„ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №27 |
|
2025 წლის 5 ივნისი ხაშური |
1. დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის მე-3 მუხლის მე-8 პუნქტის „ე‘‘ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნა, საბჭოს დებულების დამტკიცება, საბჭოს სამოქმედო გეგმის, სტრატეგიის შემუშავება და დამტკიცება;‘‘.
2. დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის მე-3 მუხლის მე-15 პუნქტის „გ‘‘ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით განსაზღვრული წესით, განახორციელოს ღონისძიებები დასაქმების ხელშეწყობის, სოფლის მეურნეობის (მათ შორის, სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის) მხარდაჭერის, ტურიზმის განვითარების, სოციალური დახმარების მიზნით, სახელმწიფო პოლიტიკის გამტარებელ ორგანოსთან კოორდინაციით –ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, აგრეთვე ადგილობრივ დონეზე ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების ხელშეწყობის, მასობრივი სპორტის ხელშეწყობის, გარემოს დაცვის, საზოგადოებრივი განათლების, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების, ადგილობრივი მნიშვნელობის არქივის წარმოების, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების, ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნის, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ინვესტიციების მოზიდვის, ინოვაციური განვითარების მხარდაჭერის და სხვა მიზნებით.“
დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის თავი V1 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თავი V1
ხაშურის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭო
ხაშურის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე სისტემური და საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ ქალისა და მამაკაცის თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის კომისიასთან კოორდინირებული მუშაობის უზრუნველსაყოფად ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ქმნის ხაშურის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალურ საბჭოს.
1. საბჭოს ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:
ა) საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ ქალისა და მამაკაცის თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის კომისიასთან კოორდინირებული მუშაობის წარმართვა;
ბ) ხაშურის მუნიციპალიტეტის ორგანოების მიერ მიღებული სამართლებრივი აქტების ანალიზის განხორციელება და საჭიროების შემთხვევაში ქალთა და ბავშვთა უფლებების დარღვევის აღმოფხვრის უზრუნველსაყოფად წინადადებების შემუშავება;
გ) ხაშურის მუნიციპალიტეტის ორგანოების სამართლებრივი აქტების პროექტების ექსპერტიზა ქალთა და ბავშვთა უფლებების შეფასების თვალსაზრისით, საჭიროების შემთხვევაში წინადადების შემუშავება და შესაბამისი ორგანოსთვის წარდგენა;
დ) ქალთა და ბავშვთა უფლებების რეალიზაციისათვის ცალკეული ღონისძიებების შემუშავება და დაგეგმვა;
ე) ქალთა და ბავშვთა უფლებების უზრუნველსაყოფად განხორციელებული ღონისძიებების მონიტორინგისა და შეფასების სისტემის შემუშავება და დანერგვა, ასევე შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;
ვ) ქალთა და ბავშვთა საკითხის შესწავლასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციის და დოკუმენტაციის გამოთხოვა და მიღება, გარდა ისეთი დოკუმენტებისა, რომელთა კონფიდენციალურობაც დაცულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
ზ) ქალთა და ბავშვთა უფლებების დარღვევის თაობაზე წარდგენილი განცხადებების, დოკუმენტაციის და სხვა ინფორმაციის განხილვა თავისი კომპეტენციის ფარგლებში, მათზე რეაგირების მოხდენა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება;
თ) წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოსათვის ან/და საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ ქალისა და მამაკაცის თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიისთვის წარსადგენად;
ი) ქალთა და ბავშვთა საჭიროებების შესაბამისად სამუშაო გეგმის შემუშავება და ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთვის დასამტკიცებლად წარდგენა;
კ) საბჭოს საქმიანობის შესახებ ანგარიშის მომზადება და წელიწადში ერთხელ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთვის წარდგენა.
2. საბჭო უფლებამოსილია:
ა) ქალთა და ბავშვთა საკითხებთან დაკავშირებით წარმოადგინოს ხაშურის მუნიციპალიტეტი;
ბ) ქალთა და ბავშვთა საკითხების შესწავლისა და განხილვის დროს მოიწვიოს სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, დამოუკიდებელი ექსპერტები;
გ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებები.
ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შემადგენლობა, სტრუქტურა და საქმიანობა განისაზღვრება ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს დებულებით, რომელსაც დადგენილებით ამტკიცებს ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულო.‘‘.
|