„რეგულირების საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს კანონი (1)
- რეგულირების საფასურის შესახებ 01.07.2005
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს კანონი |
მუხლი 1. „რეგულირების საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №38, 15.07.2005, მუხ. 260) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 2. კანონის მოქმედების სფერო ამ კანონის მოქმედება ვრცელდება ყველა ორგანოზე, რომლებიც, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, არიან დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოები, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებზე − გარემოს ეროვნულ სააგენტოზე, რომელიც ახორციელებს ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის რეგულირებას, და მინერალური რესურსების ეროვნულ სააგენტოზე, რომელიც ახორციელებს სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობის რეგულირებას, აგრეთვე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე − ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოზე, რომელიც ახორციელებს ნავთობისა და გაზის ოპერაციების, ბუნებრივი წყალბადის ოპერაციების, ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების ან/და ტრანსპორტირების საქმიანობის რეგულირებას.“. 2. 51 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ინვესტორის წილი ნავთობისა და გაზის (მათ შორის, საკომპენსაციო ნავთობისა და გაზის) მოპოვების, ნავთობისა და გაზის სახელმწიფოს კუთვნილი წილის განკარგვისა და ბუნებრივი წყალბადის მოპოვების რეგულირების საფასურები გადაიხდება არაუგვიანეს ყოველი კვარტალის მომდევნო თვის 15 რიცხვისა. 5. ბუნებრივი რესურსებით (გარდა ნავთობისა, გაზისა, ბუნებრივი წყალბადისა და სასარგებლო წიაღისეულისა) სარგებლობის რეგულირების საფასურის ანგარიშგების წესი განისაზღვრება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გარემოს ეროვნული სააგენტოს ნორმატიული აქტით. სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობის რეგულირების საფასურის ანგარიშგების წესი განისაზღვრება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს ნორმატიული აქტით, ხოლო „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით რეგულირებული ურთიერთობების შემთხვევაში – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს ნორმატიული აქტით.“. 3. დანართის ცხრილის: ა) მე-10 გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „
“; ბ) 23-ე−25-ე გრაფები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „
“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს. |
თბილისი, 12 ივნისი 2025 წ. N676-IIმს-XIმპ |
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „რეგულირების საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს კანონი „რეგულირების საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 12.06.2025.
- როდის იქნა მიღებული „რეგულირების საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „რეგულირების საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 12.06.2025. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №676-IIმს-XIმპ. სარეგისტრაციო კოდი — 310120000.05.001.102657.
- რამდენი მუხლისგან შედგება „რეგულირების საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „რეგულირების საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „რეგულირების საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 12.06.2025 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „რეგულირების საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, №676-IIმს-XIმპ, 12.06.2025, სარეგისტრაციო კოდი 310120000.05.001.102657 (კონსოლიდირებული რედაქცია 12.06.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6524383/