„საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 13 ოქტომბრის №89/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№33/ნ
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.022.018668
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 06/06/2025
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქა რთველოს განათლების, მეც ნიერებ ისა და ახალგაზრდობის მინისტრის

 ბრძანება №33/ნ

2025 წლის 6 ივნისი

ქ.თბილისი

 

,,საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 13 ოქტომბრის №89/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
,,საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 13 ოქტომბრის №89/ნ ბრძანების (www.matsne.gov.ge, 15/10/2021; სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.022.018089):

1. სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს პროფესიული განათლების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“.

2. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 1

დამტკიცდეს თანდართული საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს პროფესიული განათლების დეპარტამენტის დებულება.“.

3. პირველი მუხლით დამტკიცებული დებულების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს პროფესიული განათლების დეპარტამენტის დებულება“.

4. პირველი მუხლით დამტკიცებული  დებულების:

ა) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 1

ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) პროფესიული განათლების დეპარტამენტის (შემდგომ – დეპარტამენტი) სტრუქტურას, უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.“;

ბ) მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 5

დეპარტამენტის კომპეტენციაა:

ა) პროფესიული განათლების პოლიტიკის ფორმირებაში ჩართულობა და განხორციელება; პროფესიული განათლების სტრატეგიის შემუშავების, განხორციელებისა და ანგარიშგების კოორდინაცია;

ბ) პროფესიული განათლების სფეროს მარეგულირებელი ჩარჩოს სრულყოფაში მონაწილეობა და საკანონმდებლო წინადადებების ინიციირება;

გ) პროფესიულ განათლებაში მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლის სისტემის განვითარების ხელშეწყობა და განათლების სხვა საფეხურებთან კავშირის გაძლიერება;

დ) ინკლუზიური პროფესიული განათლების განვითარების ხელშეწყობა;

ე) პროფესიული განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობა;

ვ) პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;

ზ) პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დაფუძნების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის ღონისძიებებში მონაწილეობა;

თ) სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებების საქმიანობის კოორდინაცია, მონიტორინგი და შეფასება;

ი) პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისა და მათი სტრატეგიული განვითარების გეგმების განხორციელების ხელშეწყობა;

კ) პროფესიული განათლების სფეროში მიზნობრივი პროგრამების განხორციელების კოორდინაცია;

ლ) პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ეფექტური ფუნქციონირების მიზნით მათი ინსტიტუციური მოწყობის ანალიზი და, საჭიროების შესაბამისად, სათანადო ღონისძიებების განხორციელება;

მ) პროფესიული განათლების სფეროში პარტნიორობის მხარდაჭერა;

ნ) პროფესიული განათლების სფეროში მომუშავე დონორ ორგანიზაციებთან, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, თანამშრომლობის კოორდინაცია;

ო) პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე პროფესიულ სტუდენტთა ჩარიცხვის პროცესის კოორდინაცია;

პ) პროფესიული განათლების დაფინანსების მექანიზმების/მოდელის განსაზღვრისა და პროფესიული განათლების დაფინანსების პროცესის კოორდინაცია;

ჟ) პროფესიული განათლების დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულების, აგრეთვე მოქალაქეთა განცხადებებისა და წერილების დადგენილი წესით განხილვა და მათზე რეაგირება;

რ) საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.”;

გ) მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 6

დეპარტამენტში შემავალი მეორადი სტრუქტურული ერთეულებია:

ა) პროფესიული განათლების პოლიტიკისა და განვითარების სამმართველო;

ბ) კოლეჯების კოორდინაციის  სამმართველო.“;

დ) მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ე) მე-10 მუხლის:

ე.ა) პირველი-მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. პროფესიული განათლების პოლიტიკისა და განვითარების სამმართველოს კომპეტენციაა:

ა) პროფესიული განათლების სფეროში მიმდინარე პროცესების/გამოწვევების ანალიზი და მათი გაუმჯობესების/აღმოფხვრის მიზნით რეკომენდაციებისა და წინადადებების მომზადება, ინკლუზიური და ხარისხიანი პროფესიული განათლების უზრუნველყოფის მიზნით;

ბ) პროფესიული განათლების სფეროს მარეგულირებელი ნორმატიული აქტების სრულყოფის პროცესში მონაწილეობა;

გ) პროფესიულ განათლებაში მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლის სისტემის განვითარების ხელშეწყობასა და განათლების სხვა საფეხურებთან კავშირის გაძლიერების პროცესების კოორდინაციაში მონაწილეობა;

დ) პროფესიული განათლების პოლიტიკის ფორმირებასა და განხორციელებაში მონაწილეობა, პროფესიული განათლების სტრატეგიის შემუშავების, განხორციელებისა და ანგარიშგების პროცესებში მონაწილეობა;

ე) პროფესიული განათლების სფეროში სამინისტროს მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ ანგარიშების მომზადება/მომზადებაში მონაწილეობა, მათ შორის საერთაშორისო და ადგილობრივი რეკომენდაციების/ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესახებ;

ვ) პროფესიული განათლების სფეროში მომუშავე დონორ ორგანიზაციებთან, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობაში/თანამშრომლობის კოორდინაციაში მონაწილეობა;

ზ) კომპეტენციის ფარგლებში,  პროფესიული განათლების სფეროს შესახებ ჩამოყალიბებულ კომისიებსა და სამუშაო ჯგუფებში, ასევე  უწყებათაშორის სამუშაო ჯგუფებში ჩართულობა;

თ) სამმართველოს კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულების, აგრეთვე მოქალაქეთა განცხადებებისა და წერილების დადგენილი წესით განხილვა და მათზე რეაგირება;

ი) ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

2.   პროფესიული განათლების პოლიტიკისა და განვითარების სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი.

3. პროფესიული განათლების პოლიტიკისა და განვითარების სამმართველოს უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს სამმართველოს საქმიანობას ამ დებულებით განსაზღვრული კომპეტენციების ფარგლებში;

ბ) ხელს უწყობს სამმართველოს დაკისრებული უფლებამოსილებების განხორციელებაში;

გ) განიხილავს და სამმართველოს საჯარო მოსამსახურეებს შორის ანაწილებს სამმართველოში შემოსულ დოკუმენტაციას;

დ) ანაწილებს მოვალეობებს სამმართველოს საჯარო მოსამსახურეებს შორის, უზრუნველყოფს სამმართველოს მუშაობის ორგანიზებას, პასუხისმგებელია სამმართველოს საჯარო მოსამსახურეთა მიერ დისციპლინის დაცვაზე სამინისტროს შინაგანაწესის შესაბამისად;

ე) ავიზებს სამმართველოს მიერ მომზადებულ კორესპონდენციას კომპეტენციის ფარგლებში;

ვ) ასრულებს მინისტრის, მინისტრის პირველი მოადგილის, მინისტრის მოადგილეებისა და  დეპარტამენტის უფროსის/დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ცალკეულ დავალებებს, ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.“;

ე.ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. პროფესიული განათლების პოლიტიკისა და განვითარების სამმართველოს საჯარო მოსამსახურეები ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კომპეტენციების განხორციელების მიზნით ასრულებენ დეპარტამენტის უფროსის, დეპარტამენტის უფროსის მოადგილისა და სამმართველოს უფროსის ცალკეულ დავალებებს.“;

ვ) მე-11 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. კოლეჯების კოორდინაციის სამმართველოს კომპეტენციაა:

ა)  პროფესიული განათლების სფეროში სამინისტროს პროგრამების შემუშავება ან/და შემუშავებაში/განხორციელებაში მონაწილეობა;

ბ) სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებების საქმიანობის კოორდინაცია, მონიტორინგი და შეფასება, ასევე მათი ეკონომიკური საქმიანობის კოორდინაცია;

გ) სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დაფუძნების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის ღონისძიებებში მონაწილეობა;

დ) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებების ინფრასტრუქტურული და ინსტიტუციური საჭიროებების იდენტიფიცირება და მათზე რეაგირება;

ე) პროფესიული განათლების  დაფინანსების მექანიზმების/მოდელის განსაზღვრაში მონაწილეობა და კომპეტენციის ფარგლებში, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებების დაფინანსების პროცესის კოორდინაცია;

ვ) პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობის ხელშეწყობის პროცესებში მონაწილეობა, მათ შორის საჯარო-კერძო პარტნიორობის ფარგლებში;

ზ) პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე პროფესიულ სტუდენტთა ჩარიცხვის პროცესის კოორდინაცია;

თ) პროფესიული განათლების  სტრატეგიის განხორციელების და ანგარიშგების პროცესში მონაწილეობა;

ი) კომპეტენციის ფარგლებში,  პროფესიული განათლების სფეროს შესახებ ჩამოყალიბებულ კომისიებსა და სამუშაო ჯგუფებში, ასევე  უწყებათაშორის სამუშაო ჯგუფებში ჩართულობა;

კ) სამმართველოს კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულების, აგრეთვე მოქალაქეთა განცხადებებისა და წერილების დადგენილი წესით განხილვა და მათზე რეაგირება;

ლ) ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე და ვრცელდება 2025 წლის 08 ივნისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრიალექსანდრე წულაძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 13 ოქტომბრის №89/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 06.06.2025.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 13 ოქტომბრის №89/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 13 ოქტომბრის №89/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 06.06.2025. მიმღები ორგანო — საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №33/ნ. სარეგისტრაციო კოდი — 040030000.22.022.018668.
რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 13 ოქტომბრის №89/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 13 ოქტომბრის №89/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 13 ოქტომბრის №89/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 06.06.2025 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 13 ოქტომბრის №89/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №33/ნ, 06.06.2025, სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.022.018668 (კონსოლიდირებული რედაქცია 06.06.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6519129/