ბიოლოგიური ნიმუშის აღების, განადგურების, ბიოლოგიური ნიმუშის პროფილირების, გენეტიკური პროფილის დამუშავებისა და გაცვლის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 30.05.2025
ძალაში შესვლა 01.06.2025
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №192
სარეგისტრაციო კოდი 090120100.10.003.025084 1
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 30/05/2025
1,961 სიტყვა · ~10 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
30.05.2025 მიღება
01.06.2025 ძალაში შესვლა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
დნმ-ის მონაცემთა ბაზის შესახებ საქართველოს კანონი 93% 04.03.2025 ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ საქართველოს კანონი 86% 18.09.2014 საქართველოს ტერიტორიაზე ჩაკეტილ სისტემებში გამოყენებული ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების რეგისტრაციის განსაკუთრებული წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 85% 26.12.2014 ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ერთიანი რეესტრის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მინისტრის ბრძანება 82% 31.12.2014 ნარკოტიკული საშუალების, ფსიქოტროპული ან/და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების/ზემოქმედების ქვეშ ყოფნის ფაქტის დადგენის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 78% 02.07.2025

დოკუმენტის ტექსტი

ბიოლოგიური ნიმუშის აღების, განადგურების, ბიოლოგიური ნიმუშის პროფილირების, გენეტიკური პროფილის დამუშავებისა და გაცვლის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება №192 2025 წლის 30 მაისი    ქ. თბილისი ბიოლოგიური ნიმუშის აღების, განადგურების, ბიოლოგიური ნიმუშის პროფილირების, გენეტიკური პროფილის დამუშავებისა და გაცვლის წესის დამტკიცების შესახებ მუხლი 1🔗 „დნმ-ის მონაცემთა ბაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის, მე-4 მუხლის მე-4 პუნქტისა და მე-6 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული: 1. „ბიოლოგიური ნიმუშის აღების, განადგურების, ბიოლოგიური ნიმუშის პროფილირების, გენეტიკური პროფილის დამუშავებისა და გაცვლის წესი“ (დანართი №1). 2. „ბიოლოგიური ნიმუშის აღების ან აღებაზე უარის თქმის შესახებ ოქმის“ ფორმა (დანართი №2). 3. „ბიოლოგიური ნიმუშის ნებაყოფლობით აღების შესახებ ოქმის“ ფორმა (დანართი №3). 4. „ბიოლოგიური ნიმუშის პროფილირებას დაქვემდებარებული პირის ინფორმირების ოქმის“ ფორმა (დანართი №4). მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს 2025 წლის 1 ივნისიდან. პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე დანართი №1 ბიოლოგიური ნიმუშის აღების, განადგურების, ბიოლოგიური ნიმუშის პროფილირების, გენეტიკური პროფილის დამუშავებისა და გაცვლის წესი რეგულირების სფერო და მიზანი 1. „ბიოლოგიური ნიმუშის აღების, განადგურების, ბიოლოგიური ნიმუშის პროფილირების, გენეტიკური პროფილის დამუშავებისა და გაცვლის წესი“ (შემდგომში − წესი) განსაზღვრავს ბიოლოგიური ნიმუშის აღებისა და განადგურების, ბიოლოგიური ნიმუშის პროფილირების, გენეტიკური პროფილის დამუშავებისა და გაცვლის, ასევე, გენეტიკური პროფილის დნმ-ის მონაცემთა ბაზაში შენახვის ვადის ათვლისა და ბაზიდან მონაცემების წაშლის წესს, აგრეთვე,       „დნმ-ის მონაცემთა ბაზის შესახებ“ საქართველოს კანონის აღსასრულებლად საჭირო სხვა ორგანიზაციულ-ტექნიკურ საკითხებს. 2. ამ წესის მიზანია გენეტიკური პროფილის დნმ-ის მონაცემთა ბაზაში შენახვით დანაშაულის პრევენციის, დანაშაულის გახსნისა და გამოძიებისთვის, აგრეთვე დაკარგული პირის იდენტიფიკაციის ხელშეწყობისთვის „დნმ-ის მონაცემთა ბაზის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საკითხების მოწესრიგება. 3. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს გააჩნია „დნმ-ის მონაცემთა ბაზის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მნიშვნელობა. მუხლი 2🔗. ბიოლოგიური ნიმუშის აღების საფუძველი გენეტიკური პროფილის განსაზღვრის მიზნით ბიოლოგიური ნიმუშის აღების საფუძველია: ა) სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი; ბ) პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება; გ) სისხლის სამართლის საქმის გამოძიებისას შემთხვევის ადგილზე გვამის, სხვა მატერიალური საგნის არსებობა, რომელზეც სავარაუდოდ არსებობს ბიოლოგიური კვალი ან ფიზიკური პირის მონაწილეობა, თუ ამ პირის გენეტიკური პროფილი საქმისათვის მნიშვნელობის შემცველი ინფორმაციის მატარებელია; დ) პირის თანხმობა საკუთარი გენეტიკური პროფილის დნმ-ის მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის შესახებ. მუხლი 3🔗. ბიოლოგიური ნიმუშის აღების უფლებამოსილი პირი 1. ბიოლოგიური ნიმუშის აღების უფლებამოსილება აქვს: ა) საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს (შემდგომში − ბიურო) უფლებამოსილ თანამშრომელს; ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომში − სამინისტრო) უფლებამოსილ თანამშრომელს; გ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის (შემდგომში − სპეციალური პენიტენციური სამსახური) უფლებამოსილ თანამშრომელს. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანამშრომელი, გარდა ბიუროსა და სამინისტროში დასაქმებული ექსპერტისა, ამ წესით გათვალისწინებულ უფლებამოსილებას ახორციელებს ბიუროს ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის (შემდგომში − აკადემია) მიერ გადამზადების შემდეგ. 3. სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლის გადამზადება შესაძლოა, უზრუნველყოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრმა (შემდგომში − სასწავლო ცენტრი), აკადემიასთან დადებული მემორანდუმის საფუძველზე. 4. ამ მუხლით გათვალისწინებული უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ ბიოლოგიური ნიმუშის აღების შესახებ სასწავლო კურსს ამტკიცებს აკადემიის რექტორი. მუხლი 4🔗. ბიოლოგიური ნიმუშის აღების წესი 1. ბიოლოგიური ნიმუშის აღება ხორციელდება სანიტარიულ-ჰიგიენური წესებისა და ნორმების დაცვით, საჭირო სამედიცინო აღჭურვილობისა და ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენებით. 2. ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილი თანამშრომელი ადგენს ბიოლოგიური ნიმუშის აღების ან ნიმუშის აღებაზე უარის თქმის შესახებ ოქმს (დანართი №2). 3. ბიოლოგიური ნიმუშის აღების ან ნიმუშის აღებაზე უარის თქმის შესახებ შედგენილი მატერიალური ოქმი (დანართი №2) ინახება: ა) სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით, ბრალდებულის ამ წესის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე ბიოლოგიური ნიმუშის აღებისას; ბ) მსჯავრდებულის პირადი საქმის შენახვის ვადით, მსჯავრდებულის ბიოლოგიური ნიმუშის აღებისას. 4. სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ ბიოლოგიური ნიმუშის აღების შემთხვევაში ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ოქმის ელექტრონული ასლი, ბიოლოგიური ნიმუშის სპეციალურ პროგრამაში ასახვის მიზნით, ეგზავნება ბიუროს/სამინისტროს. 5. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ ოქმს ანდა მის ელექტრონულ ასლს, გენეტიკური პროფილის დნმ-ის მონაცემთა ბაზაში შენახვის ვადით, ბიოლოგიური ნიმუშის სპეციალურ პროგრამაში ინახავს ბიურო ან სამინისტრო, რომელმაც უზრუნველყო ბიოლოგიური ნიმუშის აღება. 6. სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორების მიერ ბიოლოგიური ნიმუშის აღების შემთხვევაში ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ოქმი ანდა მის ელექტრონული ასლი ეგზავნება შესაბამისი სისხლის სამართლის საქმის გამოძიების მწარმოებელ ორგანოს/დანაყოფს. 7. ამ წესის მე-2 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე ბიოლოგიური ნიმუშის აღებისას ბიუროს ან სამინისტროს უფლებამოსილი თანამშრომელი ადგენს ბიოლოგიური ნიმუშის ნებაყოფლობით აღების შესახებ ოქმს (დანართი №3). აღნიშნულ ოქმს ანდა მის ელექტრონულ ასლს გენეტიკური პროფილის დნმ-ის მონაცემთა ბაზაში შენახვის ვადით, ინახავს ბიურო ან სამინისტრო, რომელმაც უზრუნველყო ბიოლოგიური ნიმუშის აღება. 8. პირისგან ბიოლოგიური ნიმუში განმეორებით არ აიღება, თუ მისი გენეტიკური პროფილი რეგისტრირებულია დნმ-ის მონაცემთა ბაზაში. ბიოლოგიური ნიმუშის განმეორებით აღება დასაშვებია, თუ აღებული ბიოლოგიური ნიმუში გენეტიკური პროფილის განსაზღვრისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა ან/და თუ ბიოლოგიური ნიმუშიდან გენეტიკური პროფილის განსაზღვრა შეუძლებელია. 9. ბიოლოგიური ნიმუშის აღება ხორციელდება დამტკიცებული რეკომენდაციების (გაიდლაინი) გათვალისწინებით, რომელიც განსაზღვრავს ბიოლოგიური ნიმუშის აღების მეთოდოლოგიას, მისი შენახვისა და ტრანსპორტირების პირობებს, ასევე შემთხვევებს, როდესაც ნიმუშის აღება არ არის რეკომენდებული. 10. ბიოლოგიური ნიმუშის აღების რეკომენდაციებს (გაიდლაინი) ამტკიცებს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის დირექტორი/ბიუროს უფროსი. მუხლი 5🔗. ბრალდებულის/მსჯავრდებულის ბიოლოგიური ნიმუშის აღების ხელშეწყობა 1. ბრალდებულის/მსჯავრდებულის გენეტიკური პროფილის განსაზღვრისა და დნმ-ის მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის მიზნით სამინისტროში ან ბიუროში გამოცხადების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას, კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს: ა) ბრალდებულისთვის – საგამოძიებო ორგანო, სისხლის სამართლის საქმის გამოძიებისას; ბ) მსჯავრდებულისთვის – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანო − დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიურო, მისი აღრიცხვისთვის დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოცხადებისას; გ) მსჯავრდებულისთვის – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აღსრულების ეროვნული ბიურო, მოვალის ინფორმირებისთვის „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილი ორგანო, გარდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აღსრულების ეროვნული ბიუროსი, უზრუნველყოფს ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ ბიოლოგიური ნიმუშის პროფილირებას დაქვემდებარებული პირის ინფორმირების ოქმის (დანართი №4) შედგენას. 3. ბიოლოგიური ნიმუშის პროფილირებას დაქვემდებარებული პირის ინფორმირების ოქმის (დანართი №4) ელექტრონულ ასლს, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილი ორგანო დაუყოვნებლივ უგზავნის ბიუროს ან/და სამინისტროს. მუხლი 6🔗. ბიოლოგიური ნიმუშის სპეციალურ პროგრამაში რეგისტრაციისა და მისი ტრანსპორტირების წესი 1. ბიოლოგიური ნიმუშის განმეორებით აღების თავიდან აცილების მიზნით იქმნება ბიოლოგიური ნიმუშის სპეციალური პროგრამა, რომლის ადმინისტრირებას ახორციელებს სამინისტრო, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. ბიოლოგიური ნიმუშის აღებისას უფლებამოსილი თანამშრომელი ნიმუშს არეგისტრირებს სპეციალურ პროგრამაში, ამავე პროგრამაში რეგისტრირებული ინდივიდუალური მომხმარებლის მეშვეობით. 3. ბიოლოგიური ნიმუში, აღებისთანავე დაუყოვნებლივ, პირის მაიდენტიფიცირებელი პერსონალური მონაცემების მითითებით რეგისტრირდება სპეციალურ პროგრამაში და თითოეულ ნიმუშს ენიჭება უნიკალური საიდენტიფიკაციო ნომერი (ბარკოდი). 4. აღებული ბიოლოგიური ნიმუში თავსდება სპეციალურ შესანახ კოლოფში, რომელიც პირის მაიდენტიფიცირებელი პერსონალური მონაცემებისა და მინიჭებული ბარკოდის მითითებით, ილუქება და თავსდება სპეციალურ კონვერტში, რომელიც, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ეგზავნება სამინისტროს ან ბიუროს. 5. ბიოლოგიური ნიმუშის სპეციალურ პროგრამაში პერსონალურ მონაცემთა დამუშავების წესი და უსაფრთხოების გარანტიები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. მუხლი 7🔗. გენეტიკური პროფილის განსაზღვრისა და დნმ-ის მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის წესი 1. დნმ-ის მონაცემთა ბაზის ადმინისტრირებას უზრუნველყოფს ბიურო, ხოლო გენეტიკური პროფილის განსაზღვრასა და დნმ-ის მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციას უზრუნველყოფს ბიურო ან/და სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტი. 2. ბიოლოგიური ნიმუშიდან შესაბამისი მეთოდოლოგიით გამოიყოფა დნმ და განისაზღვრება გენეტიკური პროფილი. 3. ბიოლოგიური ნიმუშიდან გენეტიკური პროფილის განსაზღვრის მეთოდოლოგიას ამტკიცებს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის დირექტორი ან ბიუროს უფროსი. 4. უნიკალური ნუმერალური კოდით გამოხატული გენეტიკური პროფილი რეგისტრირდება დნმ-ის მონაცემთა ბაზაში. 5. გენეტიკური პროფილის განსაზღვრა და მისი დნმ-ის მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია ხორციელდება ბიოლოგიური ნიმუშის აღებიდან გონივრულ ვადაში, ბიოლოგიური ნიმუშის ტიპის, ლაბორატორიული და ტექნიკური რესურსის, აგრეთვე დამატებითი ან/და განმეორებითი ანალიზის საჭიროების გათვალისწინებით. მუხლი 8🔗. ბიოლოგიური ნიმუშის განადგურების წესი 1. ბიოლოგიური ნიმუში ნადგურდება გენეტიკური პროფილის განსაზღვრისთანავე, სამედიცინო ნარჩენების განადგურებისთვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წესი არ გამოიყენება, თუ ბიოლოგიური ნიმუში აღებულია საგამოძიებო ან სხვა საპროცესო მოქმედების ჩატარების შედეგად და წარმოადგენს მტკიცებულებას სისხლის სამართლის საქმეზე. ამ მტკიცებულების შენახვის/განადგურების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად. მუხლი 9🔗. გენეტიკური პროფილის შენახვისა და წაშლის წესი 1. გენეტიკური პროფილი დნმ-ის მონაცემთა ბაზაში ინახება შემდეგი ვადით: ა) მსჯავრდებულისა: ა.ა) განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში − 75 წლით; ა.ბ) მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში − 50 წლით; ა.გ) ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში − 30 წლით; ა.დ) დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში − 75 წლით; ბ) არასრულწლოვანი მსჯავრდებულისა: ბ.ა) განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში − 30 წლით; ბ.ბ) მძიმე ან ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში − 10 წლით; ბ.გ) განზრახი დანაშაულის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში − 75 წლით. 2. ბრალდებულის გენეტიკური პროფილი დნმ-ის მონაცემთა ბაზაში რეგისტრირდება და მისი მსჯავრდების შემთხვევაში ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ვადით ინახება. 3. პირის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანის ან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“−„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირის გენეტიკური პროფილი დნმ-ის მონაცემთა ბაზიდან იშლება სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ აღნიშნული ინფორმაციის მიღებისთანავე, ხოლო იმავე მუხლით განსაზღვრული სხვა საფუძვლით გამოძიების შეწყვეტის ან/და სისხლისსამართლებრივი დევნის არდაწყების ან დაწყებული სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შემთხვევაში გენეტიკური პროფილი ინახება იმ ვადით, რომელიც შეესაბამება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის კატეგორიას. 4. საქართველოს პროკურატურა, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლით სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ პროკურორის დადგენილების გამოტანის შემთხვევაში აღნიშნული დადგენილების ასლს უგზავნის სამინისტროს და ბიუროს. 5. სისხლის სამართლის საქმის გამოძიებისას ფიზიკური პირისგან, გვამისგან, სხვა მატერიალური საგნიდან ან შემთხვევის ადგილიდან აღებული ბიოლოგიური ნიმუშიდან განსაზღვრული გენეტიკური პროფილი დნმ-ის მონაცემთა ბაზაში ინახება სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 10 წლის განმავლობაში. ამ ვადის გასვლის შემდეგ აღნიშნული გენეტიკური პროფილი დნმ-ის მონაცემთა ბაზიდან იშლება შესაბამისი პირის მოთხოვნის საფუძველზე. 6. ნებისმიერი პირის თანხმობის საფუძველზე, დნმ-ის მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული გენეტიკური პროფილი, მისივე თანხმობით, ინახება არანაკლებ 10 წლის განმავლობაში. ამ ვადის გასვლის შემდეგ აღნიშნული გენეტიკური პროფილი დნმ-ის მონაცემთა ბაზიდან იშლება ამ პირის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, მის მიერ პროფილირებისთვის გაწეული ხარჯების დაფარვით. 7. პირის გენეტიკური პროფილი ინახება მისი გარდაცვალებიდან 10 წლის განმავლობაში, თუ გენეტიკური პროფილის შენახვისთვის ამ მუხლით განსაზღვრული ვადა არ არის გასული. 8. გენეტიკური პროფილის შენახვის ვადა აითვლება გენეტიკური პროფილის დნმ-ის მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციიდან, გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. 9. დნმ-ის მონაცემთა ბაზაში გენეტიკური პროფილის შენახვის ვადებთან დაკავშირებული ინფორმაციის კონტროლს ახორციელებს სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი და აწვდის ბიუროს. 10. ამ მუხლით გათვალისწინებული გენეტიკური პროფილის შენახვის ვადის გასვლის შემთხვევაში, დნმ-ის მონაცემთა ბაზიდან გენეტიკური პროფილის წაშლას უზრუნველყოფს ბიურო. მუხლი 10🔗. გენეტიკური პროფილის დამუშავებისა და გაცვლის წესი 1. დნმ-ის მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული გენეტიკური პროფილი მუშავდება დანაშაულის პრევენციის, დანაშაულის გახსნისა და გამოძიების, აგრეთვე დაკარგული პირის იდენტიფიკაციის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 2. დანაშაულის პრევენციის, დანაშაულის გახსნისა და გამოძიების, აგრეთვე დაკარგული პირის იდენტიფიკაციის მიზნით დასაშვებია სხვა ქვეყნის სახელმწიფო უწყების მიერ დამუშავებული გენეტიკური პროფილის გამოთხოვა და დნმ-ის მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია. მუხლი 11🔗. გარდამავალი დებულებები „დნმ-ის მონაცემთა ბაზის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე ბიუროს მიერ განსაზღვრული გენეტიკური პროფილი დნმ-ის მონაცემთა ბაზაში ინახება ამ კანონის ამოქმედებიდან  10 წლის განმავლობაში. ამ ვადის გასვლის შემდეგ გენეტიკური პროფილი დნმ-ის მონაცემთა ბაზიდან იშლება შესაბამისი პირის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე. დანართი №2 ბიოლოგიური ნიმუშის აღების ან აღებაზე უარის თქმის შესახებ ოქმი 1. ბიოლოგიური ნიმუშის პროფილირებას დაქვემდებარებული პირის შესახებ მონაცემები: _____________________________________________________________________________________ (სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი) 2. ბიოლოგიური ნიმუშის პროფილირებას  დაქვემდებარებული პირის სტატუსი: _____________________________________________________________________________________ (ბრალდებული/მსჯავრდებული/მოწმე და სხვა) 3. ბიოლოგიური ნიმუშის ამღები პირი: _____________________________________________________________________________________ (სახელი, გვარი, თანამდებობა) 4. სისხლის სამართლის საქმის ნომერი: _____________________________________________________________________________________ 5. ბიოლოგიური ნიმუშის პროფილირებას დაქვემდებარებული პირის  გაცხადებული თანხმობა/უარი ბიოლოგიური ნიმუშის აღებაზე: _____________________________________________________________________________________ 6. თანდართული დოკუმენტების ჩამონათვალი (ასეთის არსებობის შემთხვევაში): _____________________________________________________________________________________ 7. ბიოლოგიური ნიმუშის აღების თარიღი: _____________________________________________________________________________________ (რიცხვი, თვე, წელი) 8. ოქმის შედგენის თარიღი: _____________________________________________________________________________________ (რიცხვი, თვე, წელი) 9. ბიოლოგიური ნიმუშის პროფილირებას დაქვემდებარებული პირის: _____________________________________________________________________________________ ხელმოწერა, ხელმოწერაზე უარის აღნიშვნა 10. ოქმის შემდგენელი: _______________________________________________________________ ხელმოწერა დანართი №3  ბიოლოგიური ნიმუშის ნებაყოფლობით აღების შესახებ ოქმი 1. იმ პირის შესახებ მონაცემები, რომლისგანაც ხდება ბიოლოგიური ნიმუშის აღება: __________________________________________________________________________________ (სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი) 2. ბიოლოგიური ნიმუშის ამღები პირი: __________________________________________________________________________________ (სახელი, გვარი, თანამდებობა) 3. პირის თანხმობა, ბიოლოგიური ნიმუშის აღებაზე, გენეტიკური პროფილის განსაზღვრასა და მისი არანაკლებ 10 წლით შენახვის შესახებ: __________________________________________________________________________________ 4. ბიოლოგიური ნიმუშის აღების თარიღი: _____________________________________________________________________________________ (რიცხვი, თვე, წელი) 5. ოქმის შედგენის თარიღი: _____________________________________________________________________________________ (რიცხვი, თვე, წელი) 6. თანდართული დოკუმენტების ჩამონათვალი (ასეთის არსებობის შემთხვევაში): __________________________________________________________________________________ 7. პირი, რომლისგანაც ხდება ბიოლოგიური ნიმუშის აღება: __________________________________________________________________________________ ხელმოწერა 8. ოქმის შემდგენელი: ______________________________________________________________ ხელმოწერა დანართი №4 ბიოლოგიური ნიმუშის პროფილირებას დაქვემდებარებული პირის ინფორმირების ოქმი 1. ოქმის შედგენის ადგილი: _____________             თარიღი: __ „_______________“ 20   წელი 2. ოქმის შემდგენელი პირი: ___________________________________________________________ (სახელი, გვარი; თანამდებობა) 3. დაწესებულების დასახელება: _______________________________________________________ 4. ბიოლოგიური ნიმუშის პროფილირებას დაქვემდებარებული ბრალდებული/მსჯავრდებული: ____________________________________________________________________________________ (სახელი, გვარი, პირადი ნომერი) 5. სისხლის სამართლის საქმის ნომერი: ___________________________________________________________________________________ ბიოლოგიური ნიმუშის პროფილირებას დაქვემდებარებული პირი ინფორმირებულ იქნა, რომ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ვალდებულია ბიოლოგიური ნიმუშის აღების, გენეტიკური პროფილის განსაზღვრისა და დნმ-ის მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის მიზნით, მიმართოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ან საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს. ბიოლოგიური ნიმუშის პროფილირებას დაქვემდებარებული პირი: ____________________________________________________________________________________ ხელმოწერა ოქმის შემდგენელი: _________________________________________________________________ ხელმოწერა