„აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის 2025 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 20 დეკემბრის №10 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №7 |
|
2025 წლის 6 ივნისი ქ. თბილისი |
„აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის 2025 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 20 დეკემბრის №10 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge; 23/12/2024; 010250050.35.102.016228) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) დადგენილებით დამტკიცებული წესის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის ე) ქვეპუნქტი, მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის ე) ქვეპუნქტი, მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ე) ქვეპუნქტი, მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის ე) ქვეპუნქტი, მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ე) ქვეპუნქტი, მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის ე) ქვეპუნქტი, მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის ე) ქვეპუნქტი, მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის გ) ქვეპუნქტი, მე- 9 მუხლის მე-2 პუნქტის გ) ქვეპუნქტი, მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის ე) ქვეპუნქტი, მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის ე) ქვეპუნქტი, მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის გ) ქვეპუნქტი, მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის გ) ქვეპუნქტი, მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის ე) ქვეპუნქტი, მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის გ) ქვეპუნქტი, მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ე) ქვეპუნქტი, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის დ) ქვეპუნქტი, მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის ვ) ქვეპუნქტი, 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის გ) ქვეპუნქტი, 22-ე მუხლის მე-3 პუნქტის გ) ქვეპუნქტი, 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის გ) ქვეპუნქტი, 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის გ) ქვეპუნქტი, 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის გ) ქვეპუნქტი, 26-ე მუხლის მე-2 პუნქტის დ) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბენეფიციარის დევნილის მოწმობის ასლი, იძულებით გადაადგილებამდე, აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში მუდმივი მაცხოვრებლის რეგისტრაციით, ხოლო ასეთის არარსებობის ან დევნილის სტატუსის არარსებობის შემთხვევაში – ინფორმაცია თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისაგან – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულისაგან, დახმარების მიმღები პირის აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის თაობაზე“;
ბ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-17 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. დახმარების მისაღებად ბენეფიციარის კანონიერი წარმომადგენლის (ან მისი წარმომადგენლის) მიერ მუნიციპალიტეტში წარსადგენია შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ბენეფიციარ(ებ)ის დაბადების მოწმობის ასლ(ებ)ი;
დ) ბენეფიციარის დევნილის მოწმობის ასლი, იძულებით გადაადგილებამდე, აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში მუდმივი მაცხოვრებლის რეგისტრაციით, ხოლო ასეთის არარსებობის ან დევნილის სტატუსის არარსებობის შემთხვევაში – ინფორმაცია თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისაგან – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულისაგან, დახმარების მიმღები პირის აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის თაობაზე;
ე) ცნობა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებიდან ბენეფიციარის პირველ კლასში ჩარიცხვის შესახებ;
ვ) ამონაწერი (თუ უფლებამოსილ პირად მითითებულია ბენეფიციარის კანონიერი წარმომადგენელი) / ცნობა სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოდან იმის თაობაზე, რომ ბენეფიციარი მიეკუთვნება სიღარიბის ზღვარს ქემოთ მყოფ პირთა (რომელთა სარეიტინგო ქულა 57001-ზე ნაკლებია) კატეგორიას.“;
გ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) სამხედრო დავალების შესრულების დროს დაღუპული პირის შემთხვევაში გარდაცვალების მოწმობის ასლი, სადაც მითითებული იქნება, რომ პირი სამხედრო დავალების დროს დაიღუპა ან/და სხვა შესაბამისი დოკუმენტი“;
დ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის ე) ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
ე) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი და ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი (დაბადების მოწმობის ასლი) ან შესაბამისი უფლებამოსილების მქონე ორგანოს ან პირის მიერ გაცემული ცნობა (განცხადების ოჯახის წევრის მიერ წარმოდგენის შემთხვევაში)“;
ვ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის ვ) ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის 2025 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 20 დეკემბრის №10 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 06.06.2025.
- როდის იქნა მიღებული „აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის 2025 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 20 დეკემბრის №10 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
- „აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის 2025 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 20 დეკემბრის №10 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე მიღებულია 06.06.2025. მიმღები ორგანო — აჟარის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №7. სარეგისტრაციო კოდი — 010250050.35.102.016235.
- რამდენი მუხლისგან შედგება „აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის 2025 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 20 დეკემბრის №10 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის 2025 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 20 დეკემბრის №10 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის 2025 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 20 დეკემბრის №10 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 06.06.2025 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის 2025 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 20 დეკემბრის №10 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე, №7, 06.06.2025, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.102.016235 (კონსოლიდირებული რედაქცია 06.06.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6520116/