კულტურის სფეროში მოღვაწე ფიზიკური და იურიდიული პირების დაფინანსების/ფინანსური ხელშეწყობის განხორციელების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (15 მუხლი)
|
საქართველოს კულტურის მინისტრის ბრძანება №05/09 |
|
2025 წლის 20 მაისი ქ. თბილისი |
2. სსიპ – შემოქმედებითმა საქართველომ უზრუნველყოს სათანადო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა და სხვა საჭირო ღონისძიებების განხორციელება.
|
|
№ |
შეფასების კრიტერიუმი |
ქულა |
|
1 |
პროექტის შესაბამისობა კონკურსის მიზანთან და საკონკურსო დებულებით განსაზღვრულ პრიორიტეტებთან |
0-15 |
|
2 |
პროექტის მოსალოდნელი შედეგის გაზომვადობა (მდგრადობა) |
0-5 |
|
3 |
ბიუჯეტის შესაბამისობა პროექტის მიზანთან |
0-5 |
|
4 |
შესაბამისი პროექტების განხორციელების გამოცდილება |
0-5 |
|
სულ |
30 |
7. პროექტის შეფასების შედეგად საკონკურსო კომისია იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:
ა) პროექტის სრულად დაფინანსების შესახებ;
ბ) პროექტის ნაწილობრივ დაფინანსების შესახებ;
გ) პროექტის დაფინანსებაზე უარის თქმის შესახებ.
8. კონკურსის ფარგლებში გამარჯვებული პროექტ(ებ)ი გამოვლინდება საკონკურსო კომისიის ჯამური ქულების საფუძველზე. გამარჯვებულად ითვლება ის საკონკურსო პროექტ(ებ)ი, რომელიც ქულათა მეტ რაოდენობას მიიღებს. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება კონკურსანტს, რომელიც ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული პირველი და მე-2 კრიტერიუმების შეფასებით დააგროვებს ქულათა უფრო მეტ რაოდენობას. თუ ორმა ან რამდენიმე საკონკურსო პროექტმა, ამ წესის შესაბამისად კვლავ დააგროვა თანაბარი ქულები, გამარჯვებული პროექტი გამოვლინდება კენჭისყრის საფუძველზე.
9. კონკურსის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების რაოდენობასა და თითოეული პროექტის დაფინანსების ოდენობას განსაზღვრავს საკონკურსო კომისია.
10. პროექტის დაფინანსების მიზნით საკონკურსო კომისია უფლებამოსილია კონკურსანტს მოსთხოვოს კორექტირებული პროექტის წარმოდგენა. კონკურსანტი ვალდებულია 5 სამუშაო დღის ვადაში წარმოადგინოს კორექტირებული პროექტი ამ წესის №3 დანართით განსაზღვრული ფორმით. კორექტირებული პროექტი განიხილება საკონკურსო კომისიის მიერ და მიიღება შესაბამისი გადაწყვეტილება. თუ კონკურსანტი ამ პუნქტით განსაზღვრულ ვადაში არ წარმოადგენს კორექტირებულ განაცხადს, კომისია განუხილველად დატოვებს აღნიშნულ პროექტს.
11. საკონკურსო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება აისახება საკონკურსო კომისიის სხდომის ოქმში, რომელსაც ხელს აწერს საკონკურსო კომისიის ყველა წევრი და კომისიის მდივანი.
12. კონკურსის შედეგების საფუძველზე გამარჯვებული პროექტ(ებ)ის დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი/სსიპ – შემოქმედებითი საქართველოს დირექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე.
13. კონკურსის შედეგების შესახებ ინფორმაცია ქვეყნდება საჯაროდ სამინისტროს/სსიპ – შემოქმედებითი საქართველოს ოფიციალურ ვებგვერდსა ან/და ფეისბუქ გვერდზე.
1. არასაკონკურსო პროექტი ფინანსდება განმცხადებლის მიერ ამ წესის შესაბამისად წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის საფუძველზე. შესაბამისი პროგრამით/ქვეპროგრამით განისაზღვრება არასაკონკურსო პროექტის განმახორციელებელი ან დგინდება პროექტის განმახორციელებელთა ზოგადი კატეგორია.
2. არასაკონკურსო პროექტის დაფინანსების თაობაზე განცხადებების მიღების, განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს.
3. დაფინანსების თაობაზე სრულყოფილი დოკუმენტაცია წარდგენილი უნდა იქნეს პროექტის დაწყებამდე გონივრულ ვადაში. დოკუმენტაციის განხილვის პროცესში ხარვეზის გამოვლენის შემთხვევაში, განმცხადებელი ვალდებულია მოთხოვნიდან 5 სამუშაო დღის ვადაში წარმოადგინოს სრულყოფილი დოკუმენტაცია. ობიექტური გარემოებების არსებობისას შესაძლებელია აღნიშნული ვადა გაგრძელდეს დამატებით არაუმეტეს 5 სამუშაო დღით.
4. სამინისტრო/სსიპ – შემოქმედებითი საქართველო უფლებამოსილია გასცეს რეკომენდაცია არასაკონკურსო პროექტის თემატური/კონცეპტუალური ნაწილის ან/და ბიუჯეტის კორექტირების თაობაზე.
5. პროექტის დაფინანსების შესახებ დოკუმენტაცია განიხილება პროექტის განხორციელებაზე პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეულის მიერ. აღნიშნული სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი პროექტის დაფინანსების თაობაზე პოზიციას წარუდგენს მინისტრს/სსიპ – შემოქმედებითი საქართველოს დირექტორს საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად.
6. სამინისტრო/სსიპ – შემოქმედებითი საქართველო უფლებამოსილია არასაკონკურსო პროექტი დააფინანსოს სრულად ან ნაწილობრივ ან უარი თქვას მის დაფინანსებაზე.
7. არასაკონკურსო პროექტის დაფინანსების შემთხვევაში მინისტრის/სსიპ – შემოქმედებითი საქართველოს დირექტორის მიერ გამოიცემა ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
მინისტრის/სსიპ – შემოქმედებითი საქართველოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შესაძლებელია დადგინდეს ამ წესის შესაბამისად საკონკურსო და არასაკონკურსო პროექტების მიღების, განხილვის, დაფინანსების, ხელშეკრულების გაფორმების, ანგარიშსწორებისა და მონიტორინგის შიდაუწყებრივი საკითხები.
1. მინისტრის/სსიპ – შემოქმედებითი საქართველოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე პროექტის დაფინანსების მიზნით პროექტის განმახორციელებელთან ფორმდება წერილობითი ხელშეკრულება.
2. საკონკურსო და არასაკონკურსო პროექტების დაფინანსების თაობაზე პროექტის განმახორციელებელთან ხელშეკრულების გაფორმებას უზრუნველყოფს სამინისტროს/სსიპ – შემოქმედებითი საქართველოს შესაბამისი სტრუქტურული ერთეული.
3. იმ შემთხვევაში, თუ სამინისტროს/სსიპ – შემოქმედებითი საქართველოს მიერ განსაზღვრულ ვადაში პროექტის განმახორციელებელი პირის ბრალეულობით ვერ გაფორმდა ხელშეკრულება, სამინისტრო/სსიპ შემოქმედებითი საქართველო უფლებამოსილია გააუქმოს პროექტის დაფინანსების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება.
4. ხელშეკრულების პირობები განისაზღვრება ამ წესის, მხარეთა ურთიერთშეთანხმებისა და მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე.
5. სამინისტროს/სსიპ – შემოქმედებითი საქართველოს ინფორმირების გარეშე ხელშეკრულებით განსაზღვრული ხარჯთაღრიცხვის პუნქტებს შორის თანხების ცვლილება (გარდა შრომის ანაზღაურებისა და მონაწილეთა ჰონორარების ზრდისა) დასაშვებია არაუმეტეს ხელშეკრულების მთლიანი ღირებულების 10%-ისა, მაგრამ არ უნდა აღემატებოდეს 5 000 (ხუთი ათასი) ლარს.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის გარდა, ხარჯთაღრიცხვაში სხვა ნებისმიერი ცვლილება საჭიროებს პროექტის განმახორციელებლის მიერ შესაბამის დასაბუთებასა და სამინისტროს/სსიპ – შემოქმედებითი საქართველოს წინასწარ წერილობით თანხმობას. ამ პუნქტით გათვალისწინებული ცვლილებები არ უნდა იწვევდეს ხელშეკრულების მთლიანი ღირებულის ზრდას. აღნიშნულთან დაკავშირებით ფორმდება შესაბამისი შეთანხმება.
7. პროექტის განმახორციელებელი სამინისტროს/სსიპ – შემოქმედებითი საქართველოს წინაშე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებაზე პასუხისმგებელია პირადად.
8. სამინისტროს/სსიპ –შემოქმედებითი საქართველოსა და პროექტის განმახორციელებელს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით განისაზღვრება სხვა საკითხები, რომლებიც არ რეგულირდება ამ წესით.
1. პროექტის განმახორციელებელთან ანგარიშსწორება ხორციელდება სრულად ან ეტაპობრივად, ამ მუხლით დადგენილი პირობების გათვალისწინებით.
2. დაფინანსებული პროექტის სათანადოდ განხორციელების მიზნით, წინასწარი ანგარიშსწორება დასაშვებია პროექტის განმახორციელებელი პირის წერილობითი მოთხოვნისა და დასაბუთების საფუძველზე, საბანკო/სადაზღვევო გარანტიის წარმოდგენის გარეშე პროექტის ღირებულების არაუმეტეს 25%-ის ოდენობით. 25%-ზე მეტი ოდენობით წინასწარი ანგარიშსწორების მოთხოვნის შემთხვევაში, პროექტის განმახორციელებელი ვალდებულია წარმოადგინოს საბანკო/სადაზღვევო გარანტია.
3. პროექტის განმახორციელებელი პირის დასაბუთებული მომართვისა და პროექტის განხორციელებაზე პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეული ხელმძღვანელის დადებითი პოზიციის შემთხვევაში, მინისტრი/სსიპ – შემოქმედებითი საქართველოს დირექტორი უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება საბანკო/სადაზღვევო გარანტიის წარმოდგენის გარეშე პროექტის სრული ან ნაწილობრივი ღირებულების წინასწარი ანგარიშსწორების თაობაზე.
4. სამინისტროს/სსიპ – შემოქმედებითი საქართველოს მიერ დაფინანსებას ექვემდებარება მხოლოდ ფაქტობრივად გაწეული ხარჯი. პროექტის განმახორციელებელი ვალდებულია აუთვისებელი თანხა/დაუდასტურებელი ხარჯი დააბრუნოს ხაზინის ერთიან ანგარიშზე და აღნიშნულის თაობაზე ინფორმაცია მიაწოდოს სამინისტროს/სსიპ – შემოქმედებით საქართველოს.
5. საქართველოს კულტურის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებთან ანგარიშსწორება ხორციელდება ამ მუხლისაგან განსხვავებული წესით მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
6. პროექტის განმახორციელებელი ვალდებულია პროექტის შესრულების ანგარიში (დანართი №4) სამინისტროში/სსიპ –შემოქმედებით საქართველოში წარადგინოს არაუგვიანეს პროექტის დასრულებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში.
7. პროექტის განმახორციელებელი პირის მიერ წარმოდგენილი ანგარიშის საფუძველზე ფორმდება მიღება-ჩაბარების აქტი, რომელსაც სამინისტროს/სსიპ – შემოქმედებითი საქართველოს მხრიდან ხელს აწერს პროექტის განხორციელებაზე პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი (ადასტურებს განხორციელებული პროექტის თემატურ და შინაარსობრივ შესაბამისობას ხელშეკრულების საგანთან), ფინანსური მიმართულების სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი (ადასტურებს ფაქტობრივად გაწეული ხარჯების ფინანსური დოკუმენტაციის შესაბამისობას ხელშეკრულებით განსაზღვრულ ხარჯთაღრიცხვასთან) და პროექტის განმახორციელებელი.
8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტი წარმოადგენს პროექტის განმახორციელებელთან საბოლოო ანგარიშსწორების საფუძველს.
9. სამინისტროს/სსიპ – შემოქმედებითი საქართველოს მიერ არ ანაზღაურდება პროექტის განმახორციელებლის მიერ ხელშეკრულების გაფორმებამდე გაწეული ხარჯები.
1. პროექტის განხორციელების მიმდინარეობისას ან/და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში სამინისტრო/სსიპ –შემოქმედებითი საქართველო უფლებამოსილია ნებისმიერ დროს განახორციელოს შესაბამისი მონიტორინგი.
2. პროექტის მიმდინარეობისას, ასევე, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მონიტორინგის პროცესში ხელშეკრულების პირობების დარღვევის/ხარვეზის გამოვლენის შემთხვევაში, სამინისტრო/სსიპ – შემოქმედებითი საქართველო უფლებამოსილია პროექტის განმახორციელებელს განუსაზღვროს ვადა და მოსთხოვოს საკუთარი ხარჯებით განხორციელებული/განსახორციელებელი ღონისძიებების პროექტთან შესაბამისობაში მოყვანა. თუ აღნიშნული შეუძლებელია ან პროექტის განმახორციელებელი სამინისტროს/სსიპ – შემოქმედებითი საქართველოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ შეასრულებს ვალდებულებას, სამინისტროს/სსიპ – შემოქმედებითი საქართველო უფლებამოსილია ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება და მოითხოვოს პროექტის დაფინანსებისათვის გამოყოფილი თანხის უკან დაბრუნება. მხარეთა პასუხისმგებლობის სხვა საკითხები განისაზღვრება ხელშეკრულებითა და მოქმედი კანონმდებლობით.
3. სამინისტრო/სსიპ – შემოქმედებითი საქართველო უფლებამოსილია ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება და მოითხოვოს გადარიცხული თანხის უკან დაბრუნება, ისე, რომ არ გამოიყენოს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილება ღონისძიებების პროექტთან შესაბამისობაში მოყვანის თაობაზე, თუ სამინისტრომ/სსიპ – შემოქმედებითმა საქართველომ დაკარგა პროექტის განხორციელების ინტერესი ხელშეკრულების პირობების დარღვევის/ხარვეზის გამო.
4. პროექტის განმახორციელებელს არ აქვს უფლება, სამინისტროს/სსიპ – შემოქმედებითი საქართველოს წინასწარი თანხმობის გარეშე განახორციელოს პროექტის თემატური ან/და შინაარსობრივი ცვლილება, მათ შორის, იმ მოტივით, რომ მოცემული ცვლილება არ გამოიწვევს ხელშეკრულების ხარჯთაღრიცხვის კორექტირებას/მოცულობის ზრდას.
მუხლი 13. განსხვავებული პირობებისამინისტროს/სსიპ – შემოქმედებითი საქართველოს მიერ ცალკეული პროექტის დაფინანსება შესაძლებელია განხორციელდეს ამ წესისაგან განსხვავებული პირობით მინისტრის თანხმობის საფუძველზე.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „კულტურის სფეროში მოღვაწე ფიზიკური და იურიდიული პირების დაფინანსების/ფინანსური ხელშეწყობის განხორციელების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „კულტურის სფეროში მოღვაწე ფიზიკური და იურიდიული პირების დაფინანსების/ფინანსური ხელშეწყობის განხორციელების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 20.05.2025.
- როდის იქნა მიღებული „კულტურის სფეროში მოღვაწე ფიზიკური და იურიდიული პირების დაფინანსების/ფინანსური ხელშეწყობის განხორციელების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“?
- „კულტურის სფეროში მოღვაწე ფიზიკური და იურიდიული პირების დაფინანსების/ფინანსური ხელშეწყობის განხორციელების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 20.05.2025. მიმღები ორგანო — საქართველოს კულტურის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №05/09. სარეგისტრაციო კოდი — 450020000.22.088.016077.
- რამდენი მუხლისგან შედგება „კულტურის სფეროში მოღვაწე ფიზიკური და იურიდიული პირების დაფინანსების/ფინანსური ხელშეწყობის განხორციელების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 15 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „კულტურის სფეროში მოღვაწე ფიზიკური და იურიდიული პირების დაფინანსების/ფინანსური ხელშეწყობის განხორციელების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 20.05.2025 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „კულტურის სფეროში მოღვაწე ფიზიკური და იურიდიული პირების დაფინანსების/ფინანსური ხელშეწყობის განხორციელების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“, №05/09, 20.05.2025, სარეგისტრაციო კოდი 450020000.22.088.016077 (კონსოლიდირებული რედაქცია 20.05.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6503620/