ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 29.05.2025
გამომცემი ორგანო ონის მუნიციპალიტეტი
ნომერი №10
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.118.016427 2024
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 02/06/2025
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
29.05.2025 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- ონის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 29.03.2018
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
თვითმმართველობის დადგენილება (1)
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ “ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ” ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ
ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №10
2025 წლის 29 მაისი
ქ. ონი
ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ.თ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის და „ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის 11 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
ონის მუნიციპალიტეტში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე სისტემური მუშაობისა და საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ ქალისა და მამაკაცის თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის კომისიასთან კოორდინირებული მუშაობის უზრუნველსაყოფად შეიქმნას ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭო.
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს დებულება თანდართული რედაქციით.
მუხლი 3🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ონის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 მარტის №13 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 04/04/2018, სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.118.016232).
მუხლი 4🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარებაჩანა მარკოიშვილი
დანართი
ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს
დებულება
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებანი
1. საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ „ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონის და ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის შესაბამისად, ონის მუნიციპალიტეტში შეიქმნას ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭო (შემდგომში – საბჭო).
2. საბჭო თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, „ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონის, ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის, ამ დებულების და სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
3. საბჭოს ფუნქციები და უფლებამოსილებანი განისაზღვრება ამ დებულებით.
მუხლი 2🔗.
ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭო
საბჭო არის მუნიციპალიტეტის სათათბირო საკონსულტაციო ორგანო, რომელიც „ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, განიხილავს მუნიციპალიტეტში ქალთა და ბავშვთა უფლებების დაცვის მდგომარეობას, შეიმუშავებს წინადადებებს ადგილზე დისკრიმინაციის გამოვლენისა და აღმოფხვრის უზრუნველსაყოფად, შესაბამისი ღონისძიებების შემუშავებისა და განხორციელების კოორდინაციის მიზნით.
მუხლი 3🔗.
საბჭოს ძირითადი ამოცანები, ფუნქციები და უფლებამოსილებები
1. საბჭოს ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:
ა) თემატური მოკვლევის საფუძველზე გამოვლენილი გამოწვევების შესწავლა, კონკრეტული რეკომენდაციებისა და წინადადებების შემუშავება მუნიციპალიტეტის შესაბამის პროგრამებსა და ბიუჯეტში ასახვის მიზნით;
ბ) არსებული მუნიციპალური, სახელმწიფო პროგრმებისა და სერვისების შესახებ ინფორმაციის პერიოდულად გავრცელება და საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით შესაბამისი კამპანიების წარმოება;
გ) საბჭოს საქმიანობის მიზნებისთვის სტატისტიკური მონაცემების დამუშავება სქესის, ასაკის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მონაცემების გათვალისწინებით;
დ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ განხორციელებული აქტივობების (საუკეთესო პრაქტიკის) შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდა, მათ შორის, სოციალურ მედიაში;
ე) ქალებისა და ბავშვების უფლებების შესახებ ინტეგრირებული საგანმანათლებლო სესიების ჩატარება სკოლებში, საზოგადოებრივ ცენტრებსა და ახალგაზრდულ სივრცეებში;
ვ) ქალთა და ბავშვთა უფლებების დარღვევის თაობაზე წარდგენილი განცხადებების და სხვა ინფორმაციის განხილვა, თავისი კომპეტენციის ფარგლებში მათზე რეაგირება და რეკომენდაციების შემუშავება;
ზ) საბჭოს მიერ მუშაობის პროცესში მოპოვებული პერსონალური და კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვა;
თ) საბჭოს საქმიანობის შესახებ ანგარიშის მომზადება და წელიწადში ერთხელ მუნიციპალიტეტის საკრებულოსთვის წარდგენა.
2. საბჭო უფლებამოსილია:
ა) გამოითხოვოს ქალთა და ბავშთა საკითხების შესწავლასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია და დოკუმენტაცია, გარდა ისეთი შემთხვევებისა, რომელთა კონფიდენციალურობაც დაცულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
ბ) მოიწვიოს ქალთა და ბავშვთა საკითხების შესწავლისა და განხილვის დროს შესაბამის დარგში მომუშავე სპეციალისტები ან/და ექსპერტები;
გ) საბჭოს საქმიანობის მიზნებიდან გამომდინარე, საკითხის სრულყოფილად შესწავლის და გამოკვლევის მიზნით, მოაწყოს სამუშაო შეხვედრები შესაბამის დაინტერესებულ პირებთან და უწყებებთან;
დ) ითანამშრომლოს ქალთა ჯგუფებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან;
ე) განახორციელოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებანი.
მუხლი 4🔗.
საბჭოს სტრუქტურა
1. საბჭოს წევრთა რაოდენობა არ უნდა იყოს 7-ზე ნაკლები. საბჭო შედგება საბჭოს თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილის, საბჭოს მდივნის და სხვა წევრებისაგან.
2. საბჭოს თავმჯდომარეობს ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე.
3. საბჭოს შემადგენლობაში შედიან საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ფრაქციიებიდან ერთი წარმომადგენელი, ყველა კომისიის თავმჯდომარე, საკრებულოს აპარატის თანამშრომელი, მერიაში ქალთა უფლებების დაცვის საკითხებზე პასუხისმგებელი საჯარო მოსამსახურე და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სხვა წარმომადგენლები. შესაძლებელია, აგრეთვე, წევრად განისაზღვროს ადგილობრივი კერძო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.
4. საბჭოს შემადგენლობას განსაზღვრავს და ბრძანებით ამტკიცებს ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე.
მუხლი 5🔗.
საბჭოს ხელმძღვანელობა და მუშაობის წესი
1. საბჭოს ხელმძღვანელობს საკრებულოს თავმჯდომარე, რომელიც იწვევს და წარმართავს საბჭოს სხდომებს, ამტკიცებს სხდომის დღის წესრიგს და უძღვება საბჭოს საქმიანობას.
2. საბჭოს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის უფლებამოსილებას ახორციელებს საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ან საბჭოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით – საბჭოს ერთ-ერთი წევრი.
3. საბჭოს სხდომაზე საკითხის გატანის უფლება აქვს საბჭოს თავმჯდომარეს, საბჭოს წევრს და დაინტერესებულ პირს, საბჭოს თავმჯდომარესთან შეთანხმებით.
4. საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტი.
5. საბჭოს სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება სხდომაზე დამსწრე წევრთა უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია საბჭოს თავმჯდომარის ხმა.
6. საბჭოს სხდომები და გადაწყვეტილებები ფორმდება საბჭოს სხდომის ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ საბჭოს თავმჯდომარე და სხდომაზე დამსწრე წევრები.
7. საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები საჯაროა და ქვეყნდება მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე.
8. საბჭოს მიერ შემუშავებული რეკომენდაციები და წინადადებები ეგზავნება მუნიციპალიტეტის შესაბამის ორგანოებს და თანამდებობის პირებს შემდგომში გადაწყვეტილებების მიღების პროცესში გათვალისწინების მიზნით.