📋

ასპინძის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალურ საბჭოს შექმნისა და საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ

კონსოლიდირებული ვერსია — პუბლიკაცია #0 საწყისი რედაქცია
პუბლიკაციის თარიღი 09.06.2025
მოქმედების პერიოდი 09.06.2025 — 06.02.2026
გამომცემი ორგანო ასპინძის მუნიციპალიტეტი
ნომერი №13
კონსოლიდირებული ვერსიები (2)
09.06.2025
06.02.2026
ასპინძის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალურ საბჭოს შექმნისა და საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №13 2025 წლის 6 ივნისი დაბა ასპინძა ასპინძის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნისა და საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე  მუხლის  პირველი პუნქტის  ,,ბ.თ“  ქვეპუნქტის,  61-ე  მუხლის მე-2 პუნქტის და „ქალისა და მამკაცის თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის 1​1 პუნქტის შესაბამისად,  ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 ასპინძის მუნიციპალიტეტში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე სისტემური და საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ ქალისა და მამაკაცის თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის კომისიასთან კოორდინირებული მუშაობის  უზრუნველსაყოფად შეიქმნას „ასპინძის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭო“. მუხლი 2🔗 დამტკიცდეს „ასპინძის მუნიციპალიტეტის  ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური  საბჭოს“ დებულება დანართის შესაბამისად. მუხლი 3🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ასპინძის მუნიციპალიტეტის ქალისა და მამაკაცის თანასწორობის საბჭოს შექმნისა და საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“  ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 8 სექტემბრის №21 დადგენილება  (www.matsne.gov.ge, 11/09/2017; ს/კოდი 010250050.35.140.016266). მუხლი 4🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარებესიკი ბერიძე დანართი ასპინძის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. ასპინძის მუნიციპალიტეტში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭო (შემდგომ – საბჭო) არის საკრებულოს სათათბირო-საკონსულტაციო ორგანო, რომელიც „ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და საკრებულოს რეგლამენტის შესაბამისად, განიხილავს მუნიციპალიტეტში ქალისა და მამაკაცის თანასწორობის დაცვის მდგომარეობას, შეიმუშავებს წინადადებებს ადგილზე დისკრიმინაციის გამოვლენისა და აღმოფხვრის უზრუნველსაყოფად შესაბამისი ღონისძიებების შემუშავებისა და განხორციელების კოორდინაციის მიზნით. 2. საბჭო თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი . თვითმმართველობის კოდექსი“, „ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონის, „ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №9 დადგენილების, ამ დებულებისა და სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად. 3. საბჭოს უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ დებულებით. მუხლი 2🔗. საბჭოს ძირითადი ამოცანები, ფუნქციები და უფლებამოსილებანი 1. საბჭოს ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია: ა) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და ეროვნული სამოქმედო გეგმის გათვალისწინებით, შეიმუშაოს და საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგინოს მუნიციპალიტეტში ქალისა და მამკაცის  თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა, და ოჯახში ძალადობის პრევენციის უზრუნველსაყოფად განსახორციელებელი სამოქმედო გეგმა და უზრუნველყოს ამ გეგმის შესრულების კოორდინაცია; ბ)  განახორციელოს მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და თანამდებობის პირთა მიერ მიღებული სამართლებრივი აქტების ანალიზი და შეიმუშაოს წინადადებები ქალთა და ბავშვთა უფლებების დარღვევის აღმოფხვრის უზრუნველსაყოფად; გ) განიხილოს მუნიციპალიტეტის განვითარების სტრატეგიის, ქალთა და ბავშვთა საკითხებზე შემუშავებული მუნიციპალური პროგრამებისა და ბიუჯეტის პროექტები;  მოამზადოს შესაბამისი დასკვნები და რეკომენდაციები; მოახდინოს არსებული მუნიციპალური პროგრამების შესახებ ინფორმაციის პერიოდულად გავრცელება; დ) განახორციელოს ქალთა და ბავშვთა საჭიროებების კვლევა; თემატური მოკვლევის საფუძველზე გამოვლენილი გამოწვევების შესწავლა; მოკლევადიანი და გრძელვადიანი პროგრამების შემუშავება. ასევე, განახორციელოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ შესრულებული ან მიმდინარე მუშაობის მონიტორინგი, შეფასების დანერგვა და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება ქალთა და ბავშვთა საკითხების უზრუნველსაყოფად; ე) უზრუნველყოს საკრებულოში ინიცირებული ნორმატიული აქტების პროექტების ექსპერტიზა ქალთა და ბავშვთა საკითხების შეფასების თვალსაზრისით; ვ) შეიმუშაოს და დაგეგმოს ცალკეული ღონისძიებები ქალთა და ბავშვთა საკითხების, აქტივობების, მათი თანასწორობის უფლებების რეალიზაციისათვის; ზ) ითანამშრომლოს საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ ქალისა და მამაკაცის თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის კომისიასთან და მიაწოდოს მათ შესაბამისი ინფორმაცია და წინადადებები; მონაწილეობა მიიღოს ქალთა და ბავშვთა საკითხების დაცვის მიზნით განხორციელებულ ღონისძიებებში; თ) მოითხოვოს და მიიღოს ქალთა და ბავშვთა საკითხების  შესწავლასთან  დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია და დოკუმენტაცია, გარდა ისეთი დოკუმენტებისა, რომელთა კონფიდენციალურობაც დაცულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; ი) განიხილოს ქალთა და ბავშვთა საკითხების დარღვევის თაობაზე წარდგენილი განცხადებები, დოკუმენტაცია და სხვა ინფორმაცია, თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოახდინოს მათზე რეაგირება და შეიმუშაოს შესაბამისი რეკომენდაციები; კ) ქალთა და ბავშვთა საკითხების შესწავლისა და განხილვის დროს, საჭიროების შემთხვევაში, მოიწვიოს სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები, შესაბამის დარგში მომუშავე საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები, დამოუკიდებელი ექსპერტები; საბჭოს კომპეტენციაში შემავალი საკითხების შესწავლისა და სათანადო რეკომენდაციების შემუშავების მიზნით შექმნას თემატური სამუშაო ჯგუფები ექსპერტებისა და სპეციალისტების მონაწილეობით; ლ) ქალთა და ბავშვთა საჭიროებების გათვალისწინებით საბჭოს სამოქმედო გეგმის შემუშავება და ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოსათვის დასამტკიცებლად წარდგენა; მ) საბჭოს საქმიანობის მიზნებიდან გამომდინარე, საკითხის სრულყოფილად შესწავლისა და გამოკვლევის მიზნით, მოაწყოს სამუშაო შეხვედრები შესაბამის დაინტერესებულ პირებთან და უწყებებთან; ითანამშრომლოს ქალთა ჯგუფებთან და კერძო ორგანიზაციებთან; ნ) განახორციელოს მისთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებები. 2. საბჭო უფლებამოსილია: ა) ქალთა და ბავშვთა საკითხებთან დაკავშირებით წარმოადგინოს ასპინძის მუნიციპალიტეტი; ბ) წელიწადში ერთხელ საკრებულოს წარუდგინოს ანგარიში მუნიციპალიტეტში ქალთა და ბავშვთა საკითხების  მდგომარეობის შესახებ; გ)  განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებები. მუხლი 3🔗. საბჭოს სტრუქტურა 1. საბჭოს წევრთა რაოდენობა განისაზღვრება 15  (თხუთმეტი) წევრის ოდენობით. 2.  საბჭო შედგება: საბჭოს თავმჯდომარის, საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, საბჭოს თავმჯდომარის მდივნისა და წევრებისაგან. 3.  საბჭოს შემადგენლობაში შედიან: ა) ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოდან: საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ყველა კომისიის თავმჯდომარე, ფრაქციებიდან თითო წარმომადგენელი,  საკრებულოს აპარატიდან ერთი წარმომადგენელი; ბ) ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის ქალთა უფლებების დაცვის საკითხებზე პასუხისმგებელი საჯარო მოსამსახურე; გ) საბჭოს წევრები ასევე შეიძლება იყვნენ: კერძო სექტორის, მედიის და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. 4. საბჭოს თავმჯდომარეა საკრებულოს თავმჯდომარე. 5. საბჭოზე გასატან საკითხებს ამზადებს და დღის წესრიგის პროექტს ადგენს საბჭოს მდივანი, რომელიც თანამდებობრივად, არის მუნიციპალიტეტის მერიაში ქალთა უფლებების დაცვის საკითხებზე მომუშავე პასუხისმგებელი საჯარო მოსამსახურე. 6. საბჭოს შემადგენლობას განსაზღვრავს და ბრძანებით ამტკიცებს საკრებულოს თავმჯდომარე. 7. ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალურ საბჭოში წევრთა 40%-ზე ნაკლები არ უნდა იყოს ერთი სქესის წამომადგენელი. 8. საბჭოს სხდომაზე ცალკეული საკითხების განხილვისას, საბჭოს თავმჯდომარის მიერ შეიძლება მოწვეულ იქნეს მერიის თანამდებობის პირები, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლები, ექსპერტები და სპეციალისტები. 9.  საბჭოს წევრს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება: ა) საბჭოდან გამოსვლის შესახებ პირადი, წერილობითი განცხადების წარდგენის შემთხვევაში; ბ) საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის შემთხვევაში; გ) თუ მის მიმართ კანონიერ ძალაში შევიდა საბოლოო ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი ან გავიდა კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში გასაჩივრების ვადა; დ) სასამართლომ უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარა, გარდაცვლილად გამოაცხადა ან მხარდაჭერის მიმღებად ცნო, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული; ე) არასაპატიო მიზეზით ზედიზედ 6 თვის განმავლობაში საბჭოს სამუშაო პროცესში მონაწილეობის მიუღებლობის შემთხვევაში; ვ) მერის მიერ განსაზღვრული ქალთა უფლებების დაცვის საკითხებზე პასუხისმგებელი საჯარო მოსამსახურის ცვლილების შემთხვევაში; ზ) გარდაცვალების შემთხვევაში; თ) საკრებულოს და მერიის თანამდებობის პირის უფლებამოსილების შეწყვეტის, საჯარო მოსამსახურის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შემთხვევაში. მუხლი 4🔗. საბჭოს სხდომა 1. საბჭოს სხდომას 3 თვეში ერთხელ მაინც იწვევს საბჭოს თავმჯდომარე. საბჭოს რიგგარეშე სხდომა მოიწვევა საბჭოს თავმჯდომარის ინიციატივით ან საბჭოს წევრთა 1/3-ის მოთხოვნით. 2 საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა უმრავლესობა. 3. საბჭოს სხდომის მოწვევის დროსა და სხდომის დღის წესრიგს ამტკიცებს საბჭოს თავმჯდომარე. 4. საბჭოს სხდომა ღია და საჯაროა. საბჭოს სხდომის დღის წესრიგი, სხდომის ჩატარების დრო და ადგილი უნდა გამოქვეყნდეს საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით, სხდომის ჩატარებამდე 7 დღით ადრე მაინც. 5. საბჭოს სხდომაზე დასწრების და მონაწილეობის უფლება აქვს მუნიციპალიტეტში მოქმედ ყველა დაინტერესებულ კერძო სამართლის იურიდიულ პირს და ორგანიზაციას. ამ მიზნით, მათ სხდომის დაწყებამდე 2 დღით ადრე მაინც უნდა მიმართონ საკრებულოს თავმჯდომარეს და გამოყონ ერთი წარმომადგენელი საბჭოს სხდომაზე მონაწილეობის მისაღებად. 6. საბჭო ამზადებს წინადადებებსა და რეკომენდაციებს საკრებულოსა და საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოებისა და თანამდებობის პირებისათვის წარსადგენად და იღებს გადაწყვეტილებებს საბჭოს მუშაობის ორგანიზაციულ საკითხებზე. 7.  საბჭოს სხდომაზე საკითხის გატანის უფლება აქვს საბჭოს თავმჯდომარეს და საბჭოს წევრს. ყველა წარდგენილი წინადადება და რეკომენდაცია შეიტანება სხდომის ოქმში. განსახილველ საკითხზე წინადადებები და რეკომენდაციები შეიძლება შეტანილ იქნეს წერილობით ფორმით. ასეთი სახით შემოსულ წინადადებებს და რეკომენდაციებს საბჭოს სხდომის თავმჯდომარე აცნობს სხდომის მონაწილეებს და იგი დაერთვება სხდომის ოქმს. 8.  საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციულ საკითხებზე გადაწყვეტილება მიიღება საბჭოს სხდომის დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია საბჭოს თავმჯდომარის ხმა. 9. საბჭოს სხდომის მიმდინარეობა, განხილული საკითხები და მიღებული გადაწყვეტილებები ფორმდება სხდომის ოქმით, რომელსაც ხელს აწერს სხდომის თავმჯდომარე და მდივანი. საბჭოს სხდომის ოქმი ქვეყნდება საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით. 10. საბჭოს სხდომის ოქმში შეტანილი წინადადებები და რეკომენდაციები ეგზავნებათ ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამის ორგანოებსა და თანამდებობის პირებს, რომლებიც ვალდებული არიან 1 თვის ვადაში განიხილონ მიღებული წინადადებები და რეკომენდაციები და მიღებული გადაწყვეტილების შესახებ აცნობოს საბჭოს. მუხლი 5🔗. საბჭოს მუშაობის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა საბჭოს მუშაობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს საკრებულოს აპარატი.