📋

სენაკის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ

კონსოლიდირებული ვერსია — პუბლიკაცია #0 საწყისი რედაქცია
პუბლიკაციის თარიღი 03.06.2025
მოქმედების პერიოდი 03.06.2025 — 29.07.2025
გამომცემი ორგანო სენაკის მუნიციპალიტეტი
ნომერი №15
კონსოლიდირებული ვერსიები (2)
03.06.2025
29.07.2025
სენაკის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №15 2025 წლის 30 მაისი ქ. სენაკი სენაკის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ.თ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და ,,ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის 1​1 პუნქტის შესაბამისად, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 სენაკის მუნიციპალიტეტში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე სისტემური და საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილი ქალისა და მამაკაცის თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახის ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათშორის კომისიასთან კოორდინირებული მუშაობის უზრუნველსაყოფად შეიქმნას სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭო. მუხლი 2🔗 დამტკიცდეს სენაკის მუნიციპალიტეტში  ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს დებულება თანდართული დანართის შესაბამისად (დანართი თან ერთვის). მუხლი 3🔗 ძალდაკარგულოდ გამოცხადდეს ,,სენაკის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 მარტის №22 დადგენილება. მუხლი 4🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესაბა ოდიშარია