„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს კანონი (1)
- მაუწყებლობის შესახებ 23.12.2004
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს კანონი |
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №5, 18.01.2005, მუხ. 19) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-8 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. გადაწყვეტილება, რომელიც მაუწყებლის ავტორიზაციის შეჩერების/გაუქმების საკითხს ეხება, არ შეიძლება დაუყოვნებლივ აღსრულდეს. ასეთ დავასთან დაკავშირებით სასარჩელო წარმოების პროცესში სანქციის მოქმედება შეჩერდება.“.
2. 70-ე მუხლის:
ა) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„9. კომისია უფლებამოსილია მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლისგან გამოითხოვოს, ხოლო მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია კომისიას სრულად და განსაზღვრულ ვადაში მიაწოდოს ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, მათ შორის, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების, ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობებისა და ქცევის კოდექსის მოთხოვნების შესრულების თაობაზე, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია და „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლით ან „მიკრობანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლით გათვალისწინებული კონფიდენციალური ინფორმაცია (საბანკო საიდუმლოება). მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის მიერ კომისიისთვის არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდება ინფორმაციის მიუწოდებლობად მიიჩნევა. მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებელმა მოთხოვნილი ინფორმაცია კომისიას უნდა წარუდგინოს მისი მოთხოვნიდან 15 დღის ვადაში, თუ კომისიის მიერ სხვა ვადა არ არის დადგენილი. კომისია უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებისა და ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანქციები.“;
ბ) მე-9 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 91 პუნქტი:
„91. მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის მიერ „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლით ან „მიკრობანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლით გათვალისწინებული კონფიდენციალური ინფორმაციის კომისიისთვის მიუწოდებლობის ან არასრულად მიწოდების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია აღნიშნული ინფორმაცია გამოითხოვოს კომერციული ბანკისგან ან/და მიკრობანკისგან საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

თბილისი, 12 ივნისი 2025 წ. N667-IIმს-XIმპ |