"საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 26 მარტის №06/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№36/ნ
სარეგისტრაციო კოდი
010240030.22.022.018671
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 09/06/2025
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქა რთველოს განათლების, მეც ნიერებ ისა და ახალგაზრდობის მინისტრის

 ბრძანება №36/ნ 

2025 წლის 6 ივნისი

ქ.თბილისი

 

მუხლი 1
„საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 26 მარტის №06/ნ ბრძანების (www.matsne.gov.ge, 29/03/2021, სარეგისტრაციო კოდი: 010240030.22.022.018006):

1. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 5

 დეპარტამენტის კომპეტენციაა:

ა) სტრატეგიული კომუნიკაციის ეფექტიანად განხორციელების მიზნით, სამინისტროს სტრუქტურული ერთეულებისა და მის სისტემაში შემავალი დაწესებულებების ჩართულობით, ერთიანი საკომუნიკაციო კონცეფციისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება;

ბ) გამჭვირვალობისა და ღიაობის უზრუნველსაყოფად სამინისტროში მიმდინარე პროცესების შესახებ საზოგადოების ინფორმირება და უკუკავშირის მიღება;

გ) საზოგადოებასთან, სხვადასხვა ორგანიზაციასთან, მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენლებთან ურთიერთობა და მათთან სტრატეგიული თანამშრომლობის განვითარება;

დ) სამინისტროს საკომუნიკაციო ღონისძიებების კონცეფციის შემუშავება და აღსრულება;

ე) სამინისტროს მიერ განხორციელებული რეფორმების, პროექტების, სიახლეებისა და მიღწეული შედეგების საკომუნიკაციო მხარდაჭერა;

ვ) სამინისტროს სხვადასხვა ტიპის ღონისძიებების დაგეგმვა/ორგანიზება;

ზ) საპროტოკოლო ღონისძიებების განხორციელება;

თ) ციფრული მედიაარხების განვითარება – სამინისტროს საქმიანობის შესახებ საზოგადოების ინფორმირების მიზნით, სოციალური ქსელებისთვის საჭირო და ხარისხიანი საკომუნიკაციო მასალების უზრუნველყოფა;

ი) სამინისტროს ოფიციალური სატელეფონო ცხელი ხაზის ფუნქციონირების უზრუნველყოფა;

კ) სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტის დებულებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.“;

2. მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 6

დეპარტამენტში შემავალი მეორადი სტრუქტურული ერთეულებია:

ა) საზოგადოებასთან და მედიასთან კომუნიკაციის სამმართველო;

ბ) ღონისძიებების სამმართველო;

გ) პროტოკოლის სამმართველო.“.

3. მე-7 მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

4. მე-10  მუხლის:

ა) პირველი – მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. საზოგადოებასთან და მედიასთან კომუნიკაციის სამმართველოს კომპეტენციაა:

ა) მინისტრის, სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტის უფროსისა და მისი მოადგილის უშუალო დავალებით შესაბამისი ფუნქციების განხორციელება;

ბ) გამჭვირვალობისა და ღიაობის უზრუნველსაყოფად სამინისტროში მიმდინარე პროცესების შესახებ საზოგადოების ინფორმირება;

გ) სტრატეგიული კომუნიკაციის ეფექტიანად განხორციელების მიზნით, სამინისტროს სტრუქტურული ერთეულებისა და მის სისტემაში შემავალი დაწესებულებების ჩართულობით, ერთიანი საკომუნიკაციო კონცეფციის და სამოქმედო გეგმის შემუშავება, განხორციელება და მონიტორინგი;

დ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენლებთან ურთიერთობა და მათთან სტრატეგიული თანამშრომლობის განვითარება; მათთვის პრესრელიზების, საინფორმაციო და ვიზუალური მასალების მომზადება და მიწოდება;

ე) მედიაგეგმის შემუშავება და მისი აღსრულების პროცესის კოორდინაცია;

ვ) საზოგადოებისა და მასმედიის წარმომადგენლებთან თემატური შეხვედრების, პრესკონფერენციებისა და ბრიფინგების გამართვა;

ზ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენლებთან კომუნიკაციის მიზნით სამინისტროს მოსამსახურეებისთვისა და სპიკერებისთვის ინსტრუქციის შემუშავება;

თ) მასმედიის წარმომადგენლებთან თემატური შეხვედრების, მედიასემინარების, მედიატურებისა და სხვა აქტივობების განხორციელება;

ი) საზოგადოებრივ მაუწყებელთან, ასევე, კერძო სამაუწყებლო კომპანიებთან ერთობლივი პროექტების შემუშავება;

კ) ქართული და უცხოენოვანი მედიის მონიტორინგის უზრუნველყოფა და ანალიზი, ტენდენციების ან/და პრობლემური თემების გამოკვეთა და მათზე რეკომენდაციების მომზადება;

ლ) მინისტრის, მინისტრის პირველი მოადგილისა და მოადგილეების ოფიციალური გამოსვლებისთვის ტექსტების/სასაუბროების მომზადება;

მ) სამინისტროსთვის ვიზუალური ფოტო/ვიდეომასალების მომზადება; მიმდინარე ღონისძიებების ფოტო და ვიდეოგადაღება, გადაღებული მასალის აღრიცხვა და დაარქივება;

ნ) სამინისტროს ვებგვერდის, სოციალური გვერდისა და სხვა ციფრული არხების მართვა,

ციფრული მედიისთვის საკომუნიკაციო გეგმის შემუშავება და აღსრულება;

ო) საზოგადოებასთან კომუნიკაციის უზრუნველყოფა ციფრული საკომუნიკაციო არხების მეშვეობით;

პ) ციფრული მედიის მონიტორინგი, ანალიზი და აღნიშნულის საფუძველზე შესაბამისი

ღონისძიებების გატარება;

ჟ) სამინისტროს ხელმძღვანელობის ინფორმირება საზოგადოებრივი აზრის შესახებ;

რ) სამინისტროს შიდა საკომუნიკაციო არხების მეშვეობით ინფორმაციის გავრცელება;

ს) სამინისტროში მოქალაქეების მიღების პროცესის ორგანიზება;

ტ) ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

2. საზოგადოებასთან და მედიასთან კომუნიკაციის სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი.

3. საზოგადოებასთან და მედიასთან კომუნიკაციის სამმართველოს უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს სამმართველოს საქმიანობას;

ბ) განიხილავს და სამმართველოს საჯარო მოსამსახურეებს შორის ანაწილებს სამმართველოში შემოსულ დოკუმენტაციას;

გ) ანაწილებს მოვალეობებს სამმართველოს საჯარო მოსამსახურეებს შორის, უზრუნველყოფს სამმართველოს მუშაობის ორგანიზებას, პასუხისმგებელია სამმართველოს საჯარო მოსამსახურეების მიერ დისციპლინის დაცვაზე სამინისტროს შინაგანაწესის შესაბამისად;

დ) ხელს უწყობს სამმართველოში შრომის სათანადო პირობების შექმნას და საჯარო მოსამსახურეთა პროფესიული ცოდნის დონის ამაღლებას;

ე) ასრულებს მინისტრის, მინისტრის პირველი მოადგილის, მინისტრის მოადგილეებისა და დეპარტამენტის უფროსის/დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ცალკეულ დავალებებს, ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.“;

ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,5. საზოგადოებასთან და მედიასთან კომუნიკაციის სამმართველოს საჯარო მოსამსახურეები ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კომპეტენციების განხორციელების მიზნით ასრულებენ დეპარტამენტის უფროსის, დეპარტამენტის უფროსის მოადგილისა და სამმართველოს უფროსის ცალკეულ დავალებებს.“.

5. მე-11 მუხლის:

ა) პირველი – მე- 3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. ღონისძიებების სამმართველოს კომპეტენციაა:

ა) მინისტრის,  დეპარტამენტის უფროსისა და მისი მოადგილის უშუალო დავალებით შესაბამისი ფუნქციების განხორციელება;

ბ) სამინისტროს საკომუნიკაციო ღონისძიებების კონცეფციის შემუშავება და აღსრულება; შემოქმედებითი, განვითარებაზე ორიენტირებული საკომუნიკაციო პროექტების ინიციირება;

გ) სამინისტროს მიერ განხორციელებული რეფორმების, პროექტების, სიახლეების, მიღწევების საკომუნიკაციო მხარდაჭერა; ამ მიზნით საკომუნიკაციო კამპანიებისა და გეგმების შემუშავება, შესაბამისი საინფორმაციო მასალების მომზადება და სხვა აუცილებელი ქმედებების განხორციელება;

დ) სამინისტროს სხვადასხვა ტიპის ღონისძიებების დაგეგმვა/ორგანიზება;

ე) საქართველოს ეროვნულ თუ სხვა დღესასწაულებთან დაკავშირებით გასამართი მასშტაბური ღონისძიებების/მიღებების ორგანიზება;

ვ) სამინისტროს სტრუქტურული ერთეულებისა და მის სისტემაში შემავალი დაწესებულებების მიერ დაგეგმილი ღონისძიებების თაობაზე ინფორმაციის მიღება და საერთო კოორდინაცია;

ზ) ღონისძიების ორგანიზების მიზნით, შესაბამისი მომსახურების შესყიდვისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება;

თ) საკომუნიკაციო მიზნებისთვის შესყიდული პროდუქციის მიღება-ჩაბარების აქტების, კონტროლის აქტების შედგენა და შესაბამისი სამსახურისთვის მათი მიწოდება დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემის (EFLOW) მეშვეობით; შეძენილი ქონების აღრიცხვა-ჩამოწერა;

ი) ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

2. ღონისძიებების სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი.

3.  ღონისძიებების სამმართველოს უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს სამმართველოს საქმიანობას;

ბ) განიხილავს და ანაწილებს სამმართველოში შემოსულ დოკუმენტაციას;

გ) ანაწილებს მოვალეობებს სამმართველოს საჯარო მოსამსახურეებს შორის, უზრუნველყოფს სამმართველოს მუშაობის ორგანიზებას, პასუხისმგებელია სამმართველოს საჯარო მოსამსახურის მიერ დისციპლინის დაცვაზე სამინისტროს შინაგანაწესის შესაბამისად;

დ) ხელს უწყობს სამმართველოში შრომის სათანადო პირობების შექმნას და საჯარო მოსამსახურეთა პროფესიული ცოდნის დონის ამაღლებას;

ე) ასრულებს მინისტრის, მინისტრის პირველი მოადგილის, მინისტრის მოადგილეებისა და დეპარტამენტის უფროსის/დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ცალკეულ დავალებებს, ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.“;

ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,5. ღონისძიებების სამმართველოს საჯარო მოსამსახურეები ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კომპეტენციების განხორციელების მიზნით ასრულებენ დეპარტამენტის უფროსის, დეპარტამენტის უფროსის მოადგილისა და სამმართველოს უფროსის ცალკეულ დავალებებს.“.

6. მე-12 მუხლი ამოღებულ იქნეს.

7. მე-13 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. პროტოკოლის სამმართველოს კომპეტენციაა:

ა) მინისტრის, სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტის უფროსისა და მისი მოადგილის უშუალო დავალებით შესაბამისი ფუნქციების განხორციელება;

ბ) მინისტრის, სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტის უფროსისა და მისი მოადგილის უშუალო დავალებით ახორციელებს საპროტოკოლო ღონისძიებებს;

გ) სამინისტროს მოწვევით უცხო ქვეყნის ოფიციალური დელეგაციების სამუშაო ვიზიტისას საპროტოკოლო და საორგანიზაციო ღონისძიების გატარება;

დ) საქართველოს სხვადასხვა სამინისტროსა და უწყების ხელმძღვანელებთან შეხვედრების ორგანიზება; საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების, საერთაშორისო ორგანიზაციათა ხელმძღვანელებისა და წარმომადგენელთა შეხვედრების ორგანიზება მინისტრთან, მინისტრის პირველ მოადგილესთან და მინისტრის მოადგილეებთან;

ე) საზღვარგარეთის ქვეყნებში მინისტრის და მისი თანმხლები დელეგაციის წევრების, ოფიციალური, სახელმწიფო, სამუშაო ვიზიტების ორგანიზება; დღის წესრიგის შედგენა; სამგზავრო ბილეთების, სასტუმროსა და ტრანსპორტირების უზრუნველყოფა;

ვ) სამინისტროში ვიზიტით მყოფი უმაღლესი და მაღალი რანგის სტუმრების დახვედრა/გაცილება;

ზ) საპროტოკოლო ღონისძიებების გატარების მიზნით, საქართველოს აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების პროტოკოლის სამსახურებთან, უცხო ქვეყნებში არსებული საქართველოს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებსა და საქართველოში აკრედიტებულ უცხო ქვეყნების საელჩოებთან თანამშრომლობა;

თ) საერთაშორისო კონფერენციებში, ფორუმებსა და სხვადასხვა მაღალი რანგის ღონისძიებაში მინისტრის, მინისტრის პირველი მოადგილისა და მინისტრის მოადგილეების მონაწილეობის უზრუნველყოფა; მათ შორის, შესაბამისი საინფორმაციო მასალების მომზადება;

ი) თბილისსა და რეგიონებში მინისტრის შეხვედრებისთვის წინასაპროტოკოლო ღონისძიებების გატარება და შესაბამისი საინფორმაციო მასალების მოგროვება;

კ) მინისტრის, მინისტრის პირველი მოადგილისა და მინისტრის მოადგილეების სახელით უმაღლესი და მაღალი რანგის თანამდებობის პირებისთვის გადასაცემი საჩუქრებისა და სამახსოვრო სუვენირების უზრუნველყოფა;

ლ) საპროტოკოლო ატრიბუტიკის (ბანერები, სავიზიტო ბარათები, მისალოცი ბარათები, დროშები, კალმები, ბლოკნოტები, მემორანდუმის საქაღალდეები, ბრენდირებული სასაჩუქრე ნივთები და ასე შემდეგ) დამზადების უზრუნველყოფა;

მ) სასაჩუქრე ნივთების შერჩევა/შესყიდვისათვის საჭირო პროცედურების უზრუნველყოფა;

ნ) სამინისტროს ორგანიზებით გასამართი ღონისძიებების/მიღებების ფარგლებში მოწვეულ პირთა სიის შედგენა, მათი მოწვევა/განთავსება;

ო) მინისტრის, მინისტრის პირველი მოადგილისა და მინისტრის მოადგილეების მიერ დაგეგმილი სამუშაო შეხვედრებისათვის საკონფერენციო ოთახების შესაბამისად მოწყობა;

პ) სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის მოთხოვნით სამინისტროს შენობაში გამართული სამუშაო შეხვედრებისა და პრეზენტაციების ორგანიზება, შეხვედრების გრაფიკის წარმოება და კონტროლი;

ჟ) მინისტრის, პირველი მოადგილისა და მოადგილეების დიპლომატიური პასპორტებით უზრუნველყოფა, აგრეთვე კანონმდებლობით გათვალისწინებული კვოტის ფარგლებში სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა სამსახურებრივი პასპორტებით უზრუნველყოფა;

რ) საპროტოკოლო მიზნებისთვის შესყიდული პროდუქციის მიღება-ჩაბარების აქტების, კონტროლის აქტების შედგენა და შესაბამისი სამსახურისთვის მათი მიწოდება  დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემის (eFlow) მეშვეობით; შეძენილი ქონების აღრიცხვა-ჩამოწერა;

ს) ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე და ვრცელდება 2025 წლის 8 ივნისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრიალექსანდრე წულაძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა "საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 26 მარტის №06/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 06.06.2025.
როდის იქნა მიღებული "საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 26 მარტის №06/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
"საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 26 მარტის №06/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 06.06.2025. მიმღები ორგანო — საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №36/ნ. სარეგისტრაციო კოდი — 010240030.22.022.018671.
რამდენი მუხლისგან შედგება "საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 26 მარტის №06/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ "საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 26 მარტის №06/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის "საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 26 მარტის №06/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 06.06.2025 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება "საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 26 მარტის №06/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №36/ნ, 06.06.2025, სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.022.018671 (კონსოლიდირებული რედაქცია 06.06.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6520249/