„ბირთვული და რადიაციული ობიექტების, რადიოაქტიური წყაროების, რადიოაქტიური ნარჩენების და მაიონებელი გამოსხივების სხვა წყაროების ბირთვული დაცულობის“ დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 23.05.2025
ძალაში შესვლა 01.09.2025
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №179
სარეგისტრაციო კოდი 360160000.10.003.025071 217
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 28/05/2025
📖 ტერმინთა განმარტებები (12)
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- „ბირთვული და რადიაციული ობიექტების, რადიოაქტიური წყაროების, რადიოაქტიური ნარჩენების და მაიონებელი გამოსხივების სხვა წყაროების ფიზიკური უსაფრთხოების (დაცულობის) შესახებ“ საქართველოს მინისტრის ბრძანება 26.07.2017
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
ბირთვული გაუვრცელებლობის გარანტიებთან დაკავშირებული საქმიანობის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ „ტექნიკური რეგლამენტის – რადიოაქტიური ნარჩენებისადმი მოპყრობის წესის“ დამტკიცების შესახებ ბირთვული და რადიოაქტიური ნივთიერებების არალეგალურ მიმოქცევაზე რეაგირების წესის დამტკიცების შესახებ ბირთვულ ან რადიოლოგიურ საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების ეროვნული გეგმის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის - მრეწველობაში, მეცნიერებასა და განათლებაში რადიაციული უსაფრთხოების მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
„ბირთვული და რადიაციული ობიექტების, რადიოაქტიური წყაროების, რადიოაქტიური ნარჩენების და მაიონებელი გამოსხივების სხვა წყაროების ბირთვული დაცულობის“ დამტკიცების თაობაზე
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №179
2025 წლის 23 მაისი
ქ. თბილისი
„ბირთვული და რადიაციული ობიექტების, რადიოაქტიური წყაროების, რადიოაქტიური ნარჩენების და მაიონებელი გამოსხივების სხვა წყაროების ბირთვული დაცულობის“ დამტკიცების თაობაზე
მუხლი 1🔗
„რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ“ საქართველოს კანონის 69-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.
დამტკიცდეს თანდართული „ბირთვული და რადიაციული ობიექტების, რადიოაქტიური წყაროების, რადიოაქტიური ნარჩენების და მაიონებელი გამოსხივების სხვა წყაროების ბირთვული დაცულობა“.
მუხლი 2🔗
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ბირთვული და რადიაციული ობიექტების, რადიოაქტიური წყაროების, რადიოაქტიური ნარჩენების და მაიონებელი გამოსხივების სხვა წყაროების ფიზიკური უსაფრთხოების (დაცულობის) შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2017 წლის 26 ივლისის №26 ბრძანება.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს 2025 წლის 1 სექტემბრიდან.პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე
ბირთვული და რადიაციული ობიექტების, რადიოაქტიური წყაროების, რადიოაქტიური ნარჩენების და მაიონებელი გამოსხივების სხვა წყაროების ბირთვული
დაცულობა
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
„ბირთვული და რადიაციული ობიექტების, რადიოაქტიური წყაროების, რადიოაქტიური ნარჩენების და მაიონებელი გამოსხივების სხვა წყაროების ბირთვული დაცულობა“ (შემდგომ – დადგენილება) შემუშავებულია „რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის სფეროებში მოქმედი საერთაშორისო მოთხოვნების შესაბამისად.
მუხლი 2🔗. რეგულირების სფერო
ეს დადგენილება ადგენს:
ა) ბირთვული დაცულობის უზრუნველყოფის მოთხოვნებს, რომლებიც შესასრულებლად სავალდებულოა ბირთვული და რადიაციული საქმიანობის (გარდა მაიონებელი გამოსხივების გენერატორებით განხორციელებული საქმიანობისა) განმახორციელებელი ფიზიკური ან/და იურიდიული პირებისათვის, რომლებიც თავიანთ საქმიანობაში გამოიყენებენ ბირთვულ მასალებს, რადიოაქტიურ წყაროებს ან/და რადიოაქტიურ ნარჩენებს;
ბ) „რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული იმ უწყებებისა და პირების ფუნქცია-მოვალეობებს, რომლებიც ჩართულნი არიან ბირთვული დაცულობის უზრუნველყოფაში.
მუხლი 3🔗. მიზნები და ამოცანები
1. ამ დადგენილების მიზანია ბირთვული და რადიაციული ობიექტების, ბირთვული მასალების, რადიოაქტიური წყაროების ან/და რადიოაქტიური ნარჩენების ბირთვული დაცულობის უზრუნველყოფა და შესაბამისად, ადამიანის, მოსახლეობის, გარემოსა და ქონების დაცვა ბირთვულ დაცულობასთან დაკავშირებული შემთხვევების მავნე ზემოქმედებისაგან.
2. ამ დადგენილების ამოცანაა, ეფექტიანი დეტექტირების, დაყოვნების, რეაგირებისა და დაცულობის მართვის უზრუნველსაყოფად, დიფერენცირებელი მიდგომის, სიღრმისეული დაცვისა და საფრთხის შეფასების გათვალისწინებით, ბირთვული დაცულობის მოთხოვნების დადგენა.
მუხლი 4🔗. ტერმინთა განმარტება
ამ დადგენილების მიზნებისთვის გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ბირთვულ დაცულობასთან დაკავშირებული შემთხვევა - შემთხვევა, რომელიც ბირთვულ დაცულობაზე გავლენის მქონედ ფასდება და გულისხმობს ბირთვულ მასალებთან, რადიოაქტიურ წყაროებთან ან/და რადიოაქტიურ ნარჩენებთან დაკავშირებულ ან მათ წინააღმდეგ მიმართულ უკანონო ან განზრახ არაავტორიზებულ ქმედებებს;
ბ) დაყოვნება – ბირთვული დაცულობის ფუნქცია, რომელიც უზრუნველყოფს უკანონო ქმედების შეფერხებას (დროის გახანგრძლივების მიზნით), რათა მოხდეს ბირთვულ და რადიაციულ ობიექტებზე, ბირთვულ მასალებთან, რადიოაქტიურ წყაროებთან ან/და რადიოაქტიურ ნარჩენებთან უკანონო წვდომის პრევენცია;
გ) დაცულობის მართვა – ბირთვული და რადიაციული ობიექტების, ბირთვული მასალების, რადიოაქტიური წყაროებისა და რადიოაქტიური ნარჩენების დაცულობის მისაღწევად ადეკვატური ადამიანური და ფინანსური რესურსების უზრუნველყოფა, ისევე როგორც თანამშრომლობა და კონფიდენციალურ ინფორმაციასთან და ბირთვული დაცულობის კულტურასთან დაკავშირებული პროცედურების იმპლემენტაცია;
დ) დეტექტირება – ბირთვული დაცულობის ფუნქცია, რომელიც უზრუნველყოფს უკანონო ქმედების აღმოჩენას და ამ ქმედებით გამოწვეული საფრთხეების შეფასებას;
ე) პროექტირების საბაზისო საფრთხე – იმ შიდა დამრღვევისა და გარეშე პირის მახასიათებლები, რომელთაც შეიძლება სცადონ ბირთვული და რადიაციული ობიექტის, ბირთვული მასალების, რადიოაქტიური წყაროების ან რადიოაქტიური ნარჩენების უკანონო დაუფლება ან საბოტაჟის განხორციელება, რის თავიდან ასაცილებლადაც ხდება ფიზიკური დაცვის სისტემის შემუშავება და შეფასება;
ვ) რეაგირება – ბირთვული დაცულობის ფუნქცია, რომელიც მოიცავს უკანონო ქმედების აღმოჩენის შემდეგ ოპერატორის პერსონალის ან/და კერძო დაცვის მომსახურების განმახორციელებელი პირ(ებ)ისა და რეაგირებაზე პასუხისმგებელი პირების ქმედებათა ერთობლიობას და უზრუნველყოფს უკანონო ქმედების ჩამდენი პირის ან პირთა ჯგუფის წინააღმდეგ კანონმდებლობით გათვალისწინებული ქმედებების განხორციელებასა და უკანონო ქმედებით გამოწვეული ნებისმიერი ზიანის მიტიგაციას;
ზ) საფრთხე – პირი ან პირთა ჯგუფი, რომელსაც გააჩნია უკანონო ქმედების განხორციელების მოტივი, განზრახვა და შესაძლებლობა;
თ) საფრთხის შეფასება - იმ დამრღვევების შესაძლებლობების, განზრახვისა და სავარაუდო ქმედებების შეფასების პროცესი, რომლებმაც შეიძლება სცადონ ბირთვული და რადიაციული ობიექტების, ბირთვული მასალების, რადიოაქტიური წყაროების ან რადიოაქტიური ნარჩენების უკანონო დაუფლება ან საბოტაჟი;
ი) სიღრმისეული დაცვა – სხვადასხვა დონის მოწყობილობებისა და პროცედურების იერარქიული განლაგება, რომელიც მიზნად ისახავს მოსალოდნელი ოპერაციული ინციდენტების განვითარების თავიდან აცილებას და იმ ფიზიკური ბარიერების ეფექტიანობის შენარჩუნებას, რომლებიც განთავსებულია ბირთვულ მასალებს, რადიოაქტიურ წყაროებს ან/და რადიოაქტიური ნარჩენებსა და პერსონალს, მოსახლეობას ან გარემოს შორის როგორც ოპერაციულ პირობებში, ისე ზოგიერთი ბარიერის შემთხვევაში – ავარიულ სიტუაციებში;
კ) ფიზიკური დაცვის სისტემა – ფიზიკური დაცვის ღონისძიებების ინტეგრირებული ერთობლიობა, რომლის მიზანია უკანონო ქმედების განხორციელების პრევენცია;
ლ) ფიზიკური დაცვის ღონისძიებები – პერსონალი, პროცედურები და აღჭურვილობა;
მ) შესანახი – ბირთვული და რადიაციული საქმიანობის განმახორციელებელი პირის მფლობელობაში არსებული შენობა-ნაგებობების კომპლექსი, სადაც უსაფრთხო შენახვისათვის დროებით შეიძლება განთავსდეს ბირთვული მასალები, რადიოაქტიური წყაროები ან/და რადიოაქტიური ნარჩენები;
ნ) შიდა დამრღვევი – პირი, რომელსაც გააჩნია ოფიციალური დაშვება ბირთვულ და რადიაციულ ობიექტებზე, საქმიანობაზე ან კონფიდენციალურ ინფორმაციაზე და რომელმაც შეიძლება ჩაიდინოს ამგვარ ობიექტებთან, ბირთვულ მასალებთან, რადიოაქტიურ წყაროებთან ან/და რადიოაქტიური ნარჩენებთან დაკავშირებული უკანონო ან განზრახი არაავტორიზებული ქმედება ან დაეხმაროს ასეთი ქმედების ჩადენაში;
ო) ხარისხის უზრუნველყოფა – დაგეგმილი და სისტემური მოქმედებები, რომლებიც აუცილებელია სისტემის, სტრუქტურის, შემადგენელი კომპონენტის ან საქმიანობის ბირთვული დაცულობის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად.
მუხლი 5🔗. ბირთვული და რადიაციული ობიექტების, ბირთვული მასალების, რადიოაქტიური წყაროების ან/და რადიოაქტიური ნარჩენების ბირთვული დაცულობის უზრუნველყოფის სფეროში კომპეტენტური უწყებების ფუნქციები
1. ბირთვული და რადიაციული ობიექტების, ბირთვული მასალების, რადიოაქტიური წყაროების ან/და რადიოაქტიური ნარჩენების ბირთვული დაცულობის უზრუნველყოფის სფეროში საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ - ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს (შემდგომში – მარეგულირებელი ორგანო) ფუნქციებია:
ა) ოპერატორისთვის ბირთვული დაცულობის სტანდარტებისა და მოთხოვნების შემუშავება და პერიოდული გადახედვა, საქმიანობასთან დაკავშირებული საფრთხეების გათვალისწინებით;
ბ) ბირთვული დაცულობის პირობების შესრულების უზრუნველსაყოფად, ავტორიზაციასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების დროს, დოკუმენტაციის განხილვა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება, კანონმდებლობით დადგენილი წესით;
გ) ინსპექტირების გზით ოპერატორების მიერ განხორციელებული ბირთვული დაცულობის ღონისძიებების კონტროლი და შეფასება;
დ) დიფერენცირებული მიდგომის გამოყენება ინსპექტირებების მიმართ, კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ე) განსახორციელებელი ღონისძიებების დასახვა ოპერატორისთვის, ადმინისტრაციული მიწერილობის ფარგლებში;
ვ) შესაძლო ახალი საფრთხეების გათვალისწინებით, განახლებული ბირთვული დაცულობის სისტემის კონტროლი;
ზ) სავარაუდო რადიოლოგიური შედეგების შესამცირებლად, ბირთვული და რადიაციული საქმიანობისას ბირთვული დაცულობის უზრუნველყოფის პირობების დარღვევის ან/და ბირთვული დაცულობის სისტემის გაუმართავი ფუნქციონირების გამოვლენის შემთხვევაში, იძულებითი ღონისძიებების განხორციელება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
თ) მაღალი რადიაციული რისკის მქონე ობიექტების, I კატეგორიის ბირთვული მასალებისა და რადიოაქტიური წყაროების, W1 კლასის რადიოაქტიური ნარჩენების მფლობელი ფიზიკური ან/და იურიდიული პირების პროექტირების საბაზისო საფრთხეების შეფასება;
ი) ბირთვული და რადიაციული ობიექტების, ბირთვული მასალების, რადიოაქტიური წყაროებისა და რადიოაქტიური ნარჩენების აღრიცხვა და რეესტრის წარმოება, რომელიც, ასევე, მოიცავს ბირთვული დაცულობის დონეებს, ფიზიკური დაცვის სისტემის აღწერასა და განხორციელებულ ცვლილებებს;
კ) ავტორიზაციის მფლობელ ორგანიზაციებში ბირთვული დაცულობის კულტურის ხელშეწყობა;
ლ) ბირთვულ დაცულობასთან დაკავშირებულ შემთხვევებზე კოორდინირებული რეაგირების უზრუნველყოფა.
2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს, დაინტერესებულ უწყებასთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, ბირთვული და რადიაციული ობიექტის (გარდა მაიონებელი გამოსხივების გენერატორის მფლობელი ობიექტისა) ფიზიკურ დაცვას და კონტროლს, რადიოაქტიური მასალების ტრანსპორტირების უსაფრთხოებას, ასევე, კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ღონისძიებებს.
3. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ახორციელებს ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებებს ბირთვულ და სხვა რადიოაქტიურ მასალასთან დაკავშირებულ დანაშაულებზე.
4. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო უზრუნველყოფს მის დაქვემდებარებაში არსებული ბირთვული და რადიაციული ობიექტების ბირთვულ დაცულობას.
5. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, ბირთვულ დაცულობასთან დაკავშირებული შემთხვევისას უზრუნველყოფს დაზარალებულთა სამედიცინო და ფსიქოლოგიურ დახმარებას.
მუხლი 6🔗. ოპერატორთა ვალდებულებები ბირთვული და რადიაციული ობიექტების, ბირთვული მასალების, რადიოაქტიური წყაროებისა და რადიოაქტიური ნარჩენების ბირთვულ დაცულობასთან დაკავშირებით
1. ბირთვული და რადიაციული ობიექტის, ბირთვული მასალების, რადიოაქტიური წყაროების ან/და რადიოაქტიური ნარჩენების ბირთვული დაცულობის ეფექტიანი ღონისძიებების შემუშავებაზე, იმპლემენტაციასა და წარმოებაზე პასუხისმგებლობა პირველ რიგში ეკისრება ოპერატორს.
2. ოპერატორი ვალდებულია:
ა) შეაფასოს არსებული და პოტენციური საფრთხეები;
ბ) მაღალი რადიაციული რისკის მქონე ობიექტების, I კატეგორიის ბირთვული მასალებისა და რადიოაქტიური წყაროების, W1 კლასის ნარჩენების ბირთვული დაცულობის სისტემის დაგეგმვისას და დანერგვისას გაითვალისწინოს საფრთხეების შეფასება ან/და პროექტირების საბაზისო საფრთხეები;
გ) ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად მარეგულირებელ ორგანოში წარადგინოს ბირთვული დაცულობის გეგმა და ხარისხის უზრუნველყოფის პროგრამა, კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა დოკუმენტაციასთან ერთად;
დ) დაიცვას ბირთვული დაცულობის სისტემასთან დაკავშირებული ინფორმაციის კონფიდენციალურობა;
ე) შეიმუშაოს და შეათანხმოს ბირთვულ დაცულობასთან დაკავშირებულ შემთხვევებზე (ქურდობა, საბოტაჟი, ტერორისტული აქტი და სხვა უკანონო ქმედება) რეაგირების გეგმა, განახორციელოს მისი რეგულარული ტესტირება და განახლება ტრენინგებით და სიმულაციური სწავლებით;
ვ) განახორციელოს ფიზიკური დაცვის სისტემის ტესტირება, რაც მოიცავს:
ვ.ა) რეგულარულ შემოწმებას, ტესტირებასა და ტექნიკურ მომსახურებას;
ვ.ბ) მოძველებული ან გაუმართავი მოწყობილობების ჩანაცვლებას;
ზ) უზრუნველყოს ბირთვული დაცულობის ღონისძიებების მუდმივი შეფასება მათ მოწყვლადობაზე და გაუმჯობესება;
თ) განაახლოს ბირთვული დაცულობის სისტემა:
თ.ა) ახალი საფრთხეების წარმოქმნისას;
თ.ბ) ორგანიზაციის საქმიანობის გაფართოების ან/და უფრო მაღალი კატეგორიის ბირთვული მასალებისა ან/და რადიოაქტიური წყაროების შეძენის შემთხვევაში;
თ.გ) ბირთვული დაცულობის ახალი ტიპის ტექნოლოგიების დანერგვისას;
ი) პერიოდულად შეამოწმოს ბირთვული დაცულობის სისტემის ფუნქციონირება და ასახოს ჩანაწერები შესაბამის დოკუმენტაციაში;
კ) კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში, მითითებულ ვადაში შეასრულოს მარეგულირებელი ორგანოს მიერ განსაზღვრული ღონისძიებები;
ლ) ბირთვული დაცულობის სისტემაში შეტანილი ნებისმიერი ცვლილების შესახებ 10 დღის ვადაში აცნობოს და წარუდგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია მარეგულირებელ ორგანოს;
მ) უზრუნველყოს ბირთვულ ან რადიოლოგიურ საგანგებო სიტუაციებზე მზადყოფნა და რეაგირება ბირთვულ ან რადიოლოგიურ საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების გეგმის მიხედვით;
ნ) დაუყოვნებლივ შეატყობინოს მარეგულირებელ ორგანოსა და კომპეტენტურ უწყებებს ბირთვულ მასალებზე, რადიოაქტიურ წყაროებზე, შესანახზე, მაღალი რადიაციული რისკის მქონე ობიექტებზე უკანონო ქმედების განზრახვის, უკანონო ქმედების ჩადენის მომზადების, მცდელობის და უკანონო ქმედების შემთხვევების გამოვლენის შესახებ;
ო) მარეგულირებელ ორგანოსა და კომპეტენტურ უწყებებს მიაწოდოს ინფორმაცია ახალი შიდა და გარე საფრთხეების შესახებ;
პ) დანერგოს დაცულობის კულტურა;
ჟ) აღრიცხოს ბირთვული მასალები, რადიოაქტიური წყაროები და რადიოაქტიური ნარჩენები;
რ) უზრუნველყოს ბირთვული დაცულობის სისტემაში გამოყენებული ტექნიკური საშუალებების გამართული ფუნქციონირება;
ს) უზრუნველყოს პერსონალის, მათ შორის კერძო დაცვის მომსახურების განმახორციელებელი პირ(ებ)ის მომზადება და გადამზადება ბირთვული დაცულობის პროტოკოლებში, ბირთვული დაცულობის კულტურასა და ბირთვულ დაცულობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებში;
ტ) დანიშნოს ბირთვულ დაცულობაზე პასუხისმგებელი პირი და განსაზღვროს მისი მოვალეობები.
3. საფრთხის წარმოქმნისას ოპერატორი ვალდებულია:
ა) დაუყოვნებლივ გააძლიეროს ბირთვული და რადიაციული ობიექტების, ბირთვული მასალების, რადიოაქტიური წყაროებისა და რადიოაქტიური ნარჩენების ბირთვული დაცულობა;
ბ) დაუყოვნებლივ მიაწოდოს ინფორმაცია მარეგულირებელ ორგანოსა და სხვა შესაბამის კომპეტენტურ უწყებებს საფრთხის შესახებ;
გ) განახორციელოს დამდგარი შედეგების შემარბილებელი ღონისძიებები;
დ) შეაფასოს პოტენციური საფრთხეებით გამოწვეული შესაძლო შედეგები და შედეგების შემარბილებელი ღონისძიებების ეფექტიანობა.
4. კერძო დაცვის მომსახურების განმახორციელებელ პირებს უნდა გააჩნდეთ ფიზიკური დაცვის ღონისძიებების განხორციელებისათვის აუცილებელი რესურსები და კვალიფიკაცია, რაც უნდა უზრუნველყოს ოპერატორმა.
მუხლი 7🔗. ბირთვული დაცულობის სისტემა
1. ოპერატორმა უნდა შეიმუშაოს ბირთვული დაცულობის იმგვარი სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს დამრღვევის შეკავებას უკანონო ქმედების ჩადენის მცდელობისაგან და ასეთი ქმედების ჩადენის პრევენციას დეტექტირების, დაყოვნებისა და რეაგირების ღონისძიებების განხორციელების გზით.
2. დეტექტირების ღონისძიებები უნდა განხორციელდეს უკანონო ქმედების, უკანონო ქმედების მომზადების ან მცდელობის გამოვლენისა და შეფასების მიზნით. დეტექტირება დიფერენცირებული მიდგომის გათვალისწინებით უნდა განხორციელდეს: ვიზუალური და ვიდეო-მეთვალყურეობით, ელექტრონული სენსორებით, აღრიცხვის სარეგისტრაციო ჩანაწერებით, განგაშისა და კონტროლის სისტემებით და სხვა საშუალებებით.
3. ოპერატორი ვალდებულია უზრუნველყოს, რომ დამრღვევს დეტექტირების ღონისძიებები დახვდეს დაყოვნების ღონისძიებებამდე.
4. განგაშის ან მსგავსი სიგნალის ჩართვისას უნდა მოხდეს მისი მიზეზის დაუყოვნებლივ და უმოკლეს დროში შეფასება, რაც საჭიროებს ადამიანის მხრიდან დაკვირვებასა და ანალიზს. განგაშის მიზეზის დასადგენად, რეაგირებაზე პასუხისმგებელი პირები უნდა გაიგზავნონ ადგილზე ან მოხდეს დისტანციური ვიდეოკონტროლის სისტემების გამოყენება.
5. დაყოვნების ღონისძიებები უნდა განხორციელდეს ბირთვულ და რადიაციულ ობიექტებზე უკანონო შეღწევისა და ბირთვულ მასალებზე, რადიოაქტიურ წყაროებსა და რადიოაქტიურ ნარჩენებზე უკანონო წვდომის მცდელობის შეყოვნების მიზნით.
6. დაყოვნების ეფექტიანობის შესაფასებლად გამოიყენება დრო დეტექტირებიდან დამრღვევის მიერ ბირთვული მასალების, რადიოაქტიური წყაროების ან/და რადიოაქტიური ნარჩენების უკანონო დაუფლების მცდელობამდე ან დაუფლებამდე.
7. დაყოვნებისათვის გამოიყენება სხვადასხვა სახის ბარიერები ან/და ფიზიკური საშუალებები, როგორიცაა: ღობეები, კარები, მოაჯირები, შესანახი და სატრანსპორტო კონტეინერები, საკეტები და სხვა ფიზიკური საშუალებები. დიფერენცირებული მიდგომის გათვალისწინებით, დაყოვნების ღონისძიებები განისაზღვრება ბირთვული და რადიაციული ობიექტების საფრთხის, ბირთვული მასალების, რადიოაქტიური წყაროების კატეგორიებისა და რადიოაქტიური ნარჩენების კლასების შესაბამისად.
8. დაყოვნების დრო უნდა აღემატებოდეს შეფასებისა და რეაგირების დროს.
9. რეაგირების ღონისძიებები უნდა განხორციელდეს დაუყოვნებლივ, დეტექტირებისა და ანალიზის საფუძველზე უკანონო ქმედებების აღსაკვეთად. დიფერენცირებული მიდგომის გათვალისწინებით, რეაგირების ღონისძიებები უნდა დაიგეგმოს ბირთვული და რადიაციული ობიექტების საფრთხის, ბირთვული მასალების, რადიოაქტიური წყაროების კატეგორიებისა და რადიოაქტიური ნარჩენების კლასების შესაბამისად, იმგვარად, რომ:
ა) საკმარისი რაოდენობის რეაგირებაზე პასუხისმგებელი პირები ფლობდნენ შესაბამის უნარებსა და მომზადებას;
ბ) სამიზნემდე მისაღწევად დამრღვევის ყველა შესაძლო მარშრუტზე უზრუნველყოფილი იყოს სათანადო დაცვა ყველა განსაზღვრული საფრთხის წინააღმდეგ. ნებისმიერ მარშრუტზე, დეტექტირების ზომები, დაყოვნების დრო და შესაბამისი რეაგირების ღონისძიებები უნდა უზრუნველყოფდეს სამიზნის დაცვას;
გ) ეფუძნებოდეს სიღრმისეული დაცვის პრინციპს, რომლის მიხედვითაც დამრღვევმა უნდა გადალახოს ან მოატყუოს დაცვის რამდენიმე ფენა და მეთოდი (სტრუქტურული, ტექნიკური, პერსონალური და ორგანიზაციული), რათა მიაღწიოს დასახულ მიზანს.
10. მაღალი რადიაციული რისკის მქონე ობიექტების ბირთვული დაცულობის სისტემები დამატებით უნდა მოიცავდეს შემდეგ ღონისძიებებს:
ა) დაშვების კონტროლს:
ა.ა) ობიექტზე და ისეთ ზონებზე, სადაც დაშვება უნდა შეიზღუდოს მხოლოდ უფლებამოსილ პირებზე;
ა.ბ) უნდა დაინერგოს დაშვების კონტროლის თანამედროვე ტექნოლოგიები (მაგ:. ბიომეტრია, PIN კოდები, თითის ანაბეჭდები და სხვა) პიროვნების იდენტიფიკაციისთვის;
ბ) შიდა დამრღვევის ფაქტორის მიტიგაციას:
ბ.ა) დასაქმებულთა წინასწარი შემოწმება და უსაფრთხოების პერიოდული გადამოწმება;
ბ.ბ) პერსონალის ქცევის მონიტორინგი შიდა საფრთხეების დროული გამოვლენის მიზნით;
ბ.გ) კონფიდენციალურ ინფორმაციაზე შიდა დაშვების შეზღუდვა.
11. ბირთვული დაცულობის ფუნქციების ეფექტიანობა და მდგრადობა უნდა იქნეს უზრუნველყოფილი დაცულობის მართვის მეშვეობით.
მუხლი 8🔗. ბირთვულ უსაფრთხოებასა და დაცულობას შორის ურთიერთკავშირი
1. ბირთვული უსაფრთხოება და დაცულობა არის ბირთვული მასალების, რადიოაქტიური წყაროებისა და რადიოაქტიური ნარჩენების მართვის ურთიერთშემავსებელი მიზნები და ოპერატორები პასუხისმგებელნი არიან, საკუთარ საქმიანობაში მათ ეფექტიან ინტეგრირებაზე.
2. ოპერატორებმა უნდა დანერგონ ბირთვულ უსაფრთხოებასა და დაცულობას შორის ურთიერთკავშირის შემდეგი ძირითადი კომპონენტები:
ა) ურთიერთშემავსებელი ღონისძიებები:
ა.ა) ბირთვული უსაფრთხოების ისეთი ღონისძიებები, როგორიცაა ობიექტის გამართული პროექტი, რაც აძლიერებს ბირთვულ დაცულობას, უკანონო შეღწევის პრევენციის გზით;
ა.ბ) ბირთვული დაცულობის ისეთი ღონისძიებები, როგორიცაა ფიზიკური დაცვა და დაშვებაზე კონტროლი, რაც აძლიერებს ბირთვულ უსაფრთხოებას იმგვარად, რომ მხოლოდ კვალიფიციური პერსონალი მართავს ბირთვულ მასალებს, რადიოაქტიურ წყაროებსა და რადიოაქტიურ ნარჩენებს;
ბ) საერთო ინფრასტრუქტურა და რესურსები, როგორიცაა, მონიტორინგი, თვალთვალი და რეაგირების რესურსები, რაც უზრუნველყოფს როგორც ბირთვულ უსაფრთხოებას (მაგალითად, ავარიის ადრეული გამოვლენა), ასევე ბირთვულ დაცულობას (მაგალითად, შეჭრის დეტექტირება);
გ) კონფლიქტების გამომრიცხავი ღონისძიებები, რაც გულისხმობს სისტემების იმგვარად შემუშავებას, რომ ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის ღონისძიებები ერთმანეთს არ უშლიდეს ხელს და იყოს ურთიერთშემავსებელი;
დ) საფრთხის ინტეგრირებული შეფასება როგორც ბირთვული უსაფრთხოების, ისე დაცულობის თვალსაზრისით, რათა უზრუნველყოფილი იყოს დაბალანსებული და ეფექტიანი დაცვა;
ე) კოორდინირებული რეაგირება და ამოღება – ოპერატორებმა უნდა შეიმუშაონ და განახორციელონ შესაბამისი რეაგირების გეგმები, რომლებიც აერთიანებს როგორც ბირთვული უსაფრთხოების, ისე დაცულობის სცენარებს.
3. ნებისმიერი ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციის დროს, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის პერსონალს შორის კოორდინაცია უნდა იყოს ეფექტიანი.
მუხლი 9🔗. რადიოაქტიური წყაროების დაცულობის დონეები
1. რადიოაქტიური წყაროების კატეგორიების მიხედვით არსებობს დაცულობის სამი დონე: „A“, „B“, „C“, დანართი №1-ის „დაცულობის დონეები რადიოაქტიური წყაროების კატეგორიების მიხედვით“ შესაბამისად:
ა) დაცულობის A დონე – რადიოაქტიური წყაროების უკანონო დაუფლების აკრძალვა;
ბ) დაცულობის B დონე – რადიოაქტიური წყაროების უკანონო დაუფლების მინიმუმამდე დაყვანა;
გ) დაცულობის C დონე – რადიოაქტიური წყაროების უკანონო დაუფლების შეზღუდვა.
2. რადიოაქტიური წყაროს დაცულობის „A“, „B“, „C“ დონეების მიხედვით მოთხოვნები განისაზღვრება ამ დადგენილების დანართი N2-ით – „მოთხოვნები რადიოაქტიური წყაროების დაცულობის „A“, „B“, „C“ დონეების მიხედვით“.
3. IV-V კატეგორიის რადიოაქტიური წყაროების დაცულობის უზრუნველსაყოფად, უნდა შესრულდეს შემდეგი მოთხოვნები:
ა) შემთხვევითი ან უკანონო შეღწევის აღკვეთის ღონისძიებების დადგენა;
ბ) წელიწადში ერთხელ რადიოაქტიური წყაროების ფიზიკური ინვენტარიზაციის ჩატარება და საინვენტარიზაციო დოკუმენტაციის წარმოება;
გ) რადიოაქტიურ წყაროსთან მოპყრობის ყველა ეტაპზე კონტროლის დაწესება;
დ) რადიოაქტიური წყაროების დაცულ სათავსებში შენახვის უზრუნველყოფა;
ე) ფიზიკური ინვენტარიზაციის დროს აღმოჩენილი შეუსაბამობების შემთხვევაში მარეგულირებელი ორგანოსთვის შეტყობინების უზრუნველყოფა.
4. სხვადასხვა კატეგორიის რადიოაქტიური წყაროს ერთდროული გამოყენების ან შენახვის შემთხვევაში, დაცულობის დონე განისაზღვრება ყველაზე მაღალი კატეგორიის რადიოაქტიური წყაროს მიხედვით.
მუხლი 10🔗. რადიოაქტიური ნარჩენების ბირთვული დაცულობა
1. რადიოაქტიური ნარჩენების ბირთვული დაცულობის სისტემის დაგეგმვისა და დანერგვისას გათვალისწინებული უნდა იქნეს რადიოაქტიური ნარჩენების მასა, მოცულობა, აქტივობა, მათი განთავსება ობიექტზე, ასევე შემდეგი მახასიათებლები:
ა) რადიონუკლიდების ხვედრითი აქტივობა რადიოაქტიურ ნარჩენში;
ბ) რადიოაქტიური ნარჩენის ფიზიკურ-ქიმიური ფორმა;
გ) რადიოაქტიური ნარჩენის შეფუთვა.
2. ბირთვული დაცულობის სისტემის შემუშავებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს რადიოაქტიური ნარჩენის ფარდობითი საფრთხე (R), რომლის მნიშვნელობა თითოეული შეფუთვისათვის გამოითვლება შემდეგი ფორმულით:
სადაც An არის n რადიონუკლიდის აქტივობა; Dn – n რადიონუკლიდის საფრთხის მნიშვნელობა, რომლებიც განსაზღვრულია ,,ტექნიკური რეგლამენტის - „მაიონებელი გამოსხივების წყაროების, რადიოაქტიური ნარჩენების, ავტორიზაციის უწყებრივი რეესტრის შექმნისა და წარმოების წესის, მაიონებელი გამოსხივების წყაროების კატეგორიზაციის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 19 დეკემბრის №689 დადგენილების მიხედვით.
ფარდობითი საფრთხის (R) მნიშვნელობისა და რადიოაქტიური ნარჩენის შეფუთვის მასის გათვალისწინებით, დგინდება რადიოაქტიური ნარჩენების კლასები (W1, W2, W3, W4). რადიოაქტიური ნარჩენების კლასების მიხედვით განისაზღვრება მოთხოვნები შესაბამისი ბირთვული დაცულობის სისტემის მიმართ.
3. რადიოაქტიური ნარჩენების კლასები განისაზღვრება ამ ცხრილის მიხედვით.
R ფაქტორის მნიშვნელობა
რადიოაქტიური ნარჩენის შეფუთვის მასა, M (კგ)
სცენარი
ქურდობა
საბოტაჟი
R ≥ 1000
M< 2000*
W1
W1
M ≥ 2000*
W2
10 ≤ R < 1000
M< 2000*
W2
W2
M ≥ 2000*
W3
1 ≤ R < 10
M< 2000*
W3
W3
M ≥ 2000*
W4
R < 1
ნებისმიერი
W4
W4
2000* არის რადიოაქტიური ნარჩენის შემცველი შეფუთვის მინიმალური მასა, რომელიც განიხილება უკანონო ქმედების შესაძლებლობის სირთულედ.
4. რადიოაქტიური ნარჩენის კლასი შეიძლება შეიცვალოს საქმიანობის განმახორციელებელი პირის მიერ მარეგულირებელი ორგანოსთვის შეტყობინების საფუძველზე, რადიოაქტიური ნარჩენების მახასიათებლების ცვლილებების გათვალისწინებით.
5. W1, W2 და W3 კლასის რადიოაქტიური ნარჩენების დაცულობის სისტემის მიმართ მოთხოვნები განისაზღვრება ამ დადგენილების დანართი N3-ის - „მოთხოვნები W1, W2 და W3 კლასის რადიოაქტიური ნარჩენების ბირთვული დაცულობის სისტემის მიმართ“ მიხედვით.
6. W4 კლასის რადიოაქტიური ნარჩენების ბირთვული დაცულობის სისტემის მიმართ მოთხოვნები განისაზღვრება პრაქტიკული მიზანშეწონილობის თვალსაზრისით, მარეგულირებელ ორგანოსთან შეთანხმებით.
მუხლი 11🔗. რადიოაქტიური ნარჩენების საცავისა და რადიოაქტიური ნარჩენების სამარხის ბირთვული დაცულობა
1. მარეგულირებელი ორგანოს რადიოაქტიური ნარჩენების მართვის დეპარტამენტი ვალდებულია:
ა) რადიოაქტიური ნარჩენების საცავსა და რადიოაქტიური ნარჩენების სამარხზე უზრუნველყოს რადიოაქტიური ნარჩენების ბირთვული დაცულობა;
ბ) საფრთხეების შეფასებისა და პროექტირების საბაზისო საფრთხეების საფუძველზე დანერგოს ბირთვული დაცულობის სისტემა;
გ) უზრუნველყოს ბირთვული დაცულობის სისტემის გამართული ფუნქციონირება.
2. ბირთვულ და რადიაციულ ობიექტზე, სადაც განთავსებულია რადიოაქტიური ნარჩენები და ბირთვული მასალები ან/და რადიოაქტიური წყაროები, დაცულობის სისტემის დანერგვა უნდა განხორციელდეს კონკრეტულ ობიექტებზე არსებული რადიოაქტიური წყაროების, ბირთვული მასალების ან/და რადიოაქტიური ნარჩენების ბირთვული დაცულობის ამ დადგენილებით განსაზღვრული მაქსიმალური დონის გათვალისწინებით.
მუხლი 12🔗. ბირთვული დაცულობა ბირთვული მასალების, რადიოაქტიური წყაროების ან/და რადიოაქტიური ნარჩენების ტრანსპორტირებისას
1. ბირთვული მასალების, რადიოაქტიური წყაროების ან/და რადიოაქტიური ნარჩენების ტრასპორტირების დროს უკანონო ქმედებების თავიდან აცილების მიზნით, ბირთვული დაცულობის სისტემა უნდა დაიგეგმოს დიფერენცირებული მიდგომის გათვალისწინებით.
2. ბირთვული დაცულობის სისტემის შემუშავებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს შემდეგი საკითხები:
ა) ბირთვული მასალების, რადიოაქტიური წყაროების ან/და რადიოაქტიური ნარჩენების ფიზიკურ-ქიმიური მახასიათებლები;
ბ) ტრანსპორტის სახეობა;
გ) გამოყენებული შეფუთვები;
დ) ბირთვული მასალებით, რადიოაქტიური წყაროებით ან/და რადიოაქტიური ნარჩენებით გამოწვეული შესაძლო საფრთხის შეფასება.
3. ტრანსპორტირებისათვის განკუთვნილი ბირთვული მასალების, რადიოაქტიური წყაროების ან/და რადიოაქტიური ნარჩენების მახასიათებლების გათვალისწინებით უნდა განხორციელდეს შესაძლო რადიოლოგიური შედეგების შეფასება.
4. რადიოლოგიური შედეგების ანალიზის შედეგებზე დაყრდნობით და დიფერენცირებული მიდგომის გათვალისწინებით უნდა დაიგეგმოს და განხორციელდეს ბირთვული დაცულობის ღონისძიებები:
ა) უმნიშვნელო რადიოლოგიური შედეგის შემთხვევაში – მიღებული უნდა იქნეს ბირთვული დაცულობის ღონისძიებები პრაქტიკული მიზანშეწონილობის თვალსაზრისით;
ბ) შეზღუდული რადიოლოგიური შედეგის შემთხვევაში – მიღებული უნდა იქნეს ბირთვული დაცულობის საბაზისო ღონისძიებები;
გ) მნიშვნელოვანი რადიოლოგიური შედეგის შემთხვევაში – მიღებული უნდა იქნეს ბირთვული დაცულობის გაძლიერებული ღონისძიებები.
5. ტრანსპორტირებისას დაცულობის საბაზისო ღონისძიებებია:
ა) ტრანსპორტირების დროს დროებითი შენახვისათვის გათვალისწინებული შენობა-ნაგებობის ბირთვული დაცულობის შესაბამისობა იმ ზომებთან, რომლებიც დადგენილია ბირთვული და რადიაციული ობიექტისთვის, ბირთვული მასალების, რადიოაქტიური წყაროების ან/და რადიოაქტიური ნარჩენებისთვის;
ბ) ტრანსპორტირების განმახორციელებელი პირების სანდოობის უზრუნველყოფა და მათი მოვალეობების განსაზღვრა;
გ) ტვირთის გამგზავნს, გადამზიდავსა და მიმღებს შორის ინფორმაციის დროული გაცვლის უზრუნველყოფა;
დ) ტრანსპორტირებისას ინციდენტის ან/და ავარიის შემთხვევაში ოპერატიული რეაგირების განხორციელება შესაბამისი გეგმის მიხედვით;
ე) ზედამხედველობის გარეშე შეფუთვისა და შესაბამისი სატრანსპორტო საშუალებების უმეთვალყურეოდ დატოვების დაუშვებლობა.
6. ტრანსპორტირების პროცესში ჩართული ყველა პერსონალი უნდა იყოს სათანადოდ გადამზადებული ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის საკითხებში.
7. ტრანსპორტირებისას ბირთვული დაცულობის გაძლიერებული ღონისძიებები მოიცავს როგორც საბაზისო, ისე დამატებით ზომებს, რომელიც გულისხმობს დეტექტირების, დაყოვნების, რეაგირებისა და კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვის შესაძლებლობების გაძლიერებას.
8. ტრანსპორტირების მარშრუტი (დასახლებულ პუნქტებზე გავლის შეზღუდვით) და დრო უნდა შეთანხმდეს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ უწყებებთან.
9. ტრანსპორტირებისას უნდა განხორციელდეს დაცვის პერსონალის თანხლების ორგანიზება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.
10. ტრანსპორტირებისას გამოყენებული უნდა იქნეს მხოლოდ ისეთი სატრანსპორტო საშუალება, რომელიც აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
11. ტრანსპორტირება უნდა განახორციელონ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უფლებამოსილმა პირებმა.
12. საფრთხის შემთხვევაში, გამოყენებული უნდა იქნეს შემდეგი დამატებითი ღონისძიებები:
ა) ტვირთის გაგზავნის გადავადება;
ბ) მარშრუტის შეცვლა საფრთხის თავიდან აცილების მიზნით;
გ) შეფუთვის და სატრანსპორტო საშუალების მდგრადობის გაძლიერება;
დ) ტრანსპორტირების უზრუნველყოფა დაცვის დამატებითი ძალებით;
ე) კანონმდებლობით განსაზღვრული უწყებების ინფორმირება ქურდობის, საბოტაჟის და სხვა უკანონო ქმედებების საფრთხის შესახებ.
მუხლი 13🔗. ბირთვული მასალების ბირთვული დაცულობა
1. ბირთვული მასალების ბირთვული დაცულობის დონე განისაზღვრება ამ დადგენილების დანართ №4-ით - „ბირთვული მასალების კატეგორიზაცია“ განსაზღვრული ბირთვული მასალის კატეგორიზაციის მიხედვით.
2. ბირთვული მასალების ბირთვული დაცულობის დონეები შეესაბამება რადიოაქტიური წყაროების დაცულობის დონეს შემდეგი პრინციპით:
ა) III კატეგორიის ბირთვული მასალა – რადიოაქტიური წყაროების ბირთვული დაცულობის „C“ დონე;
ბ) II კატეგორიის ბირთვული მასალა – რადიოაქტიური წყაროების ბირთვული დაცულობის „B“ დონე;
გ) I კატეგორიის ბირთვული მასალა – რადიოაქტიური წყაროების ბირთვული დაცულობის „A“ დონე.
3. II და III კატეგორიის ბირთვული მასალების ტრანსპორტირებისას, ბირთვული დაცულობის უზრუნველსაყოფად უნდა შესრულდეს შემდეგი მოთხოვნები:
ა) უზრუნველყოფილი უნდა იქნეს ბირთვული დაცულობის საბაზისო ღონისძიებები;
ბ) უნდა არსებობდეს წინასწარი შეთანხმება გადაცემის ადგილის, დროისა და პროცედურების თაობაზე გამგზავნს, გადამზიდავსა და მიმღებს შორის.
4. I კატეგორიის ბირთვული მასალების ტრანსპორტირებისას ბირთვული დაცულობის უზრუნველსაყოფად უნდა განხორციელდეს ბირთვული დაცულობის გაძლიერებული ღონისძიებები.
5. ქვეყნის შიგნით ბირთვული მასალების იმ რაოდენობის გადაზიდვისას, რომელიც არ ექვემდებარება ბირთვული მასალების კატეგორიზაციას, გამოყენებული უნდა იქნეს ამ დადგენილების დანართი N2-ით – „მოთხოვნები რადიოაქტიური წყაროების დაცულობის „A“, „B“, „C“ დონეების მიხედვით“ განსაზღვრული ქმედებები, რომლებიც შეესაბამება IV-V კატეგორიის რადიოაქტიური წყაროების ტრანსპორტირებას.
მუხლი 14🔗. ბირთვული დაცულობის კულტურა
1. ოპერატორი ვალდებულია შეიმუშაოს, აწარმოოს და მუდმივად გააუმჯობესოს ბირთვული დაცულობის კულტურა, საერთაშორისო ან/და ეროვნული საუკეთესო გამოცდილების გათვალისწინებით.
2. ბირთვული დაცულობის კულტურა მოიცავს შემდეგ ქმედებებს:
ა) მენეჯმენტის მიერ ბირთვული დაცულობის პრიორიტეტად დასახვა და საკმარისი რესურსების გამოყოფა მის უზრუნველსაყოფად;
ბ) ოპერატორის სადამფუძნებლო დოკუმენტებში, პროცედურებსა და სხვა ღონისძიებებში ბირთვული დაცულობის პრიორიტეტულობის ასახვა;
გ) რეგულარული სასწავლო პროგრამების განხორციელება, რომლის მიზანია დასაქმებულების მიერ საფრთხეების, საკუთარი პასუხისმგებლობისა და ბირთვული დაცულობის კულტურის მნიშვნელობის გაცნობიერება;
დ) ყველა დასაქმებულის, მათ შორის, კონტრაქტორის მიერ პერიოდული ტრენინგის გავლა ბირთვული დაცულობის კულტურის შესახებ;
ე) ბირთვული დაცულობის პრინციპების ინტეგრირება ყოველდღიურ ოპერაციულ საქმიანობაში და გადაწყვეტილების მიღების პროცესებში;
ვ) ბირთვულ დაცულობასთან დაკავშირებული შემთხვევების რისკების იდენტიფიცირებისა და შემცირების მექანიზმების იმპლემენტაცია და შენარჩუნება;
ზ) გამჭვირვალე და ღია კომუნიკაციის გარემოს უზრუნველყოფა, სადაც პერსონალი წახალისებული იქნება, წამოწიოს ბირთვულ დაცულობასთან დაკავშირებული საკითხები;
თ) ბირთვულ დაცულობასთან დაკავშირებული შემთხვევების ან დარღვევების მარეგულირებელი ორგანოსთვის დროული შეტყობინების პროცედურების იმპლემენტაცია;
ი) მუდმივი გაუმჯობესება, რაც გულისხმობს ოპერატორების მიერ ბირთვული დაცულობის კულტურის რეგულარულ შეფასებასა და განახლებას თვითშეფასების ან მარეგულირებელი ორგანოს მიერ განხორციელებული ინსპექტირებიდან მიღებული უკუკავშირის საფუძველზე.
მუხლი 15🔗. ბირთვული დაცულობის ხარისხის უზრუნველყოფა
1. ოპერატორმა უნდა შეიმუშაოს და განაახლოს ხარისხის უზრუნველყოფის პროგრამა.
2. ხარისხის უზრუნველყოფის პროგრამის მიზნებია:
ა) ბირთვული დაცულობის შემადგენელი სისტემების, პროცესებისა და პერსონალის სანდოობის უზრუნველყოფა;
ბ) ბირთვული დაცულობის ღონისძიებებში ნაკლოვანებებისა ან ხარვეზების იდენტიფიცირება და აღმოფხვრა;
გ) ბირთვული დაცულობის ღონისძიებებისა და პრაქტიკების მუდმივი გაუმჯობესების უზრუნველყოფა.
3. ხარისხის უზრუნველყოფის პროგრამა უნდა მოიცავდეს შემდეგ ელემენტებს:
ა) რეგულარული მონიტორინგი და შეფასება:
ა.ა) ბირთვული დაცულობის სისტემების რეგულარული ტესტირება და შეფასება, წელიწადში მინიმუმ ორჯერ ან/და ახალი სისტემების ექსპლუატაციაში შესვლისთანავე;
ა.ბ) მუდმივი მონიტორინგი ეფექტიანობისა და საფრთხეების ან ნაკლოვანებების იდენტიფიცირების მიზნით;
ბ) ხარისხის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული ყველა ქმედების ზუსტი და სრულყოფილი ჩანაწერების წარმოება;
გ) შესწორებები და პრევენციული ქმედებები:
გ.ა) მექანიზმების იმპლემენტაცია ბირთვული დაცულობის სისტემებში შეუსაბამობებისა და შეცდომების გამოსასწორებლად;
გ.ბ) პრევენციული ღონისძიებების იმპლემენტაცია იდენტიფიცირებული პრობლემების გამეორების თავიდან ასაცილებლად;
დ) გადამზადება და კვალიფიკაცია:
დ.ა) ბირთვულ დაცულობასთან დაკავშირებული ფუნქციების შესრულება კვალიფიციური პერსონალის მიერ;
დ.ბ) ბირთვულ დაცულობაში ჩართული პერსონალის გადამზადება ხარისხის უზრუნველყოფის საკითხებში;
ე) ბირთვული დაცულობის სისტემებისა და პროცესების მუდმივი განახლება ახალი ტექნოლოგიებისა და საფრთხეების საპასუხოდ;
ვ) შეტყობინების ვალდებულება:
ვ.ა) მარეგულირებელი ორგანოსთვის ანგარიშის წარდგენა, სადაც ასახული იქნება ინფორმაცია ბირთვული დაცულობის ხარისხის უზრუნველყოფის პროგრამის განხორციელების, შედეგებისა და განახლების შესახებ;
ვ.ბ) მარეგულირებელი ორგანოსთვის ინფორმაციის წარდგენა ნებისმიერი მნიშვნელოვანი ხარვეზის ან შეცდომის შესახებ, რომლებიც გავლენას ახდენს ბირთვულ დაცულობაზე, მისი იდენტიფიცირებიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში, გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმასთან ერთად.
დანართი №1
დაცულობის დონეები რადიოაქტიური წყაროების კატეგორიების მიხედვით
A/D
წყაროს კატეგორია
დაცულობის დონე
A/D ≥ 1000
I
«A»
10 < A/D ≤1000
II
«B»
1 < A/D ≤10
III
«C»
0.01 < A/D ≤1
IV
A/D ≤ 0.01 და A > ამოღების დონეს*
V
* რეგულირებიდან ამოღების დონე განისაზღვრება ,,ტექნიკური რეგლამენტის − „მაიონებელი გამოსხივების წყაროებთან მოპყრობის რადიაციული უსაფრთხოების ნორმებისა და ძირითადი მოთხოვნების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 17 მარტის №77 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის „რეგულირებიდან ამოღების და გათავისუფლების ძირითადი კრიტერიუმები“ − დანართ №1-ში.
A – რადიოიზოტოპის აქტივობა;
D – საფრთხე, რომელიც განსაზღვრულია ,,ტექნიკური რეგლამენტის – „მაიონებელი გამოსხივების წყაროების, რადიოაქტიური ნარჩენების, ავტორიზაციის უწყებრივი რეესტრის შექმნისა და წარმოების წესის, მაიონებელი გამოსხივების წყაროების კატეგორიზაციის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 19 დეკემბრის №689 დადგენილების მიხედვით.
დანართი №2
მოთხოვნები რადიოაქტიური წყაროების დაცულობის „A“, „B“, „C“ დონეების მიხედვით
დაცულობის დონე „A“ (მიზანი: რადიოაქტიური წყაროების არაავტორიზებული ამოღებისგან დასაცავად დაცვის მაღალი დონის უზრუნველყოფა)
ბირთვული დაცულობის ფუნქცია
დაცულობის ამოცანა
გასატარებელი ღონისძიებები
დეტექტირება
ბირთვული და რადიაციული ობიექტების ტერიტორიაზე ნებისმიერი უკანონო შეღწევისას დაუყოვნებლივი დეტექტირების უზრუნველყოფა
რადიოაქტიური წყაროს უკანონო დაუფლების მცდელობის (მათ შორის, შიდა დამრღვევის მიერ) დაუყოვნებლივი დეტექტირების უზრუნველყოფა
უკანონო შეღწევის აღმოჩენის ელექტრონული სისტემა ან/და უწყვეტი მეთვალყურეობა ოპერატორის პერსონალის მიერ
დეტექტირების დაუყოვნებლივი შეფასების უზრუნველყოფა
დახურული წრედის სატელევიზიო სისტემის მეშვეობით ვიდეო მონიტორინგის განხორციელება
ოპერატორის ან პასუხისმგებელი პირის მიერ მონიტორინგის შედეგების შეფასება
ფიზიკური გადამოწმების გზით, ადგილზე დანაკარგის აღმოჩენის დეტექტირება
ყოველდღიური გადამოწმება, ვიდეოთვალთვალის, მოძრაობის დეტექტორების და სხვა მოწყობილობების საშუალებით
დაყოვნება
უკანონო ქმედების დეტექტირების შემდეგ საკმარისი დაყოვნების უზრუნველყოფა, რათა რეაგირებაზე პასუხისმგებელ პირებს მიეცეთ საკმარისი დრო, რომ ხელი შეეშალოს რადიოაქტიური წყაროს უკანონო დაუფლებას
დაცულობის სისტემის სულ მცირე ორი ბარიერი, რომლებიც ერთობლივად უზრუნველყოფენ საკმარის დაყოვნებას, რათა რეაგირებაზე პასუხისმგებელ პირებს მიეცეთ საკმარისი დრო, რომ ხელი შეეშალოს რადიოაქტიური წყაროს უკანონო დაუფლებას
რეაგირება
რეაგირებაზე პასუხისმგებელ პირებთან დაუყოვნებლივი კომუნიკაციის უზრუნველყოფა, რათა ხელი შეეშალოს ან აღიკვეთოს რადიოაქტიური წყაროს უკანონო დაუფლება
წინასწარ განსაზღვრული რეაგირებაზე პასუხისმგებელი პირების მოსამზადებელი ღონისძიებები, მათ შორის, საკმარისი პერსონალითა და აღჭურვილობით უზრუნველყოფა, რაც დოკუმენტირებული უნდა იყოს შესაბამის რეაგირების გეგმაში
სწრაფი, სანდო და მრავალფეროვანი საკომუნიკაციო საშუალებები, როგორიცაა: ტელეფონები, მობილური ტელეფონები და/ან რადიოები.
დაცულობის მართვა
რადიოაქტიური წყაროს განთავსების ადგილზე მხოლოდ უფლებამოსილი პირების დაშვების უზრუნველყოფა
ვინაობის გადამოწმება: მაგალითად, ჩამკეტით, რომელიც კონტროლდება საიდენტიფიკაციო ბარათის წამკითხველით, თითის ანაბეჭდით ან პირადი გასაღებით
უფლებამოსილი პირების სანდოობის უზრუნველყოფა
ყველა იმ პირის გადამოწმება, რომელსაც გააჩნია დაშვება რადიოაქტიურ წყაროებთან ან/და შესაბამის ინფორმაციასთან თანხმლები პირის გარეშე
კონფიდენციალური ინფორმაციის განსაზღვრა და დაცვა
პროცედურების შემუშავება ინფორმაციის კონფიდენციალურობის განსასაზღვრად, მის დასაცავად და უკანონო გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად
ხარისხის უზრუნველყოფის პროგრამის შემუშავება
ხარისხის უზრუნველყოფის პროგრამის შემუშავება, რომელიც შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს და გაზრდილი საფრთხის მიმართ შესაბამის რეაგირებას
ბირთვულ დაცულობასთან დაკავშირებული შემთხვევების მართვისა და მათ შესახებ ინფორმაციის მიწოდების შესაძლებლობის შექმნა
ბირთვული დაცულობის უზრუნველყოფის მიზნით სხვადასხვა სცენარისთვის რეაგირების პროცედურების შემუშავება
აღრიცხვის სისტემების დანერგვა
რადიოაქტიური წყაროს არსებობის განსაზღვრულ ინტერვალებში გადამოწმების პროცედურებისა და დოკუმენტაციის შემუშავება
რადიოაქტიური წყაროს ჩამონათვალის შექმნა და წარმოება
ბირთვულ დაცულობაზე პასუხისმგებელი პერსონალის ტრენინგისა და კვალიფიკაციის უზრუნველყოფა
აუცილებელი ცოდნის, უნარებისა და შესაძლებლობების შეფასება
შესაბამისი ტრენინგის უზრუნველყოფა
ტრენინგების დოკუმენტირებისა და განახლების პროცედურები
დაცულობის დონე „B“ (მიზანი: რადიოაქტიური წყაროების არაავტორიზებული ამოღებისგან დასაცავად დაცვის საშუალო დონის უზრუნველყოფა)
ბირთვული დაცულობის ფუნქცია
დაცულობის ამოცანა
გასატარებელი ღონისძიებები
დეტექტირება
ბირთვული და რადიაციული ობიექტების ტერიტორიაზე ნებისმიერი უკანონო შეღწევისას დაუყოვნებლივი დეტექტირების უზრუნველყოფა
შეღწევის ელექტრონული დეტექტირების სისტემა ან/და ოპერატორის პერსონალის მიერ უწყვეტი მეთვალყურეობა
რადიოაქტიური წყაროს უკანონო დაუფლების მცდელობის დეტექტირების უზრუნველყოფა
აღჭურვილობა უკანონო შეღწევის აღმოსაჩენად ან/და პერსონალის მიერ პერიოდული გადამოწმება
დეტექტირებული შემთხვევის დაუყოვნებლივი შეფასების უზრუნველყოფა
დახურული წრედის სატელევიზიო სისტემების ხელმისაწვდომობა
მონიტორინგის შედეგების შეფასება პასუხისმგებელი პირის მიერ
ფიზიკური გადამოწმების გზით, ადგილზე დანაკარგის აღმოჩენის დეტექტირება
ყოველკვირეული შემოწმება ვიდეოთვალთვალის, მოძრაობის დეტექტირების სენსორებისა და სხვა მოწყობილობების საშუალებით
დაყოვნება
უკანონო შეღწევის დეტექტირების შემდეგ, რადიოაქტიური წყაროს უკანონო დაუფლების შესაძლებლობის მინიმუმამდე დაყვანისთვის საკმარისი დაყოვნების უზრუნველყოფა
დაცულობის სისტემის სულ მცირე ორი ბარიერი, რომლებიც ერთობლივად უზრუნველყოფს საკმარის დაყოვნებას, რათა რეაგირებაზე პასუხისმგებელ პირებს მიეცეთ საკმარისი დრო, რომ ხელი შეეშალოს რადიოაქტიური წყაროების უკანონო დაუფლებას
რეაგირება
რეაგირებაზე პასუხისმგებელ პირებთან დაუყოვნებლივ დაკავშირების უზრუნველყოფა, რათა ხელი შეეშალოს რადიოაქტიური წყაროს უკანონო დაუფლებას ან მოხდეს მისი პრევენცია
აღჭურვილობა და პროცედურები დაუყოვნებლივი რეაგირებისთვის
სწრაფი და სანდო საკომუნიკაციო საშუალებები, როგორიცაა: ტელეფონები, მობილური ტელეფონები ან/და რადიოკავშირი
დაცულობის მართვა
რადიოაქტიურ წყაროებთან და მათ შესანახთან მხოლოდ უფლებამოსილი პირების დაშვების უზრუნველყოფა
იდენტიფიკაციის სულ მცირე ერთი კრიტერიუმი
უფლებამოსილ პირთა სანდოობის უზრუნველყოფა
ყველა იმ პირის გადამოწმება, რომელსაც აქვს დაშვება რადიოაქტიური წყაროებთან ან/და შესაბამის ინფორმაციასთან თანმხლები პირის გარეშე
კონფიდენციალური ინფორმაციის განსაზღვრა და მისი დაცვის უზრუნველყოფა
კონფიდენციალური ინფორმაციის განსაზღვრა და უკანონო გამჟღავნებისაგან მისი დაცვის უზრუნველყოფა
ხარისხის უზრუნველყოფის პროგრამის შემუშავება
ხარისხის უზრუნველყოფის პროგრამის შემუშავება, რომელიც შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს და გაზრდილი საფრთხის მიმართ შესაბამის რეაგირებას
მზადყოფნა გაუთვალისწინებელი ბირთვულ დაცულობასთან დაკავშირებული შემთხვევებისთვის
დაცულობის უზრუნველსაყოფად რეაგირების პროცედურების შემუშავება სხვადასხვა სცენარისთვის
აღრიცხვის სისტემების დანერგვა
დროული აღრიცხვის პროცედურების შემუშავება
დაცულობის დონე „C“ (მიზანი: რადიოაქტიური წყაროების არაავტორიზებული ამოღებისგან დასაცავად დაცვის საბაზისო დონის უზრუნველყოფა)
ბირთვული დაცულობის ფუნქცია
დაცულობის ამოცანა
გასატარებელი ღონისძიებები
დაყოვნება
რადიოაქტიური წყაროების უკანონო დაუფლების დეტექტირების უზრუნველყოფა
აღჭურვილობა უკანონო შეღწევის აღმოსაჩენად ან/და პერსონალის მიერ პერიოდული გადამოწმება
ფიზიკური გადამოწმების გზით, ადგილზე დანაკარგის აღმოჩენის დეტექტირება
ყოველთვიური შემოწმება ვიდეოთვალთვალისა და სხვა მოწყობილობების საშუალებით
რადიოაქტიური წყაროების უკანონო დაუფლების შესამცირებლად დაყოვნების უზრუნველყოფა
დაცულობის სისტემის სულ მცირე ერთი ბარიერი ან პერსონალის მეთვალყურეობა
რეაგირება
რეაგირებაზე პასუხისმგებელ პირებთან დაუყოვნებლივ დაკავშირების უზრუნველყოფა, რათა ხელი შეეშალოს რადიოაქტიური წყაროს უკანონო დაუფლებას ან მოხდეს მისი პრევენცია
შესაბამის ქმედებათა განხორციელება რადიოაქტიური წყაროების უკანონო დაუფლების დროს
სწრაფი და სანდო საკომუნიკაციო საშუალებები, როგორიცაა: ტელეფონები, მობილური ტელეფონები ან/და რადიოკავშირი საჭირო ქმედებების იდენტიფიცირებისთვის
პროცედურები რეაგირების გეგმის მიხედვით
დაცულობის მართვა
რადიოაქტიურ წყაროებთან და მათ შესანახთან მხოლოდ უფლებამოსილი პირების დაშვების უზრუნველყოფა
იდენტიფიკაციის ერთი კრიტერიუმი
უფლებამოსილ პირთა სანდოობის უზრუნველყოფა
ყველა იმ პირის გადამოწმება, რომელსაც აქვს დაშვება რადიოაქტიური წყაროებთან ან/და შესაბამის ინფორმაციასთან თანმხლები პირის გარეშე
კონფიდენციალური ინფორმაციის განსაზღვრა და მისი დაცვის უზრუნველყოფა
კონფიდენციალური ინფორმაციის განსაზღვრა და მისი უკანონო გამჟღავნებისაგან დაცვის უზრუნველყოფა
ხარისხის უზრუნველყოფის პროგრამის შემუშავება
ხარისხის უზრუნველყოფის პროგრამის შემუშავება, რომელიც შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს
მზადყოფნა გაუთვალისწინებელი ბირთვულ დაცულობასთან დაკავშირებული შემთხვევებისთვის
ბირთვული დაცულობის უზრუნველსაყოფად რეაგირების პროცედურების შემუშავება, სხვადასხვა სცენარისთვის
აღრიცხვის სისტემის დანერგვა
დროული აღრიცხვის პროცედურების შემუშავება
დანართი №3
მოთხოვნები W1, W2 და W3 კლასის რადიოაქტიური ნარჩენების ბირთვული დაცულობის სისტემის მიმართ
რადიოაქტიური ნარჩენების ბირთვული დაცულობის ღონისძიებები
ნარჩენების კლასი
W3
W2
W1
1.
რადიოაქტიური ნარჩენები უნდა განთავსდეს შეზღუდული პერიმეტრის ფარგლებში
+
2.
რადიოაქტიური ნარჩენები უნდა განთავსდეს კონტროლირებადი პერიმეტრის შიგნით
+
3.
რადიოაქტიური ნარჩენები უნდა განთავსდეს დაცულ ადგილას კონტროლირებადი პერიმეტრის ფარგლებში
+
4.
შეზღუდული, კონტროლირებადი და დაცული პერიმეტრები შემოსაზღვრული უნდა იქნეს ფიზიკური ბარიერებით
+
+
+
5.
პერიმეტრზე შესასვლელ-გასასვლელების რაოდენობა უნდა მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი
+
+
+
6.
შესასვლელებთან უნდა გატარდეს კონტროლის ღონისძიებები
+
+
+
7.
რადიოაქტიური ნარჩენების განთავსების ადგილებში დაიშვება მხოლოდ უფლებამოსილი პირები
+
+
+
8.
დაცულ პერიმეტრზე ესკორტირების გარეშე პირების დაშვებისათვის შემუშავებული უნდა იქნეს სანდოობის ვერიფიკაციის წესები
+
9.
იმ პირთათვის, რომელთა სანდოობა ვერ დგინდება, დაცულ პერიმეტრზე ყოფნისას საჭიროა მუდმივი ესკორტირება
+
10.
დაცულ პერიმეტრზე შესაღწევად უნდა შემუშავდეს შესაბამისი წესები გასაღებების ან/და ბარათების გამოყენებისათვის
+
+
+
11.
ნარჩენების განთავსების პერიმეტრზე, სატრანსპორტო საშუალებების შეღწევა უნდა იქნეს დაყვანილი მინიმუმამდე
+
+
+
12.
პირები, სატრანსპორტო საშუალებები, ამანათები ან და ტვირთი, რომელიც შედის ან ტოვებს დაცულ პერიმეტრს, უნდა გაიჩხრიკოს
+
13.
პერიმეტრზე უკანონო შეღწევის შემთხვევებისთვის უნდა ჩამოყალიბდეს შესაბამისი შეფასების პროცედურები; მსგავსი პროცედურები უნდა ჩამოყალიბდეს რეაგირებაზე პასუხისმგებელი უწყებებისთვის განგაშის მყისიერი შეტყობინების მიზნით
+
+
14.
ბირთვული და რადიაციული საქმიანობის განმახორციელებელი პირი ვალდებულია პერიოდულად შეამოწმოს დეტექტირებისა და შეფასების სისტემა, სხვა ტექნიკური საშუალებები, რათა უზრუნველყოფილი იქნეს მათი გამართული ფუნქციონირება
+
+
15.
ბირთვულ დაცულობასთან დაკავშირებული ყველა დეტექტორიდან მიღებულმა ინფორმაციამ თავი უნდა მოიყაროს ცენტრალიზებულ საკონტროლო პუნქტში, რათა უზრუნველყოფილი იქნეს განგაშის ხარისხის/მიზეზის შეფასება და საჭიროების შემთხვევაში ინიცირებული იქნეს რეაგირების ღონისძიებები
საკონტროლო პუნქტის განლაგება/მოწყობა უნდა შეესაბამებოდეს დაცულობის მოთხოვნებს პოტენციური საფრთხეების გათვალისწინებით
+
16.
საკონტროლო პუნქტს უნდა გააჩნდეს ორმხრივი დამოუკიდებელი კომუნიკაციის საშუალება რეაგირებაზე პასუხისმგებელი პირების დეტექტირების, შეფასებისა და რეაგირების დროს
+
17.
ენერგომომარაგების ძირითადი წყაროს მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში უნდა არსებობდეს ალტერნატიული კვების წყარო, რათა უზრუნველყოფილი იქნეს ბირთვული დაცულობის სისტემების უწყვეტი ფუნქციონირება
+
18.
ობიექტის პერსონალსა და რეაგირებაზე პასუხისმგებელ პირთა ურთიერთქმედება (მათ შორის, უსაფრთხოების ჯგუფი) უნდა იყოს გეგმური და პერიოდულად ხდებოდეს მზადყოფნის დონის გადამოწმება
+
19.
პერსონალს პერიოდულად უნდა მიეწოდოს ინფორმაცია დაცულობის მნიშვნელობის შესახებ და ჩაუტარდეს შესაბამისი ტრენინგები
+
+
+
20.
პერიოდულად უნდა ჩატარდეს რადიოაქტიური ნარჩენების ინვენტარიზაცია
+
+
+
21
დაცული და კონტროლირებადი პერიმეტრების ფარგლებში რადიოაქტიური წყაროს გადაადგილებისას უნდა იქნეს უზრუნველყოფილი შესაბამისი/თანაზომადი დაცულობის ღონისძიებები
+
+
+
დანართი №4
ბირთვული მასალების კატეგორიზაცია
ნივთიერება
ფორმა
კატეგორია
I
II
III3
პლუტონიუმი1
დაუსხივებელი2
2 კგ ან მეტი
2 კგ-ზე ნაკლები და 500 გ-ზე მეტი
500 გ ან ნაკლები და 15 გ-ზე მეტი
ურან-235
დაუსხივებელი2
-ურანი, გამდიდრებული იზოტოპ ურან- 235-ით 20 ან მეტი პროცენტით
5 კგ ან მეტი
5 კგ-ზე ნაკლები და 1კგ-ზე მეტი
1 კგ-ზე ნაკლები და 15 გ-ზე მეტი
-ურანი, გამდიდრებული იზოტოპ ურან- 235-ით 10 დან 20%-მდე
10 კგ ან მეტი
10 კგ-ზე ნაკლები და 1 კგ-ზე მეტი
-ურანი, გამდიდრებული ბუნებრივზე მეტად, მაგრამ ურან-235 იზოტოპის 10%-ზე ნაკლები შემცველობით
10 კგ-ზე მეტი
ურან-233
დაუსხივებელი2
2 კგ ან მეტი
2 კგ-ზე ნაკლები და 500 გ-ზე მეტი
500 გ და ნაკლები და 15 გ-ზე მეტი
დასხივებული საწვავი
გაღარიბებული ან ბუნებრივი ურანი, თორიუმი ან სუსტად გამდიდრებული საწვავი (10%-ზე ნაკლები ხლეჩადი იზოტოპების შემცველობით)4,5
1. ნებისმიერი იზოტოპური შემადგენლობის პლუტონიუმი, გარდა პლუტონიუმისა, რომელშიც იზოტოპ პლუტონიუმ-238-ის კონცენტრაცია აღემატება 80%-ს.
2. დაუსხივებელი ან რეაქტორში დასხივებული ბირთვული მასალა დაცვის გარეშე ერთი მეტრ მანძილზე გამოსხივების დოზის სიმძლავრით 1 ზვ/სთ ან ნაკლები.
3. ბუნებრივი ურანისა და ბირთვული მასალის იმ რაოდენობისათვის, რომელიც ნაკლებია III კატეგორიით განსაზღვრულ რაოდენობაზე, დაცულობა განისაზღვრება IV-V კატეგორიის წყაროების მიმართ დაცულობის მოთხოვნების ანალოგიურად.
4. კომპეტენტური უწყებების მიერ, დაცულობის ეს დონე, ობიექტური გარემოებებისა და საფრთხეების შეფასებიდან გამომდინარე, შეიძლება შეიცვალოს მეტი ან ნაკლები დაცულობის დონით.
5. დაუსხივებელი I ან II კატეგორიის ბირთვული საწვავის კატეგორია შეიძლება დაქვეითდეს ერთი კატეგორიით, თუ გამოსხივების დოზის სიმძლავრე დაცვის გარეშე ერთი მეტრის მანძილზე აღემატება 1 ზვ/სთ-ს.