზე. შესაბამისი პროგრამით/ქვეპროგრამით განისაზღვრება არასაკონკურსო პროექტის განმახორციელებელი ან დგინდება პროექტის განმახორციელებელთა ზოგადი კატეგორია. 2. არასაკონკურსო პროექტის დაფინანსების თაობაზე განცხადებების მიღების, განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს. 3. დაფინანსების თაობაზე სრულყოფილი დოკუმენტაცია წარდგენილი უნდა იქნეს პროექტის დაწყებამდე გონივრულ ვადაში. დოკუმენტაციის განხილვის პროცესში ხარვეზის გამოვლენის შემთხვევაში, განმცხადებელი ვალდებულია მოთხოვნიდან 5 სამუშაო დღის ვადაში წარმოადგინოს სრულყოფილი დოკუმენტაცია. ობიექტური გარემოებების არსებობისას შესაძლებელია აღნიშნული ვადა გაგრძელდეს დამატებით არაუმეტეს 5 სამუშაო დღით. 4. სამინისტრო/სსიპ – შემოქმედებითი საქართველო უფლებამოსილია გასცეს რეკომენდაცია არასაკონკურსო პროექტის თემატური/კონცეპტუალური ნაწილის ან/და ბიუჯეტის კორექტირების თაობაზე. 5. პროექტის დაფინანსების შესახებ დოკუმენტაცია განიხილება პროექტის განხორციელებაზე პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეულის მიერ. აღნიშნული სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი პროექტის დაფინანსების თაობაზე პოზიციას წარუდგენს მინისტრს/სსიპ – შემოქმედებითი საქართველოს დირექტორს საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად. 6. სამინისტრო/სსიპ – შემოქმედებითი საქართველო უფლებამოსილია არასაკონკურსო პროექტი დააფინანსოს სრულად ან ნაწილობრივ ან უარი თქვას მის დაფინანსებაზე. 7. არასაკონკურსო პროექტის დაფინანსების შემთხვევაში მინისტრის/სსიპ – შემოქმედებითი საქართველოს დირექტორის მიერ გამოიცემა ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. მუხლი 9🔗. შიდაუწყებრივი პროცედურები მინისტრის/სსიპ – შემოქმედებითი საქართველოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შესაძლებელია დადგინდეს ამ წესის შესაბამისად საკონკურსო და არასაკონკურსო პროექტების მიღების, განხილვის, დაფინანსების, ხელშეკრულების გაფორმების, ანგარიშსწორებისა და მონიტორინგის შიდაუწყებრივი საკითხები. მუხლი 10🔗. ხელშეკრულების გაფორმება 1. მინისტრის/სსიპ – შემოქმედებითი საქართველოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე პროექტის დაფინანსების მიზნით პროექტის განმახორციელებელთან ფორმდება წერილობითი ხელშეკრულება. 2. საკონკურსო და არასაკონკურსო პროექტების დაფინანსების თაობაზე პროექტის განმახორციელებელთან ხელშეკრულების გაფორმებას უზრუნველყოფს სამინისტროს/სსიპ – შემოქმედებითი საქართველოს შესაბამისი სტრუქტურული ერთეული. 3. იმ შემთხვევაში, თუ სამინისტროს/სსიპ – შემოქმედებითი საქართველოს მიერ განსაზღვრულ ვადაში პროექტის განმახორციელებელი პირის ბრალეულობით ვერ გაფორმდა ხელშეკრულება, სამინისტრო/სსიპ შემოქმედებითი საქართველო უფლებამოსილია გააუქმოს პროექტის დაფინანსების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება. 4. ხელშეკრულების პირობები განისაზღვრება ამ წესის, მხარეთა ურთიერთშეთანხმებისა და მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე. 5. სამინისტროს/სსიპ – შემოქმედებითი საქართველოს ინფორმირების გარეშე ხელშეკრულებით განსაზღვრული ხარჯთაღრიცხვის პუნქტებს შორის თანხების ცვლილება (გარდა შრომის ანაზღაურებისა და მონაწილეთა ჰონორარების ზრდისა) დასაშვებია არაუმეტეს ხელშეკრულების მთლიანი ღირებულების 10%-ისა, მაგრამ არ უნდა აღემატებოდეს 5 000 (ხუთი ათასი) ლარს. 6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის გარდა, ხარჯთაღრიცხვაში სხვა ნებისმიერი ცვლილება საჭიროებს პროექტის განმახორციელებლის მიერ შესაბამის დასაბუთებასა და სამინისტროს/სსიპ – შემოქმედებითი საქართველოს წინასწარ წერილობით თანხმობას. ამ პუნქტით გათვალისწინებული ცვლილებები არ უნდა იწვევდეს ხელშეკრულების მთლიანი ღირებულის ზრდას. აღნიშნულთან დაკავშირებით ფორმდება შესაბამისი შეთანხმება. 7. პროექტის განმახორციელებელი სამინისტროს/სსიპ – შემოქმედებითი საქართველოს წინაშე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებაზე პასუხისმგებელია პირადად. 8. სამინისტროს/სსიპ –შემოქმედებითი საქართველოსა და პროექტის განმახორციელებელს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით განისაზღვრება სხვა საკითხები, რომლებიც არ რეგულირდება ამ წესით. მუხლი 11🔗. ანგარიშსწორება 1. პროექტის განმახორციელებელთან ანგარიშსწორება ხორციელდება სრულად ან ეტაპობრივად, ამ მუხლით დადგენილი პირობების გათვალისწინებით. 2. დაფინანსებული პროექტის სათანადოდ განხორციელების მიზნით, წინასწარი ანგარიშსწორება დასაშვებია პროექტის განმახორციელებელი პირის წერილობითი მოთხოვნისა და დასაბუთების საფუძველზე, საბანკო/სადაზღვევო გარანტიის წარმოდგენის გარეშე პროექტის ღირებულების არაუმეტეს 25%-ის ოდენობით. 25%-ზე მეტი ოდენობით წინასწარი ანგარიშსწორების მოთხოვნის შემთხვევაში, პროექტის განმახორციელებელი ვალდებულია წარმოადგინოს საბანკო/სადაზღვევო გარანტია. 3. პროექტის განმახორციელებელი პირის დასაბუთებული მომართვისა და პროექტის განხორციელებაზე პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეული ხელმძღვანელის დადებითი პოზიციის შემთხვევაში, მინისტრი/სსიპ – შემოქმედებითი საქართველოს დირექტორი უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება საბანკო/სადაზღვევო გარანტიის წარმოდგენის გარეშე პროექტის სრული ან ნაწილობრივი ღირებულების წინასწარი ანგარიშსწორების თაობაზე. 4. სამინისტროს/სსიპ – შემოქმედებითი საქართველოს მიერ დაფინანსებას ექვემდებარება მხოლოდ ფაქტობრივად გაწეული ხარჯი. პროექტის განმახორციელებელი ვალდებულია აუთვისებელი თანხა/დაუდასტურებელი ხარჯი დააბრუნოს ხაზინის ერთიან ანგარიშზე და აღნიშნულის თაობაზე ინფორმაცია მიაწოდოს სამინისტროს/სსიპ – შემოქმედებით საქართველოს. 5. საქართველოს კულტურის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებთან ანგარიშსწორება ხორციელდება ამ მუხლისაგან განსხვავებული წესით მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 6. პროექტის განმახორციელებელი ვალდებულია პროექტის შესრულების ანგარიში (დანართი №4) სამინისტროში/სსიპ –შემოქმედებით საქართველოში წარადგინოს არაუგვიანეს პროექტის დასრულებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში. 7. პროექტის განმახორციელებელი პირის მიერ წარმოდგენილი ანგარიშის საფუძველზე ფორმდება მიღება-ჩაბარების აქტი, რომელსაც სამინისტროს/სსიპ – შემოქმედებითი საქართველოს მხრიდან ხელს აწერს პროექტის განხორციელებაზე პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი (ადასტურებს განხორციელებული პროექტის თემატურ და შინაარსობრივ შესაბამისობას ხელშეკრულების საგანთან), ფინანსური მიმართულების სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი (ადასტურებს ფაქტობრივად გაწეული ხარჯების ფინანსური დოკუმენტაციის შესაბამისობას ხელშეკრულებით განსაზღვრულ ხარჯთაღრიცხვასთან) და პროექტის განმახორციელებელი. 8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტი წარმოადგენს პროექტის განმახორციელებელთან საბოლოო ანგარიშსწორების საფუძველს. 9. სამინისტროს/სსიპ – შემოქმედებითი საქართველოს მიერ არ ანაზღაურდება პროექტის განმახორციელებლის მიერ ხელშეკრულების გაფორმებამდე გაწეული ხარჯები. მუხლი 12🔗. დაფინანსებული პროექტის მონიტორინგი 1. პროექტის განხორციელების მიმდინარეობისას ან/და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში სამინისტრო/სსიპ –შემოქმედებითი საქართველო უფლებამოსილია ნებისმიერ დროს განახორციელოს შესაბამისი მონიტორინგი. 2. პროექტის მიმდინარეობისას, ასევე, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მონიტორინგის პროცესში ხელშეკრულების პირობების დარღვევის/ხარვეზის გამოვლენის შემთხვევაში, სამინისტრო/სსიპ – შემოქმედებითი საქართველო უფლებამოსილია პროექტის განმახორციელებელს განუსაზღვროს ვადა და მოსთხოვოს საკუთარი ხარჯებით განხორციელებული/განსახორციელებელი ღონისძიებების პროექტთან შესაბამისობაში მოყვანა. თუ აღნიშნული შეუძლებელია ან პროექტის განმახორციელებელი სამინისტროს/სსიპ – შემოქმედებითი საქართველოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ შეასრულებს ვალდებულებას, სამინისტროს/სსიპ – შემოქმედებითი საქართველო უფლებამოსილია ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება და მოითხოვოს პროექტის დაფინანსებისათვის გამოყოფილი თანხის უკან დაბრუნება. მხარეთა პასუხისმგებლობის სხვა საკითხები განისაზღვრება ხელშეკრულებითა და მოქმედი კანონმდებლობით. 3. სამინისტრო/სსიპ – შემოქმედებითი საქართველო უფლებამოსილია ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება და მოითხოვოს გადარიცხული თანხის უკან დაბრუნება, ისე, რომ არ გამოიყენოს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილება ღონისძიებების პროექტთან შესაბამისობაში მოყვანის თაობაზე, თუ სამინისტრომ/სსიპ – შემოქმედებითმა საქართველომ დაკარგა პროექტის განხორციელების ინტერესი ხელშეკრულების პირობების დარღვევის/ხარვეზის გამო. 4. პროექტის განმახორციელებელს არ აქვს უფლება, სამინისტროს/სსიპ – შემოქმედებითი საქართველოს წინასწარი თანხმობის გარეშე განახორციელოს პროექტის თემატური ან/და შინაარსობრივი ცვლილება, მათ შორის, იმ მოტივით, რომ მოცემული ცვლილება არ გამოიწვევს ხელშეკრულების ხარჯთაღრიცხვის კორექტირებას/მოცულობის ზრდას. მუხლი 13🔗. განსხვავებული პირობები სამინისტროს/სსიპ  – შემოქმედებითი საქართველოს მიერ ცალკეული პროექტის დაფინანსება შესაძლებელია განხორციელდეს ამ წესისაგან განსხვავებული პირობით მინისტრის თანხმობის საფუძველზე.