„ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები მოსახლეობის 2025 წლის ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური დახმარების პროგრამისა და დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 23 დეკემბრის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №9 |
|
2025 წლის 29 მაისი ქ. ნინოწმინდა |
ა) მე-8 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. დახმარების მისაღებად ბენეფიციარმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ)პირადობის მოწმობა
გ) საჯარო რეესტრიდან მიმართვა უსახლკაროდ დარჩენილის შესახებ;
დ) ამონაწერი სოციალური მომსახურების სააგენტოდან სარეიტინგო ქულების შესახებ;
ე) მესაკუთრის მიერ გაცემული ხელშეკრულების დამადასტურებელი დოკუმენტი;
ვ) გამქირავებლის საბანკო რეკვიზიტები;“.
ბ) მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 17. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ და მცხოვრებ 0-დან 7 წლამდე ასაკის აუტისტური სპექტრის ბავშვთა რეაბილიტაცია/აბილიტაციის თანადაფინანსება
1. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ 0-დან 7 წლამდე ასაკის აუტისტური სპექტრის ბავშვთა რეაბილიტაცია/აბილიტაციის თანადაფინანსება განისაზღვრება წლის განმავლობაში გაწეული მომსახურების საფასურის 20%-ით, მაგრამ არაუმეტეს 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობისა, საქართველოში მიღებულ მომსახურებებზე.
2. თანადაფინანსების მისაღებად ბავშვის მშობელმა/მეურვემ ან/და კანონიერმა წარმომადგენელმა უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) ბავშვის დაბადების მოწმობა;
გ) მშობლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, მეურვის ან/და კანონიერი წარმომადგენლის შემთხვევაში მეურვეობის ან/და კანონიერი წარმომადგენლობის დამადასტურებელი და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
დ) შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ფორმა №IV-100/ა, ბავშვის დიაგნოზის (საერთაშორისო კოდის მითითებით) და საჭიროებების მითითებით.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოდგენის შემდეგ გაიცემა მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული შესაბამისი ვაუჩერი თვეების მიხედვით.
4. რეაბილიტაცია/აბილიტაციის თანადაფინანსება განხორციელდება არაუგვიანეს მომსახურების გამწევი დაწესებულების მიერ გახარჯული ვაუჩერისა და შესაბამისი ინვოისის წარმოდგენის მომდევნო თვის 15 რიცხვისა.“;
გ) მე-18 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ბრონქიალური ასთმით დაავადებულ პირთა ერთჯერადი ფინანსური დახმარება განისაზღვროს 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით წელიწადში.“.
|