პუბლიკაციის თარიღი 11.04.1995
მოქმედების პერიოდი 11.04.1995 — 13.09.2006
გამომცემი ორგანო საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი
ნომერი №515
საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქის პასპორტის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის
დადგენილება №515
1994 წლის 5 აგვისტო
ქ. თბილისი

საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი ადგენს:
დამტკიცდეს დებულება საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქის პასპორტის შესახებ.
საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ო. ფაცაცია
დებულება
საქართველოს მოქალაქის პასპორტის შესახებ
1. ზოგადი დებულებანი
1. დებულება განსაზღვრავს საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაფორმებისა და გაცემის, მასში შესწორებათა შეტანის, პასპორტის მოქმედებისა და პასპორტით სარგებლობის წესსა და პირობებს.
2. პასპორტი არის საქართველოს მოქალაქის პირადობისა და მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტი როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ისე მის ფარგლებს გარეთ.
3. პასპორტი საქართველოს რესპუბლიკის კუთვნილებაა და გაიცემა საქართველოს მოქალაქის საქართველოს რესპუბლიკიდან გავლის, საზღვარგარეთ გადაადილებისა და საქართველოს რესპუბლიკაში შემოსვლის მიზნით.
4. ეს დებულება არ არეგულირებს საქართველოს მოქალაქეებზე დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების, მეზღვაურის წიგნაკისა და აგრეთვე საქართველოში მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეობის არმქონე პირებზე პირადობის მოწმობის ვადების წესს.
5. პასპორტი გაიცემა:
ა) საქართველოს რესპუბლიკიდან დროებით, პირად საქმეებზე მიმავალ საქართველოს მოქალაქეებზე;
ბ) საქართველოს რესპუბკიდან მუდმივად საცხოვრებლად მიმავალ საქართველოს მოქალაქეებზე;
გ) საქართველოს რესპუბლიკის ფარგლებს გარეთ მცხოვრებ პირებზე, რომლებმაც საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეიძენს საქართველოს მოქალაქეობა.
6. საქართველოს მოქალაქის პასპორტს გასცემენ საქართველოს რესპუბლიკის შინანაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურები.
სხვა სახელმწიფოში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეს პასპორტს აძლევს საქართველოს რესპუბლიკის დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება; საქართველოს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით, საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანხმობის მიღების შემდეგ.
7. პასპორტის მიღების უფლება აქვს საქართველოს მოქალაქეს, რომლესაც შეუსრულდა 18 წელი.
განსაკუთრებულ შემთხვევაში (საზღვარგარეთ არასრულწლოვანის მარტო გამგზავრებისას) ბავშვებზე შეიძლება გაიცეს პასპორტი მათი კანონიერი წარმომადგენლების სანოტარო წესით დამოწმებული თანხმობის საფუძველზე.
8. საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემასთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება საქართველოს რესპუბლიკის კანონებით „საქართველოს მოქალაქეების საქართველოს რესპუბლიკიდან დროებითი გასვლის და საქართველოს რესპუბლიკაში შემოსვლის წესების შესახებ“, „ემიგრაციის შესახებ“, „საქართველოს რესპუბლიკის იმიგრაციის კანონით“, ამ დებულებით და სხვა ნორმატიურლი აქტებით.
2. ჩანაწერები პასპორტში, პასპორტების გაცემისა და მოქმედების წესი
9. საქართველოს მოქალაქის პასპორტში შეიტანება შემდეგი ცნობები მფლობელის ვინაობის შესახებ:
ა) სახელი;
ბ) გვარი;
გ) მოქალაქეობა;
დ) დაბადების თარითი;
ე) პირადი ნომერი;
ვ) სქესი;
ზ) დაბადების ადგილი;
თ) პასპორტის გაცემის თარიღი;
ი) პასპორტის მოქმედების ვადა;
კ) თანამდებობის პირის ხელმოწერა;
ლ) პასპორტის მფლობელის ხელმოწერა;
მ) ბეჭედი;
ნ) ცნობები არასრულწლოვანი ბავშვების შესახებ (სახელი, გვარი, დაბადების თარიღი).
10. პასპორტი ივსება ქართულ და ინგლისურ ენებზე.
11. პასპორტის გაცემის თაობაზე შუამდგომლობების აღძვრის უფლება აქვს სრულწლოვან და ქმედუნარიან საქართველოს მოქალაქეს.
12. საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებზე პასპორტს გასცემენ შინაგან საქმეთა სამინისტროს საპასპორტო მუშაობის, ვიზებისა და უცხოელთა რეგისტრაციის ადგილობრივი სამსახურები დაინტერესუბულ პირთა საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
13. პასპორტის მიმღების პირადი გამოცხადება განცხადება-ანკეტის შეტანის და პასპორტის მიღების დროს სავალდებულოა.
14. განცხადება-ანკეტაში პასპორტის გაცემის თაობაზე მითითებული უნდა იყოს ყველა ის მონაცემი, რომელიც შეიტანება პასპორტში.
15. დაინტერესებული პირი პასპორტის მისაღებად განცხადება-ანკეტასთან ერთად წარადგენს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობას და სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარს, აგრეთვე სანოტარო ან მასთან გათანაბრებული წესით დამოწმებულ იმ დოკუმენტებს, რომლებიც გათვალისწინებულია საქართველოს რესპუბლიკის მოქმედი კანონმდებლობით.
16. პასპორტის მოქმედების ვადა განისაზღვრება ხუთი წლით. მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ პასპორტის ვადის გაგრძელება დაიშვება ერთი წლის განმავლობაში, არაუმეტეს ხუთი წლის ვადით.
17. პასპორტის მოქმედების ვადას აგრძელებენ საქართველოს რეპსუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს საპასპორტო მუშაობის, ვიზებისა და უცხოელთა რეგისტრაციის ადგილობრივი სამსახურები მფლობელის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქის პასპორტის მოქმედების ვადას აგრძელებს საქართველოს რესპუბლიკის დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება საქართველოს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანხმობის მიღების შემდეგ.
18. პასპორტის ვადის გაგრძელებისათვის მფლობელი იხდის სახელმწიფო ბაჟს დადგენილი ოდენობით.
19. დაინტერესებული პირის შუამდგომლობით, აუცილებლობის შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეზე შეიძლება გაიცეს მეორე პასპორტო, თუ მას ერთდოულად უხდება რამდენიმე სახელმწიფოში წასვლა.
საქართველოს მოქალაქეებზე მეორე პასპორტი გაიცემა ამ დებულებით დადგენილი წესის შესაბამისად.
20. მეორე პასპორტის, ისევე როგორც პირველს, გაცემისათვის გადაიხდება სახელწმიფო ბაჟი დადგენილი ოდენობით.
პასპორტის მისაღებად დადგენილი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება ხდება საერთო საფუძველზე.
3. პასპორტის შეცვლა, დაკარგული პასპორტის აღდგენა
21. პასპორტის შეცვლა წარმოებს საქართველოს მოქალაქის შუამდგომლობის საფუძველზე, ამ დებულებით დადგენილი წესის თანახმად. შემდგომ შემთხვევებში:
ა) სახელის, გვარის გამოცვლისას;
ბ) ვიზებისა და მოქმედების ვადის გაგრძელებისათვის განსაზრული ფურცლების გახარჯვისას;
დ) ხმარებისათვის უვარგისობისას (გაცვეთა, დაზიანება). სახელის, გვარის გამოცვლისას, აგრეთვე ჩანაწერებში უზუსტობათა დადგენისას პასპორტის შეცვლის დროს შუამდგომლობას დამატებით დაერთვის ამ გარემოებათა დამადასტურებელი საბუთები (სახელის, გვარის გამოცვლის მოწმობის პირი, დაბადების, ქორწინების მოწმობის პირი და სხვ.).
22. იმ პასპორტის გამოცვლისას, რომელსაც ახლავს სხვა სახელმწიფოს მოქმედი საკონსულო ვიზა, ძალადაკარგული პასპორტის ბოლო გვერდზე აღინიშენაბა, რომ იგი შეიცავს მოქმედ საკონსულო ვიზას, ახალი პასპორტის ნომერი და გაცემის თარიღი.
23. მოქალაქის პასპორტის დაკარგვის შემთხვევაში რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტრო, ხოლო საზღვარგარეთ საქართველოს რესპუბლიკის დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება შესაბამისად აცნობებენ საქართველოს რესპუბლიკის სახელწმიფო უშიშროების სამსახურს და საგარეო საქმეთა სამინისტროს.
24. დაკარგულის ნაცვლად ახალი პასპორტი უნდა გაიცეს პირველადი პასპორტის საბუთებზე დაყრდნობით, დაინტერესებული პირის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ამ დებულებით დადგენილი წესის თანახმად.
25. ახალი პასპორტის გაცემის დღიდან დაკარგული პასპორტი ძალადაკარგულად ითვლება.
26. პასპორტი, რომელშიც თვითნებურად არის შეტანილი შესწორებები ან შეიმჩნევა გაყალბება, დაშლა და სხვა, უნდა ჩამოერთვას მფლობელს.
პირები, რომლებიც თვითნებურად შეიტანენ შესწორებებს, გააყალბებენ პასპორტს ან სხვაგვარად დაარღვევენ ამ დებულებით დადგენილ წესს, პასუხს აგებენ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
27. პასპორტის გამცემი ორგანო ვალდებულია გაარკვიოს არსებობს თუ არა დაინტერესებული პირისათვის პასპორტის გაცემაზე ან პასპორტის მოქმედების ვადის გაგრძელებაზე უარის თქმის კანონიერი საფუძვლები. ამ მიზნით სახელმწიფო ორგანოების, ორგანიზაციების, დაწესებულებებისა და უწყებებისაგან გამოითხოვს აუცილებელ ცნობებსა და საბუთებს.
28. პირი, რომელსაც საქართველოს რესპუბლიკის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა, ვალდებულია ჩააბაროს პასპორტი შინაგან საქმეთა ორგანოს საპასპორტო სამსახურს, საქართველოს რესპუბლიკის დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას საზღვარგარეთ.
29. პასპორტის გაცემასთან დაკავშირებული დოკუმენტები, აგრეთვე ძალადაკარგული პასპორტები შეინახება და ნადგურდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
30. ამ დებულების შესრულების კონტროლი ეკისრება საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტრო შესაბამის სამსახურებსა და მმართველობის ადგილობრივ ორგანოებს მათი კომპეტენციის ფარგლებში.
31. პასპორტს, რომელიც ამ დებულებით დადგენილი წესით არ არის გაფორმებული, ძალა არ გააჩნია.