„სამეგრელო -ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2025 წლის 25 მარტის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება №26 |
|
2025 წლის 28 მაისი ქ. თბილისი |
1.მე-2 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. წარმომადგენლობის იურიდიული მისამართია – ქ. ზუგდიდი, მეუნარგიას ქ. №2, მე-2 სართული.“.
2. მე-5 მუხლის „ე“ პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე1“ და „ე2“ პუნქტები:
„ე1) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთათვის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ფარგლებში განსახორციელებელი პროგრამებისა და ქვეპროგრამების შესახებ ინფორმაციის გაცნობა, მათთვის იურიდიული კონსულტაციისა და განცხადების შედგენაში შესაბამისი დახმარების გაწევა;
ე2) ვეტერინარული მომსახურების გაწევა აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე;“.
|