ზესტაფონის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმის მიწებიდან სოფელ ტაბაკინის დამეწყრილი კომლებისათვის საკარმიდამო მიწის ფონდის გამოყოფის შესახებ

მიღების თარიღი 29.10.1990
გამომცემი ორგანო საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭო
ნომერი №625
სარეგისტრაციო კოდი 000000010.02(0).000.000110 111
გამოქვეყნების წყარო საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს დადგენილებები, 10, 31/10/1990
105 სიტყვა · ~1 წთ

დოკუმენტის ტექსტი

ზესტაფონის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმის მიწებიდან სოფელ ტაბაკინის დამეწყრილი კომლებისათვის საკარმიდამო მიწის ფონდის გამოყოფის შესახებ საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს დადგენილება №625 1990 წლის 29 ოქტომბერი ქ. თბილისი ზესტაფონის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმის მიწებიდან სოფელ ტაბაკინის დამეწყრილი კომლებისათვის საკარმიდამო მიწის ფონდის გამოყოფის შესახებ საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭო ადგენს: დამტკიცდეს ზესტაფონის რაიონის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასკომის 1990 წლის 18 მაისის №190 გადაწყვეტილება და გამოიყოს სოფელ ტაბაკინის დამეწყრილი 16 კომლის უსაფრთხო ადგილას დასასახლებლად საკარმიდამო მიწის ფონდში ზესტაფონის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმის მიწებიდან 3 ჰექტარი ფართობი. აქედან: სახნავი — 0,7 ჰექტარი, ჩაი — 1,3 ჰექტარი, ბაღი — 1,0 ჰექტარი. საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე  ნ. ჭითანავა საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს საქმეთა მმართველის მოადგილე ა. პაიჭაძე