„წალენჯიხის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა კვებით უზრუნველყოფის პროგრამის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 14 მაისის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№10
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.104.016579
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 03/06/2025
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №10

2025 წლის 30 მაისი

ქ. წალენჯიხა

 

„წალენჯიხის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა კვებით უზრუნველყოფის პროგრამის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 14 მაისის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის  შესაბამისად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „წალენჯიხის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე  ბავშვთა კვებით უზრუნველყოფის პროგრამის  განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 14 მაისის  №8 დადგენილების (www.matsne.gov.ge 16/05/2025, სარეგ.კოდი 010260020.35.104.016577) დანართის მე-5 მუხლში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 5. გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი

1. პროგრამა  ითვალისწინებს  მუნიციპალიტეტში  მცხოვრებ სასკოლო ასაკის (პირველკლასელთა გარდა) შშმ ბავშვთა კვებისთვის საჭირო დღიური თანხის მიწოდებას უნაღდო ანგარიშსწორებით, კანონიერი წარმომადგენლის ან მხარდამჭერის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვით.

2. პროგრამა გათვლილია  35  ბავშვზე, 85-დღიან სასწავლო პერიოდზე  (2024-2025 სასწავლო  წელი 10 სასწავლო დღე, 2025 წლის 1 ივნისი -13 ივნისი,  2025-2026 სასწავლო წლის  15 სექტემბერი – 30 დეკემბერი 75 სასწავლო დღე) წელიწადში და ერთ ბავშვზე გამოყოფილი კვების თანხა შეადგენს 6 ლარს.

3. დადგენილებაში   ცვლილებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ,  საქართველოს კანონმდებლობით  დადგენილი წესით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2025 წლის 1-ლი  ივნისიდან.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეკორნელი სალია