გარემოს დაცვის, მენეჯერთა მომზადებისა და დაგეგმვის შესწავლის საქართველოს საერთაშორისო ცენტრის შექმნის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
დადგენილება №532
1990 წლის 1 ოქტომბერი
ქ. თბილისი
მიღებულ იქნეს დამფუძნებელი წევრი ორგანიზაციების (საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი, საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემია, საქართველოს სსრ სახაგრომრეწვი, მშვიდობის დაცვის საქართველოს რესპუბლიკური კომიტეტი, ანასეულის ჩაისა და სუბტროპიკული კულტურების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, საწარმოო გაერთიანება „დიმიტროვის სახელობის საავიაციო ქარხანა“) წინადადება გარემოს დაცვის, მენეჯერთა მომზადებისა და დაგეგმვის შესწავლის საქართველოს საერთაშორისო ცენტრის შექმნის შესახებ და რეგისტრირებული იქნეს მისი წესდება.
საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს
თავმჯდომარის მოადგილე ო. ქვილითაია
საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს
საქმეთა მმართველი ზ. მახარაძე