📋

ლაგოდეხის მუნიუციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ

კონსოლიდირებული ვერსია — პუბლიკაცია #0 საწყისი რედაქცია
პუბლიკაციის თარიღი 09.06.2025
მოქმედების პერიოდი 09.06.2025 — 01.08.2025
გამომცემი ორგანო ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი
ნომერი №13
კონსოლიდირებული ვერსიები (3)
09.06.2025
01.08.2025
05.12.2025
ლაგოდეხის მუნიუციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №13 2025 წლის 6 ივნისი ქ. ლაგოდეხი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ.თ“ ქვეპუნქტის და „ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის 1​1 პუნქტის შესაბამისად,  ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ადგენს: მუხლი 1🔗 ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე სისტემური მუშაობისა და საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ ქალისა და მამაკაცის თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის კომისიასთან კოორდინირებული მუშაობის უზრუნველსაყოფად შეიქმნას ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭო. მუხლი 2🔗 დამტკიცდეს  ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური  საბჭოს დებულება დანართის შესაბამისად. მუხლი 3🔗 დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეკარლო ჯამბურია დანართი ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე  მუნიციპალური საბჭოს დებულება მუხლი 1🔗.  ზოგადი დებულებანი 1. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, „ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და  ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის შესაბამისად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში შეიქმნას ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე  მუნიციპალური  საბჭო. 2. ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე  მუნიციპალური საბჭო თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, „ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონის, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის, ამ დებულების და სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად. 3. ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე  მუნიციპალური საბჭოს ფუნქციები და უფლებამოსილებანი განისაზღვრება ამ დებულებით. მუხლი 2🔗.  ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭო ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური  საბჭო (შემდგომში – საბჭო) არის მუნიციპალიტეტის სათათბირო საკონსულტაციო ორგანო, რომელიც „ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, განიხილავს მუნიციპალიტეტში ქალთა და ბავშვთა უფლებების  დაცვის მდგომარეობას, შეიმუშავებს წინადადებებს ადგილზე დისკრიმინაციის გამოვლენისა და აღმოფხვრის უზრუნველსაყოფად შესაბამისი ღონისძიებების შემუშავებისა და განხორციელების კოორდინაციის მიზნით. მუხლი 3🔗. საბჭოს ძირითადი ამოცანები, უფლებამოსილებები და ვალდებულებები 1. საბჭოს  ამოცანებია: ა) საბჭოს სამუშაო გეგმის შემუშავება და დამტკიცება; ბ) თემატური მოკვლევის ჩატარება მუნიციპალიტეტის საჭიროებების მიხედვით და შესაბამისი რეკომენდაციების/მიგნებების განსაზღვრა; გ) თემატური მოკვლევის საფუძველზე გამოვლენილი გამოწვეების შესწავლა, რეაგირება, კონკრეტული პროგრამების შემუშავება; დ) შემუშავებული პროგრამების მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში ასახვა; ე) არსებული მუნიციპალური, სახელმწიფო პროგრამებისა და სერვისების შესახებ ინფორმაციის პერიოდულად გავრცელება და  საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით, შესაბამისი კამპანიების წარმოება; ვ) საბჭოს საქმიანობის მიზნებისთვის სტატისტიკური მონაცემების დამუშავება  სქესის, ასაკის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მონაცემების გათვალისწინებით; ზ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ განხორციელებული აქტივობების (საუკეთესო პრაქტიკის) შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდა, მათ შორის სოციალურ მედიაში; თ) ქალებისა და ბავშვების უფლებების შესახებ ინტეგრირებული საგანმანათლებლო სესიების ჩატარება სკოლებში, საზოგადოებრივ ცენტრებსა და ახალგაზრდულ სივრცეებში; ი) ქალთა და ბავშვთა უფლებების დარღვევის თაობაზე წარდგენილი განცხადებების განხილვა, თავისი კომპეტენციის ფარგლებში მათზე რეაგირება და რეკომენდაციების შემუშავება; 2. საბჭო უფლებამოსილია: ა) ქალთა და ბავშვთა საკითხების შესწავლისა და განხილვის დროს მოიწვიოს შესაბამის დარგში მომუშავე სპეციალისტები ან/და ექსპერტები; ბ) საბჭოს საქმიანობის მიზნებიდან გამომდინარე, საკითხის სრულყოფილად შესწავლისა და გამოკვლევის მიზნით, მოაწყოს სამუშაო შეხვედრები შესაბამის დაინტერესებულ პირებთან და უწყებებთან;   გ) ითანამშრომლოს  ქალთა ჯგუფებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან; დ) წარუდგინოს საკრებულოს საბჭოს დებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ წინადადებები; 3. საბჭოს ვალდებულებები: ა) დაიცვას საბჭოს მიერ მუშაობის პროცესში მოპოვებული პერსონალური და კონფიდენციალური ინფორმაცია; ბ) წელიწადში ერთხელ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარუდგინოს ანგარიში  საბჭოს საქმიანობის შესახებ. მუხლი 4🔗. საბჭოს სტრუქტურა და ფორმირება 1. საბჭოს წევრთა რაოდენობა განისაზღვროს არანაკლებ 7  და არაუმეტეს  21 წევრით. საბჭო შედგება საბჭოს თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილის, საბჭოს მდივნისა და სხვა წევრებისაგან. 2. საბჭოს თავმჯდომარეობს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ან მისი დავალებით საკრებულოს ერთ-ერთი თანამდებობის პირი. 3. საბჭოს შემადგენლობაში შედიან ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ორგანოების წარმომადგენლები, მერიაში ქალთა უფლებების დაცვის საკითხებზე პასუხისმგებელი საჯარო მოსამსახურე, საბჭოს შემადგენლობაში ასევე შეიძლება შედიოდნენ შესაბამის სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლები, ექსპერტ-სპეციალისტები. 4. საბჭოს შემადგენლობას განსაზღვრავს და ბრძანებით ამტკიცებს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე. მუხლი 5🔗.   საბჭოს წევრობის შეწყვეტა საბჭოს წევრობის შეწყვეტის საფუძვლებია: ა) პირადი განცხადება; ბ) საბჭოს წევრის მიერ საბჭოს სხდომაზე არასაპატიო მიზეზით ზედიზედ  3-ჯერ  გამოუცხადებლობა; გ) საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა; დ) საბჭოს წევრის მიმართ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა; ე) გარდაცვალება; ვ) მერიისა და საკრებულოს თანამდებობის პირთა უფლებამოსილების შეწყვეტა და საჯარო მოხელეთა გათავისუფლება. მუხლი 6🔗. საბჭოს ხელმძღვანელობა და მუშაობის წესი 1. საბჭოს პირველ სხდომას იწვევს საბჭოს თავმჯდომარე, რომელიც საბჭოს შემადგენლობიდან ირჩევს მოადგილეს და მდივანს. 2. საბჭოს ყოველ მორიგ სხდომას 3 თვეში ერთხელ მაინც,  იწვევს საბჭოს თავმჯდომარე, მისი არყოფნის შემთხვევაში სხდომას იწვევს და უძღვება საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე. საჭიროების შემთხვევაში ცალკეული საკითხების განხილვის მიზნით შესაძლებელია მოწვეულ იქნეს საბჭოს რიგგარეშე სხდომა. 3. საბჭოს სხდომის დღის წესრიგს საბჭოს წევრებთან შეთანხმებით ამტკიცებს საბჭოს თავმჯდომარე. 4. საბჭოს სხდომაზე საკითხის გატანის უფლება აქვს საბჭოს თავმჯდომარეს და საბჭოს წევრს.   5. საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტი. 6. საბჭოს სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება სხდომაზე დამსწრე წევრთა უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია საბჭოს თავმჯდომარის ხმა. 7. საბჭოს სხდომები და გადაწყვეტილებები ფორმდება საბჭოს სხდომის ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ საბჭოს თავმჯდომარე და სხდომაზე დამსწრე წევრები. მუხლი 6🔗. საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი.