“საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს გარემოს დაცვისა დ აბუნებრივი რესუსრსების მინისტრის 2005 წლის 15 ივნისის №138 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებბეის შეტანის თაობაზე"

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№482
სარეგისტრაციო კოდი
010.240.030.22.023.008.786
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 82, 20/06/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.023.008.786

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის

ბრძანება №482

2006 წლის 19 ივნისი

ქ. თბილისი

,,საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2005 წლის 15 ივნისის №138 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. ,,საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2005 წლის 15 ივნისის №138 ბრძანებაში (სსმ III, 2005 წ., №74, მუხ. 790) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

ა) მე-12 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ა1" ქვეპუნქტი:

,,ა1) ინსპექციის უფროსის მოადგილე;“

ბ) მე-13 მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ბ) შეიმუშავებს და დასამტკიცებლად წარუდგენს მინისტრს ჩასატარებელი შემოწმებების გეგმას, ბრძანების პროექტს შემოწმების ჩატარების შესახებ და სხვადასხვა სახის ფორმებს, რომლებიც საჭიროა ინსპექციის საქმიანობის გამართულობის უზრუნველსაყოფად“;

გ) მე-13 მუხლის ,,მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მ) გენერალური ინსპექციის უფროსის არყოფნისას მის მოვალეობას მინისტრის დავალებით ასრულებს გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილე“;

დ) დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის VI1 თავი:

,,თავი VI1. გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილე

    მუხლი 141 

გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილე:

ა) ხელს უწყობს გენერალური ინსპექციის უფროსს მასზე დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობების განხორციელების დაგეგმვა-კოორდინაციაში და ორგანიზაციაში;

ბ) თვალყურს ადევნებს ინსპექციის თანამშრომლების მიერ საშემსრულებლო დისციპლინის დაცვას, ახორციელებს კონტროლს ინსპექციის მოხელეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებაზე;

გ) ატარებს დასრულებული შემოწმების მასალების წინასწარ განხილვას;

დ) ეცნობა ინსპექციის მთავარი სპეციალისტების მიერ წარმოდგენილ დასკვნას ან მოხსენებით ბარათს, აკეთებს ვიზირებას და საჭიროების შემთხვევაში თავის წინადადებებს წარუდგენს გენერალური ინსპექციის უფროსს;

ე) უზრუნველყოფს დავალებათა შესრულების ორგანიზაციას და საკადრო საკითხებზე გადაწყვეტილებების პროექტების მომზადებას;

ვ) გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილის სხვა ფუნქციებს განსაზღვრავს გენერალური ინსპექციის უფროსი;

ზ) ინსპექციის უფროსის მოადგილეს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი, გენერალური ინსპექციის უფროსის წარდგინებით.“

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნების დღიდან.

გ. პაპუაშვილი

 

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა “საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს გარემოს დაცვისა დ აბუნებრივი რესუსრსების მინისტრის 2005 წლის 15 ივნისის №138 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებბეის შეტანის თაობაზე"?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 19.06.2006.
როდის იქნა მიღებული “საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს გარემოს დაცვისა დ აბუნებრივი რესუსრსების მინისტრის 2005 წლის 15 ივნისის №138 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებბეის შეტანის თაობაზე"?
“საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს გარემოს დაცვისა დ აბუნებრივი რესუსრსების მინისტრის 2005 წლის 15 ივნისის №138 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებბეის შეტანის თაობაზე" მიღებულია 19.06.2006. მიმღები ორგანო — საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №482. სარეგისტრაციო კოდი — 010.240.030.22.023.008.786.
რომელი დოკუმენტები უთითებენ “საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს გარემოს დაცვისა დ აბუნებრივი რესუსრსების მინისტრის 2005 წლის 15 ივნისის №138 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებბეის შეტანის თაობაზე"-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის “საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს გარემოს დაცვისა დ აბუნებრივი რესუსრსების მინისტრის 2005 წლის 15 ივნისის №138 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებბეის შეტანის თაობაზე"-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 19.06.2006 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება “საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს გარემოს დაცვისა დ აბუნებრივი რესუსრსების მინისტრის 2005 წლის 15 ივნისის №138 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებბეის შეტანის თაობაზე", №482, 19.06.2006, სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.023.008.786 (კონსოლიდირებული რედაქცია 19.06.2006). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/65068/