„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა პირადობის დადასტურებისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის (საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირის სამგზავრო პასპორტის) გაცემის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 12 ნოემბრის №1398 ბრძანებით დამტკიცებულ საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა პირადობის დადასტურებისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის (საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირის სამგზავრო პასპორტის) გაცემის წესის შესახებ ინსტრუქციაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№594
სარეგისტრაციო კოდი
010.130.000.22.027.008.789
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 83, 21/06/2007

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.130.000.22.027.008.789

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №594

2006 წლის 19 ივნისი

ქ. თბილისი

„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა პირადობის დადასტურებისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის (საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირის სამგზავრო პასპორტის) გაცემის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის  2004 წლის 12 ნოემბრის №1398 ბრძანებით დამტკიცებულ საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა პირადობის დადასტურებისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის (საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირის სამგზავრო პასპორტის) გაცემის წესის შესახებ ინსტრუქციაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ:

    მუხლი 1

„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა პირადობის დადასტურებისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის (საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირის სამგზავრო პასპორტის) გაცემის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 12 ნოემბრის №1398 ბრძანებით (სსმ III, №132, 2004 წ., მუხ. 1163) დამტკიცებულ საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა პირადობის დადასტურებისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის (საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირის სამგზავრო პასპორტის) გაცემის წესის შესახებ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-19 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:

„7. ერთი და იგივე პირი შეიძლება ერთდროულად ფლობდეს რამდენიმე მოქმედ პასპორტს. იმ შემთხვევაში, თუ პირზე გაცემულია პასპორტი, იმავდროულად ახალი პასპორტი გაიცემა მისი წერილობითი შუამდგომლობის საფუძველზე.“.

    მუხლი 2

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გ. ქავთარაძე