საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და გაცემის სტანდარტის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 27.05.2025
გამომცემი ორგანო 1. ზოგადი ინფორმაცია ადმინისტრაციული ორგანოს შესახებ
ნომერი №72
სარეგისტრაციო კოდი 120640000.22.026.017359 1
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 27/05/2025
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
27.05.2025 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და პროაქტიულად
გამოქვეყნების შესახებ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესის, პირობებისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესის, საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტისა და პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესის, საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტისა და პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ ,,ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და დაწესებულებების, აგრეთვე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებით მოქმედი კერძო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობასთან დაკავშირებული საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების და საჯარო ინფორმაციის გაცემის წესის“ დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და გაცემის სტანდარტის დამტკიცების შესახებ
საქართველოს
თავდაცვის
მინისტრის
ბრძანება №72
2025 წლის 27 მაისი
ქ. თბილისი
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და გაცემის სტანდარტის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 28-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 37-ე მუხლის მე-4 ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და პროაქტიულად გამოქვეყნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აგვისტოს №219 დადგენილების შესაბამისად,
ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს:
ა) „საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესი“ – დანართი №1;
ბ) „საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და გაცემის სტანდარტი“ – დანართი №2.
მუხლი 2🔗
საქართველოს თავდაცვის სამინისტროში საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელ ქვედანაყოფად განისაზღვროს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის საორგანიზაციო სამსახურის საჯარო ინფორმაციისა და მოქალაქეებთან ურთიერთობის სამმართველო.
მუხლი 3🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და გაცემის სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრი 2017 წლის 5 აპრილის №27 ბრძანება.
მუხლი 4🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს თავდაცვის მინისტრიირაკლი ჩიქოვანი
დანართი №1
საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესი
1. საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესი (შემდგომში − წესი) განსაზღვრავს საზოგადოებრივი ინტერესის მატარებელი საჯარო ინფორმაციის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (შემდგომში − სამინისტრო) ვებგვერდზე გამოქვეყნების წესსა და სამართლებრივ საფუძვლებს.
2. სამინისტროს ადმინისტრაციის საორგანიზაციო სამსახურის საჯარო ინფორმაციისა და მოქალაქეებთან ურთიერთობის სამმართველო ვალდებულია უზრუნველყოს „საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და პროაქტიულად გამოქვეყნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აგვისტოს №219 დადგენილების დანართით განსაზღვრული საჯარო ინფორმაციის (შემდგომში − ინფორმაცია) პროაქტიულად გამოქვეყნება სამინისტროს ვებგვერდზე: www.mod.gov.ge. აღნიშნულ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია საჯარო და უსასყიდლოა.
3. წესის მოქმედება ვრცელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ ინფორმაციაზე.
4. წესის მოქმედება არ ვრცელდება იმ კატეგორიის ინფორმაციაზე, რომელიც დაკავშირებულია ან შეიძლება იყოს დაკავშირებული ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობასთან, სისხლისსამართლებრივ დევნასა და სისხლის სამართლის საქმის წარმოებასთან, ასევე, სახელმწიფო უსაფრთხოებასა და/ან თავდაცვასთან.
5. ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების მიზნით, სამინისტროს ვებგვერდზე იქმნება შესაბამისი გვერდი − „საჯარო ინფორმაცია“.
6. ამ წესის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია, ვებგვერდზე განთავსების მიზნით, მიეწოდება სამინისტროს ადმინისტრაციის საორგანიზაციო სამსახურის საჯარო ინფორმაციისა და მოქალაქეებთან ურთიერთობის სამმართველოს.
7. ინფორმაციის სამინისტროს ადმინისტრაციის საორგანიზაციო სამსახურის საჯარო ინფორმაციისა და მოქალაქეებთან ურთიერთობის სამმართველოსათვის მიწოდების დროულობასა და უტყუარობაზე პასუხისმგებელნი არიან ამ წესის მე-11 პუნქტით განსაზღვრული სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელების მიერ ამისათვის განსაზღვრული პირები, ხოლო ვებგვერდის შესაბამის განყოფილებაში ინფორმაციის დროულ განთავსებაზე − სამინისტროს ადმინისტრაციის საორგანიზაციო სამსახურის საჯარო ინფორმაციისა და მოქალაქეებთან ურთიერთობის სამმართველო.
8. ინფორმაცია, სამინისტროს შესაბამისმა სტრუქტურულმა ქვედანაყოფებმა, კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს ადმინისტრაციის საორგანიზაციო სამსახურის საჯარო ინფორმაციისა და მოქალაქეებთან ურთიერთობის სამმართველოს უნდა მიაწოდონ შემდეგ ვადებში:
ა) ცვლილების შემთხვევაში განახლებადი ინფორმაცია − ცვლილების ძალაში შესვლიდან 5 დღეში;
ბ) ყოველწლიურად გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია − წლის დასრულებიდან 2 თვის განმავლობაში;
გ) კვარტალურად გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია − კვარტალის დასრულებიდან 15 დღის განმავლობაში;
დ) სამართლებრივი აქტები − ძალაში შესვლიდან 5 დღეში.
9. სამინისტროს ვებგვერდზე ინფორმაცია უნდა განთავსდეს ისეთი ფორმით, რომ მისი ჩამოტვირთვა, ბეჭდვა და კოპირება შესაძლებელი იყოს ინფორმაციის დაკარგვის ან/და დაზიანების გარეშე.
10. დაინტერესებულ პირს უფლება აქვს გამოიყენოს სამინისტროს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია ვებგვერდის მისამართის სავალდებულო მითითებით.
11. პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის ნუსხა:
1. ზოგადი ინფორმაცია ადმინისტრაციული ორგანოს შესახებ
№
ინფორმაციის დასახელება
პასუხისმგებელი სტრუქტურული ქვედანაყოფი
განახლების ვადები
1.1
ადმინისტრაციული ორგანოს სტრუქტურა და ფუნქციების აღწერა
ადამიანური რესურების დეპარტამენტი/J-1 პერსონალის დეპარტამენტი
განახლებადია ცვლილების შემთხვევაში
1.2
ადმინისტრაციული ორგანოსა და მისი სტრუქტურული ერთეულების/ტერიტორიული ორგანოების საქმიანობის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტები (დებულება, წესდება, შინაგანაწესი)
იურიდიული დეპარტამენტი
განახლებადია ცვლილების შემთხვევაში
1.3
ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის შესახებ წლიური ანგარიში
თავდაცვის პოლიტიკისა და განვითარების დეპარტამენტი
ქვეყნდება ყოველწლიურად
1.4
ადმინისტრაციული ორგანოს მიერ შემუშავებული სტრატეგიები, კონცეფციები და სამოქმედო გეგმები
თავდაცვის პოლიტიკისა და განვითარების დეპარტამენტი
განახლებადია ცვლილების შემთხვევაში
1.5
ადმინისტრაციული ორგანოს ხელმძღვანელის, მოადგილეების, სტრუქტურული ერთეულების/ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელების (საჯარო სამართლის იურიდიული პირების შემთხვევაში − მათი ხელმძღვანელებისა და მოადგილეების) შესახებ ინფორმაცია: სახელი, გვარი, ფოტოსურათი, ბიოგრაფიული მონაცემები
ადამიანური რესურსების დეპარტამენტი/J-1 პერსონალის დეპარტამენტი
განახლებადია ცვლილების შემთხვევაში
1.6
ადმინისტრაციული ორგანოსა და მისი სტრუქტურული ერთეულების/ტერიტორიული ორგანოების მისამართი, ელექტრონული ფოსტის მისამართი და ტელეფონის ნომერი, სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, ფაქსის ნომერი, ცხელი ხაზის ნომერი
ადამიანური რესურსების დეპარტამენტი/სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი/J-1 პერსონალის დეპარტამენტი
განახლებადია ცვლილების შემთხვევაში
2. საჯარო ინფორმაციის გვერდი
2.1
საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირის (პირების) სახელი, გვარი, თანამდებობა, სამსახურის ელექტრონული ფოსტა, სამსახურის ტელეფონისა და ფაქსის ნომრები
ადმინისტრაციის საორგანიზაციო სამსახურის საჯარო ინფორმაციისა და მოქალაქეებთან ურთიერთობის სამმართველო
განახლებადია ცვლილების შემთხვევაში
2.2
საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტები
იურიდიული დეპარტამენტი
განახლებადია ცვლილების შემთხვევაში
2.3
ადმინისტრაციული საჩივრის ფორმები/ნიმუშები და ინფორმაცია გასაჩივრების წესის შესახებ
იურიდიული დეპარტამენტი
განახლებადია ცვლილების შემთხვევაში
2.4
ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქართველოს პრეზიდენტისა და პარლამენტისათვის წარდგენილი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლით გათვალისწინებული ყოველწლიური ანგარიში
ადმინისტრაციის საორგანიზაციო სამსახურის საჯარო ინფორმაციისა და მოქალაქეებთან ურთიერთობის სამმართველო
ქვეყნდება ყოველწლიურად
2.5
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე და მე-40 მუხლების შესაბამისად განცხადებების შესახებ ზოგადი სტატისტიკა
ადმინისტრაციის საორგანიზაციო სამსახურის საჯარო ინფორმაციისა და მოქალაქეებთან ურთიერთობის სამმართველო
ქვეყნდება კვარტალურად
3. ინფორმაცია
ადმინისტრაციული
ორგანოს
საკადრო
უზრუნველყოფის
შესახებ
3.1
ადმინისტრაციულ ორგანოში გამოცხადებული ვაკანტური პოზიციების ჩამონათვალი, კონკურსის შედეგები (მხოლოდ კონკურსში გამარჯვებულ პირთა ვინაობა), კონკურსის შედეგების გასაჩივრების სტანდარტი და პროცედურა
ადამიანური რესურსების დეპარტამენტი
განახლებადია ცვლილების შემთხვევაში
3.2
ნორმატიული აქტები, რომლებიც განსაზღვრავს ადმინისტრაციულ ორგანოში კონკურსის ჩატარების წესებს
იურიდიული დეპარტამენტი
განახლებადია ცვლილების შემთხვევაში
3.3
ადმინისტრაციულ ორგანოში დასაქმებულ პირთა ოდენობა კატეგორიების მითითებით, ქალისა და მამაკაცის თანასწორობის ჭრილში
ადამიანური რესურსების დეპარტამენტი/ J-1 პერსონალის დეპარტამენტი
ქვეყნდება კვარტალურად
4. ინფორმაცია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების და სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ
4.1
სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმა
სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტი
ქვეყნდება
კვარტალურად
4.2
ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმის ფარგლებში განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ინფორმაცია მიმწოდებლის, შესყიდვის ობიექტის, შესყიდვის საშუალების, ხელშეკრულების ღირებულებისა და გადარიცხული თანხების მითითებით
სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტი/საფინანსო დეპარტამენტი
ქვეყნდება კვარტალურად
4.3
ინფორმაცია სახელმწიფო ქონების გასხვისებისა და სარგებლობაში გადაცემის შესახებ
ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობა
ქვეყნდება კვარტალურად
4.4
რეკლამის განთავსებაზე გაწეული ხარჯები
საფინანსო დეპარტამენტი
ქვეყნდება კვარტალურად
5. ინფორმაცია ადმინისტრაციული ორგანოს დაფინანსებისა და ხარჯთაღრიცხვის შესახებ
5.1
ადმინისტრაციული ორგანოს დამტკიცებული და დაზუსტებული ბიუჯეტები
საფინანსო დეპარტამენტი
ქვეყნდება კვარტალურად
5.2
ბიუჯეტის შესრულების შესახებ ინფორმაცია (ნაზარდი ჯამით)
საფინანსო დეპარტამენტი
ქვეყნდება
კვარტალურად და
ყოველწლიურად
5.3
ინფორმაცია გაცემული სარგოს, დანამატებისა და პრემიების კვარტალური ოდენობების შესახებ თანამდებობის პირებზე (ჯამურად) და სხვა თანამშრომლებზე (ჯამურად)
საფინანსო დეპარტამენტი
ქვეყნდება კვარტალურად
5.4
ინფორმაცია ოფიციალურ და სამუშაო ვიზიტებზე გაწეული სამივლინებო ხარჯების შესახებ თანამდებობის პირებზე (ჯამურად) და სხვა თანამშრომლებზე (ჯამურად) (ცალ- ცალკე ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ განხორციელებული მივლინებების მიხედვით)
საფინანსო დეპარტამენტი
ქვეყნდება კვარტალურად
5.5
ადმინისტრაციული ორგანოს ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ჩამონათვალი მოდელის მითითებით
ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობა
ქვეყნდება ყოველწლიურად
5.6
ინფორმაცია საწვავის მოხმარებაზე გაწეული ხარჯის შესახებ ჯამურად
ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობა
ქვეყნდება ყოველწლიურად
5.7
ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკურ მომსახურებაზე გაწეული ხარჯების შესახებ ინფორმაცია ჯამურად
ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობა
ქვეყნდება ყოველწლიურად
5.8
ადმინისტრაციული ორგანოს ბალანსზე რიცხული უძრავი ქონების ჩამონათვალი
ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობა
ქვეყნდება ყოველწლიურად
5.9
ინფორმაცია განხორციელებულ სატელეფონო საუბრებზე (საერთაშორისო და ადგილობრივი ზარები) გაწეული სატელეკომუნიკაციო ხარჯების შესახებ ჯამურად
J-6 კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების დეპარტამენტი
ქვეყნდება ყოველწლიურად
5.10
უცხო სახელმწიფოთა მთავრობების, საერთაშორისო ორგანიზაციების, სხვა დონის სახელმწიფო ერთეულების მიერ ადმინისტრაციული ორგანოსათვის გამოყოფილი ფინანსური დახმარების (გრანტები, კრედიტები) შესახებ ინფორმაცია
საფინანსო დეპარტამენტი/ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობა/ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტი
ქვეყნდება ყოველწლიურად
5.11
ინფორმაცია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული გრანტების შესახებ, მათ შორის, გრანტის მიმღები, მიზნობრიობა, გრანტის მოცულობა და გადარიცხული ოდენობა
საფინანსო დეპარტამენტი
ქვეყნდება ყოველწლიურად
5.12
საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით გათვალისწინებული ფონდებიდან ადმინისტრაციული ორგანოსა თვის გამოყოფილი თანხების შესახებ ინფორმაცია
საფინანსო დეპარტამენტი
ქვეყნდება კვარტალურად
5.13
სამართლებრივი აქტები საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით გათვალისწინებული ფონდებიდან ადმინისტრაციული ორგანოსათვის გამოყოფილი თანხების შესახებ
იურიდიული დეპარტამენტი
ქვეყნდება აქტის მიმღები ორგანოს მიერ ძალაში შესვლიდან 10 დღეში
6. სამართლებრივი
აქტები
6.1
ნორმატიული აქტები, რომლებიც უშუალოდ არის დაკავშირებული ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობასთან
იურიდიული დეპარტამენტი
ქვეყნდება ძალაში შესვლიდან 10 დღეში
6.2
ინდივიდუალური სამართლებრივი აქტები, რომლებიც ადმინისტრაციული ორგანოს შეფასებით, საზოგადოებრივი ინტერესის შემცველია
იურიდიული დეპარტამენტი
ქვეყნდება ძალაში შესვლიდან 10 დღეში
7. სხვა საჯარო ინფორმაცია
7.1
ადმინისტრაციული ორგანოს სერვისების შესახებ ინფორმაცია
შესაბამისი სერვისების განხორციელებაზე პასუხისმგებელი დეპარტამენტი
განახლებადია ცვლილების შემთხვევაში
7.2
ინფორმაცია იმ მოსაკრებლების, ტარიფებისა და საფასურების შესახებ, რომლებიც დადგენილია ან/და რომელთა გადახდევინებაც ხდება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ
საფინანსო დეპარტამენტი
განახლებადია ცვლილების შემთხვევაში
დანართი №2
საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და გაცემის სტანდარტი
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროში (შემდგომში – სამინისტრო) საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და გაცემის სტანდარტი (შემდგომში – სტანდარტი) განსაზღვრავს სამინისტროში არსებული საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და ელექტრონული ფორმით გაცემის წესსა და პირობებს.
2. ნებისმიერ პირს (ფიზიკური ან იურიდიული პირი, ადმინისტრაციული ორგანო) შეუძლია მოითხოვოს და მიიღოს საჯარო ინფორმაცია ელექტრონულად.
3. საჯარო ინფორმაციის მიღების მიზნით, ელექტრონული მოთხოვნის შესაძლებლობა უზრუნველყოფილია სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდის „საჯარო ინფორმაციის გვერდზე“ არსებული ელექტრონული რესურსით, რომელზეც იგზავნება შესაბამისი მოთხოვნა.
4. ელექტრონული მოთხოვნა (განცხადება) უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
ა) იმ ადმინისტრაციული ორგანოს დასახელებას, რომელსაც მიმართავს განმცხადებელი;
ბ) ფიზიკური პირის შემთხვევაში – განმცხადებლის სახელს, გვარს, საცხოვრებელ ან/და ელექტრონული ფოსტის მისამართს;
გ) იურიდიული პირის შემთხვევაში – ორგანიზაციის დასახელებას, ფაქტობრივ ან/და ელექტრონული ფოსტის მისამართს;
დ) მოთხოვნას.
5. საჯარო ინფორმაციის ელექტრონული მოთხოვნა (განცხადება) რეგისტრირდება სამინისტროს ადმინისტრაციის საორგანიზაციო სამსახურში და სამინისტროში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის შესახებ მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული წესისა და კომპეტენციის გათვალისწინებით, ეგზავნება შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს/ერთეულს.
6. საჯარო ინფორმაცია ელექტრონულად გაიცემა განმცხადებლისათვის ელექტრონულ ფოსტაზე გაგზავნით ან კომპაქტურ დისკზე ჩაწერით.
7. თუ დაინტერესებული პირის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის ელექტრონულ მისამართზე გაგზავნა შეუძლებელია მისი მოცულობიდან გამომდინარე, ინფორმაცია გაიცემა მატერიალური სახით ან კომპაქტურ დისკზე ჩაწერით.
8. სტანდარტის მე-6 და მე-7 პუნქტებში მითითებულ შემთხვევებში დაინტერესებულმა პირმა უნდა გადაიხადოს „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული თანხის ოდენობა.