„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 4 აგვისტოს №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №209 |
|
2025 წლის 29 მაისი ქ. რუსთავი |
1. დანართის მე-3 მუხლის მე-8 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) ქალთა და ბავშვთა საკითხების შესწავლის და ხელშეწყობის მიზნით შექმნას ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე საბჭო და დამტკიცდეს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულება.“.
2. „თავი V1“ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თავი V1
ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭო
1. საბჭოს ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:
ა) საბჭოს სამოქმედო გეგმის შემუშავება და დამტკიცება;
ბ) თემატური მოკვლევის ჩატარება მუნიციპალიტეტის საჭიროებების მიხედვით და შესაბამისი რეკომენდაციების/მიგნებების განსაზღვრა;
გ) ქალთა და ბავშვთა საჭიროებების საფუძველზე გამოვლენილი გამოწვევების კვლევა, შესწავლა, რეაგირება და მასზე დაყრდნობით, მოკლევადიანი და გრძელვადიანი პროგრამების შემუშავება;
დ) არსებული სახელმწიფო, მუნიციპალური პროგრამების და სერვისების შესახებ ინფორმაციის პერიოდულად გავრცელება, მათ შორის, ცნობიერების ამაღლების მიზნით კამპანიების დაგეგმვა და განხორციელება;
ე) ქალებისა და ბავშვების უფლებების შესახებ ინტეგრირებული საგანმანათლებლო სესიების ჩატარება სკოლებში, საზოგადოებრივ ცენტრებსა და ახალგაზრდულ სივრცეებში;
ვ) საკრებულოს და მერიის განხორციელებული აქტივობების (საუკეთესო პრაქტიკის) შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდა მასმედიისა და სოციალური მედიის მეშვეობით;
ზ) საბჭოს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების გაგზავნა მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოში, მათი ადგილობრივ ბიუჯეტში გათვალისწინების მიზნით;
თ) საბჭოს საქმიანობის ანგარიშის მომზადება და საკრებულოსთვის წარდგენა წელიწადში ერთხელ.
2. საბჭო უფლებამოსილია:
ა) ქალთა და ბავშვთა საკითხების შესწავლისა და განხილვის დროს მოიწვიოს სხვადასხვა შესაბამისი უწყების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, დამოუკიდებელი ექსპერტები;
ბ) საჭიროების მიხედვით დაგეგმოს და უზრუნველყოს შესაბამისი თემატური სემინარების და ტრენინგების ორგანიზება როგორც ონლაინ, ისე ოფლაინ ფორმატში;
გ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებები.
ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭო იქმნება და საბჭოს საქმიანობა განისაზღვრება დებულებით, რომელსაც დადგენილებით ამტკიცებს საკრებულო.“.
|