“საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ"
მიღების თარიღი 21.06.2006
გამომცემი ორგანო საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი
ნომერი №495
სარეგისტრაციო კოდი 360.090.000.22.023.008.821
გამოქვეყნების წყარო სსმ, 89, 03/07/2006
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
21.06.2006 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ზოგიერთი სტრუქტურული ქვედანაყოფის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 02.11.2004
დოკუმენტის ტექსტი
“საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ"
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:LitNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:35.45pt; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif"; font-weight:normal;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; font-size:12.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:16.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif"; font-weight:bold;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.25in 1.0in 1.25in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 360.090.000.22.023.008.821
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბრძანება №495
2006 წლის 21 ივნისი
ქ. თბილისი
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტისა და „საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 12 ივნისის №50 დადგენილების მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს თანდართული „საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სამსახურის დებულება“.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ზოგიერთი სტრუქტურული ქვედანაყოფის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2004 წლის 2 ნოემბრის №71 ბრძანების პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სამსახური დებულება.“.
3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ. პაპუაშვილი
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სამსახურის დ ე ბ უ ლ ე ბ ა
თავი I. ზოგადი დებულებანი
მუხლი 1🔗
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სამსახური (შემდგომში – სამსახური) წარმოადგენს სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფს.
მუხლი 2🔗
სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს კანონებით, სამინისტროს დებულებით, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის (შემდგომში – მინისტრის) ბრძანებებით, წინამდებარე დებულებით და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.
მუხლი 3🔗
სამსახური ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე.
მუხლი 4🔗
სამსახურის დებულება, სტრუქტურა და საშტატო განრიგი მტკიცდება მინისტრის ბრძანებით.
თავი II. სამსახურის კომპეტენცია, ფუნქციები და ამოცანები
მუხლი 5🔗
1. სამსახური შექმნილია ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო მართვის ერთიანი სისტემის ორგანიზებისა და წარმართვის მიზნით.
2. „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში სამსახურის კომპეტენციას განეკუთვნება:
ა) ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროს მეთოდური, ინფორმაციული, ტექნიკური და ორგანიზაციული უზრუნველყოფა;
ბ) ქვეყნის მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულება;
გ) საქართველოს ინტერესების წარმოდგენა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოში, მონათესავე პროფილის სხვა საერთაშორისო და საზღვარგარეთის ქვეყნების ორგანიზაციებში;
დ) სახელმწიფო პროგრამების შემუშავებაში მონაწილეობა, ზედამხედველობა და კონტროლი მათ განხორციელებაზე;
ე) რადიაციული უსაფრთხოების პრობლემებზე სამეცნიერო კვლევის სახელმწიფო პროგრამის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
ვ) ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზირებისათვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება;
ზ) ბირთვული და რადიაციული ობიექტების დაპროექტების, მშენებლობის, განთავსების, რეკონსტრუქციისა და ექსპლუატაციაში გაშვების საკითხებზე გადაწყვეტილების მიღება და კომპეტენციის ფარგლებში გარემოზე ზემოქმედების ნებართვების გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მომზადებაში მონაწილეობა;
თ) ბირთვული ავარიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებზე კონტროლი;
ი) რადიაქტიურად დაბინძურებულ ტერიტორიებზე სასიცოცხლოდ აუცილებელი საქმიანობის განსაზღვრისა და საგანგებო საცხოვრებელი რეჟიმის პირობების განხორციელების კოორდინაცია და კონტროლი;
კ) ბირთვული და რადიაციული ობიექტების ექსპლუატაციის შეჩერება;
ლ) რადიაციულ დაბინძურებაზე დაკვირვების ერთიანი მეთოდიკის წარმოებისა და დაკვირვების მონაცემთა ურთიერთთავსებადობის კონტროლი, რადიაციულ დაბინძურებაზე მონიტორინგის ორგანიზება.
მუხლი 6🔗
თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამსახურის ფუნქციებსა და ამოცანებს განეკუთვნება:
ა) ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის, რეგულირებასა და კონტროლის განხორციელების ორგანიზება;
ბ) ნორმატიული აქტების შემუშავებაში მონაწიეობის მიღება და ქვეყნის მიერ ნაკისრ საერთაშარისო ვალდებულებათა შესრულება;
გ) სხვადასხვა პირების მიერ ბირთვული და რადიაციული საქმიანობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო პროგრამების განხორციელებაზე კონტროლისა და ზედამხედველობის გაწევა;
დ) ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ეგიდით წარმოებულ, ან მის მიერ რეკომინდირებულ, ტრანსსასაზღვრო, რეგიონულ და ლოკალურ პროექტებში მონაწილეობა;
ე) “ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად გარე-მოს რადიაციულ მდგომარეობის ერთიანი უნიფიცირებული სისტემით მონიტორინგის წარმოებაზე კონტროლი;
ვ) ბირთვული უსაფრთხოების და გარემოს რადიაქტიური დაბინძურების ლიკვიდაციის სფეროში პრიორიტეტულ მიმართულებათა განსაზღვრა და მათ რეალიზაციასთან დაკავშირებული საქმიანობის კოორდინაცია და კონტროლი;
ზ) რადიაქტიურად საშიში კერების მოძიების ორგანიზირება, გამოვლენა და მათი დროულად გაუვნებელყოფის ორგანიზაცია; რადიაქტიური გამოსხივების წყაროების ტრანსპორტირებისა და კონსერვაციის ორგანიზება;
თ) ბირთვული ავარიის მასშტაბების შეფასება და მისი მიზეზების გამოკვლევა, პრეზიდენტისათვის წარსადგენი ბირთვულ ავარიაზე რეაგირების საგნგებო მოქმედებათა გეგმების შემუშავება;
ი) საქართველოში საბაჟო კანონმდებლობით განსაზღვრული რეჟიმით შემოტანილი და სახელმწიფო საზღვრიდან გადაადგილებადი (ტრანსპორტირებადი) საქონლის რადიაქტიური კონტროლის ორგანიზაცია და მეთოდური უზრუნველყოფა; კონტროლი საქართველოს ტერიტორიაზე ბირთვული მასალების, რადიაქტიური ნივთიერებებისა და მაიონებელი გამოსხივების სხვა წყაროების ტრანსპორტირებაზე;
კ) საინფორმაციო ბანკის შექმნა, რადიაქტიური ნივთიერებებისა და გამოსხივების წყაროების აღრიცხვა-ვაკადასტრირება, მათი მოხმარების წესების დაცვის, შენახვის ვადებისა და პირობების განსაზღვრა-ინსპექტირება;
ლ) ბირთვული და რადიაქტიური ობიექტების შიდასაწარმოო კონტროლის მდგომარეობაზე, რადიომეტრული ხელსაწყოებისა და რესურსების გამოყენებაზე, გაცემული ლიცენზიის მოთხოვნებთან ექსპლუატაციის პირობების შესაბამისობაზე, ზედამხედველობისა და კონტროლის გაწევა (მათ შორის, ობიექტის რადიაციული დაცვის საშუალებების მდგომარეობაზე ინტეგრირებული კონტროლის წარმოება);
მ) რადიაქტიური ნარჩენების მართვა (ზედამხედველობა და კონტროლი ნარჩენის მიღებაზე, შეგროვებაზე, ტრანსპორტირებაზე, აღრიცხვაზე, გადამუშავებისა და შესაბამის საცავებში განთავსებაზე), რადიაქტიური ნარჩენების რეესტრის წარმოება;
ნ) რადიაქტიური ნივთიერებებისა და მაიონირებელი გამოსხივების სხვა წყაროების მომხმარებელი ამა თუ იმ დანადგარისა და ტექნოლოგიისათვის საჭირო ტერიტორიის გამოყოფაზე ნებართვის მისაცე-მად სამინისტროს ლიცენზიებისა და ნებართვების დეპარტამენტისათვის გადაწყვეტილების პროექტის მომზადება; რადიაქტიური ნარჩენების საცავებისათვის ტერიტორიების გამოყოფის საკითხის შეთანხმება, სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების გარემოს დაცვის ინსპექციასთან (შემდგომ-ში – ინსპექცია) კოორდინაციით და მასთან შეთანხმებით რადიაციული კონტროლის განხორციელება ამ საცავების ფუნქციონირებაზე;
ო) ბუნებრივ და ტექნოგენურ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირება, რადიაციული უსაფრთხოების უზრუნველყოფის ღონისძიებების კოორდინაცია, საჭირო ძალებისა და საშუალებების განსაზღვრა;
პ) მეზობელი ქვეყნების ტერიტორიის რადიაციული დაბინძურებით გამოწვეული შესაძლო ეკოლოგიური კატასტროფების შედეგების პროგნოზირება-მოდელირებისა და საგანგებო სიტუაციებში მოქმედების გეგმის შემუშავებაში მონაწილეობა;
ჟ) ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში სემინარებისა და კონფერენციების ჩატარება;
რ) განახორციელოს ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ტექნიკური და ნორმატიული პირობების ინსპექტირება და კონტროლი, შეამოწმოს ნებისმიერი ტექნიკური დოკუმენტაცია, ჩაატაროს ზედამხედველობისათვის აუცილებელი გაზომვები;
ს) ნებისმიერი პირისგან მოითხოვოს აუცილებელი დოკუმენტაციისა და ანგარიშის წარდგენა დადგენილი ფორმითა და განსაზღვრულ ვადებში.
მუხლი 7🔗
სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამსახურის საქმიანობას;
ბ) წარმოადგენს სამსახურს მისთვის დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას;
გ) ზედამხედველობს სამსახურის მოხელეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებას, ახორციელებს მათ მიერ სამინისტროს შინაგანაწესის შესრულების კონტროლს;
დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერს სამსახურში მომზადებულ დოკუმენტებს და ვიზას ადებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების მიერ შემუშავებული სამართლებრივი აქტების პროექტებს;
ე) წელიწადში ერთხელ მინისტრს (კურატორ მინისტრის მოადგილეს) წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;
ვ) უზრუნველყოფს ამ დებულებით სამსახურისათვის დაკისრებული ფუნქციების შესრულების ორგანიზებას, რისთვისაც წარუდგენს მინისტრს წინადადებებს ცალ-კეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის თვალსაზრისით;
ზ) წარუდგენს სამინისტროს ხელმძღვანელობას წინადადებებს სამსახურის შიდა სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, დეპარტამენტის მო-ხელეების წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხიმგებლობის დაკისრების შესახებ;
თ) შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფაზე, რაც აუცილებელია სამსახურის წინაშე მდგარი ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად;
ი) სამსახურის სახელით ამზადებს დასკვნებს;
კ) შუამდგომლობს სამსახურის მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე;
ლ) ახორციელებს ამ დებულებით, მინისტრის სამართლებრივი აქტებითა და კანონმდებლობით განსაზღვრულ ფუნქციებსა და დავალებებს.
თავი IV. დასკვნითი დებულებანი
მუხლი 8🔗
დეპარტამენტის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.