ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, ე.წ. ვარკეთილის ცენტრალური პარკისთვის უზბეკი პოეტის, მოაზროვნის და სახელმწიფო მოღვაწის ალიშერ ნავოის სახელის მინიჭების შესახებ

მიღების თარიღი 20.05.2025
გამომცემი ორგანო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №223
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.017001
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 23/05/2025
168 სიტყვა · ~1 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, ვასილ კოპცოვის ქუჩის მონაკვეთისთვის და ნავთლუღის VI შესახვევის მონაკვეთისთვის ვასილ კოპცოვის I და II ჩიხის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 94% 21.03.2025 ქალაქ თბილისში, ნაძალადევის რაიონში, ვახტანგ მახალდიანის შესახვევისთვის გუდაურთან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული ექიმის გიორგი ვენეცკის ქუჩის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 91% 13.09.2024 ქალაქ თბილისში, ვაკის რაიონში, ბაგების სატყეო უბანში, ივანე მაჩაბლის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის კინორეჟისორების შოთა და ნოდარ მანაგაძეების სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 91% 27.04.2021 ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, იოთამ ზედგინიძის ქუჩასთნ მდებარე უსახელო ქუჩისთვის და მასთან არსებული ორი შესახვევისთვის ქორეოგრაფის დავით ჯავრიშვილის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 91% 15.05.2020 ქალაქ თბილისში, ნაძალადევის რაიონში, გეგუთის ქუჩის მონაკვეთისთვის და მასთან მდებარე უსახელო გეოგრაფიული ობიექტისთვის გეგუთის I ჩიხის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 91% 21.03.2025

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, ე.წ. ვარკეთილის ცენტრალური პარკისთვის უზბეკი პოეტის, მოაზროვნის და სახელმწიფო მოღვაწის ალიშერ ნავოის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება №223 2025 წლის 20 მაისი  ქ. თბილისი ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, ე.წ. ვარკეთილის ცენტრალური პარკისთვის უზბეკი პოეტის, მოაზროვნის და სახელმწიფო მოღვაწის ალიშერ ნავოის  სახელის მინიჭების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად,  ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა: 1. სამგორის რაიონში ე.წ. ვარკეთილის ცენტრალურ პარკს მიენიჭოს უზბეკი  პოეტის, მოაზროვნის და სახელმწიფო მოღვაწის ალიშერ ნავოის სახელი,  თანდართული რუკის თანახმად. 2. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება. 3. განკარგულება ერთი თვის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს  თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით  აღმაშენებლის ხეივანი, №64), კანონმდებლობით დადგენილი წესით. საკრებულოს თავმჯდომარე                                                           გიორგი ტყემალაძე