საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საწარმოთა მართვის საგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ"
მიღების თარიღი 22.06.2006
ძალის დაკარგვა 30.09.2010
გამომცემი ორგანო საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი
ნომერი №1-1/550
სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.024.008.825
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოთა მართვის შემდგომი გამოუმჯობესების, რესტრუქტურიზაციისა და პრივატიზაციის დაჩქარების გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება 22.02.1999
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საწარმოთა მართვის საგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ"
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:Gogebashvili;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:28.35pt; font-size:15.0pt; font-family:"Gogebashvili","sans-serif";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:.75in .75in 45.0pt .75in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.024.008.825
საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის
ბრძანება №1-1/550
2006 წლის 22 ივნისი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საწარმოთა მართვის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ
„სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-7 პუნქტისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს თანდართული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საწარმოთა მართვის სააგენტოს დებულება.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოებში წარმომადგენლებთან ხელშეკრულების გაფორმების წესის შესახებ“ საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის 2003 წლის 29 ივლისის №01/01-01/138 ბრძანება.
3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ი. ჩოგოვაძე
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საწარმოთა მართვის სააგენტოს
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. საწარმოთა მართვის სააგენტო (შემდგომში – სააგენტო) შექმნილია „სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-7 პუნქტისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს.
2. დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად სააგენტოს გააჩნია საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის დამახასიათებელი ყველა ის უფლებამოვალეობა, რომელიც მინიჭებული აქვს საქართველოს კონსტიტუციით, „საჯარო სამართლის იურდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით, სხვა ნორმატიული აქტებითა და წინამდებარე დებულებით. იგი საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ.
3. სააგენტოს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებითა და საკუთარი სახელწოდებით, შესაბამისი ბეჭდები და შტამპები, ასევე საბანკო ანგარიშები.
4. სააგენტოს იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, ჭანტურიას ქუჩა №12.
მუხლი 2🔗. სააგენტოს მიზნები
სააგენტოს მიზნებია:
ა) სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოებში (შემდგომში – საწარმოები) პარტნიორის (აქციონერის) უფლებამოსილების განხორციელება, გარდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქციებისა და წილების პრივატიზებასთან ან/და განკარგვასთან დაკავშირებული უფლებამოსილებებისა;
ბ) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული წილებისა და აქციების მართვის კოორდინაცია და სრულყოფა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის, მოქმედი კანონმდებლობისა და ამ დებულების შესაბამისად;
გ) საწარმოებში სახელმწიფოს წარმომადგენლობის მეშვეობით სახელმწიფო ინტერესების დაცვა, სახელმწიფოსათვის განკუთვნილი დივიდენდების ზრდის ხელშეწყობა;
დ) საწარმოთა ლიკვიდურობის დონის ამაღლება და პრივატიზების პროცესის დაჩქარებისათვის ხელშეწყობა.
მუხლი 3🔗. სააგენტოს ფუნქციები
1. სააგენტო ახორციელებს სახელწიფოს წილობრივი მონაწილეობით არსებულ საწარმოებში პარტნიორის (აქციონერის) უფლებამოსილებებს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრულ ფარგლებში.
2. სააგენტოს ფუნქციებია:
ა) საწარმოებში სახელმწიფო წილის, აქციების აღრიცხვა და აღნიშნული მონაცემების საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსათვის მიწოდება;
ბ) საწარმოებში სახელმწიფოს წარმომადგენლების კანდიდატურების შერჩევა-დანიშვნა, მათი საქმიანობის კოორდინაცია, მეთოდურ-საინფორმაციო უზრუნველყოფა და ანგარიშების განხილვა-დამტკიცება;
გ) საწარმოებიდან და სახელმწიფოს წარმომადგენლებისაგან მიღებული ანგარიშების, ინფორმაციის სისტემატიზაციისა და ანალიზის საფუძველზე, მოქმედი კანონმდებლობით (მათ შორის, საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის შესაბამისი ნორმატიული აქტით) დადგენილი წესის მიხედვით, საწარმოს წესდების შესაბამისად, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, შემდეგ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღება:
გ.ა) საწარმოების განვითარების ბიზნეს-გეგმების დამტკიცება;
გ.ბ) საწარმოების მიერ სესხებისა და კრედიტების აღება;
გ.გ) საწარმოების მიერ ფილიალების დაფუძნება-ლიკვიდაცია;
გ.დ) საწარმოების მიერ აქციებისა და წილების (პაის) შესყიდვა, საწარმოთა წილობრივი მონაწილეობით კერძო სამართლის იურიდიული პირების შექმნა;
გ.ე) საწარმოებში ინვესტიციების დაბანდება;
გ.ვ) საწარმოების წმინდა მოგების განაწილება;
გ.ზ) საწარმოების აქციებისა და წილების სხვა სუბიექტისათვის მართვის უფლებით გადაცემისათვის წინადადებების მომზადება;
გ.თ) საწარმოების პრივატიზებისათვის წინადადებების მომზადება;
გ.ი) საწარმოების გარდაქმნა, შერწყმა, გაყოფა, ლიკვიდაცია და გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის თაობაზე წინადადებების განხილვა;
გ.კ) საწარმოების ქონების დროებით სარგებლობაში გადაცემა, ჩამოწერა, რეალიზაცია, გირაოთი, იპოთეკით და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სხვა ფორმებით დატვირთვა;
დ) საწარმოების ანგარიშგების (ბალანსი და მოგება-ზარალის ანგარიში) და წლიური ბიუჯეტის განხილვა-დამტკიცება უფლებამოსილების ფარგლებში;
ე) სააგენტოს მართვაში არსებული საწარმოების საპრივატიზაციოდ მომზადება, რომლებიც შეყვანილია საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხაში;
ვ) საწარმოების აუდიტის დამტკიცება წლიური შედეგების შეფასების მიზნით;
ზ) მოქმედი კანონმდებლობით სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებული სხვა გადაწყვეტილებების მიღება.
მუხლი 4🔗. სააგენტოს მართვა
1. სააგენტოს საქმიანობას ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი.
2. თავმჯდომარეს ჰყავს ორი მოადგილე, მათ შორის, ერთი პირველი, რომელიც ასრულებს თავმჯდომარის მოვალეობებს მისი არყოფნის შემთხვევაში. თავმჯდომარის მოადგილეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს თავმჯდომარე საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრთან შეთანხმებით. ფუნქციებს თავმჯდომარის მოადგილეებს შორის ანაწილებს სააგენტოს თავმჯდომარე.
3. სააგენტოს თავმჯდომარე:
ა) უშუალოდ ან რწმუნებული პირის მეშვეობით წარმოადგენს სააგენტოს, უზრუნველყოფს მისი ფუნქციების და უფლებამოსილებების განხორციელებას;
ბ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად თავისი უფლებამოსილებების ფარგლებში იღებს გადაწყვეტილებას სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე და გამოსცემს სააგენტოს ბრძანებებს, რომლებიც სავალდებულოა შესასრულებლად სააგენტოს ყველა თანამშრომლისათვის;
გ) ნიშნავს და ათავისუფლებს სააგენტოს თანამშრომლებს.
მუხლი 5🔗. სააგენტოს საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი
1. სააგენტოს საქმიანობის სახელწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო.
2. სააგენტომ სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს თანხმობით შეიძლება განახორციელოს შემდეგი ქმედებები:
ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;
ბ) სესხის აღება;
გ) თავდებობა;
დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.
მუხლი 6🔗. სააგენტოს სტრუქტურა
სააგენტოს სტრუქტურა სააგენტოს თავმჯდომარის წარდგინების საფუძველზე მტკიცდება საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის ბრძანებით.
მუხლი 7🔗. სააგენტოს ფინანსები და ქონება
1. სააგენტოს დასახული მიზნებისა და თავისი ფუნქციების შესრულების განსახორცილებლად საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცემა შესაბამისი სახელმწიფო ქონება.
2. სააგენტოს დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი.
3. სააგენტოს შეიძლება ჰქონდეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემოსავლები და ქონება.
მუხლი 8🔗. სააგენტოს საბუღალტრო აღრიცხვა და ანგარიშგება
1. სააგენტო ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს.
2. სააგენტოს წლიურ ბალანსს ამოწმებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.
მუხლი 9🔗. სააგენტოს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
1. სააგენტოს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
2. სააგენტოს ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფოს საკუთრებაში.
მუხლი 10🔗. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი
დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის ბრძანების საფუძველზე.