სიმონ ბულბულაშვილი და მამუკა სახიაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

მიღების თარიღი 16.05.2025
გამომცემი ორგანო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ნომერი №2/2/1840
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.017013
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 30/05/2025
2,960 სიტყვა · ~15 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
„შპს ინტერსტანდარტ საბურთალო“ და უჩა ზაქაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება 98% 16.05.2025 ლენა სვანიძე და ზურაბ ინაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება 94% 11.12.2020 ალექსანდრე კობაიძე და მირანდა შალამბერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება 94% 01.03.2024 საქართველოს მოქალაქე პაატა ქობულაძე საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება 94% 08.09.2017 ინგა მუშეგიანც, მერი რიაუზოვა, ალბერტ ვართანოვი და ინესა ჩალკატრიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება 94% 19.09.2025

დოკუმენტის ტექსტი

სიმონ ბულბულაშვილი და მამუკა სახიაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომის საოქმო ჩანაწერი №2/2/1840  2025 წლის 16 მაისი ქ. ბათუმი კოლეგიის შემადგენლობა : მანანა კობახიძე – სხდომის თავმჯდომარე , მომხსენებელი მოსამართლე ; ირინე იმერლიშვილი – წევრი ; თეიმურაზ ტუღუში – წევრი . სხდომის მდივანი : სოფია კობახიძე . საქმის დასახელება : სიმონ ბულბულაშვილი და მამუკა სახიაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ . დავის საგანი : ა ) საქართველოს სივრცის დაგეგმარების , არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის მე -2 წინადადების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე -18 მუხლის პირველ პუნქტთან და 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით ; ბ ) საქართველოს სივრცის დაგეგმარების , არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 128-ე მუხლის 1​1 ნაწილის მე -2 წინადადებისა და „ა “ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე -18 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით ; გ ) საქართველოს სივრცის დაგეგმარების , არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 128-ე მუხლის მე -3 ნაწილის მე -2 წინადადების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით . I აღწერილობითი ნაწილი  1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2024 წლის 11 სექტემბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1840) მომართეს სიმონ ბულბულაშვილმა და მამუკა სახიაშვილმა . №1840 კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას , არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად , გადმოეცა 2024 წლის 12 სექტემბერს . საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა , ზეპირი მოსმენის გარეშე , გაიმართა 2025 წლის 16 მაისს . 2. №1840 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია : საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადება და მე -60 მუხლის მე -4 პუნქტის „ა “ ქვეპუნქტი ; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ “ საქართველოს ორგანული კანონის მე -19 მუხლის პირველი პუნქტის „ე “ ქვეპუნქტი , 31-ე მუხლი , 31​1 მუხლი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა “ ქვეპუნქტი . 3. საქართველოს სივრცის დაგეგმარების , არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის მე -2 წინადადების მიხედვით , „თუ სამშენებლო სამართალდამრღვევი არ იმყოფება სამშენებლო ობიექტზე ან უარს აცხადებს შესაბამისი აქტის /აქტების გაცნობაზე , გაცნობად ჩაითვლება აქტის /აქტების სამშენებლო ობიექტის თვალსაჩინო ადგილზე განთავსება “. ამავე მუხლის 1​1 ნაწილის მე -2 წინადადებისა და „ა “ ქვეპუნქტის თანახმად , „თუ სამშენებლო სამართალდამრღვევი არ იმყოფება ადმინისტრაციულ საჩივარში მითითებულ მისამართზე ან უარს აცხადებს აღნიშნული გადაწყვეტილების გაცნობაზე , სამშენებლო სამართალდამრღვევისთვის ამ გადაწყვეტილების გაცნობად ჩაითვლება : ა ) გადაწყვეტილების სამშენებლო ობიექტის თვალსაჩინო ადგილზე განთავსება “. საქართველოს სივრცის დაგეგმარების , არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 128-ე მუხლის მე -3 ნაწილის მე -2 წინადადების შესაბამისად , „ამასთანავე , სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს დადგენილების გასაჩივრება არ აჩერებს მის აღსრულებას მშენებლობის ან დემონტაჟის შეჩერების ნაწილში “. 4. საქართველოს კონსტიტუციის მე -18 მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებულია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქმის გონივრულ ვადაში სამართლიანად განხილვის უფლება , ხოლო საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით განმტკიცებულია სასამართლოსადმი მიმართვისა და სამართლიანი სასამართლოს უფლება . 5. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად , ერთ -ერთ მოსარჩელეს , მამუკა სახიაშვილს , 2022 წლის 16 აგვისტოს , ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით , ჩაჰბარდა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება , კერძოდ , ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილის 2019 წლის 12 ნოემბრის ბრძანება სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის შესახებ , თუმცა საქართველოს სივრცის დაგეგმარების , არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 128-ე მუხლის 1​1 ნაწილით დადგენილი აქტის ჩაბარების წესიდან გამომდინარე , მას ამ ბრძანების გაცნობის რეალური შესაძლებლობა არ მისცემია . ამავდროულად , მოსარჩელის მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილების დაუყოვნებლივი აღსრულების მიზნით , დაიწყო ქონების დემონტაჟი . არსებული საკანონმდებლო მოწესრიგების პირობებში , მოსარჩელის მიერ შესაბამისი სამართლებრივი აქტების გასაჩივრება კი , არ აჩერებს გადაწყვეტილების აღსრულების პროცესს , რაც , ფაქტობრივად , აზრს უკარგავს გასაჩივრების უფლებით სარგებლობას . 6. მეორე მოსარჩელის , სიმონ ბულბულაშვილის, მიმართ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ გამოიცა სამშენებლო სამართალდარღვევის შესახებ დადგენილება , რომლის მიხედვითაც , მოსარჩელე ვალდებულია , მოახდინოს კაპიტალური და მსუბუქი კონსტრუქციის ნაგებობისა და მოწყობილი მსუბუქი კონსტრუქციის ღობის დემონტაჟი . აღნიშნული დადგენილება გასაჩივრდა ჯერ ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში , შემდგომ კი , ქალაქ თბილისის საქალაქო სასამართლოში . გასაჩივრების მიუხედავად , მოსარჩელეს საქართველოს სივრცის დაგეგმარების , არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 128-ე მუხლის მე -3 ნაწილის მე -2 წინადადება ავალდებულებს შესაბამისი კონსტრუქციების დემონტაჟის გაგრძელებას , რაც ილუზორულს ხდის სასამართლოსადმი მიმართვის უფლებას . 7. საქართველოს სივრცის დაგეგმარების , არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 128-ე მუხლის 1​1 მუხლთან მიმართებით , მოსარჩელე მხარე განმარტავს , რომ ხშირ შემთხვევაში , აქტის ადრესატი შესაძლოა , არ ცხოვრობდეს რეგისტრირებულ მისამართზე ან იმყოფებოდეს საზღვარგარეთ , რის გამოც , იგი პირადად ვერ ჩაიბარებს საჩივრის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებას . მსგავს პირობებში , გადაწყვეტილების სამშენებლო ობიექტის თვალსაჩინო ადგილზე განთავსება არ უნდა იქნეს დანახული ჩაბარების საპირწონე ალტერნატივად , ვინაიდან თვალსაჩინო ადგილზე განთავსებული აქტი შესაძლოა , სხვადასხვა მიზეზით , მარტივად დაიკარგოს ან ისე განადგურდეს , რომ მისი გაცნობა ადრესატმა ვერც მოახერხოს . აქედან გამომდინარე , სანამ ჩაბარების დასახელებულ ხერხს მიმართავს , ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა შესაძლო ზომა , რათა შეძლოს დაინტერესებულ პირთან დაკავშირება და აქტის პირადად გაცნობა , ხოლო მისი სამშენებლო ობიექტის თვალსაჩინო ადგილზე განთავსება დანახული უნდა იყოს როგორც აქტის ჩაბარების უკიდურესი ზომა . მოსარჩელე მხარე მიიჩნევს , რომ არსებული მოწესრიგების ფარგლებში დაინტერესებული პირისათვის აქტის ჩაბარება არ ხდება სათანადო წესითა და პროცედურული გარანტიების დაცვით , რის გამოც საქართველოს სივრცის დაგეგმარების , არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 128-ე მუხლის 1​1 მუხლი არღვევს პირის უფლებას , ისარგებლოს სამართლიანი ადმინისტრაციული წარმოებით . 8. მოსარჩელე მხარის პოზიციით , სადავო ნორმა , რომლის მიხედვითაც , აქტის გასაჩივრება არ აჩერებს დადგენილების აღსრულებას შენობის დემონტაჟის ან მშენებლობის ნაწილში , ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტს . მოსარჩელე მხარის მოსაზრებით , აღსრულების არშეჩერება არაპროპორციული ღონისძიებაა იმ საჯარო ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად , როგორიც საქმისწარმოების შეუფერხებლად განხორციელებაა . მშენებლობის და დემონტაჟის ნაწილში აღსრულების შეუჩერებლობით , პრაქტიკულად , აზრი ეკარგება გასაჩივრების უფლებას . ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შემთხვევაშიც კი , გადაწყვეტილების აღსრულება შეუძლებელი ხდება , რადგან დავის საგანი , დემონტაჟის გამო , აღარ არსებობს . შესაბამისად , თუ არ იარსებებს უფლების დარღვევის თავიდან აცილების ან დარღვეული უფლების აღდგენის მექანიზმი , თავად უფლებით სარგებლობა დგება კითხვის ნიშნის ქვეშ . ამ კონტექსტში მოსარჩელე მხარე მიიჩნევს , რომ სადავო ნორმიდან არ იკითხება დაუყოვნებლივი აღსრულების მიზეზებიც . შესაბამისად , დავის საგნის არარსებობის გამო , ზემდგომ ორგანოში გასაჩივრების უფლებით სარგებლობა არ არის ეფექტიანი და აზრს მოკლებული ხდება ასეთი აქტის სასამართლოში გასაჩივრებაც . 9. მოსარჩელე მხარე ყურადღებას ამახვილებს სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს მიერ სამშენებლო საქმიანობაზე დადგენილების დაუყოვნებლივი აღსრულების შედეგზე , კერძოდ , ასეთმა ქმედებამ შესაძლოა , გამოიწვიოს ისეთი ფუნდამენტური უფლების ხელყოფა , როგორიც საცხოვრებლის უფლებაა . მოსარჩელე მხარის მოსაზრებით , ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაც ცხადყოფს , რომ მშენებლობის დემონტაჟი არის ექსტრემალური , უკიდურესი ფორმით უფლებაში ჩარევის გამოხატულება . გასაჩივრების უფლება , რომელიც ასეთ შემთხვევებში არ ითვალისწინებს აღსრულების შეჩერებას , იწვევს შეუქცევად ზიანს , რაც შეუძლებელს ხდის პირის კანონიერი უფლებისა და ინტერესების დაცვას საჩივრის დაკმაყოფილების შემთხვევაშიც . სწორედ ამიტომ , მოსარჩელე მხარე მიიჩნევს , რომ საქართველოს სივრცის დაგეგმარების , არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 128-ე მუხლის მე -3 ნაწილის მე -2 წინადადება , რომლის მიხედვითაც , „ამასთანავე , სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს დადგენილების გასაჩივრება არ აჩერებს მის აღსრულებას მშენებლობის ან დემონტაჟის შეჩერების ნაწილში “, არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით . 10. მოსარჩელეები , საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად , მიუთითებენ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაზე .  II სამოტივაციო ნაწილი  1. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მისაღებად აუცილებელია , იგი აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს . „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ “ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე -2 პუნქტის შესაბამისად , კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს . ამავე კანონის 31​1 მუხლის პირველი პუნქტის „ე “ ქვეპუნქტით კი , განისაზღვრება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებათა წარდგენის ვალდებულება , რომლებიც ადასტურებს სარჩელის საფუძვლიანობას . საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად , „კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია , რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას “ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის №2/3/412 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ “, II-9). ამავე დროს , „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია , მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის , რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას “ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ “, II-1). წინააღმდეგ შემთხვევაში , კონსტიტუციური სარჩელი მიიჩნევა დაუსაბუთებლად და , შესაბამისად , არ მიიღება არსებითად განსახილველად . ამ თვალსაზრისით , მნიშვნელოვანია , მოსარჩელე სწორად აღიქვამდეს სადავო ნორმის და შესაბამისი კონსტიტუციური დებულების შინაარსს . 2. №1840 კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ არის გამხდარი , მათ შორის , საქართველოს სივრცის დაგეგმარების , არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის მე -2 წინადადების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით . ხსენებული სადავო ნორმის მიხედვით , „თუ სამშენებლო სამართალდამრღვევი არ იმყოფება სამშენებლო ობიექტზე ან უარს აცხადებს შესაბამისი აქტის /აქტების გაცნობაზე , გაცნობად ჩაითვლება აქტის /აქტების სამშენებლო ობიექტის თვალსაჩინო ადგილზე განთავსება“ . 3. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად , „ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს . საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია “. სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება ინსტრუმენტული ხასიათისაა და მიზნად ისახავს , პირისათვის ინდივიდუალური უფლებებისა თუ კანონიერი ინტერესების , სასამართლოსადმი მიმართვის გზით , ეფექტიანი დაცვის შესაძლებლობის მინიჭებას . საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით , „ამა თუ იმ უფლებით სრულად სარგებლობის უზრუნველყოფის უმნიშვნელოვანესი გარანტია ზუსტად მისი სასამართლოში დაცვის შესაძლებლობაა . თუკი არ იქნება უფლების დარღვევის თავიდან აცილების ან დარღვეული უფლების აღდგენის შესაძლებლობა , სამართლებრივი ბერკეტი , თავად უფლებით სარგებლობა დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ . შესაბამისად , უფლება -თავისუფლებების დასაცავად სასამართლოსადმი მიმართვის აკრძალვა ან არათანაზომიერი შეზღუდვა არღვევს არა მხოლოდ სამართლიანი სასამართლოს უფლებას , არამედ , იმავდროულად , შეიცავს საფრთხეს თავად იმ უფლების უგულებელყოფისა , რომლის დასაცავადაც სასამართლოსადმი მიმართვაა აკრძალული (შეზღუდული )“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 28 ივნისის №1/466 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ “, II-14). დასახელებულ კონსტიტუციურ დებულებასთან შინაარსობრივი მიმართების წარმოსაჩენად , მოსარჩელემ უნდა დაასაბუთოს , რომ განსახილველ საქმეზე სადავოდ გამხდარი ნორმა იწვევს სასამართლოს მიერ საქმის განხილვის რომელიმე პროცედურული გარანტიის შეზღუდვას . 4. განსახილველ საქმეზე გასაჩივრებული სადავო ნორმით დადგენილია სამშენებლო სამართალდარღვევის შესახებ აქტის ადრესატისთვის გაცნობის წესი . მოსარჩელისთვის პრობლემურია ის რეგულაცია , რომლის მიხედვით , თუ ადრესატი არ იმყოფება სამშენებლო ობიექტზე , გაცნობად ითვლება ამ აქტის სამშენებლო ობიექტის თვალსაჩინო ადგილზე განთავსება . თვალსაჩინოდ აქტის განთავსების პირობებში კი , აქტის ადრესატი მოკლებულია შესაძლებლობას , რეალურად გაეცნოს მას , გარემო ფაქტორებიდან გამომდინარე . შესაბამისად , სადავო ნორმა ადგენს ადმინისტრაციულსამართლებრივ პროცედურას , ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ აქტის ჩაბარების /გაცნობის წესს . ნათელია , რომ სადავო ნორმა არ ადგენს სასამართლოს მიერ საქმის განხილვის პროცედურულ წესს ან სასამართლოში საქმის განხილვის პროცესუალური გარანტიის შემზღუდველ მოწესრიგებას . უფრო მეტიც , ის საერთოდ არ არის შემხებლობაში სასამართლოს გზით უფლების დაცვასთან . აქედან გამომდინარე , მოსარჩელე მხარემ ვერ წარმოაჩინა შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტს შორის . 5. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე , №1840 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში , რომელიც შეეხება საქართველოს სივრცის დაგეგმარების , არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის მე -2 წინადადების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით , დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ “ საქართველოს ორგანული კანონის 31​1 მუხლის პირველი პუნქტის „ე “ ქვეპუნქტისა და 31​3 მუხლის პირველი პუნქტის „ა “ ქვეპუნქტის საფუძველზე . 6. მოსარჩელე მხარე აგრეთვე ითხოვს , საქართველოს სივრცის დაგეგმარების , არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 128-ე მუხლის 1​1 ნაწილის მე -2 წინადადებისა და „ა “ ქვეპუნქტის არაკონსტიტუციურად ცნობას , საქართველოს კონსტიტუციის მე -18 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით . 7. სადავო ნორმა განსაზღვრავს სამშენებლო სამართალდამრღვევისთვის , დადგენილებაზე წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის საფუძველზე , ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაცნობის წესს . 8. მოსარჩელე მხარის განმარტებით , გადაწყვეტილების გაცნობის არსებული წესი , რომელიც ითვალისწინებს გადაწყვეტილების სამშენებლო ობიექტის თვალსაჩინო ადგილზე განთავსებას იმ შემთხვევაში , თუ სამშენებლო სამართალდამრღვევი არ იმყოფება ადმინისტრაციულ საჩივარში მითითებულ მისამართზე , ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე -18 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს . კერძოდ , მოსარჩელის განცხადებით , შესაძლოა , გადაწყვეტილების ჩაბარების მომენტისათვის პირი არ იმყოფებოდეს რეგისტრირებულ მისამართზე ან იყოს საზღვარგარეთ , ხოლო გადაწყვეტილების სამშენებლო ობიექტის თვალსაჩინო ადგილზე განთავსების შემთხვევაში კი იგი შესაძლოა , მარტივად დაიკარგოს ან დაზიანდეს და არ ჩაჰბარდეს შესაბამის ადრესატს . სწორედ ამიტომ , გადაწყვეტილების სამშენებლო ობიექტის თვალსაჩინო ადგილზე განთავსებამდე , ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა მიმართოს ყველა ღონეს , რათა შეძლოს გადაწყვეტილების ადრესატისათვის პირადად ჩაბარება . 9. აღსანიშნავია , რომ საქართველოს კონსტიტუციის მე -18 მუხლის პირველი პუნქტი , რომელიც ადგენს პირის უფლებას ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მასთან დაკავშირებული საქმის სამართლიანად განხილვის თაობაზე , expressis verbis არ ადგენს , კონკრეტული აქტის გაცნობის როგორი ფორმა და პროცედურა ჩაითვლება კონსტიტუციასთან შესაბამისად . ეს ბუნებრივიცაა , ვინაიდან კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობის სპეციფიკიდან გამომდინარე , კონსტიტუცია შესაძლოა , ადგენდეს სამართლებრივი აქტის ადრესატისათვის გაცნობის განსხვავებულ მოთხოვნებს . შესაბამისად , სხვადასხვა სამართლებრივი აქტის გაცნობის განსხვავებული პროცედურული მოწესრიგება , ამ პროცედურას ან აქტის გაცნობის ფორმას , თავისთავად , კონსტიტუციის მე -18 მუხლის პირველ პუნქტთან შეუთავსებლად ვერ აქცევს . აქედან გამომდინარე , სამართლებრივი აქტის გაცნობის წესის არაკონსტიტუციურობის მტკიცებისას , მოსარჩელე მხარე ვალდებულია , წარმოაჩინოს , რომ სახელმწიფოს მიერ დადგენილი აქტის გაცნობის წესი არ არის გონივრული და , ჩვეულებრივ პირობებში , პირისათვის ობიექტურად რთული იქნება ამ აქტის გაცნობა , რაც ამ წესს აქცევს უსამართლოდ და შეზღუდავს პირის უფლებას სამართლიან ადმინისტრაციულ წარმოებაზე . 10. მოცემულ შემთხვევაში , როგორც აღინიშნა , სადავო ნორმა განსაზღვრავს სამშენებლო სამართალდამრღვევის შესახებ დადგენილებაზე წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის საფუძველზე , ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაცნობის წესს . საქართველოს სივრცის დაგეგმარების , არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 128-ე მუხლის 1​1 ნაწილის თანახმად , გადაწყვეტილების გაცნობა უნდა მოხდეს ოფიციალურად , ადმინისტრაციულ საჩივარში მითითებულ მისამართზე . მაშასადამე , ამ შემთხვევაში , გადაწყვეტილების ადრესატმა a priori იცის , რომ მის მიმართ მიმდინარეობს ადმინისტრაციული სამართალწარმოება , ვინაიდან საჩივრის წარდგენით , იგი თავად არის ამ სამართალწარმოების დაწყების ინიციატორი . ამავდროულად , გადაწყვეტილების გაცნობა ხდება თავად პირის მიერ , საჩივარში მითითებულ მისამართზე და მხოლოდ ამის შემდეგ განთავსდება იგი სამშენებლო ობიექტის თვალსაჩინო ადგილზე . თუმცა თვალსაჩინო ადგილას განთავსებასთან ერთად , გადაწყვეტილება ასევე ქვეყნდება შესაბამისი მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალურ ვებგვერდზე . 11. კერძოდ , საქართველოს სივრცის დაგეგმარების , არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 128-ე მუხლის 1​4 ნაწილის თანახმად , „თუ ამ მუხლის 1​1 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამშენებლო სამართალდამრღვევი არ იმყოფება დადგენილებაზე წარდგენილ ადმინისტრაციულ საჩივარში მითითებულ მისამართზე ან უარს აცხადებს შესაბამისი გადაწყვეტილების გაცნობაზე , ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის საფუძველზე ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისი პირისთვის /პირებისთვის გაცნობის მიზნით შესაბამისი მუნიციპალიტეტის სათანადო ორგანო აღნიშნულ გადაწყვეტილებას განათავსებს როგორც სამშენებლო ობიექტის თვალსაჩინო ადგილზე , ისე მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალურ ვებგვერდზე “. 12. კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მხარე აპელირებდა ორ შემთხვევაზე , როდესაც არსებული მოწესრიგების პირობებში , შესაძლოა , პირმა ობიექტურად ვერ მოახერხოს მის საჩივარზე მიღებული გადაწყვეტილების (დროული ) გაცნობა . კერძოდ , როდესაც იგი არ ცხოვრობს რეგისტრაციის მისამართზე ან იმყოფება საზღვარგარეთ . ზემოთ მოხმობილი კანონმდებლობა ცხადყოფს , რომ პირი არ არის შეზღუდული საჩივარში რეგისტრაციის ადგილის მისამართის მითითებით . შესაბამისად , მას საჩივარში შეუძლია , მიუთითოს ის მისამართი , სადაც მისთვის ხელსაყრელი იქნება გადაწყვეტილების გაცნობა . ხოლო იმ შემთხვევაში , თუ იგი იმყოფება საზღვარგარეთ , მას შეუძლია , საკუთარი საჩივრის შედეგებს თვალყური მიადევნოს მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალურ ვებგვერდზე . კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მხარეს არ დაუსაბუთებია , რატომ არის ამ კონკრეტული სამართლებრივი აქტის გაცნობის არსებული მექანიზმები მისთვის ობიექტურად არასაკმარისი . 13. აღნიშნულიდან გამომდინარე , საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს , რომ წინამდებარე კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მხარეს არ წარმოუდგენია არგუმენტაცია , რომელიც წარმოაჩენდა სამშენებლო სამართალდამრღვევისთვის დადგენილებაზე წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის საფუძველზე , ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაცნობის წესის არაგონივრულობას და წარმოშობდა მისი შეფასების საჭიროებას საქართველოს კონსტიტუციის მე -18 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით . 14. შესაბამისად , №1840 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში , რომელიც შეეხება საქართველოს სივრცის დაგეგმარების , არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 128-ე მუხლის 1​1 ნაწილის მე -2 წინადადებისა და „ა “ ქვეპუნქტის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე -18 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით , დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად , „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ “ საქართველოს ორგანული კანონის 31​1 მუხლის პირველი პუნქტის „ე “ ქვეპუნქტისა და 31​3 მუხლის პირველი პუნქტის „ა “ ქვეპუნქტის საფუძველზე . 15. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია მიიჩნევს , რომ №1840 კონსტიტუციური სარჩელი , სხვა მხრივ , აკმაყოფილებს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ “ საქართველოს ორგანული კანონის 31​1 მუხლის პირველი და მე -2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს აღნიშნული ორგანული კანონის 31​3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის საფუძველი .   III სარეზოლუციო ნაწილი საქართველოს კონსტიტუციის მე -60 მუხლის მე -4 პუნქტის „ა “ ქვეპუნქტის , „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ “ საქართველოს ორგანული კანონის მე -19 მუხლის პირველი პუნქტის „ე “ ქვეპუნქტის , 21-ე მუხლის მე -2 პუნქტის , 27​1 მუხლის მე -2 და მე -3 პუნქტების , 31-ე მუხლის , 31​1 მუხლის პირველი და მე -2 პუნქტების , 31​2 მუხლის მე -8 პუნქტის , 31​3 მუხლის პირველი პუნქტის „ა “ ქვეპუნქტის , 31​5 მუხლის პირველი , მე -2, მე -3, მე -4 და მე -7 პუნქტების , 31​6 მუხლის პირველი პუნქტის , 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა “ ქვეპუნქტის და მე -2 პუნქტის , 43-ე მუხლის საფუძველზე ,   საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ა დ გ ე ნ ს : 1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად №1840 კონსტიტუციური სარჩელი („სიმონ ბულბულაშვილი და მამუკა სახიაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ “) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში , რომელიც შეეხება : ა ) საქართველოს სივრცის დაგეგმარების , არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის მე -2 წინადადების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე -18 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით ; ბ ) საქართველოს სივრცის დაგეგმარების , არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 128-ე მუხლის მე -3 ნაწილის მე -2 წინადადების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით . 2. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1840 კონსტიტუციური სარჩელი („სიმონ ბულბულაშვილი და მამუკა სახიაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ “) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში , რომელიც შეეხება : ა ) საქართველოს სივრცის დაგეგმარების , არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის მე -2 წინადადების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით ; ბ ) საქართველოს სივრცის დაგეგმარების , არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 128-ე მუხლის 1​1 ნაწილის მე -2 წინადადებისა და „ა “ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე -18 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით . 3. №1782 და №1840 კონსტიტუციური სარჩელები გაერთიანდეს ერთ საქმედ და ერთობლივად იქნეს არსებითად განხილული . 4. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია . 5. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ “ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად . 6. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება . 7. საოქმო ჩანაწერი გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში , გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს “. კოლეგიის შემადგენლობა : მანანა კობახიძე ირინე იმერლიშვილი თეიმურაზ ტუღუში