📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგულირების ლაბორატორიის ჩარჩოს შექმნისა და მისი გამოყენების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 23.05.2025
გამომცემი ორგანო საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
ნომერი №125/04
სარეგისტრაციო კოდი 220010000.18.011.016930 94
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 23/05/2025
1,825 სიტყვა · ~9 წთ
📖 ტერმინთა განმარტებები (4)
რეგულირების ლაბორატორია
ეროვნული ბანკის მიერ ინოვაციური მომსახურების ან/და პროდუქტის სატესტო გარემოში გამოსაცდელად შექმნილი ჩარჩო
მუხლი 2
ახალი ტექნოლოგია
პროგრამა ან/და სხვა ტექნოლოგია (მათ შორის, ფინანსური), რომელიც გამოიყენება ინოვაციური მომსახურების ან/და პროდუქტის შექმნის, მიწოდებისა და გამოყენების გაუმჯობესებისთვის ან/და ავტომატიზაციისთვის
მუხლი 2
განმცხადებელი
ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული სუბიექტი, რომელსაც სურს ინოვაციური მომსახურების ან/და პროდუქტის შეთავაზება, თუმცა აღნიშნული ეწინააღმდეგება ეროვნული ბანკის არსებულ მოთხოვნებს ან/და საჭიროებს თანხმობას და იგი ეროვნულ ბანკს მიმართავს ამ დებულებით განსაზღვრული წესით
მუხლი 2
სპეციალური ფოკუსჯგუფი
იმ პირთა ჯგუფი, რომლის წევრებიც საკუთარი ნებით გამოთქვამენ სურვილს მონაწილეობა მიიღონ ინოვაციური მომსახურების ან/და პროდუქტის გამოცდაში.
მუხლი 2
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
ღია ბანკინგში ჩართვის წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება 87% 03.05.2023 ინტერესთა კონფლიქტის მართვის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება 87% 10.03.2015 კომერციული ბანკის კრიტიკული ფუნქციების განსაზღვრისა და შეფასების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება 86% 29.06.2020 კომერციული ბანკის მნიშვნელოვანი წილის შეძენის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება 86% 31.10.2022 იპოთეკით დაცული ობლიგაციების მარეგულირებელი წესის დამტკიცების თაობაზე დანართი №1 85% 15.03.2023

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგულირების ლაბორატორიის ჩარჩოს შექმნისა და მისი გამოყენების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება  №125/04 2025 წლის 23 მაისი ქ. თბილისი საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგულირების ლაბორატორიის ჩარჩოს შექმნისა და მისი გამოყენების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, 48-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგულირების ლაბორატორიის ჩარჩოს შექმნისა და მისი გამოყენების შესახებ დებულება თანდართულ დანართთან ერთად. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგულირების ლაბორატორიის ჩარჩოს შექმნისა და მისი გამოყენების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 25 მაისის №110/04 ბრძანება. მუხლი 3🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტინათელა თურნავა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგულირების ლაბორატორიის ჩარჩოს შექმნისა და მისი გამოყენების შესახებ დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგულირების ლაბორატორიის ჩარჩოს შექმნისა და მისი გამოყენების შესახებ დებულება (შემდგომში − დებულება) განსაზღვრავს საქართველოს ეროვნული ბანკის (შემდგომში – ეროვნული ბანკი) მიერ, რეგულირების ლაბორატორიის შექმნისა და ფუნქციონირების ძირითად პრინციპებს, მისი გამოყენების პირობებსა და პროცედურას. 2. რეგულირების ლაბორატორიის გამოყენების მიზანია სწრაფად განვითარებადი ტექნოლოგიების პირობებში შექმნილი ინოვაციური მომსახურების ან/და პროდუქტის ბაზარზე გამოცდა, მათი განვითარებისა და ნაკლები დანახარჯებით ბაზარზე წვდომის ხელშეწყობა, ასევე, ეროვნული ბანკის საზედამხედველო უფლებამოსილების ფარგლებში ახალი მარეგულირებელი მოთხოვნების ან/და არსებული მოთხოვნების ცვლილების საჭიროების გამოკვეთა, რომელიც შესაძლოა აუცილებელი იყოს ინოვაციური მომსახურების ან/და პროდუქტების გამოყენებისთვის. 3. ამ დებულებით განსაზღვრული რეგულირების ლაბორატორიის გამოყენება შეუძლიათ ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებულ სუბიექტებს, რომლებსაც სურთ ინოვაციური მომსახურების ან/და პროდუქტის შეთავაზება, თუმცა აღნიშნული ეწინააღმდეგება ეროვნული ბანკის არსებულ მოთხოვნებს ან/და საჭიროებს თანხმობას. მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება ამ დებულების მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) რეგულირების ლაბორატორია – ეროვნული ბანკის მიერ ინოვაციური მომსახურების ან/და პროდუქტის სატესტო გარემოში გამოსაცდელად შექმნილი ჩარჩო; ბ) ახალი ტექნოლოგია – პროგრამა ან/და სხვა ტექნოლოგია (მათ შორის, ფინანსური), რომელიც გამოიყენება ინოვაციური მომსახურების ან/და პროდუქტის შექმნის, მიწოდებისა და გამოყენების გაუმჯობესებისთვის ან/და ავტომატიზაციისთვის; გ) განმცხადებელი – ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული სუბიექტი, რომელსაც სურს ინოვაციური მომსახურების ან/და პროდუქტის შეთავაზება, თუმცა აღნიშნული ეწინააღმდეგება ეროვნული ბანკის არსებულ მოთხოვნებს ან/და საჭიროებს თანხმობას და იგი ეროვნულ ბანკს მიმართავს ამ დებულებით განსაზღვრული წესით; დ) სპეციალური ფოკუსჯგუფი – იმ პირთა ჯგუფი, რომლის წევრებიც საკუთარი ნებით გამოთქვამენ სურვილს მონაწილეობა მიიღონ ინოვაციური მომსახურების ან/და პროდუქტის გამოცდაში. მუხლი 3🔗. რეგულირების ლაბორატორიაში მონაწილეობის კრიტერიუმები რეგულირების ლაბორატორიაში მონაწილეობის მისაღებად, განმცხადებლის მიერ წარდგენილი მომსახურება ან/და პროდუქტი უნდა შეესაბამებოდეს შემდეგ კრიტერიუმებს: ა) განმცხადებელი, ეროვნული ბანკის შეფასებით, უნდა იყენებდეს ადგილობრივი ბაზრისთვის ახალ ტექნოლოგიას ან უნდა ჰქონდეს უკვე არსებული ტექნოლოგიის გამოყენების ინოვაციური მეთოდი და მის მიერ წარდგენილი მომსახურება ან/და პროდუქტი უნდა აკმაყოფილებდეს სულ მცირე ერთ-ერთ შემდეგ პირობას: ა.ა) ზრდის მომსახურების ან/და პროდუქტის ხელმისაწვდომობას, ეფექტურობას, დაცულობას ან/და ხარისხს; ა.ბ) აუმჯობესებს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული სუბიექტების რისკების მართვის ეფექტურობას; ა.გ) მომხმარებლებს აძლევს მნიშვნელოვან დამატებით სარგებელს; ა.დ) ემსახურება ფინანსური ჩართულობის გაზრდას ან/და ტექნოლოგიურ განვითარებას; ბ) განმცხადებლის მიერ შეთავაზებული მომსახურება ან/და პროდუქტი უნდა საჭიროებდეს ეროვნული ბანკის თანხმობას ან/და წარმოშობდეს ეროვნული ბანკის შესაბამისი მარეგულირებელი ჩარჩოს ცვლილების ან ახალი მარეგულირებელი მოთხოვნების განსაზღვრის საჭიროებას; გ) განმცხადებელს უნდა ჰქონდეს შეფასებული წარდგენილი მომსახურების ან/და პროდუქტის სარგებლიანობა, ფუნქციონირებადობა და დაკავშირებული რისკები. მუხლი 4🔗. ეროვნული ბანკისთვის მიმართვა რეგულირების ლაბორატორიის გამოსაყენებლად და წარსადგენი ინფორმაცია 1. განმცხადებელი ეროვნულ ბანკს მიმართავს მისი საქმიანობის ზედამხედველობის განმახორციელებელი სტრუქტურული ერთეულ(ებ)ის მეშვეობით ან/და შემდეგ ელექტრონული ფოსტის მისამართზე − reglab@nbg.gov.ge. 2. განმცხადებელმა ეროვნულ ბანკს უნდა წარუდგინოს ამ დებულების დანართი №1-ით განსაზღვრული შევსებული განაცხადის ფორმა, რომელიც, მათ შორის, უნდა მოიცავდეს წარდგენილი მომსახურების ან/და პროდუქტის ამ დებულებით განსაზღვრულ კრიტერიუმებთან შესაბამისობის დასაბუთებას. ამ დებულების მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ კრიტერიუმთან შესაბამისობის დასაბუთებაში უნდა მიეთითოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ის შესაბამისი წესი, ინსტრუქცია, დებულება, დადგენილება, მოთხოვნა ან/და მითითება (თარიღი, ნომერი, მუხლი და ა.შ.), რომელიც ხელს უშლის განმცხადებლის მიერ წარდგენილი მომსახურების ან/და პროდუქტის დანერგვას. 3. ეროვნული ბანკის მოთხოვნის შემთხვევაში, ეროვნული ბანკის მიერ მოთხოვნილი ფორმითა და დადგენილ ვადებში განმცხადებელმა უნდა წარადგინოს: ა) დასაბუთება, თუ როგორ აპირებს განმცხადებელი ინოვაციურ მომსახურებასთან ან/და პროდუქტთან დაკავშირებული საქმიანობის წარმართვას, რომელიც, მათ შორის, უნდა მოიცავდეს: ა.ა) ინოვაციურ მომსახურებასთან ან/და პროდუქტთან დაკავშირებული პროცესის აღწერას; ა.ბ) მოსალოდნელი შედეგების აღწერას და მათი შეფასების ხარისხობრივ და რაოდენობრივ ინდიკატორებს; ა.გ) სატესტო გარემოში ინოვაციური მომსახურების ან/და პროდუქტის გამოსაცდელად საჭირო რესურსებზე ხელმისაწვდომობის დასაბუთებას; ა.დ) საჭიროების შემთხვევაში, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკების შეფასებას და მიტიგაციის ღონისძიებების აღწერას; ბ) სატესტო გარემოდან რეალურ გარემოში გადასვლის სტრატეგია; გ) ინოვაციური მომსახურების ან/და პროდუქტის გამოყენების შეწყვეტის გეგმა, მათ შორის, ისეთი შემთხვევისთვის, თუ განმცხადებლის მიერ წარდგენილი შეფასების ხარისხობრივი და რაოდენობრივი ინდიკატორების გათვალისწინებით ინოვაციური მომსახურება ან/და პროდუქტი ეროვნული ბანკის მიერ არ შეფასდება წარმატებულად და დადგება განმცხადებლის მიერ შესაბამისი ოპერაციების შეწყვეტის აუცილებლობა. გეგმის მიზანია უზრუნველყოს განმცხადებლის მიერ ოპერაციების შეწყვეტა კლიენტთა ინტერესების დაცვითა და მომსახურებისთვის გამოყენებული სისტემის შეუფერხებლად. გეგმა უნდა ექვემდებარებოდეს გადახედვას ბიზნეს/საოპერაციო მოდელის ნებისმიერი ცვლილებისას. აღნიშნული გეგმა, მათ შორის, უნდა მოიცავდეს: გ.ა) გარემოებებს, რომელთა დადგომისას უნდა ამოქმედდეს ინოვაციური მომსახურების ან/და პროდუქტის გამოყენების შეწყვეტის გეგმა; გ.ბ) მიზეზებს, რამაც შესაძლოა განაპირობოს ინოვაციური მომსახურების ან/და პროდუქტის წარუმატებლობა; გ.გ) პასუხისმგებელ შიდაორგანიზაციულ სტრუქტურულ ერთეულს; გ.დ) პროცედურებს, რომლებმაც უნდა უზრუნველყოს გეგმის ხელის შემშლელი მატერიალური რისკების პროაქტიული იდენტიფიკაცია და აღმოფხვრა; გ.ე) კლიენტებთან ანგარიშსწორების გეგმასა და მათი სახსრების დაცვის საგარანტიო მექანიზმების აღწერას, საჭიროების შემთხვევაში; დ) ინფორმაცია სატესტო რეჟიმში მყოფი ინოვაციური მომსახურებით ან/და პროდუქტით სარგებლობის შესახებ მომხმარებელთა ინფორმირებისა და მათი დაცვის დამატებითი მექანიზმების შესახებ; ე) საოპერაციო რისკების შეფასების ფორმა; ვ) სხვა დამატებითი ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია ინოვაციური მომსახურების ან/და პროდუქტის რისკის შესაფასებლად. მუხლი 5🔗. რეგულირების ლაბორატორიაში მონაწილეობის ეტაპები 1. რეგულირების ლაბორატორიაში მონაწილეობა გულისხმობს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული შემდეგი ეტაპების გავლას: ა) იდეის ტესტირება; ბ) საჩვენებელი მოდელის ტესტირება; გ) რეალურ გარემოში გამოყენების ტესტირება. 2. ყოველ შემდგომ ეტაპზე გადასვლისთვის ეროვნული ბანკის მიერ წინა ეტაპი უნდა ჩაითვალოს წარმატებულად. თითოეული ეტაპის გასავლელად საჭირო პირობებსა და ვადებს ეროვნული ბანკი განსაზღვრავს ინდივიდუალურად, წარდგენილი მომსახურების ან/და პროდუქტის სპეციფიკის გათვალისწინებით. მუხლი 6🔗. იდეის ტესტირება 1. რეგულირების ლაბორატორიის გამოყენების შესახებ განმცხადებლის განაცხადის მიღების შემდგომ, ეროვნული ბანკი ახორციელებს წარდგენილი განაცხადისა და ინფორმაციის სრულყოფილების შეფასებასა და მომსახურების ან/და პროდუქტის იდეის ტესტირებას. იდეის ტესტირება მოიცავს მისი ინოვაციურობის და სისტემური რისკების შეფასებას: ა) ეროვნული ბანკი ინოვაციურად განიხილავს ისეთ მომსახურებას ან/და პროდუქტს, რომელიც აკმაყოფილებს ამ დებულებით განსაზღვრულ კრიტერიუმებს. შემოთავაზებული მომსახურება ან/და პროდუქტი არ განიხილება ინოვაციურად, თუ მსგავსი მომსახურება ან/და პროდუქტი უკვე არსებობს საქართველოში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ინოვაციურად შეიძლება ჩაითვალოს განმცხადებლის მიერ გამოყენებული ტექნოლოგია (მათ შორის, ფინანსური) ან უკვე არსებული ტექნოლოგიის გამოყენების მეთოდი; ბ) წარდგენილ მომსახურებას ან/და პროდუქტს არ უნდა ჰქონდეს სისტემურ რისკებზე მატერიალური ნეგატიური გავლენის მოხდენის შესაძლებლობა და არ უნდა ზრდიდეს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკებს. 2. ეროვნული ბანკი ვალდებულია იდეის ტესტირების ეტაპის შედეგების შესახებ განმცხადებელს აცნობოს წერილობით (მატერიალურად ან/და ელექტრონულად, შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართიდან − reglab@nbg.gov.ge), განცხადების წარდგენიდან 21 (ოცდაერთი) სამუშაო დღის ვადაში. აღნიშნული ვადა შესაძლოა დამატებით გაგრძელდეს 30 (ოცდაათი) სამუშაო დღით. 3. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია განმცხადებელს მოსთხოვოს დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რომელიც აუცილებელია იდეის ტესტირების ეტაპის შედეგების შესაფასებლად. დამატებითი ინფორმაციის/დოკუმენტაციის მოთხოვნის შემთხვევაში, ჩერდება ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვადის დინება და განისაზღვრება ვადა დამატებითი ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარსადგენად (მათ შორის, რამდენჯერმე). განმცხადებლის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენა ვადის დინების განახლების საფუძველია, ხოლო დადგენილ ვადაში ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარუდგენლობა იდეის ტესტირების ეტაპის შეწყვეტის საფუძველია. განხილვის შედეგებს ეროვნული ბანკი განმცხადებელს აცნობებს წერილობით (მატერიალურად ან/და ელექტრონულად, შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართიდან − reglab@nbg.gov.ge), ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ ვადაში. 4. იდეის ტესტირების დადებითად შეფასების შემთხვევაში, ეროვნული ბანკი ატყობინებს განმცხადებელს პირველი ეტაპის წარმატებით გავლისა და შემდგომ ეტაპზე გადასვლის შესახებ. 5. განმცხადებლის მიერ ამ დებულების მე-4 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაციის არასრულყოფილად წარდგენის ან/და ეროვნული ბანკის მიერ განმცხადებლის მიერ წარდგენილი მომსახურების ან/და პროდუქტის ამ დებულებით განსაზღვრულ კრიტერიუმებთან შეუსაბამოდ მიჩნევის შემთხვევაში, ეროვნული ბანკი ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ ვადაში, შესაბამისი დასაბუთებით, წერილობითი ფორმით უარს ეუბნება განმცხადებელს. მუხლი 7🔗. საჩვენებელი მოდელის ტესტირება 1. საჩვენებელი მოდელის ტესტირება გულისხმობს წარდგენილი მომსახურების ან/და პროდუქტის გამოცდას სატესტო გარემოში. აღნიშნულ ეტაპზე, ეროვნული ბანკი განმცხადებელთან ერთად განიხილავს და განსაზღვრავს ტესტირების მასშტაბსა და ხანგრძლივობას, ანგარიშგების სიხშირეს და ტესტირების წარმატებით გავლის შეფასების ინდიკატორებს. 2. საჩვენებელი მოდელის ტესტირება შესაძლოა ჩატარდეს სპეციალურ ფოკუსჯგუფზე, რომელიც შესაძლოა შედგებოდეს განმცხადებლის თანამშრომლებისგან. აღნიშნულ ეტაპზე ინოვაციური მომსახურება ან/და პროდუქტი ხელმისაწვდომი არ უნდა იყოს რეალური მომხმარებლებისთვის. 3. საჩვენებელი მოდელის ტესტირების წარმატებით გავლის შემთხვევაში განმცხადებელს ეძლევა ნებართვა, გადავიდეს ოპერაციების რეალურ გარემოში გამოყენების ტესტირების ეტაპზე, წინააღმდეგ შემთხვევაში ეროვნული ბანკი, შესაბამისი დასაბუთებით, წერილობითი ფორმით უარს ეუბნება განმცხადებელს რეგულირების ლაბორატორიაში პროცესის გაგრძელებაზე. 4. საჩვენებელი მოდელის ტესტირების წარმატებით გავლის შემთხვევაში ეროვნული ბანკი საკუთარი ვებგვერდის მეშვეობით ასაჯაროებს ინფორმაციას წარდგენილი მომსახურების ან/და პროდუქტის რეალურ გარემოში გამოყენების ტესტირების პროცესის დაწყების შესახებ. მუხლი 8🔗. რეალურ გარემოში გამოყენების ტესტირება 1. რეალურ გარემოში გამოყენების ტესტირება გულისხმობს განმცხადებლის მიერ შეთავაზებული მომსახურების ან/და პროდუქტის გამოცდას რეალურ გარემოში, ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული შეზღუდვების ან/და მისი უფლებამოსილების ფარგლებში შემსუბუქებული მარეგულირებელი პირობების გათვალისწინებით. 2. წარდგენილი მომსახურების ან/და პროდუქტის რეალურ გარემოში გამოყენებისთვის ეროვნული ბანკი განსაზღვრავს საოპერაციო და ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკებთან დაკავშირებულ შეზღუდვებს, იმ შემსუბუქებულ მარეგულირებელ პირობებს, რომლებიც შესაძლოა საჭირო იყოს წარდგენილი მომსახურების ან/და პროდუქტის რეალურ გარემოში გამოყენების ტესტირებისთვის, ტესტირების წარმატებით გავლის ინდიკატორებს შესაბამისი დროითი პერიოდების მიხედვით და ანგარიშგების წარდგენის ვადებს. აღნიშნული შეზღუდვები,  შემსუბუქებული მარეგულირებელი პირობები, ტესტირების წარმატებით გავლის ინდიკატორები და ანგარიშგების ვადები განისაზღვრება ინდივიდუალურად, კონკრეტული მომსახურების ან/და პროდუქტის სპეციფიკის გათვალისწინებით. 3. განმცხადებლის მიერ ეროვნული ბანკისთვის, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული, პერიოდულად წარდგენილი ანგარიშგება უნდა მოიცავდეს: ა) ძირითადი ინდიკატორების შედეგებს, ძირითად მიღწევებს და სტატისტიკურ ინფორმაციას, მათ შორის, ინფორმაციას თაღლითობასთან და საოპერაციო ინციდენტებთან დაკავშირებით; ბ) ტექნოლოგიასთან დაკავშირებულ არსებით პრობლემებს; გ) ინციდენტებთან დაკავშირებულ მომხმარებელთა საჩივრებს; დ) სხვა დამატებით ინფორმაციას, რომელსაც ეროვნული ბანკი განსაზღვრავს კონკრეტული შემთხვევიდან გამომდინარე. 4. ეროვნული ბანკი საკუთარი ვებგვერდის მეშვეობით ასაჯაროებს ინფორმაციას წარდგენილი მომსახურების ან/და პროდუქტის რეალურ გარემოში გამოყენების ტესტირების შესახებ. 5. განმცხადებელი ვალდებულია თვალსაჩინო ფორმით მოახდინოს მომხმარებლის ინფორმირება მისი მომსახურების ან/და პროდუქტის რეგულირების ლაბორატორიის ფარგლებში რეალურ გარემოში გამოყენების ტესტირების შესახებ. 6. მომსახურების ან/და პროდუქტის რეალურ გარემოში გამოყენების ტესტირების ვადაა 1 (ერთი) წელი, თუ ეროვნული ბანკის მიერ სხვა ვადა არ არის განსაზღვრული. საჭიროებისამებრ, ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, შესაძლებელია ტესტირების ვადის გახანგრძლივება არაუმეტეს 1 (ერთი) წლით (მათ შორის, რამდენჯერმე). მუხლი 9🔗. რეგულირების ლაბორატორიიდან გამოსვლა 1. რეალურ გარემოში გამოყენების ტესტირების პერიოდის გასვლის შემდეგ განმცხადებელი წარადგენს ტესტირების საბოლოო შედეგებს. ეროვნული ბანკი შეაფასებს წარდგენილ საბოლოო შედეგებს და მათი წარდგენიდან 21 (ოცდაერთი) სამუშაო დღის ვადაში, შესაბამისი დასაბუთებით, წერილობით აცნობებს განმცხადებელს შეფასების შედეგების შესახებ. აღნიშნული ვადა შესაძლოა დამატებით გაგრძელდეს 30 (ოცდაათი) სამუშაო დღით. 2. ეროვნული ბანკი განმცხადებლის მიერ წარდგენილ მომსახურებას ან/და პროდუქტს დადებითად აფასებს იმ შემთხვევაში, თუ, მათ შორის, დაკმაყოფილებულია შემდეგი პირობები: ა) განმცხადებელმა მიაღწია წინასწარ დასახულ მიზანს; ბ) წარდგენილი მომსახურების ან/და პროდუქტის ტესტირებებმა აჩვენეს სასურველი შედეგები და დაბალი სისტემური რისკის პოტენციალი. 3. იმ შემთხვევაში, თუ წარდგენილი მომსახურება ან/და პროდუქტი ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად შეფასდა დადებითად, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია: ა) მოხსნას განმცხადებლისთვის ტესტირების ფარგლებში განსაზღვრული დამატებითი მოთხოვნები/შეზღუდვები, რომლითაც განმცხადებელი სარგებლობდა რეგულირების ლაბორატორიაში მონაწილეობის პერიოდში; და ბ) საჭიროების შემთხვევაში განიხილოს ინოვაციური მომსახურების ან/და პროდუქტის გამოყენებისათვის აუცილებელი მარეგულირებელი მოთხოვნების საზედამხედველო ჩარჩოში და საზედამხედველო მიდგომებში ასახვის ან/და მათი შესაბამისად ცვლილების საკითხი. 4. იმ შემთხვევაში, თუ ტესტირების შედეგები აჩვენებს, რომ განმცხადებელი სათანადოდ ვერ ოპერირებს, რაც, მათ შორის, გამოიხატება ტესტირების განმავლობაში განსაზღვრული, ხარისხობრივი და რაოდენობრივი ინდიკატორებიდან მნიშვნელოვანი ჩამორჩენით ან/და მნიშვნელოვანი და პოტენციური სისტემური რისკების გამოვლენით, ეროვნული ბანკი: ა) იღებს გადაწყვეტილებას განმცხადებლის მიერ წარდგენილი მომსახურების ან/და პროდუქტის უარყოფითად შეფასებისა და ტესტირების პროცესის შეწყვეტის შესახებ; ბ) უფლებამოსილია, საჭიროებისამებრ შეცვალოს ამ დებულების მე-8 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნები, შეზღუდვები და ვადები. 5. იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელი ტესტირების ეტაპის დასრულებამდე გამოთქვამს სურვილს რეგულირების ლაბორატორიიდან გასვლის შესახებ, მან აღნიშნულის თაობაზე წერილობით (მატერიალურად ან შემდეგ ელექტრონული ფოსტის მისამართზე − reglab@nbg.gov.ge) უნდა აცნობოს ეროვნულ ბანკს შესაბამისი მიზეზის მითითებით. 6. ტესტირების საბოლოო შედეგის უარყოფითად შეფასების, ტესტირების შეწყვეტის ან/და რეალურ გარემოში გამოყენების ტესტირების ეტაპზე რეგულირების ლაბორატორიიდან საკუთარი სურვილით გასვლის შემთხვევაში, განმცხადებელმა დაუყოვნებლივ უნდა აამოქმედოს ინოვაციური მომსახურების ან/და პროდუქტის გამოყენების შეწყვეტის გეგმა, რომელიც წარდგენილი ჰქონდა ეროვნული ბანკისთვის.