„ტყიბულის მუნიციპალიტეტის 2025 წლის პროგრამული ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 25 დეკემბრის N49 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №14 |
|
2025 წლის 29 მაისი ქ. ტყიბული
|
1. დანართის პირველი მუხლის პირველი ნაწილის 1.3. პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ზ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან (არსებობის შემთხვევაში), დოკუმენტის წარმოუდგენლობის შემთხვევაში ბენეფიციართა იდენტიფიცირება განხორციელდება მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოსთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, მუდმივგანახლებადი მონაცემთა ბაზის საფუძველზე.“
2. დანართის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის 2.2. პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2.2. პროგრამით მოსარგებლემ საბიუჯეტო წლის იანვრისა და ივლისის თვეში ჯანმრთელობის, კულტურის, განათლებისა და სოციალური მხარდაჭერის სამსახურში უნდა წარმოადგინოს ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან. დოკუმენტის წარმოუდგენლობის შემთხვევაში ბენეფიციართა იდენტიფიცირება განხორციელდება მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოსთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, მუდმივგანახლებადი მონაცემთა ბაზის საფუძველზე.“
3. დანართის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის 1.2. პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ან ცნობა საცხოვრებელი ადგილის და ოჯახის შემადგენლობის შესახებ. დოკუმენტის წარმოუდგენლობის შემთხვევაში ბენეფიციართა იდენტიფიცირება განხორციელდება მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოსთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, მუდმივგანახლებადი მონაცემთა ბაზის საფუძველზე.“
4. დანართის მე-4 მუხლის მე-2 ნაწილის 2.2. პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ან ცნობა საცხოვრებელი ადგილის და ოჯახის შემადგენლობის შესახებ. დოკუმენტის წარმოუდგენლობის შემთხვევაში ბენეფიციართა იდენტიფიცირება განხორციელდება მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოსთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, მუდმივგანახლებადი მონაცემთა ბაზის საფუძველზე.“
5. დანართის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედქციით:
„ბ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან. დოკუმენტის წარმოუდგენლობის შემთხვევაში ბენეფიციართა იდენტიფიცირება განხორციელდება მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოსთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, მუდმივგანახლებადი მონაცემთა ბაზის საფუძველზე.“
6. დანართის მე-9 მუხლის მე-2 ნაწილის 2.2. პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან. დოკუმენტის წარმოუდგენლობის შემთხვევაში ბენეფიციართა იდენტიფიცირება განხორციელდება მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოსთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, მუდმივგანახლებადი მონაცემთა ბაზის საფუძველზე.“
7. დანართის მე-11 მუხლის პირველი ნაწილის 1.1. პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან. დოკუმენტის წარმოუდგენლობის შემთხვევაში ბენეფიციართა იდენტიფიცირება განხორციელდება მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოსთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, მუდმივგანახლებადი მონაცემთა ბაზის საფუძველზე.“
8. დანართის მე-11 მუხლის მე-3 ნაწილის 3.1. პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან. დოკუმენტის წარმოუდგენლობის შემთხვევაში ბენეფიციართა იდენტიფიცირება განხორციელდება მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოსთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, მუდმივგანახლებადი მონაცემთა ბაზის საფუძველზე.“
9. დანართის მე-13 მუხლის პირველი ნაწილის 1.1. პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან. დოკუმენტის წარმოუდგენლობის შემთხვევაში ბენეფიციართა იდენტიფიცირება განხორციელდება მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოსთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, მუდმივგანახლებადი მონაცემთა ბაზის საფუძველზე.“
10. დანართის მე-171 მუხლის პირველი ნაწილის 1.3. პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1.3. დაფინანსების ოდენობა განისაზღვრება სასწავლო წლის განმავლობაში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული სწავლის საფასურის შესაბამისად სტუდენტის გადასახდელი თანხის გათვალისწინებით (ყოველ სემესტრში), მაგრამ არაუმეტეს საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ოდენობის (2250 ორი ათას ორას ორმოცდაათი ლარი) 30%.
11. ამოღებული იქნეს დანართის მე-171 მუხლის პირველი ნაწილის 1.5. პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი.
12. დანართის მე-171 მუხლის მე-2 პუნქტის 2.2. ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2.2. დაფინანსების ოდენობა განისაზღვრება სასწავლო წლის განმავლობაში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული სწავლის საფასურის შესაბამისად სტუდენტის გადასახდელი თანხის გათვალისწინებით (ყოველი სემესტრში), მაგრამ არაუმეტეს საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ოდენობის (2250 ორიათასორასორმოცდაათი ლარი) 50 %.
13. ამოღებულ იქნეს დანართის მე-171 მუხლის მე-2 ნაწილის 2.4. პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი.
14. დანართის მე-171 მუხლს დაემატოს მე-3 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. 100%-იანი სახელმწიფო გრანტის მქონე სტუდენტების დაფინანსება
1.1 პროგრამით ისარგებლებს ტყიბულის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და ტყიბულის მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლების კურსდამთავრებულები.
1.2 დაფინანსება ვრცელდება იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის მქონე პირებზე, რომელთაც დევნილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით რეგისტრირებულ მისამართად უფიქსირდებათ ტყიბულის მუნიციპალიტეტი.
1.3 დაინტერესებულმა პირებმა ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინონ:
ა) განცხადება;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) სწავლის დამადასტურებელი ცნობა საჯარო ან კერძო სკოლიდან;
დ) ცნობა სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრიდან 100%-იანი სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვების შესახებ;
ე) საბანკო ანგარიშის ნომერი.
1.4 დაფინანსება განისაზღვრება ერთჯერადად 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.“
|