📋

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ

კონსოლიდირებული ვერსია — პუბლიკაცია #0 საწყისი რედაქცია
პუბლიკაციის თარიღი 30.05.2025
მოქმედების პერიოდი 30.05.2025 — 09.07.2025
გამომცემი ორგანო ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი
ნომერი №11
კონსოლიდირებული ვერსიები (2)
30.05.2025
09.07.2025
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №11 2025 წლის 29 მაისი ქ. ნინოწმინდა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის  პირველი  პუნქტის  „ბ.თ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის 1​1 პუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე სისტემური და საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ ქალისა და მამაკაცის თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის კომისიასთან კოორდინირებული მუშაობის უზრუნველსაყოფად შეიქმნას  ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭო და მისი დებულება დამტკიცდეს დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 30 მარტის  №38 დადგენილება. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევაან აროიანი დანართი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე  მუნიციპალური საბჭოს დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის  ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭო (შემდგომ – საბჭო) არის ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  სათათბირო-საკონსულტაციო ორგანო, რომელიც განიხილავს მუნიციპალიტეტში ქალისა და მამაკაცის თანასწორობის დაცვისა და   ბავშვთა უფლებების დაცვის მდგომარეობას, შეიმუშავებს წინადადებებს ადგილებზე დისკრიმინაციის გამოვლენისა და აღმოფხვრის უზრუნველსაყოფად შესაბამისი ღონისძიებების შემუშავებისა და განხორციელების კოორდინაციის მიზნით. 2. საბჭო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული  კანონით, „ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონით, საკრებულოს რეგლამენტით, სხვა ნორმატიული აქტებითა და ამ დებულებით. 3.  საბჭოს ფუნქციები და უფლებამოსილებანი განისაზღვრება ამ დებულებით. მუხლი 2🔗. საბჭოს ძირითადი ამოცანები, ფუნქციები და უფლებამოსილებანი საბჭოს ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია: ა) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და ეროვნული სამოქმედო გეგმის გათვალისწინებით, შეიმუშაოს და საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგინოს მუნიციპალიტეტში ქალისა და მამაკაცის  თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის პრევენციის უზრუნველსაყოფად განსახორციელებელი სამოქმედო გეგმა და უზრუნველყოს ამ გეგმის შესრულების კოორდინაცია; ბ) განახორციელოს მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და თანამდებობის პირთა მიერ მიღებული სამართლებრივი აქტების ანალიზი და შეიმუშაოს წინადადებები ქალთა და ბავშვთა უფლებების დარღვევის აღმოფხვრის უზრუნველსაყოფად; გ) განიხილოს მუნიციპალიტეტის განვითარების სტრატეგიის, ქალთა და ბავშვთა საკითხებზე შემუშავებული მუნიციპალური პროგრამებისა და ბიუჯეტის პროექტები;  მოამზადოს შესაბამისი დასკვნები და რეკომენდაციები; მოახდინოს არსებული მუნიციპალური პროგრამების შესახებ ინფორმაციის პერიოდულად გავრცელება; დ) განახორციელოს ქალთა და ბავშვთა საჭიროებების კვლევა; თემატური მოკვლევის საფუძველზე გამოვლენილი გამოწვევების შესწავლა; მოკლევადიანი და გრძელვადიანი პროგრამების შემუშავება. ასევე, განახორციელოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ შესრულებული ან მიმდინარე მუშაობის მონიტორინგი, შეფასების დანერგვა  და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება ქალთა და ბავშვთა საკითხების უზრუნველსაყოფად; ე) უზრუნველყოს საკრებულოში ინიცირებული ნორმატიული აქტების პროექტების ექსპერტიზა ქალთა და ბავშვთა საკითხების შეფასების თვალსაზრისით; ვ) შეიმუშაოს და დაგეგმოს ცალკეული ღონისძიებები ქალთა და ბავშვთა საკითხების, აქტივობების, მათი თანასწორობის უფლებების რეალიზაციისათვის; ზ) ითანამშრომლოს საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ ქალისა და მამაკაცის თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის კომისიასთან და მიაწოდოს მათ შესაბამისი ინფორმაცია და წინადადებები; მონაწილეობა მიიღოს ქალთა და ბავშვთა საკითხების დაცვის მიზნით განხორციელებულ ღონისძიებებში; თ) მოითხოვოს და მიიღოს ქალთა და ბავშვთა საკითხების  შესწავლასთან  დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია და დოკუმენტაცია, გარდა ისეთი დოკუმენტებისა, რომელთა კონფიდენციალურობაც დაცულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; ი) განიხილოს ქალთა და ბავშვთა საკითხების დარღვევის თაობაზე წარდგენილი განცხადებები, დოკუმენტაცია და სხვა ინფორმაცია, თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოახდინოს მათზე რეაგირება და შეიმუშაოს შესაბამისი რეკომენდაციები; კ) ქალთა და ბავშვთა საკითხების შესწავლისა და განხილვის დროს საჭიროების შემთხვევაში, მოიწვიოს სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები, შესაბამის დარგში მომუშავე საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები, დამოუკიდებელი ექსპერტები; საბჭოს კომპეტენციაში შემავალი საკითხების შესწავლისა და სათანადო რეკომენდაციების შემუშავების მიზნით შექმნას თემატური სამუშაო ჯგუფები ექსპერტებისა და სპეციალისტების მონაწილეობით; ლ) ქალთა და ბავშვთა საჭიროებების გათვალისწინებით საბჭოს სამოქმედო გეგმის შემუშავება და ნინოწმინდის  მუნიციპალიტეტის საკრებულოსათვის დასამტკიცებლად წარდგენა; მ) საბჭოს საქმიანობის მიზნებიდან გამომდინარე, საკითხის სრულყოფილად შესწავლისა და გამოკვლევის მიზნით, მოაწყოს სამუშაო შეხვედრები შესაბამის დაინტერესებულ პირებთან და უწყებებთან; ითანამშრომლოს ქალთა ჯგუფებთან და კერძო ორგანიზაციებთან; ნ) განახორციელოს მისთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებები. 2. საბჭო უფლებამოსილია: ა) ქალთა და ბავშვთა საკითხებთან დაკავშირებით წარმოადგინოს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი; ბ) წელიწადში ერთხელ საკრებულოს წარუდგინოს ანგარიში მუნიციპალიტეტში ქალთა და ბავშვთა საკითხების  მდგომარეობის შესახებ; გ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებები. მუხლი 3🔗. საბჭოს სტრუქტურა 1. საბჭოს თავმჯდომარეობს  ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს თავმჯდომარე. 2. საბჭოს წევრთა რაოდენობა განისაზღვრება 18 წევრით. საბჭო შედგება საბჭოს თავმჯდომარის, საბჭოს მდივნის, მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების, საკრებულოს აპარატის წარმომადგენელის და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიაში ქალთა უფლებების დაცვის საკითხებზე პასუხისმგებელი საჯარო მოსამსახურისგან, ასევე, საბჭოს წევრად შესაძლებელია განისაზღვროს ადგილობრივი, კერძო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელი, საბჭოს თავმჯდომარისადმი მათი წერილობითი მიმართვის საფუძველზე. 3. პერსონალურ შემადგენლობას განსაზღვრავს და ბრძანებით ამტკიცებს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე. 4. საბჭოს  წევრის  შერჩევისას  უპირატესობა  მიენიჭება  ქალთა და ბავშვთა უფლებების  თემებზე  საბჭოს  წევრობის კანდიდატის ინფორმირებულობას  ან/და მუშაობის გამოცდილებას. 5. ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალურ საბჭოში წევრთა 40%-ზე ნაკლები არ უნდა იყოს ერთი სქესის წარმომადგენელი. 6. საბჭოს წევრს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება: ა) საბჭოდან გამოსვლის შესახებ პირადი, წერილობითი განცხადების წარდგენის შემთხვევაში; ბ) საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის შემთხვევაში; გ) თუ მის მიმართ კანონიერ ძალაში შევიდა საბოლოო ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი ან გავიდა კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში გასაჩივრების ვადა; დ) სასამართლომ უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარა, გარდაცვლილად გამოაცხადა ან მხარდაჭერის მიმღებად ცნო, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული; ე) არასაპატიო მიზეზით ზედიზედ 6 თვის განმავლობაში საბჭოს სამუშაო პროცესში მონაწილეობის მიუღებლობის შემთხვევაში; ვ) მერის მიერ განსაზღვრული ქალთა და ბავშვთა საკითხებზე პასუხისმგებელი საჯარო მოსამსახურის ცვლილების შემთხვევაში; ზ) გარდაცვალების შემთხვევაში; თ) საკრებულოს და მერიის თანამდებობის პირის უფლებამოსილების შეწყვეტის, საჯარო მოსამსახურის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შემთხვევაში. 7. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით საბჭოსთან შესაძლებელია შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომლის შემადგენლობას და საქმიანობის ფორმებს საბჭოს თავმჯდომარის წარდგინებით განსაზღვრავს საკრებულოს თავმჯდომარე.  მუხლი 4🔗. საბჭოს მუშაობის წესი 1.  საბჭოს სხდომას ხელმძღვანელობს და სხდომის დღის წესრიგს ამტკიცებს საბჭოს თავმჯდომარე. 2. საბჭოზე გასატან საკითხებს ამზადებს და დღის წესრიგის პროექტს, სხდომის ოქმს ადგენს საბჭოს მდივანი,  ასრულებს ოქმისა და შესაბამისი მასალების დაარქივებას. 3. საბჭოს სხდომას 3 თვეში ერთხელ მაინც, იწვევს საბჭოს თავმჯდომარე. საბჭოს რიგგარეშე სხდომა მოიწვევა საბჭოს თავმჯდომარის ინიციატივით, ან საბჭოს წევრთა 1/3-ის მოთხოვნით. 4. საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა უმრავლესობა. 5. საბჭოს სხდომა ღია და საჯაროა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევისა. საბჭოს სხდომის დღის წესრიგი, სხდომის ჩატარების დრო და ადგილი უნდა გამოქვეყნდეს საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით,  სხდომის  ჩატარებამდე 7 დღით ადრე მაინც. საბჭოს წევრებს სხდომის თარიღისა და დღის წესრიგის შესახებ უნდა ეცნობოთ სხდომამდე 3 დღით ადრე მაინც, ხოლო რიგგარეშე სხდომის მოწვევის შემთხვევაში – დაუყოვნებლივ. 6. საბჭო ამზადებს წინადადებებსა და რეკომენდაციებს საკრებულოსა და საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოებისა და თანამდებობის პირებისათვის წარსადგენად და იღებს გადაწყვეტილებებს საბჭოს მუშაობის ორგანიზაციულ საკითხებზე. 7. საბჭოს  სხდომაზე  განსახილველ  საკითხებზე  წინადადებებისა  და რეკომენდაციების  წარდგენის  უფლება აქვს სხდომაში მონაწილე ყველა პირს. ყველა წარდგენილი წინადადება და რეკომენდაცია შეიტანება საბჭოს სხდომის ოქმში. განსახილველ საკითხებზე წინადადებები და რეკომენდაციები შემოტანილi უნდა იქნეს წერილობითი  ფორმით  2  დღით  ადრე  მაინც. ასეთი სახით  შემოსულ  წინადადებებსა და რეკომენდაციებს, საბჭოს სხდომის თავმჯდომარე აცნობს სხდომის მონაწილეებს და იგი დაერთვება სხდომის ოქმს. 8. საბჭოს სხდომაზე ცალკეულ საკითხების განხილვისას საბჭოს თავმჯდომარის მიერ შეიძლება მოწვეულ იქნეს მერიის თანამდებობის პირები, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლები, ექსპერტები და სპეციალისტები. 9. საბჭოს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის უფლებამოსილებას ასრულებს, საბჭოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, საკრებულოს  წევრთაგან საბჭოს ერთ-ერთი წევრი. 10. საბჭოს სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება კენჭისყრის საფუძველზე, საბჭოს დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია საბჭოს თავმჯდომარის ხმა. 11.   საბჭოს სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერს საბჭოს თავმჯდომარე. 12.   საბჭოს სხდომის ოქმი ქვეყნდება საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით. 13. საბჭოს მიერ მიღებული წინადადებები და რეკომენდაციები ეგზავნება  ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამის ორგანოებსა და თანამდებობის პირებს, რომლებიც ვალდებულნი არიან ერთი თვის ვადაში განიხილონ მიღებული წინადადებები და რეკომენდაციები და მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ აცნობონ საბჭოს. მუხლი 5🔗. საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი. მუხლი 6🔗. საბჭოს დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა საბჭოს დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება ნინოწმინდის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.