ქალაქ თბილისში, გლდანის რაიონში, ანდრო ქუჯოშვილის ქუჩასთან არსებული უსახელო შესახვევისთვის ანდრო ქუჯოშვილის IV შესახვევის სახელის მინიჭების შესახებ
მიღების თარიღი 20.05.2025
გამომცემი ორგანო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №231
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.016992
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 23/05/2025
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
20.05.2025 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, ელიას მთის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის საზოგადო მოღვაწის მაქსიმე შარაძის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, ჯუმბერ ლეჟავას ქუჩის მონაკვეთისთვის და ჯუმბერ ლეჟავას I შესახვევისთვის ბიძინა ჩოლოყაშვილის ქუჩის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, გლდანის რაიონში, ნუგზარ კალანდაძის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის მოჭიდავის გიორგი ოდიშვილის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, აშოტ კურაპალატის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის სახელმწიფო მოღვაწის კრავაი ჯაყელის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, სესილია თაყაიშვილის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის ქიმიკოსის, აკადემიკოსის ნიკოლოზ ლანდიას სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ თბილისში, გლდანის რაიონში, ანდრო ქუჯოშვილის ქუჩასთან არსებული უსახელო შესახვევისთვის ანდრო ქუჯოშვილის IV შესახვევის სახელის მინიჭების შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №231
2025 წლის 20 მაისი
ქალაქ თბილისში, გლდანის რაიონში, ანდრო ქუჯოშვილის ქუჩასთან არსებული უსახელო შესახვევისთვის ანდრო ქუჯოშვილის IV შესახვევის სახელის მინიჭების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
1. გლდანის რაიონში ანდრო ქუჯოშვილის ქუჩასთან არსებულ უსახელო შესახვევს მიენიჭოს ანდრო ქუჯოშვილის IV შესახვევის სახელი, თანდართული რუკის თანახმად.
2. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.
3. განკარგულება ერთი თვის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64), კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე