„საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და უნგრეთის ეკონომიკის სამინისტროს შორის საბაჟო სასაქონლო ოპერაციებზე სტატისტიკურ მონაცემთა ურთიერთგაცვლის შესახებ“ შეთანხმება
მიღების თარიღი 21.04.2017
ძალაში შესვლა 21.04.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №N.
სარეგისტრაციო კოდი დასახელება
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 05/06/2025
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
შეთანხმება საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და ლატვიის სახელმწიფო შემოსავლების სამსახურს შორის საგადასახადო საკითხებში ადმინისტრაციული ურთიერთდახმარებისა და ინფორმაციის გაცვლის შესახებ „საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტს შორის სატრანსპორტო საშუალებებისა და საქონლის საერთაშორისო გადაადგილების წინასწარი ელექტრონული მონაცემების გაცვლის თაობაზე“ ოქმი „საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და ლიტვის რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო საგადასახადო ინსპექციას შორის საგადასახადო საკითხებში ინფორმაციის გაცვლის ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შესახებ“ შეთანხმება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის თანხების გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ „საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და უზბეკეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტს შორის სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების შესახებ წინასწარი მონაცემების გაცვლის ორგანიზების შესახებ“ ოქმი
დოკუმენტის ტექსტი
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და უნგრეთის ეკონომიკის სამინისტროს შორის საბაჟო სასაქონლო ოპერაციებზე სტატისტიკურ მონაცემთა ურთიერთგაცვლის შესახებ“ შეთანხმება
შეთანხმება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და უნგრეთის ეკონომიკის სამინისტროს შორის საბაჟო სასაქონლო ოპერაციებზე სტატისტიკურ მონაცემთა ურთიერთგაცვლის შესახებ
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო და უნგრეთის ეკონომიკის სამინისტრო, შემდგომში მხარეებად წოდებულნი;
დაინტერესებული არიან რა, რომ ორივე საბაჟო ადმინისტრაციას შორის განავითარონ და გააძლიერონ თანამშრომლობა და საბაჟო სასაქონლო ოპერაციების სტატისტიკურ მონაცემთა ურთიერთგაცვლით ხელი შეუწყონ ორივე ორგანიზაციის ეფექტიანობას;
დარწმუნებული არიან რა, რომ საგარეო ვაჭრობის საბაჟო სტატისტიკური მონაცემთა გაცვლა და აღმოჩენილი სხვაობების მიზეზების გამჟღავნება უზრუნველყოფს არამარტო მხარეებს შორის საგარეო ვაჭრობის საბაჟო სტატისტიკურ მონაცემთა სანდოობას, არამედ ასევე გაზრდის საბაჟო დარღვევების გამოვლენისა და დარღვევების წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობას;
შეთანხმდნენ შემდეგზე:
მუხლი 1🔗.
შეთანხმების მოქმედების სფერო
მხარეებმა უნდა გაცვალონ საბაჟო სასაქონლო ოპერაციებზე სტატისტიკური მონაცემები მხოლოდ რისკების ანალიზისთვის. საჭიროების შემთხვევებში, მონაცემთა გადაცემა ასევე შესაძლებელია საბაჟო ადმინისტრაციაში შემავალი საგადასახადო და სისხლისსამართლებრივი სტრუქტურისთვის (ასეთი სტრუქტურების არსებობის შემთხვევაში).
მუხლი 2🔗.
სამართლებრივი საფუძველი
მონაცემთა გაცვლის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს ასოცირების შესახებ შეთანხმების, ერთი მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებსა და, მეორე მხრივ, საქართველოს შორის საბაჟო საკითხებში ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შესახებ II ოქმი.
მუხლი 3🔗.
შეთანხმების განხორციელება
ხელშეკრულების განხორციელებაზე პასუხისმგებელი ორგანოები:
- ქართული მხარისათვის: საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური.
- უნგრული მხარისათვის: უნგრეთის ეროვნული საგადასახადო და საბაჟო ადმინისტრაცია.
მუხლი 4🔗.
მონაცემთა გაცვლის ფარგლების განსაზღვრება
ქართული მხრიდან:
ნებისმიერი საბაჟო სასაქონლო ოპერაცია (იმპორტი, ექსპორტი), რომელშიც უნგრეთი არის:
საქონლის გამგზავნი ქვეყანა ან
საქონლის წარმოშობის ქვეყანა ან
საქონლის დანიშნულების ქვეყანა.
უნგრეთის მხრიდან:
ნებისმიერი საბაჟო სასაქონლო ოპერაცია (იმპორტი, ექსპორტი), რომელშიც საქართველო არის:
საქონლის გამგზავნი ქვეყანა ან
საქონლის წარმოშობის ქვეყანა ან
საქონლის დანიშნულების ქვეყანა.
მონაცემთა გაცვლის სფერო და სასაქონლო ოპერაციების დამუშავების განმსაზღვრელი კოდები ჩამოთვლილია 1 დანართში.
მუხლი 5🔗.
მონაცემთა გაცვლის დრო და ფორმატი
1. მხარეების მიერ შეგროვებული და გადამოწმებული წინამდებარე შეთანხმების 1 დანართით განსაზღვრული მონაცემები მხარეებს გადაეცემა სამ თვეში ერთხელ.
2. მონაცემთა გაცვლის ფორმატია MS Excel ფორმატი, ფაილის დასახელება: xls.
მუხლი 6🔗.
იდენტიფიცირებული რისკების გაცვლა
საბაჟო სასაქონლო ოპერაციებზე სტატისტიკური მონაცემების შედარებითი ანალიზის დროს აღმოჩენილი სხვაობების შემთხვევაში, მხარეები ინფორმაციას გაცვლიან იდენტიფიცირებული რისკების შესახებ სპონტანური დახმარების ფორმით, წინამდებარე შეთანხმების მე-2 მუხლის შესაბამისად.
მუხლი 7🔗.
ურთიერთობების შენარჩუნება
1. მოქმედი სამუშაო ურთიერთობების საფუძველზე, მხარეები თავიანთი წარმომადგენლების ან დელეგატების მეშვეობით განიხილავენ ნებისმიერ შესაძლო დავას, რომელიც შეიძლება გაჩნდეს ან/და წარმოიშვას წინამდებარე შეთანხმების დებულებების განხორციელების ან მათთან დაკავშირებული გარემოებებიდან და ეცდებიან გადალახონ სირთულეები.
2. წინამდებარე შეთანხმების გადასინჯვის მიზნით მხარეები შეხვდებიან შეთანხმების ხელმოწერიდან მესამე წლის ბოლოს, გარდა იმ შეთხვევისა, თუ ისინი წერილობითი ფორმით აცნობებენ ერთმანეთს, რომ შეთანხმების გადასინჯვა არ არის საჭირო. თუმცა, ერთ-ერთი მხარის მოთხოვნის საფუძველზე, შეთანხმების გადასინჯვა შეიძლება ინიცირებულ იქნეს ნებისმიერ დროს.
მუხლი 8🔗.
საკომუნიკაციო არხები
მხარეებს შორის კომუნიკაცია წარიმართება ელექტრონული ფოსტისა და მონაცემთა შიფრირების მეშვეობით. წინამდებარე შეთანხმების მე-2 დანართი მოიცავს ინფორმაციას მონაცემთა შიფრირების მეთოდის და ელექტრონული ფოსტის ანგარიშების შესახებ, რომელთა მეშვეობით უნდა მოხდეს მონაცემთა გაცვლა.
მუხლი 9🔗.
წინამდებარე შეთანხმების შესრულებაზე პასუხისმგებელი
სტრუქტურული ერთეულები და პირები
მხარეები წერილობითი ფორმით, 15 დღის განმავლობაში, ერთმანეთს შეატყობინებენ წინამდებარე შეთანხმების შესრულებაზე პასუხისმგებელი პირებისა და სტრუქტურული ერთეულების ნებისმიერი ცვლილების შესახებ. ასეთი სახის ცვლილება არ მოითხოვს მეორე მხარისგან თანხმობას. მე-3 დანართით განსაზღვრულია წინამდებარე შეთანხმების შესრულებაზე პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეულები და პირები.
მუხლი 10🔗.
შეთანხმების გამოყენება
წინამდებარე შეთანხმება არ ზღუდავს უნგრეთის, როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყნის, ვალდებულებებს. შესაბამისად, წინამდებარე შეთანხმების დებულებები არ უნდა იყოს ციტირებული ან განმარტებული იმგვარად, რომ მთლიანად ან ნაწილობრივ გააბათილოს, შეცვალოს ან გავლენა მოახდინოს ევროკავშირის შეთანხმებიდან გამომდინარე წარმოშობილ ვალდებულებებზე და ევროკავშირის ძირითად და კანონქვემდებარე კანონმდებლობაზე, კერძოდ, უნგრეთის მიერ გაწევრიანების შეთანხმებით აღებულ ვალდებულებებზე.
წინამდებარე შეთანხმების დებულებები არ ზღუდავს მხარეების იმ საერთაშორისო ხელშეკრულებებით, კონვენციებითა და შეთანხმებებით აღებულ ვალდებულებებსა და პასუხისმგებლობებს, რომელთა ხელშემკვრელ მხარეებსაც ისინი წარმოადგენენ.
მუხლი 11🔗.
ცვლილებები
წინამდებარე შეთანხმებაში, მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, შეიძლება შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები, რომლებიც გაფორმდება ოქმების სახით და წარმოადგენენ ამ შეთანხმების განუყოფელ ნაწილს. ასეთი ცვლილებები ძალაში შევა ისეთივე წესით, როგორი წესითაც ეს შეთანხმება შედის ძალაში.
მუხლი 12🔗.
ძალაში შესვლა და მოქმედების შეწყვეტა
წინამდებარე შეთანხმება ძალაში შედის ხელმოწერის დღიდან. დანართები 1, 2 და 3 წარმოადგენენ წინამდებარე შეთანხმების განუყოფელ ნაწილებს. ეს შეთანხმება დადებულია განუსაზღვრელი ვადით. თითოეულ მხარეს შეუძლია შეწყვიტოს შეთანხმების მოქმედება მეორე მხარისათვის შეთანხმების მოქმედების შეწყვეტის შესახებ, დიპლომატიური არხებით შეტყობინების გაგზავნის გზით. შეთანხმება მოქმედებას წყვეტს შეტყობინების მიღებიდან სამი თვის გასვლის შემდეგ.
შესრულებულია ქ. თბილისში, 2017 წლის 21 აპრილს, ორ დედნად ქართულ, უნგრულ და ინგლისურ ენებზე. ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტიკურია. მხარეთა მიერ წინამდებარე შეთანხმების დებულებათა განსხვავებული განმარტების შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს
სახელით
(ხელმოწერილია)
გიორგი თაბუაშვილი
საქართველოს ფინანსთა
მინისტრის პირველი მოადგილე
უნგრეთის ეკონომიკის სამინისტროს სახელით
(ხელმოწერილია)
მიჰალი ვარგა
უნგრეთის ეკონომიკის მინისტრი
დანართი 1
მონაცემთა გაცვლის სფეროს განსაზღვრება და სასაქონლო ოპერაციების დამუშავების განმსაზღვრელი კოდები
მონაცემთა გაცვლის სფერო
N.
ერთიანი ადმინისტრირების დოკუმენტის ნომერი
GE
ერთიანი ადმინისტრირების დოკუმენტის ნომერი
HU
სვეტის სახელწოდება მონაცემთა გაცვლის ცხრილში
შინაარსი
ქართული ვარიანტი
უნგრული ვარიანტი
1.
37
37
TAR_PRC_EXT
EKOD1
პროცედურა
2.
33
33
TAR_HSC_NB1
HR KOD
HR code
3.
B
AB
IDE_AST_NBR IDE_AST_DAT
EDATUM
დეკლარაციის მიღების თარიღი
4.
34
34
GDS_ORG_CTY
SZORSZKOD
წარმოშობის ქვეყნის კოდი
5.
17
17
GEN_CTY_DES_COD
RENORSZKOD
დანიშნულების ქვეყნის კოდი
6.
15
15
GEN_CTY_EPT_COD
IORSZKOD
გამგზავნი ქვეყნის კოდი
7.
38
38
VIT_WGT_NET
NETTO
საქონლის წონა ნეტო (კგ)
8.
35
35
VIT_WGT_GRS
BRUTTO
წონა ბრუტო
9.
42
42
VIT_CIF
DEVO
ინვოისის თანხა (ღირებულება)
10.
22
22
VGS_INV_CUR_COD
DNEM
ვალუტა
იმ შემთხვევაში, თუ რამდენიმე გრაფა ეხება ერთ საბაჟო სასაქონლო ოპერაციას, მაშინ თითო გრაფა უნდა შეესაბამებოდეს გაცვლილი ფაილის ცალკე გრაფებს.
სასაქონლო ოპერაციების დამუშავების განმსაზღვრელი კოდები
საქართველოსთვის:
ოთხნიშნა სასაქონლო ოპერაციების დამუშავების განმსაზღვრელი კოდის პირველი ორი ციფრი არის ის კოდი, რომელიც ეხება საბაჟო სასაქონლო ოპერაციის კოდს. მომდევნო ორი ნიშანი არის წინა საბაჟო სასაქონლო ოპერაციის კოდი. თუ მომდევნო ორი ნიშანი არის 00, მაშინ წინა საბაჟო სასაქონლო ოპერაცია არ განხორციელებულა.
სასაქონლო ოპერაციების დამუშავების განმსაზღვრელი კოდი
დასახელება
40
იმპორტი
44
იმპორტი ოქროს სიის მონაწილეთათვის
10
ექსპორტი
11
რეექსპორტი
80
ტრანზიტი
74
საწყობი
71
თავისუფალი ზონა
34
დროებითი შემოტანა
51
შიდა გადამუშავება
61
გარე გადამუშავება
უნგრეთისთვის:
ოთხნიშნა სასაქონლო ოპერაციების დამუშავების განმსაზღვრელი კოდის პირველი ორი ციფრი არის ის კოდი, რომელიც ეხება საბაჟო სასაქონლო ოპერაციის კოდს. მომდევნო ორი ნიშანი არის წინა საბაჟო სასაქონლო ოპერაციის კოდი. თუ მომდევნო ორი ნიშანი არის 00, მაშინ წინა საბაჟო სასაქონლო ოპერაცია არ განხორციელებულა.
სასაქონლო ოპერაციების დამუშავების განმსაზღვრელი კოდი
დასახელება
10
დასრულებული ექსპორტი.
21
დროებითი ექსპორტი საქონლის გარე გადამუშავების პროცედურის ქვეშ.
22
დროებითი ექსპორტი საქონლის გარე გადამუშავების პროცედურის ქვეშ, გარდა იმისა, რაც გათვალისწინებულია 21-ე კოდით.
23
დროებითი ექსპორტი საქონლის დაბრუნების მიზნით უცვლელ მდგომარეობაში.
31
რეექსპორტი.
40
საქონლის შიდა მოხმარება ერთდროულად საქონლის შეტანა თავისუფალ მიმოქცევაში, რაც არ არის განთავისუფლებული გადასახადებისგან.
42
საქონლის შიდა მოხმარება ერთდროულად საქონლის შეტანა თავისუფალ მიმოქცევაში, რაც განთავისუფლებულია გადასახადებისგან.
45
საქონლის ნაწილობრივი შეტანა შიდა მოხმარებისთვის ერთდროულად საქონლის შეტანა თავისუფალი მიმოქცევისთვის და საბაჟო საწყობის პროცედურისთვის (მათ შორის საქონლის განთავსება სხვა ადგილებში ფისკალური ზედამხედველობის ქვეშ).
49
ევროკავშირის საქონლის შეტანა შიდა მოხმარებისთვის, რაც დაკავშირებულია ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიის ნაწილებს შორის ვაჭრობასთან, რომლის მიმართ გამოიყენება დირექტივის 77/388/EEC მუხლები და იმავე ტერიტორიის ნაწილები, რომლის მიმართ აღნიშნული მუხლები არ გამოიყენება, ან იმავე ტერიტორიის ნაწილებს შორის ვაჭრობასთან დაკავშირებით, რომლის მიმართ აღნიშნული მუხლები არ გამოიყენება.
51
შიდა გადამუშავების პროცედურა (შეჩერების სისტემა).
53
იმპორტი დროებითი შემოტანის პროცედურის ქვეშ.
61
რეიმპორტი ერთდროულად საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვება და შიდა მოხმარება, რაც არ არის განთავისუფლებული გადასახადებისგან.
63
რეიმპორტი ერთდროულად საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვება და შიდა მოხმარება, რაც განთავისუფლებულია გადასახადებისგან
71
საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის პროცედურა, მათ შორის, საქონლის განთავსება სხვა ადგილებში საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ.
76
ექსპორტის საბაჟო საწყობში ან თავისუფალ ზონაში წინასწარი გადახდით ექსპორტის ანაზღაურება პროდუქციისთვის ან საქონლისთვის, რომელიც განსაზღვრულია ექსპორტისთვის შემდგომში გადამუშავების გარეშე.
77
ექსპორტს დაქვემდებარებული საბაჟო საწყობში საქონლის განთავსება გადამუშავებული პროდუქციისთვის და ძირითადი პროდუქციიდან მიღებული საქონლისთვის ექსპორტის გადასახადის დაბრუნების წინასწარი გადახდით.
დანართი 2
მონაცემთა გაცვლისათვის განკუთვნილი ელექტრონული ფოსტის ანგარიშების განსაზღვრება და მონაცემთა შიფრაციის მეთოდი
მონაცემთა გაცვლისთვის განკუთვნილი ელექტრონული ფოსტის ანგარიშებია:
ქართული მხარისათვის: customs@rs.ge
უნგრული მხარისათვის: nav.adatcsere_ge@nav.gov.hu
მონაცემთა შიფრაციის მეთოდი მოცემულია თანდართულ ფაილში:
GPG4WIN.pdf
დანართი 3
წინამდებარე შეთანხმების შესრულებაზე პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეულები და პირები
ქართული მხარისათვის:
პროფესიული კონტაქტი: საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ – შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტი, customs@rs.ge
საინფორმაციო ტექნოლოგიების უწყების კონტაქტი: საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ – შემოსავლების სამსახურის საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრი, it@rs.ge
უნგრული მხარისათვის:
პროფესიული საკონტაქტო უწყება: უნგრეთის ეროვნული საგადასახადო და საბაჟო ადმინისტრაციის ცენტრალური ოფისის საბაჟო დეპარტამენტი kh.vf@nav.gov.hu
საინფორმაციო ტექნოლოგიების უწყების კონტაქტი: უნგრეთის ეროვნული საგადასახადო და საბაჟო ადმინისტრაციის საინფორმაციო ტექნოლოგიების ინსტიტუტი
მონაცემთა და ინფორმაციის უზრუნველყოფის განყოფილება
ინფორმაციის უზრუნველყოფის დეპარტამენტი
შეფასებისა და ანალიზის სამმართველო, rii.ee@nav.gov.hu