ქალაქ თბილისში, მთაწმინდის რაიონში, ოქროყანაში, მირზა გელოვანის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის კინორეჟისორის ომარ გვასალიას სახელის მინიჭების შესახებ
მიღების თარიღი 20.05.2025
გამომცემი ორგანო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №226
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.016993
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 23/05/2025
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
20.05.2025 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, ბათლომე ხუციშვილის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის საზოგადო მოღვაწის სოფიო ყულოშვილის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, ჯუმბერ ლეჟავას ქუჩის მონაკვეთისთვის და ჯუმბერ ლეჟავას I შესახვევისთვის ბიძინა ჩოლოყაშვილის ქუჩის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, ელიას მთის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის საზოგადო მოღვაწის მაქსიმე შარაძის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, აშოტ კურაპალატის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის სახელმწიფო მოღვაწის კრავაი ჯაყელის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, ნაძალადევის რაიონში, ჩარგლის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის საზოგადო მოღვაწის აპოლონ ჯინჭარაძის სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ თბილისში, მთაწმინდის რაიონში, ოქროყანაში, მირზა გელოვანის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის კინორეჟისორის ომარ გვასალიას სახელის მინიჭების შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №226
2025 წლის 20 მაისი
ქალაქ თბილისში, მთაწმინდის რაიონში, ოქროყანაში, მირზა გელოვანის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის კინორეჟისორის ომარ გვასალიას სახელის მინიჭების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
1. მთაწმინდის რაიონში, ოქროყანაში, მირზა გელოვანის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩას მიენიჭოს კინორეჟისორის ომარ გვასალიას სახელი, თანდართული რუკის თანახმად.
2. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.
3. განკარგულება ერთი თვის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე