საქართველოში სასურსათო წარმოების ზრდის იაპონიის გრანტის პროგრამა 2KR-VII-ის ათვისების წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 28.06.2006
გამომცემი ორგანო საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი
ნომერი №2-110
სარეგისტრაციო კოდი 190.020.060.22.032.008.833
გამოქვეყნების წყარო სსმ, 87, 28/06/2006
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
28.06.2006 მიღება
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოში სასურსათო წარმოების ზრდის იაპონიის გრანტის პროგრამა 2KR-VII-ის ათვისების წესის დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:AcadNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; page-break-after:avoid; text-autospace:none; font-size:11.0pt; font-family:AcadNusx; font-style:italic;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 63.0pt .75in 63.0pt;} div.Section1 {page:Section1;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.020.060.22.032.008.833
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის
ბრძანება №2-110
2006 წლის 28 ივნისი
ქ. თბილისი
საქართველოში სასურსათო წარმოების ზრდის იაპონიის გრანტის პროგრამა 2KR-VII-ის ათვისების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №38 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე და „იაპონიის მთავრობის მიერ საქართველოს მთავრობისათვის სასურსათო წარმოების ზრდის მიზნით გამოყოფილი გრანტის მიმღები ორგანოს განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 28 დეკემბრის №587 და „საქართველოში სასურსათო წარმოების ზრდის მიზნით გამოყოფილი იაპონიის გრანტის 2KR-VII პროგრამის განკარგვის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 17 მაისის №219 განკარგულებების შესრულების უზრუნველსაყოფად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოში სასურსათო წარმოების ზრდის იაპონიის გრანტის პროგრამა 2KR-VII-ის ათვისების თანდართული წესი.
2. ადმინისტრაციულ დეპარტამენტს დაევალოს უზრუნველყოს ბრძანების რეგისტრაცია საქართველოს ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში და „საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნება.
3. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს მინისტრის მოადგილეს მირიან დეკანოიძეს.
4. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სვიმონიშვილი
საქართველოში სასურსათო წარმოების ზრდის იაპონიის გრანტის პროგრამა 2KR-VII-ით მიღებული სასოფლო-სამეურნეო გრანტის ათვისების წესი
ეს წესი შემუშავებულია საქართველოს მთავრობის 2005 წლის 28 დეკემბრის №587 და 2006 წლის 17 მაისის №219 განკარგულებების საფუძველზე და მისი მიზანია პროგრამა 2KR-VII-ის ფარგლებში მიღებული სასოფლო-სამეურნეო გრანტის გამოყენების წესის განსაზღვრა.
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. 2005 წლის 11 მარტს „ნოტების გაცვლის“ საფუძველზე დაიდო შეთანხმება იაპონიის მთავრობასა (შემდგომში – დონორი) და საქართველოს მთავრობას (შემდგომში – მიმღები ორგანო) შორის სურსათის წარმოების გაზრდის მიზნით საქართველოსთვის 200 მლნ. იაპონური იენის (შემდგომში – გრანტი) გამოყოფის თაობაზე.
2. იაპონიის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის 2005 წლის 11 მარტის „ნოტების გაცვლის“ საფუძველზე, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო (შემდგომში – მმართველი ორგანო) უზრუნველყოფს პროგრამა 2KR-VII-ით მიღებული სასოფლო-სამეურნეო წარმოების საშუალებების (შემდგომში-ტექნიკა) და მათი სათადარიგო ნაწილების სულ მცირე FOB ფასის ნახევრის (50%) დეპონირებას სამთავრობათაშორისო ნოტებში დაფიქსირებულ ვადებში, ან თუ სხვაგვარად არ შეთანხმდებიან მიმღები ორგანოსა და დონორის მიერ უფლებამოსილი პირები.
3. მომხმარებელი უზრუნველყოფს ხელშეკრულებით მიღებული ტექნიკისა და მარაგნაწილების FOB ფასის დეპონირებას ხაზინის ერთიანი ანგარიშის სადეპოზიტო ქვეანგარიშზე, რომელსაც მინიჭებული აქვს შესაბამისი სახაზინო კოდი.
4. მმართველი ორგანო, საქართველოში აგროსაინჟინრო სერვისცენტრების შექმნის მიზნით, საქართველოს რაიონებისათვის ზონების მიხედვით შეარჩევს ტექნიკის სახეობასა და რაოდენობას და განათავსებს მათ ლოტებში რაიონში დასაარსებელი აგროსაინჟინრო სერვისცენტრების მიხედვით.
5. გრანტის ფარგლებში, შეძენილი ტექნიკის მომხმარებელთა კონკურსის წესით შერჩევის მიზნით, მმართველი ორგანო ქმნის სარეალიზაციო-საკონკურსო კომისიას (შემდგომში – საკონკურსო კომისია), რომლის გადაწყვეტილებები მტკიცდება საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანებით.
6. მმართველი ორგანო გრანტის მართვას ახორციელებს 2KR-ის მართვის ჯგუფის მიერ, რომელიც იქმნება საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანებით და მისი წევრები არიან მმართველი ორგანოს სტრუქტურული სამსახურის მუშაკები.
მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება
ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) გრანტი – იაპონიის მთავრობის მიერ საქართველოს მთავრობისათვის 2005 წლის 11 მარტს „ნოტების გაცვლის“ გზით, უსასყიდლოდ გადაცემული მიზნობრივი სახსრები სასოფლო-სამეურნეო წარმოების საშუალებების და აგენტის მომსახურების შესაძენად (200 მლნ იაპონური იენი);
ბ) დონორი – იაპონიის მთავრობა;
გ) მიმღები ორგანო – საქართველოს მთავრობა;
დ) მმართველი ორგანო – გრანტის მიღება-ათვისების უფლებამოსილი სამთავრობო დაწესებულება – საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო;
ე) აგენტი – იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სისტემა (JICS), 2005 წლის 22 აპრილს გაფორმებული შეთანხმებით „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სისტემას შორის სურსათის წარმოების ზრდისათვის მომსახურებების უზრუნველყოფის თაობაზე“;
ვ) კომიტეტი – იაპონიის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის 2005 წლის 11 მარტის „ნოტების გაცვლის“ მე-8 პუნქტის მიხედვით მმართველი ორგანოსა და დონორის მიერ ერთად შექმნილი საკონსულტაციო კომიტეტი;
ზ) მომწოდებელი – გრანტით შეძენილი პროდუქციის მომწოდებელი (იაპონიის სავაჭრო სახლი(ები));
თ) საკონკურსო კომისია – იაპონიის გრანტის პროგრამა 2KR-VII-ით შეძენილი პროდუქციის მომხმარებელთა კონკურსის წესით შერჩევის სარეალიზაციო-საკონკურსო კომისია;
ი) 2KR-VII პროგრამა – იაპონური გრანტის პროექტი „საქართველოსათვის სურსათის წარმოების ზრდა (2004 ფ.წ.)“;
კ) ანგარიში – ხაზინის ერთიანი ანგარიშის სადეპოზიტო ქვეანგარიში შესაბამისი სახაზინო კოდით, სადაც მომხმარებელი ახორციელებს მმართველ ორგანოსთან გაფორმებული ხელშეკრულებით აღიარებული თანხის და სათადარიგო ნაწილების ღირებულების განთავსებას;
ლ) დეპოზიტი – საპარტნიორო ფონდი – ანგარიშზე დეპონირებული თანხა;
მ) ღირებულება – პროდუქციის FOB ფასის შესაბამისი თანხა ლარებში;
ნ) 2KR-ის მართვის ჯგუფი – იაპონიის გრანტის პროგრამა 2KR-ის მართვის ჯგუფი, რომლის საშუალებითაც მმართველი ორგანო მართავს გრანტს;
ო) სათადარიგო ნაწილები – გრანტით მიღებული საქონლის შესაბამისი სათადარიგო ნაწილები;
პ) მაძიებელი – იურიდიული ან ფიზიკური პირი, რომელიც აკეთებს განაცხადს გრანტით მიღებული პროდუქციის მიღებაზე;
ჟ) მომხმარებელი – სარეალიზაციო კონკურსში გამარჯვებული მაძიებელი;
რ) სერვისაგენტი – მომწოდებლის წარმოდგენილი მომსახურე ორგანიზაცია მიმღები ორგანოს ქვეყანაში;
ს) ლოტი – გრანტით მიღებული სასოფლო-სამეურნეო წარმოების საშუალებების რაოდენობრივი მოცულობა განსაზღვრული რაიონის ზონის მიხედვით;
ტ) ტექნიკა – გრანტით მიღებული სასოფლო-სამეურნეო წარმოების საშუალებები.
მუხლი 3🔗. მმართველი ორგანოს უფლება-მოვალეობანი
მმართველი ორგანოს კომპეტენციაა:
ა) პროგრამის მართვა;
ბ) გადაწყვეტილების მიღება გრანტის პროგრამის მართვის ეფექტიანობის გაზრდისა და სრულყოფის მიზნით;
გ) ბალანსგარეშე ანგარიშზე აჰყავს გრანტით მიღებული სასოფლო-სამეურნეო წარმოების საშუალებები და მათი სათადარიგო ნაწილები თვითღირებულებით;
დ) მომხმარებელთან აფორმებს ხელშეკრულებებს;
ე) 2006 წლისათვის დამტკიცებული საბიუჯეტო ასიგნების ფარგლებში, ცენტრალური აპარატის „სხვა საქონლისა და მომსახურების“ მუხლით უზრუნველყოფს:
ე.ა) საბაჟო პროცედურების გავლისათვის საბაჟო ბროკერის მომსახურების ხარჯებს;
ე.ბ) ტრანსპორტირების ხარჯებს მოწოდების ადგილიდან (სარკინიგზო ტრანსპორტირების შემთხვევაში) მმართველი ორგანოს საწყობამდე (საქართველო, მცხეთის რაიონი, სოფ. წეროვანი „სასოფლო-სამეურნეო მანქანათა საგამოცდო სადგური“);
ე.გ) გრანტით მიღებული სასოფლო-სამეურნეო წარმოების საშუალებების და მათი სათადარიგო ნაწილების ჩამოცლის ხარჯებს მმართველი ორგანოს საწყობში;
ე.დ) შესყიდული საქონლის შენახვას მმართველი ორგანოს საწყობში, მისი მომხმარებლამდე გადაცემამდე;
ე.ე) შპს „ტოკიო მიცუბიში ბანკის“ მომსახურების პროცენტის გადახდა;
ვ) უზრუნველყოს საკონკურსო პირობების გამოქვეყნებას მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში;
ზ) კონსულტაციებს უწევს მაძიებლებს;
თ) ყოველწლიურად უზრუნველყოფს პროგრამა 2KR-VII-ით მიღებული სასოფლო-სამეურნეო წარმოების საშუალებების და მათი სათადარიგო ნაწილების ინვეტარიზაციას, ამოწმებს მათი ტექნიკური მზადყოფნის მდგომარეობას და აწესებს კონტროლს სერვისული მომსახურების მიმდინარეობაზე;
ი) პასუხისმგებელია პროგრამა 2KR-VII-ით მიღებული ქონების შენახვასა და სწორად განკარგვაზე;
კ) ატარებს საჭირო ღონისძიებებს საპარტნიორო ფონდის შესავსებად;
ლ) აწესებს კონტროლს ხელშეკრულების პირობების შესრულებაზე;
მ) აკონტროლებს მომხმარებელთა მიერ შეძენილი საქონლის ღირებულების შესაბამისი თანხის, ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადებში ანგარიშზე დაბრუნებას;
ნ) მმართველი ორგანო იტოვებს გრანტით მიღებულ ტექნიკაზე საკუთრების უფლებას მომხმარებლის მხრიდან მის სრულ გამოსყიდვამდე;
ო) შეიმუშავებს ანგარიშზე აკუმულირებული თანხების ათვისების პროგრამას და მუდმივმოქმედი კომისიის დასკვნის საფუძველზე განსახილველად წარუდგენს მიმღებ ორგანოსა და დონორს;
პ) გრანტის მიმდინარეობის შესახებ პერიოდულად ინფორმაციას წარუდგენს მიმღებ ორგანოს, მუდმივმოქმედ კომისიას, აგენტს და დონორს.
ჟ) აგენტის მეშვეობით პერიოდულად აწვდის ინფორმაციას დონორს დეპონირების თაობაზე.
რ) გრანტის ათვისების დასრულების შემდეგ, ფინანსურ ანგარიშს წარუდგენს დონორს და მიმღებ ორგანოს.
მუხლი 4🔗. კომიტეტი
1. კომიტეტის წევრები არიან:
ა) მმართველი ორგანოს წარმომადგენლები;
ბ) მიმღები ორგანოს იმ სახელმწიფო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომელთა საქმიანობა შეესაბამება გრანტის მიზნებს;
გ) დონორის უფლებამოსილი პირები;
დ) აგენტის წარმომადგენლები მოწვეულნი იქნებიან კომიტეტში, რათა კონსულტაცია გაუწიონ მიმღებს და შეასრულონ კომიტეტის სამდივნო ფუნქცია;
ე) იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს წარმომადგენლები.
2. კომიტეტის თავმჯდომარე – მმართველი ორგანოს წარმომადგენლების ხელმძღვანელი, რომელიც იმუშავებს საერთო წესის მიხედვით.
3. კომიტეტის შეხვედრები ეწყობა საერთო წესის მიხედვით საქართველოში, სულ ცოტა წელიწადში ერთხელ. შეხვედრის თარიღი დგინდება დონორისა და მმართველი ორგანოს შეთანხმების საფუძველზე.
4. კომიტეტის კომპეტენციის სფეროები:
ა) გრანტის სწრაფად და ეფექტიანად გამოყენების მიზნით მოქმედების გრაფიკის შედგენა და გრანტისა და მასზე რიცხული პროცენტის განაწილებაზე მოსაზრებების გაცვლა და საბოლოო მომხმარებლის განსაზღვრა;
ბ) პროდუქციის განაწილებისა და გამოყენების პროცესის განხილვა;
გ) იმ პრობლემის იდენტიფიცირება, რომელთაც შესაძლოა შეაფერხონ გრანტისა და მასზე დარიცხული პროცენტის გამოყენება, აგრეთვე საქართველოში პროდუქციის განაწილება და გამოყენება; ამ პრობლემების გადაწყვეტის გზების გამონახვა;
დ) საქართველოში პროდუქციის გამოყენების ეფექტიანობის შეფასება ძირითადი მარცვლეული კულტურების წარმოების ზრდის თვალსაზრისით;
ე) ქართულ ვალუტაში 2005 წლის 11 მარტის „ნოტათა გაცვლის“ მე-6 პუნქტის 1-ლი ქვეპუნქტის „ა“ ქვეპარაგრაფით დადგენილი დეპოზიტის შენახვის პოლიტიკის ფორმირებაში დახმარება და დეპონირებული თანხის ეფექტიანი გამოყენების თაობაზე მოსაზრებების გაცვლა;
ვ) პროდუქციისა და დეპონირებული თანხის გამოყენების საჯაროობის თაობაზე მოსაზრებების გაცვლა;
ვ) ნებისმიერი სხვა საკითხის განხილვა, რომელიც შესაძლოა წარმოიშვას 2005 წლის 11 მარტის „ნოტათა გაცვლიდან“ ან მასთან დაკავშირებით.
მუხლი 5🔗. საკონკურსო კომისიის შექმნა და მისი საქმიანობის წესი
1. კომისია იქმნება სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანებით.
2. კომისიას ჰყავს თავმჯდომარე, პასუხისმგებელი მდივანი და წევრები.
3. კომისიის წევრებად შეიძლება იყვნენ როგორც მმართველი ორგანოს, ასევე წინასწარ შეთანხმების საფუძველზე, სახელმწიფო ორგანოებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
4. კომისიის შემადგენლობაში არ შეიძლება იყოს პირი, რომელიც არის მაძიებლის ახლო ნათესავი, ფონდის ან კავშირის სახით არსებული იურიდიული პირის დამფუძნებელი ან წევრი, ან პირი, რომელსაც აქვს წილი იურიდიული პირის საწესდებო კაპიტალში.
5. კომისია თავის სხდომაზე განიხილავს მაძიებელთა განაცხადებს, აძლევს შეფასებას და ღებულობს შესაბამის გადაწყვეტილებას.
6. კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა საერთო რაოდენობის ნახევარზე მეტი.
7. მომხმარებლის შერჩევის პროცესში:
ა) კომისიის გადაწყვეტილების მისაღებად საჭიროა დამსწრეთა ხმების ნახევარზე მეტი;
ბ) კომისიის წევრების გადაწყვეტილება მიიღება წერილობითი ფორმით;
გ) ხმების გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.
8. კომისიის სხდომის შესახებ დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ სხდომაზე დამსწრე კომისიის წევრები.
9. კომისიის სხდომის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ძალაში შედის საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანებით.
მუხლი 6🔗. განცხადება იაპონიის გრანტის 2KR-VII პროგრამის ფარგლებში მიღებული ტექნიკის კონკურსის წესით განაწილების შესახებ
1. განცხადება კონკურსის ჩატარების შესახებ უნდა გამოქვეყნდეს განაცხადების მიღების დაწყებამდე არანაკლებ 15 კალენდარული დღით ადრე მასობრივ საინფორმაციო საშუალებებში.
2. განცხადება კონკურსის ჩატარების შესახებ უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
ა) მმართველი ორგანოს რეკვიზიტებს;
ბ) გრანტის ფარგლებში მიღებული სასოფლო-სამეურნეო წარმოების საშუალებების დასახელებას, ერთეულის ღირებულებას და რაოდენობას ლოტების მიხედვით, ლოტების საერთო ღირებულებას;
გ) კონკურსის პრიორიტეტებს;
დ) განაცხადის მიღების დაწყების, დამთავრების ვადებს, საკონტაქტო ტელეფონს;
ე) განაცხადების გახსნის თარიღს, დროს და ადგილს;
ვ) საუკეთესო წინადადების გამოვლენის კრიტერიუმებს;
ზ) მოთხოვნებს:
ზ.ა) კონკურსის ჩატარებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში უზრუნველყოს ბეს ჩარიცხვა;
ზ.ბ) ბეს ჩარიცხვიდან 15 სამუშაო დღის ვადაში გააფორმოს ხელშეკრულება და უზრუნველყოს მისი ნოტარიული დამოწმება;
ზ.გ) დაიცვას ტექნიკის მოვლა-შენახვის საექსპლუატაციო წესები;
ზ.დ) უზრუნველყოს ლოტის ღირებულების სრული დაფარვა არა უგვიანეს 2011 წლის 11 მარტისა.
თ) მითითებას მაძიებლების მიერ საკონკურსო დოკუმენტაციის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და განმარტებების მოთხოვნის შესაძლებლობების შესახებ;
ი) კომისიის პასუხისმგებელი მდივნის სამსახურებრივ კოორდინატებს, რომელიც უფლებამოსილია კონკურსის შესახებ დამატებითი ინფორმაციის გაცემის თაობაზე;
კ) გრანტით მიღებული ტექნიკის ადგილმდებარეობის და საკონტაქტო პირის მისამართი.
მუხლი 7🔗. კონკურსში მონაწილეობის პირობები
1. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად მმართველ ორგანოში დაინტერესებულმა პირმა დალუქული კონვერტით (შესაბამისი აღნიშვნით) უნდა წარმოადგინოს შემდეგი ინფორმაცია:
ა) დამტკიცებული ფორმის მიხედვით შევსებული განაცხადი, სადაც სავალდებულოა მითითებული იყოს ტექნიკის დასახელება ან ლოტის შემთხვევაში ლოტი, მაძიებლის თანხმობა საკონკურსო პირობების შესრულებაზე და ბეს ოდენობა ტექნიკის ან ლოტის ღირებულების არანაკლებ 20%-ისა;
ბ) ბიზნესგეგმა;
გ) ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
დ) ცნობა სასამართლოდან ან საგადასახადო ორგანოდან, რომ არ ხორციელდება კონკურსში მონაწილე პირის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
ე) ცნობა სასამართლოდან, რომ მის მიმართ არ მიმდინარეობს გაკოტრების ან რეაბილიტაციის საქმის წარმოება;
ვ) ცნობა შინაგან საქმეთა სამინისტროდან, რომ კონკურსში მონაწილე პირის ხელმძღვანელის ან ხელმძღვანელების მიმართ არ არის აღძრული სისხლის სამართლის საქმე და ძებნაში არ იმყოფებიან;
ზ) ცნობა შესაბამისი საგადასახადო ორგანოდან ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არარსებობის შესახებ;
თ) ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობა, თუ იგი მოქმედებს სხვა პირის სახელით;
ი) პირადობის დამადასტურებელი მონაცემები (ასლი) (ფიზიკური პირის შემთხვევაში);
კ) სხვა დოკუმენტები, რომელსაც საჭიროდ მიიჩნევს მმართველი ორგანო.
2. კონკურსში მონაწილეობაზე განაცხადების მიღება დამთავრდება მმართველი ორგანოს მიერ დადგენილ დღესა და საათს. დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ განაცხადი არ მიიღება. განაცხადის შემოსვლის თარიღი განისაზღვრება დარეგისტრირების თარიღით.
3. მმართველი ორგანოს კანცელარია ახორციელებს მაძიებლის კონკურსში მონაწილეობის განცხადების რეგისტრაციას კონკურსში მონაწილეთა დავთარში მას შემდეგ, რაც მაძიებლის მიერ წარმოდგენილი იქნება ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად დალუქული კონვერტი.
4. კონკურსში „მონაწილეს“ უფლება აქვს განაცხადების გახსანამდე კომისიას თხოვნით მიმართოს განაცხადის გატანის, მისი შეცვლის ან მასში ცვლილების შეტანის თაობაზე.
5. მმართველმა ორგანომ უნდა უზრუნველყოს მიღებული განაცხადების უსაფრთხო შენახვა განაცხადების გახსნამდე.
6. განაცხადის გახსნის შემდეგ მასში ცვლილებების შეტანა დაუშვებელია.
მუხლი 8🔗. განაცხადების გახსნა და შერჩევა
1. საკონკურსო კომისია დადგენილ დღესა და საათზე ხსნის კონვერტებს შემოსული განაცხადებით.
2. განცხადების გახსნის შემდეგ პირველ რიგში უნდა განხორციელდეს მათი შერჩევა. შერჩევის მიზანია წარმოდგენილი განაცხადების მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა.
3. შერჩევის პროცედურის დროს მოწმდება:
ა) სრულად არის თუ არა ყველა საჭირო დოკუმენტაცია, მათ შორის, ნებისმიერი დოკუმენტი, რომელიც უნდა დაერთოს განაცხადს;
ბ) არის თუ არა ყველა დოკუმენტი შედგენილი შესაბამისი ფორმის დაცვით (უფლებამოსილი პირის ხელმოწერა, საჭიროების შემთხვევაში, ბეჭდით დამოწმება, თარიღის მითითება და სხვა).
4. განცხადების შერჩევის დროს უნდა შემოწმდეს არის თუ არა მათში დაშვებული მექანიკური შეცდომები. შეცდომების გამოვლენის შემთხვევაში, კომისიამ ამ განაცხადის წარმომდგენ მაძიებელს უნდა შესთავაზოს დაშვებული შეცდომის გასწორება.
5. განაცხადი არ ჩაითვლება მისაღებად და არ დაიშვება შეფასებისათვის შემდეგ შემთხვევაში:
ა) თუ მაძიებლის მიერ არ არის წარმოდგენილი ყველა განსაზღვრული დოკუმენტი;
ბ) თუ მაძიებელი უარს განაცხადებს ან არ დაეთანხმება განაცხადში ამ მუხლს მე-4 პუნქტში მითითებული მექანიკური შეცდომების გასწორებაზე;
გ) თუ განაცხადი არ შეესაბამება საკონკურსო განცხადების მოთხოვნებს;
დ) თუ კონკურსის პროცედურებში მონაწილე პირის მიერ წარმოდგენილი მონაცემები ან მათი დამადასტურებელი დოკუმენტები აღმოჩნდება ყალბი.
6. კონკურსი ითვლება არშემდგარად, თუ:
ა) განცხადების გამოქვეყნებიდან დადგენილ ვადაში არ იქნა შეტანილი არც ერთი განაცხადი;
ბ) წარდგენილი განაცხადებიდან არც ერთი არ შეესაბამება საკონკურსო განცხადების მოთხოვნებს.
7. მე-6 პუნქტის „ა‘‘ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საკონკურსო კომისია იღებს გადაწყვეტილებას არშემდგარად გამოცხადების შესახებ.
8. მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საკონკურსო კომისია იღებს გადაწყვეტილებას ღირებულების შემცირებაზე არანაკლებ FOB ფასის ნახევრისა.
მუხლი 9🔗. განაცხადის განხილვისა და შეფასების წესი
1. შეფასებისათვის დაშვებული განაცხადების შერჩევის შემდეგ, კომისია ახდენს განაცხადების დეტალურ განხილვას და შესწავლას.
2. განაცხადების დეტალური განხილვისა და შესწავლის შემდეგ კომისია ახდენს განაცხადების შეფასებას, საკონკურსო განცხადებაში მითითებული კრიტერიუმების მიხედვით ამ კრიტერიუმების პრიორიტეტულობის გათვალისწინებით.
3. განაცხადის შეფასებისას გამოიყენება შემდეგი კრიტერიუმები:
ა) ლოტის ღირებულების სრული დაფარვა – კოეფიციენტი 0,6;
ბ) ბეს ოდენობა – ლოტის ღირებულების 20%-ზე ზევით – კოეფიციენტი 0.4.
4. შეფასების გამოყენებულ თითოეულ კრიტერიუმს უნდა გააჩნდეს ციფრობრივად გამოსახული ხვედრითი წონა ჯამურ შეფასებაში (პრიორიტეტულობის მაჩვენებელი), რომელიც უნდა გამოიხატოს კოეფიციენტის სახით. ამასთან ერთად, ყველა კრიტერიუმის პრიორიტეტულობის ჯამი უნდა უდრიდეს ერთ მთელს.
5. კომისიის თითოეული წევრი წერილობითი ფორმით აფასებს ყოველი მაძიებლის განაცხადს ცალ-ცალკე, ყოველი კრიტერიუმის მიხედვით ათქულიანი სისტემით. თითოეული კრიტერიუმისათვის მაძიებლისათვის მინიჭებული ქულა მრავლდება ამ კრიტერიუმის პრიორიტეტულობის კოეფიციენტზე, ხოლო მიღებული ნამრავლების დაჯამებით გამოითვლება თითოეული მაძიებლის განაცხადის ჯამური შეფასება. კომისიის წევრის მიერ ერთ-ერთი მაძიებლისათვის მინიჭებული ყველაზე მაღალი ჯამური შეფასება ჩაითვლება ამ მაძიებლისათვის მიცემულ ხმად. კომისიის წევრები თავის წერილობით შეფასებაზე წერენ დასკვნას და ადასტურებენ ხელმოწერით.
6. თუ ორი ან მეტი მაძიებელი მიიღებს ერთნაირ შეფასებას, კომისიის წევრი ადარებს ქულებს კრიტერიუმების მიხედვით და უპირატესობას ანიჭებს იმ მაძიებელს, რომელსაც მეტი ქულა აქვს მიღებული უფრო მაღალი კოეფიციენტის მქონე კრიტერიუმის მიხედვით. იმ შემთხვევაში, თუ შეფასება აბსოლუტურად იდენტურია, კომისიის წევრმა უნდა გადაწყვიტოს თუ რომელს ანიჭებს უპირატესობას და წერილობით დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება.
7. გამარჯვებულად ჩაითვლება ის მაძიებელი, რომელსაც კომისიის წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობა მიანიჭებს უპირატესობას. ხმების თანაბრად განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტად ითვლება კომისიის თავმჯდომარის ხმა.
8. საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილება კონკურსში გამარჯვებული მაძიებლის შესახებ ფორმდება ოქმის სახით, რომელსაც თან ერთვის კომისიის წევრთა წერილობითი შეფასებები და დასკვნები. ოქმში მითითებული უნდა იყოს ინფორმაცია განაცხადების განხილვაში მონაწილე პირების და კონკურსში მონაწილე მაძიებლების შესახებ, აგრეთვე მაძიებლების მიერ წარმოდგენილი განაცხადების მოკლე აღწერა შეფასების კრიტერიუმების მიხედვით.
9. გადაწყვეტილების მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში კომისია აცნობებს შედეგებს კონკურსში მონაწილე ყველა მაძიებელს და იწვევს გამარჯვებულებს ხელშეკრულების გასაფორმებლად.
მუხლი 10🔗. მომხმარებელთან ხელშეკრულების გაფორმება
1. მომხამარებლისათვის კომისიის გადაწყვეტილების გაგზავნიდან არა უგვიანეს 30 კალენდარული დღის ვადაში მმართველ ორგანოსა და მომხმარებლებს შორის ფორმდება ხელშეკრულებები.
2. ხელშეკრულება იდება მომხმარებლის განაცხადით გათვალისწინებული პირობების საფუძველზე.
3. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი უარს აცხადებს ხელშეკრულების გაფორმებაზე, ან ამავე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში ვერ უზრუნველყოფს მის მიერ შემოთავაზებული ბეს გადახდას, მმართველი ორგანო წერილობითი გაფრთხილების შემდგომ, ხელშეკრულების გასაფორმებლად იწვევს იმ მაძიებელს, რომელმაც პირველი მაძიებლის შემდეგ უკეთესი განაცხადი წარადგინა შესაბამის ლოტზე.
4. იმ შემთხვევაში, თუ ლოტი არ გათამაშდა, საკონკურსო კომისია მსჯელობს მისი დაშლის და ხელახლად რეალიზაციისათვის გატანის ან ლოტის ღირებულების შემცირების თაობაზე, მაგრამ არანაკლებ FOB ფასის ნახევრისა. ეს პროცედურა გრძელდება მანამდე, სანამ გრანტით მიღებული ტექნიკა არ განაწილდება სრულად.
5. მმართველ ორგანოსა და მომხმარებელს შორის გაფორმებული ხელშეკრულება დასტურდება ნოტარიუსის მიერ (სანოტარო ხარჯებს ანაზღაურებს მომხმარებელი).
მუხლი 11🔗. მომხმარებლის მხრიდან ხელშეკრულების პირობების დარღვევა
მმართველი ორგანო უფლებამოსილია მომხმარებლის მიერ ხელშეკრულების რომელიმე სხვა პუნქტის დარღვევის შემთხვევაში უპირობოდ გავიდეს ხელშეკრულებიდან და დაიბრუნოს ტექნიკა გამართულ მდგომარეობაში, ხოლო მომხმარებელს თანხა არ დაუბრუნდება და იგი ჩაითვლება მიყენებული ზიანის ანაზღაურებად.
მუხლი 12🔗. ფორსმაჟორი
1. ხელშეკრულების მონაწილე მხარეები თავისუფლდებიან ვალდებულების შეუსრულებლობისათვის პასუხისმგებლობისგან, თუ ვალდებულების შესრულებას ხელი შეუშალა დაუძლეველმა და მოცემულ შემთხვევაში აუცდენელმა ძალამ, რომლის გადალახვა აღემატებოდა მხარეთა შესაძლებლობებს, როგორიცაა წყალდიდობა, ქარიშხალი, მიწისძვრა, ომი, გაფიცვა და სხვა.
2. მმართველი ორგანო ვალდებულია, ფორსმაჟორული გარემოების დადგომისას, 5 დღის ვადაში აცნობოს საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატას, დონორს და მოიწვიოს კომიტეტი.
მუხლი 13🔗. დასკვნითი დებულება
წესის ძალადაკარგულად გამოცხადება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანებით.