⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (28.06.2012)
გაუქმებულია:

“მსჯავრდებულთა და პატიმართა მიერ სასჯელაღსრულების დაწესებულების, ადმინისტრაციის მოსამსახურეთა, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ან სხვა სახელმწიფო დაწესებულების უკანონო მოქმედების გასაჩივრების და მათი საჩივრების განხილვის ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე"

მიღების თარიღი 26.06.2006
ძალის დაკარგვა 28.06.2012
გამომცემი ორგანო საქართველოს იუსტიციის მინისტრი
ნომერი №620
სარეგისტრაციო კოდი 100.020.030.22.027.008.824
გამოქვეყნების წყარო სსმ, 87, 28/06/2006
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,186 სიტყვა · ~6 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
26.06.2006 მიღება
28.06.2012 ძალის დაკარგვა
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

“მსჯავრდებულთა და პატიმართა მიერ სასჯელაღსრულების დაწესებულების, ადმინისტრაციის მოსამსახურეთა, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ან სხვა სახელმწიფო დაწესებულების უკანონო მოქმედების გასაჩივრების და მათი საჩივრების განხილვის ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:G&G_Ilia;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:3.5in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:16.0pt; font-family:G&G_Ilia;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:.75in 63.0pt .75in 63.0pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 100.020.030.22.027.008.824 საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №620 2006 წლის 26 ივნისი ქ. თბილისი მსჯავრდებულთა და პატიმართა მიერ სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციის, მოსამსახურეთა, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ან სხვა სახელმწიფო დაწესებულების უკანონო მოქმედების გასაჩივრების და მათი საჩივრების განხილვის ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე მსჯავრდებულთა და პატიმართა გასაჩივრების უფლების უზრუნველყოფისა და დაცვის მიზნით, „ პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის 21 პუნქტის, 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „ ბ“ ქვეპუნქტისა და „ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 30 აგვისტოს №70 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „ კ“ ქვეპუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს მსჯავრდებულთა და პატიმართა მიერ სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციის, მოსამსახურეთა, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ან სხვა სახელმწიფო დაწესებულების უკანონო მოქმედების გასაჩივრების და მათი საჩივრების განხილვის თანდართული ინსტრუქცია. 2. ბრძანებასთან დაკავშირებული ღონისძიებების გატარება უზრუნველყოს სასჯელაღსრულების დეპარტამენტმა (ბ. ახალაია). 3. ბრძანება გაეცნოს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის პირად შემადგენლობას. 4. ბრძანების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილეს (გ. მიქანაძე). 5. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. გ. ქავთარაძე გასაჩივრების და მათი საჩივრების განხილვის პროცედურები 1. სასჯელაღსრულების დაწესებულებაში (საპყრობილეში) მოხვედრილ თითოეულ პატიმარს პასუხისმგებელი პირის მიერ დაუყოვნებლივ უნდა გადაეცეს წერილობითი ინფორმაცია მისი უფლებებისა და მოვალეობების შესახებ, მისი კატეგორიის პატიმრებთან მოპყრობის წესები, ინფორმაციის შეტანისა და გასაჩივრების კანონით გათვალისწინებული საშუალებები. 2. წერა-კითხვის უცოდინარ პატიმრებს ინფორმაცია უნდა მიეწოდოთ ზეპირი ფორმით, რის შესახებაც უფლებამოსილი პირის მიერ დგება ოქმი, რასაც ხელმოწერით ადასტურებს პატიმარი. 3. სამუშაო დღეებში თითოეულ პატიმარს უნდა ჰქონდეს იმის საშუალება, რომ განცხადებით ან საჩივრით მიმართოს სასჯელაღსრულების დაწესებულების (საპყრობილის) დირექტორს ან მის უფლებამოსილ წარმომადგენელს, გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, განცხადებითა და საჩივრით ადმინისტრაციასთან მიმართვის შესაძლებლობა პატიმარს უნდა ჰქონდეს არასამუშაო დღეებსა და საათებში. 4. თითოეულ პატიმარს უნდა ჰქონდეს საშუალება მიმართოს განცხადებით ან საჩივრით სასჯელაღსრულების დეპარტამენტს, სასამართლოს ან სხვა კომპეტენტურ ორგანოს. 5. განცხადებები და საჩივრები, რომელიც მოიცავს სასჯელაღსრულების თანამშრომელთა ქმედებას, განიხილება: – დაწესებულების დირექტორის მიერ განცხადებებისა და საჩივრების მიღებიდან 5 დღის ვადაში. (თუ 5 დღის ვადა არ არის საკმარისი საჩივრის ან განცხადების განსახილველად და ობიექტური ჭეშმარიტების დასადგენად, განსაკუთრებულ შემთხვევაში, დირექტორი უფლებამოსილია გააგრძელოს განხილვის ვადა არა უმეტეს 1 თვის ვადისა, რის შესახებაც წერილობით ეცნობება განმცხადებელს). დირექტორი არაა უფლებამოსილი განიხილოს ის საჩივრები, რომლებიც შეეხება მისი ან მისი მოადგილის მიერ ჩადენილ დარღვევას; – სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის მიერ, განცხადებებისა და საჩივრების მიღებიდან 1 თვის ვადაში, როცა საჩივარი ეხება დაწესებულების თანამშრომელთა დარღვევას, მაგრამ არ ყოფილა განხილული დაწესებულების დირექტორის მიერ ან მიღებული გადაწყვეტილება იქნა გასაჩივრებული; (თუ 1 თვიანი ვადა არ არის საკმარისი საჩივრის ან განცხადების განსახილველად და ობიექტური ჭეშმარიტების დასადგენად, თავმჯდომარე უფლებამოსილია გააგრძელოს განხილვის ვადა გონივრული ვადით, რის შესახებაც წერილობით ეცნობება განმცხადებელს); – საქართველოს იუსტიციის მინისტრის ან მის მიერ უფლებამოსილი ორგანოების მიერ, მათთვის პირდაპირი მიმართვის ან გასაჩივრების შემთხვევაში. 6. განცხადებები და საჩივრები, რომლებიც არ შეეხება სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომელთა ქმედებას, 3 დღის ვადაში უნდა გადაეგზავნოს ადრესატს, რის შესახებაც წერილობით, გადაგზავნიდან არა უგვიანეს მეორე დღისა ეცნობება მსჯავრდებულს. 7. განცხადებები და საჩივრები განსახილველად არ ეგზავნება იმ ხელმძღვანელ პირს ან მისდამი დაქვემდებარებულ პირებს, რომელთა ქმედებასაც მოიცავს აღნიშნული განცხადება ან საჩივარი. 8. ადმინისტრაციას ეკრძალება შეაჩეროს ან შეამოწმოს სასამართლოს, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის, სახალხო დამცველის, დამცველის ან პროკურორისათვის გაგზავნილი მსჯავრდებულის კორესპონდენცია. ადმინისტრაცია მოვალეა არა უგვიანეს ერთი დღის ვადისა გადაგზავნოს იგი დანიშნულებისამებრ. ეს განცხადებები და საჩივრები არ ექვემდებარება შემოწმებას და დადგენილი წესით ეგზავნება ადრესატს. 9. საქართველოს მოქალაქე მსჯავრდებულებს შეუძლიათ წარადგინონ განცხადებები და საჩივრები საქართველოს სახელმწიფო ენაზე. საზღვარგარეთის ქვეყნის მოქალაქე ან მოქალაქეობის არმქონე მსჯავრდებულებს შეუძლიათ წარადგინონ განცხადებები და საჩივრები მშობლიურ ენაზე, რომელსაც ისინი ფლობენ, გასაგებ ენაზე ან ისარგებლონ თარჯიმნის მომსახურებით. 10. მსჯავრდებულს პასუხი გაეცემა მიმართვის ენაზე, ხოლო ასეთი შესაძლებლობის არარსებობისას – სახელმწიფო ენაზე, პასუხის მიმართვის ენაზე გადათარგმნით, რომელსაც უზრუნველყოფს დაწესებულების ადმინისტრაცია. 11. სხვა ქვეყნის მოქალაქე მსჯავრდებულებს და მოქალაქეობის არმქონე მსჯავრდებულებს უფლება აქვთ იქონიონ ურთიერთობები (მიმოწერა) თავიანთი ქვეყნების დიპლომატიურ და საკონსულო დაწესებულებებთან. იმ სახელმწიფოთა მოქალაქეებს, რომელთაც საქართველოში დიპლომატიური და საკონსულო დაწესებულებები არ გააჩნიათ, უფლება აქვთ იქონიონ ურთიერთობები იმ სახელმწიფოთა დიპლომატიურ და საკონსულო დაწესებულებებთან, რომელთაც თავიანთ თავზე აქვთ აღებული მათი ინტერესების დაცვა, ან სახელმწიფოთაშორისო ორგანოებთან, რომლებიც ამ მსჯავრდებულთა ინტერესებს იცავენ. 12. მსჯავრდებულს უფლება აქვს წარადგინოს განცხადებები და საჩივრები მხოლოდ საკუთარი სახელით. 13. თითოეულ მსჯავრდებულს უფლება აქვს წარადგინოს განცხადებები და საჩივრები ზეპირად ან წერილობით. ზეპირი განცხადების წარდგენის შემთხვევაში დგება ოქმი, რომელიც მოწმდება პატიმრის ხელმოწერით. პატიმარს უფლება აქვს მოითხოვოს პირადი შეხვედრა დაწესებულების დირექტორთან ზეპირი საჩივრის წარდგენის მიზნით, რაც უნდა დაკმაყოფილდეს. 14. წერილობითი განცხადებები და საჩივრები იგზავნება ადმინისტრაციის საშუალებით. ისინი რეგისტრირდება დაწესებულების კანცელარიაში, სპეციალურ ანბანურ ჟურნალში და არა უგვიანეს სამი დღის ვადისა ეგზავნება ადრესატს. 15. ის განცხადებები და საჩივრები, რომლებიც შეეხება გზავნილების, ამანათების მიღების, ფულის ხარჯვის, ხელფასის ჩარიცხვის, შრომასთან დაკავშირებულ, სამედიცინო დახმარების, მატერიალური უზრუნველყოფის, აგრეთვე ამ ხასიათის სხვა საკითხებს, რომელთა გადაწყვეტა ადმინისტრაციის მიერ ადგილზე შეიძლება, გადაწყდება იმ ორგანოსა და პირის მიერ მათი განხილვის შედეგების დალოდების გარეშე, რომელთაც ისინი გაეგზავნა. 16. განცხადებებსა და საჩივრებს, რომლებიც იგზავნება სახელმწიფო ორგანოებსა და საზოგადოებრივ გაერთიანებებში, აგრეთვე თანამდებობის პირთა სახელზე, ადმინისტრაცია ურთავს წერილს, სადაც მოკლედ არის გადმოცემული მისი პოზიცია საკითხთან დაკავშირებით. პირველად განცხადებებსა და საჩივრებს სასჯელის მოხდისაგან ვადაზე ადრე გათავისუფლების და სხვა დაწესებულებაში გადაყვანის თხოვნის შესახებ ერთვის განმცხადებელთა (მსჯავრდებულთა) დახასიათებები. 17. მოსული პასუხები განცხადებებისა და საჩივრების განხილვის შედეგების თაობაზე მსჯავრდებულს ხელწერილით გაეცნობა მათი მიღებიდან არა უგვიანეს სამი დღის ვადისა და დაერთვის მსჯავრდებულის პირად საქმეს. 18. სასჯელაღსრულების დაწესებულების (საპყრობილის) ხელმძღვანელობა მოვალეა უზრუნველყოს განცხადებებისა და საჩივრების ადმინისტრაციისათვის შეუფერხებელი მიწოდება, რისთვისაც აღნიშნული მოვალეობის შესრულება უნდა დაეკისროს კონკრეტულ მუშაკს. 19. ადმინისტრაციას ეკრძალება გამოიყენოს დისციპლინური სასჯელი პატიმრის მიმართ იმ მოტივით, რომ მან გაასაჩივრა სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომელთა ქმედება. 20. განსაკუთრებულ შემთხვევებში, მათ შორის ჯგუფური საჩივრების წარდგენის დროს, საჩივარი განიხილება შემთხვევის ადგილზე ზემდგომი ორგანოს წარმომადგენლის მეშვეობით. 21. თუ განცხადებები და საჩივრები შედგენილია გაურკვევლად ან ადრესატი განსაზღვრულია არასწორად, სოციალური მუშაკი ვალდებულია უზრუნველყოს მსჯავრდებულის მიერ აღნიშნული საჩივრის ან განცხადების სწორი ფორმულირება. 22. განხილულ უნდა იქნეს განცხადებასა და საჩივარში მითითებული ყოველი კონკრეტული პრეტენზია და ყოველ მათგანზე უნდა გაიცეს კომპეტენტური პასუხი. 23. ყოველ 6 თვეში სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მიერ ხდება სასჯელაღსრულების დაწესებულებებში შემოსული განცხადებებისა და საჩივრების განხილვა-ანალიზი, რის შესახებაც მზადდება ანგარიში და წარედგინება სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარეს. ანალოგიური ანალიზი დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ტარდება 3 თვეში ერთხელ.