„საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის სასესხო შეთანხმების (ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერება ენერგეტიკული ურთიერთკავშირისა და განახლებადი ენერგიის პროგრამის მეშვეობით − მრავალფაზიანი პროგრამული მიდგომის I ფაზა)“
მიღების თარიღი 07.06.2024
ძალაში შესვლა 26.02.2025
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №1076
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016827 920
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 19/06/2025
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
„საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (პროექტი Log-In Georgia-ს დამატებითი დაფინანსება)“ „საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (საქართველოს მდგრადი სოფლის მეურნეობის, ირიგაციისა და მიწის პროექტი)“ „საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის (ბაკურიანის მუნიციპალური მომსახურების პროექტი)“ სასესხო შეთანხმება (საოპერაციო ნომერი 48098) სასესხო შეთანხმება (საქართველოში მყარი ნარჩენების მართვის პროექტი) საქართველოს და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის თარიღი 12 ივლისი 2016 სასესხო შეთანხმება (საქართველოში მყარი ნარჩენების მართვის პროექტი)საქართველოს და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის
თარიღი 12 ივლისი 2016 „საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის სასესხო შეთანხმების (თბილისის მეტროს მოდერნიზაციის პროექტი)“
დოკუმენტის ტექსტი
„საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის სასესხო შეთანხმების (ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერება ენერგეტიკული ურთიერთკავშირისა და განახლებადი ენერგიის პროგრამის მეშვეობით − მრავალფაზიანი პროგრამული მიდგომის I ფაზა)“
სესხი ნომერი 9673-GE
საქართველოსა
და
რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის
სასესხო შეთანხმება
(ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერება ენერგეტიკული ურთიერთკავშირისა და განახლებადი ენერგიის პროგრამის მეშვეობით – მრავალფაზიანი პროგრამული მიდგომის I ფაზა)
შეთანხმების თარიღია საქართველოსა („მსესხებელი“) და რეკონსტრუქციისა და განვითრების საერთაშორისო ბანკის („ბანკი“) მიერ ამ დოკუმენტის ხელმოწერის თარიღი. ამ შეთანხმების საფუძველზე მსესხებელი და ბანკი თანხმდებიან შემდეგზე:
მუხლი I – ზოგადი პირობები; განსაზღვრებები
1.01. „ზოგადი პირობები“ (რომელიც განსაზღვრულია ამ შეთანხმების დანართში) ვრცელდება ამ შეთანხმებაზე და მის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს.
1.02. თუ კონტექსტიდან სხვაგვარი მნიშვნელობა არ გამომდინარეობს, ამ შეთანხმების ტექსტში გამოყენებულ ტერმინებს აქვს „ზოგად პირობებში“ ან ამ შეთანხმების დანართში განსაზღვრული მნიშვნელობები.
მუხლი II – სესხი
2.01. ბანკი თანახმაა მსესხებელს გამოუყოს ოცდათორმეტი მილიონ ოთხასი ათასი ევროს (32,400,000 ევრო) ოდენობის სესხი, რომლის კონვერტაცია შეიძლება პერიოდულად განხორციელდეს ვალუტის კონვერტაციის („სესხი“) საშუალებით, ამ შეთანხმების 1-ელ განრიგში აღწერილი პროექტის („პროექტი”) დაფინანსების ხელშეწყობის მიზნით.
2.02. მსესხებელს საკრედიტო სახსრების ათვისება შეუძლია ამ შეთანხმების მე -2 განრიგის III ნაწილის შესაბამისად.
2.03. სესხის გაცემის ერთჯერადი საკომისიო შეადგენს სესხის თანხის ერთი პროცენტის მეოთხედს (0.25%).
2.04. ვალდებულების გადასახდელი შეადგენს აუთვისებელი საკრედიტო ნაშთის ერთი პროცენტის მეოთხედს (0.25%) წელიწადში.
2.05. საპროცენტო განაკვეთი წარმოადგენს საბაზისო განაკვეთის და ფიქსირებული სპრედის ჯამს ან ისეთ განაკვეთს, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს კონვერტაციის შემდეგ „ზოგადი პირობების“ 3.02 (e) ნაწილის შესაბამისად.
2.06. გადახდის თარიღებია ყოველი წლის 15 იანვარი და 15 ივლისი.
2.07. სესხის ძირი დაფარული უნდა იყოს ამ შეთანხმების მე-3 განრიგის შესაბამისად.
მუხლი III – პროექტი
3.01. მსესხებელი აცხადებს, რომ ვალდებულებას იღებს შეასრულოს ამ პროექტით და „მრავალფაზიანი პროგრამული მიდგომის პროგრამით“ დასახული ამოცანები. ამ მიზნით, მსესხებელი უზრუნველყოფს პროექტის განხორციელებას პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციის მიერ „ზოგადი პირობების“ V მუხლის, წინამდებარე შეთანხმების მე-2 განრიგის და პროექტის შეთანხმების დებულებების შესაბამისად.
მუხლი IV – ბანკის ხელთ არსებული დამცავი მექანიზმები
4.01. შეჩერების დამატებითი გარემოება გულისხმობს შემდეგს, კერძოდ, ისეთ შემთხვევებს, როდესაც ადგილი აქვს პროექტის შემსრულებელი ორგანიზაციის მარეგულირებელი კანონმდებლობის ცვლილებას, შეჩერებას, გაუქმებას, ძალადაკარგულად გამოცხადებას ან შეუსრულებლობას, რაც არსებით და უარყოფით გავლენას ახდენს პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციის უნარზე, განახორციელოს პროექტის შეთანხმებით განსაზღვრული თავისი რომელიმე ვალდებულება.
4.02. დაჩქარების დამატებითი გარემოება გულისხმობს შემდეგს, კერძოდ იმას, რომ მოვლენა, რომელიც განსაზღვრულია წინამდებარე შეთანხმების 4.01 ნაწილში მოხდა და გრძელდება ოთხმოცდაათი (90) დღის განმავლობაში ბანკის მიერ მსესხებლისთვის მოვლენის შესახებ შეტყობინების მიღებიდან.
მუხლი V – ძალაში შესვლა; შეწყვეტა
5.01. შეთანხმების ძალაში შესვლასთან დაკავშირებული დამატებითი პირობებია:
(a) თანხის გადაცემის შეთანხმება გაფორმებულია მსესხებლისა და პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციის სახელით.
(b) პროექტის განმახორციელებელ ორგანიზაციას დამტკიცებული აქვს „საოპერაციო სახელმძღვანელო“, რომელსაც ბანკისთვის დამაკმაყოფილებელი ფორმა და შინაარსი აქვს.
5.02. შეთანხმება ძალაშია ხელმოწერის თარიღიდან ას ოთხმოცი (180) დღის განმავლობაში.
მუხლი VI – წარმომადგენელი; მისამართები
6.01. მსესხებლის წარმომადგენელია მისი ფინანსთა სამინისტრო ან ამ უკანასკნელის ნებისმიერი სამართალმემკვიდრე.
6.02. „ზოგადი პირობების“ 10.01 ნაწილის მიზნებისთვის:
(a) მსესხებლის მისამართია:
ფინანსთა სამინისტრო
გორგასლის ქუჩა 16
თბილისი 0114
საქართველო; და
(b) მსესხებლის ელექტრონული მისამართია:
ელ-ფოსტა:
publicdebt@mof.ge
6.03. „ზოგადი პირობები“-ს“ 10.01 ნაწილის მიზნებისთვის:
(a) ბანკის მისამართია:
რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი (IBRD)
1818 H ქუჩა, N.W.
ვაშინგტონი, კოლუმბიის ოლქი, 20433
ამერიკის შეერთებული შტატები; და
(b) ბანკის ელექტრონული მისამართია:
Telex:
248423(MCI) ან 64145(MCI)
ფაქსიმილე:
1-202-477-6391
ელ-ფოსტა:
rpryce@worldbank.org
შეთანხმება მიღწეულია შეთანხმების ხელმოწერის თარიღის მდგომარეობით.
საქართველო
ლაშა ხუციშვილი
უფლებამოსილი წარმომადგენელი
სახელი, გვარი:
თანამდებობა:
თარიღი:
ლაშა ხუციშვილი
ფინანსთა მინისტრი
7 ივნისი, 2024
რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი
როლანდ პრაისი
უფლებამოსილი წარმომადგენელი
სახელი, გვარი:
თანამდებობა:
თარიღი:
როლანდ პრაისი
რეგიონული დირექტორი
5 ივნისი, 2024
განრიგი 1
პროექტის აღწერა
პროექტის მიზანია შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის (BSSC) პროექტის განხორციელებისთვის მზადყოფნის გაზრდა.
პროექტი წარმოადგენს „მრავალფაზიანი პროგრამული მიდგომის პროგრამის“ ფაზას და შედგება შემდეგი ნაწილებისგან:
ნაწილი 1: შავი ზღვის ფსკერის კვლევები
(a) შავი ზღვის ფსკერის გეოფიზიკური კვლევის, გეოტექნიკური კვლევისა და სხვა კვლევების ჩატარება საქართველოსა და რუმინეთს შორის წყალქვეშა საკაბელო სისტემისთვის (როგორც ელექტროენერგიის, ასევე ციფრული სისტემების) სიცოცხლისუნარიანი დერეფნის გამოსავლენად.
(b) პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციისთვის ტექნიკური დახმარების გაწევა შავი ზღვის ფსკერის შესწავლის პროექტირებაში, შესყიდვასა და ზედამხედველობაში, ნაწილი 1(a)-ის შესაბამისად.
ნაწილი 2: იურიდიული და ფინანსური საკონსულტაციო და ტექნიკური დახმარება
(a) პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციისთვის BSSC პროექტის მომზადებისა და განხორციელებისთვის ინსტიტუციური, სამართლებრივი, მარეგულირებელი და ფინანსური საკონსულტაციო მომსახურების უზრუნველყოფა, მათ შორის: (i) საერთაშორისო სამუშაო ჯგუფის ფუნქციონირება; (ii) იმ ვალდებულებების შესრულება, რომლებიც გათვალისწინებულია შესაბამისი მოქმედი საერთაშორისო კონვენციებითა და BSSC პროექტის მარეგულირებელი საერთაშორისო შეთანხმებებით, რომლის მხარეც არის მსესხებელი; (iii) მსესხებლის ენერგეტიკული სექტორის შესაბამისობაში მოყვანა ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორთა ევროპული ქსელის ENTSO-E-ს მოთხოვნების და ევროკავშირის შესაბამისი რეგულაციების მოთხოვნებთან; და (iv) BSSC პროექტის და მასთან დაკავშირებული ბაზრის სტრუქტურის აწყობა და დაფინანსება.
(b) მოსამზადებელი ტექნიკური კვლევების ჩატარება BSSC პროექტის დასაკავშირებლად მსესხებლის შიდა მაღალი ძაბვის ქსელთან, მათ შორის, inter alia შესაბამისი სატენდერო დოკუმენტაციის მომზადების მხარდაჭერა საჰაერო გადამცემი ხაზის მისაერთებლად.
(c) პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციისთვის ტექნიკური დახმარების გაწევა გარემოსდაცვითი და სოციალური რისკების შეფასების განსახორციელებლად და გარემოსდაცვითი და სოციალური ინსტრუმენტების მოსამზადებლად, რათა შერბილდეს საქართველოსა და რუმინეთის დამაკავშირებელი წყალქვეშა საკაბელო სისტემის და შესაბამისი სახმელეთო საჰაერო გადამცემი ხაზების მშენებლობით გამოწვეული გარემოსდაცვითი და სოციალური რისკები.
(d) ტექნიკური დახმარების გაწევა დაინტერესებული მხარეებისა და მოქალაქეების ჩართულობისთვის და BSSC პროექტის მომზადებასა და განხორციელებასთან დაკავშირებული საკომუნიკაციო კამპანიებისთვის.
(e) ტექნიკური დახმარების გაწევა უსაფრთხოების რისკის დროული შეფასების მხარდასაჭერად, რათა უზრუნველყოფილი იყოს უახლესი ინფორმაცია უსაფრთხოების რისკების შესახებ, რომლებიც გავლენას ახდენენ BSSC პროექტის მომზადებასა და განხორციელებაზე.
განრიგი 2
პროექტის განხორციელება
ნაწილი I. განხორციელების მექანიზმები
A. ინსტიტუციური მექანიზმები.
1. მსესხებელი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს (MoESD) მეშვეობით, უზრუნველყოფს პროექტის სტრატეგიულ კოორდინაციას და პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციის მხარდაჭერას.
2. მსესხებელი ვალდებულია უზრუნველყოს პროექტის განხორციელება პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციის მიერ წინამდებარე შეთანხმების, პროექტის შეთანხმების, თანხის გადაცემის შეთანხმებისა და საოპერაციო სახელმძღვანელოს შესაბამისად და არ აქვს უფლება უარი თქვას, შეიტანოს, შეცვალოს, ან გააუქმოს აღნიშნული სახელმძღვანელოს რომელიმე დებულება, ან უარი თქვას მისი რომელიმე დათქმის შესრულებაზე ბანკის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. საოპერაციო სახელმძღვანელოს დებულებებსა და წინამდებარე შეთანხმების, პროექტის შეთანხმების ან თანხის გადაცემის შეთანხმების დებულებებს შორის რაიმე შეუსაბამობის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება წინამდებარე შეთანხმებების დებულებებს.
3. პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციისთვის პროექტის განხორციელებაში დახმარების გაწევის მიზნით და პროექტის შესრულების სათანადო კოორდინაციის უზრუნველსაყოფად, მსესხებელი ვალდებულია უზრუნველყოს პროექტის განმახორციელებელ ორგანიზაციაში „საერთაშორისო პროექტებისა და ანგარიშგების დეპარტამენტის“ (IPRD) არსებობა პროექტის მთელი პერიოდის განმავლობაში, რომელიც უზრუნველყოფილი უნდა იყოს პროექტისთვის საჭირო ადეკვატური რესურსებითა და საშუალებებით და ჰყავდეს ადეკვატური რაოდენობის პროფესიონალი პერსონალი, რომელთა კვალიფიკაცია, გამოცდილება და სამუშაო პირობები მისაღები იქნება ბანკისთვის.
B. თანხის გადაცემის შეთანხმება
1. პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციის მიერ პროექტის განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, მსესხებელი ვალდებულია პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციისთვის ხელმისაწვდომი გახადოს სესხის თანხები თანხის გადაცემის შეთანხმების საფუძველზე, რომელიც უნდა გაფორმდეს ფინანსთა სამინისტროს (MoF) (მსესხებლის სახელით), ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და პროექტის განმახორციელებელ ორგანიზაციას შორის, ბანკისთვის მისაღები ვადებითა და პირობებით, რაც, სხვა პირობებთან ერთად, მოიცავს შემდეგ ვადებსა და პირობებს:
(a) პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაცია ვალდებულია გამოიყენოს სესხის თანხები ამ შეთანხმებისა და „პროექტის შეთანხმების“ შესაბამისად;
(b) სესხის თანხა ხელმისაწვდომი უნდა იყოს პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციისთვის პროექტის განსახორციელებლად;
(c) იმ შემთხვევაში, თუ თანხის გადაცემის შეთანხმება მოითხოვს პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციის მიერ სესხის დაფარვას, ის გადაიხდის პროცენტს მის მიერ ათვისებული სესხის ძირის თანხაზე, რომელიც დროდადრო გადასახდელი იქნება მის მიერ, იმ საპროცენტო განაკვეთით, რომელიც დროდადრო გავრცელდება სესხზე ამ შეთანხმების 2.05 ნაწილის დებულებების შესაბამისად;
(d) მსესხებელს უფლება აქვს, შეაჩეროს ან შეწყვიტოს პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციის უფლება, გამოიყენოს სესხიდან მიღებული შემოსავლები, ან მოიპოვოს დაბრუნებული სესხის თანხის მთლიანი ან გარკვეული ნაწილი იმ შემთხვევაში, თუ პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაცია ვერ შეძლებს თანხის გადაცემის შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას; და
(e) დებულება, რომელიც ადგენს, რომ სასესხო შეთანხმებისა და თანხის გადაცემის შეთანხმების რომელიმე დებულებას შორის კონფლიქტის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება სასესხო შეთანხმების დებულებებს.
2. მსესხებელი ვალდებულია ისე განახორციელოს „თანხის გადაცემის შეთანხმებით“ გათვალისწინებული თავისი უფლებები, რომ უზრუნველყოს მსესხებლის და ბანკის ინტერესების დაცვა და კრედიტის მიზნობრიობის მიღწევა. თუ ბანკთან სხვაგვარად არ იქნა შეთანხმებული, მსესხებელს არ აქვს უფლება, თანხის გადაცემის შეთანხმება ან მისი რომელიმე დებულება განსაზღვროს, შეცვალოს, გააუქმოს ან უარი თქვას შესრულებაზე.
C. გარემოსდაცვითი და სოციალური სტანდარტები
1. მსესხებელი ვალდებულია განახორციელოს და უზრუნველყოს, რომ პროექტის განმახორციელებელმა ორგანიზაციამ განახორციელოს პროექტი „გარემოსდაცვითი და სოციალური სტანდარტების“ შესაბამისად, ბანკისთვის მისაღები ფორმით.
2. ზემოთ მოყვანილი პუნქტი 1-ის დებულებების შეზღუდვის გარეშე, მსესხებელი ვალდებულია განახორციელოს და უზრუნველყოს, რომ პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაცია განახორციელებს პროექტს „გარემოსდაცვითი და სოციალური ვალდებულებების გეგმის“ („ESCP“) შესაბამისად, ბანკისთვის მისაღები ფორმით. ამ მიზნით, მსესხებელი ვალდებულია უზრუნველყოს და მიაღწიოს იმას, რომ პროექტის განმახორციელებელმა ორგანიზაციამაც უზრუნველყოს:
(a) „გარემოსდაცვითი და სოციალური ვალდებულებების გეგმაში“ მითითებული ღონისძიებებისა და ქმედებების განხორციელება სათანადო გულმოდგინებითა და ეფექტიანობით, „გარემოსდაცვითი და სოციალური ვალდებულებების გეგმის“ შესაბამისად;
(b) საკმარისი თანხების ხელმისაწვდომობა „გარემოსდაცვითი და სოციალური ვალდებულებების გეგმაში“ მითითებული ღონისძიებების განხორციელების ხარჯების დასაფარად;
(c) „გარემოსდაცვითი და სოციალური ვალდებულებების გეგმის“ განსახორციელებლად პოლიტიკა და პროცედურები შენარჩუნებულია, და კვალიფიციური და გამოცდილი პერსონალი სათანადო რაოდენობით შენარჩუნებულია, როგორც ეს მოცემულია „გარემოსდაცვითი და სოციალური ვალდებულებების გეგმაში“; და
(d) „გარემოსდაცვითი და სოციალური ვალდებულებების გეგმა“ ან მისი რომელიმე დებულება არ იყოს შესწორებული, შეჩერებული ან გაუქმებული, „გარემოსდაცვითი და სოციალური ვალდებულებების გეგმაში“ მოცემული გარდა ისეთი შემთხვევებისა, როდესაც მას ბანკისგან მიღებული ექნება წინასწარი წერილობითი თანხმობა, და უზრუნველყოს რომ მას შემდეგ „გარემოსდაცვითი და სოციალური ვალდებულებების გეგმის“ შესწორებული ვერსია გამოქვეყნდეს დაუყოვნებლივ.
3. „გარემოსდაცვითი და სოციალური ვალდებულებების გეგმასა“ და წინამდებარე შეთანხმების დებულებებს შორის რაიმე შეუსაბამობის შემთხვევაში უპირატესი ძალა ენიჭება წინამდებარე შეთანხმების დებულებებს.
4. მსესხებელი ვალდებულია უზრუნველყოს და მიაღწიოს იმას, რომ პროექტის განმახორციელებელმა ორგანიზაციამაც უზრუნველყოს:
(a) თავის მხრიდან ყველა საჭირო ზომის მიღება, რათა შეაგროვოს, შეადგინოს და მიაწოდოს ბანკს ინფორმაცია „გარემოსდაცვითი და სოციალური ვალდებულებების გეგმასთან“ შესაბამისობის და მასში განსაზღვრული გარემოსდაცვითი და სოციალური ინსტრუმენტების განხორციელების შესახებ, რეგულარული ანგარიშების მეშვეობით, „გარემოსდაცვითი და სოციალური ვალდებულებების გეგმაში“ მითითებული სიხშირით, ხოლო ბანკის მხრიდან მოთხოვნის შემთხვევაში – დაუყოვნებლივ, ცალკე მოხსენებების ან ანგარიშების საშუალებით. ყველა ასეთი ანგარიში წარმოდგენილი უნდა იყოს ბანკისთვის მისაღები ფორმითა და შინაარსით, რომელიც, inter alia, განსაზღვრავს: (i) „გარემოსდაცვითი და სოციალური ვალდებულებების გეგმის“ განხორციელების სტატუსს; (ii) პირობებს, ასეთის არსებობის შემთხვევაში, რომლებიც ხელს უშლის ან ემუქრება „გარემოსდაცვითი და სოციალური ვალდებულებების გეგმის“ განხორციელებას; და (iii) მაკორექტირებელ და პრევენციულ ზომებს, რომლებიც მიღებულია ან საჭირო იქნება ასეთი გარემოებების დასაძლევად; და
(b) დაუყოვნებლივ აცნობოს ბანკს პროექტთან დაკავშირებული ან ზემოქმედების მქონე ნებისმიერი ინციდენტის ან უბედური შემთხვევის შესახებ, რომელსაც აქვს ან შესაძლოა ჰქონდეს მნიშვნელოვანი უარყოფითი გავლენა გარემოზე, ზემოქმედების ქვეშ მოქცეულ თემებზე, საზოგადოებაზე ან მუშაკებზე, „გარემოსდაცვითი და სოციალური ვალდებულებების გეგმაში“ მითითებული გარემოსდაცვითი და სოციალური ინსტრუმენტების და „გარემოსდაცვითი და სოციალური სტანდარტების“ შესაბამისად.
5. მსესხებელი ვალდებულია და უნდა უზრუნველყოს, რომ პროექტის განმახორციელებელმა ორგანიზაციამ შექმნას, გამოაქვეყნოს, შეინარჩუნოს და ამოქმედოს გასაჩივრების მექანიზმი, იმ მიზნით რომ პროექტის ზემოქმედების ქვეშ მყოფი ადამიანების ყველა საჩივარი მიღებული და, შესაბამისად, გადაჭრილი იქნება ყველა საჭირო და შესაბამისი ზომის მიღების შემდეგ, რათა ბანკისთვის მისაღები ფორმით მოგვარდეს ან აღმოიფხვრას ყველა შესაბამისი პრობლემა და საჩივარი.
ნაწილი II. პროექტის მონიტორინგი, ანგარიშგება და შეფასება
მსესხებელი ვალდებულია უზრუნველყოს, რომ პროექტის განმახორციელებელმა ორგანიზაციამ წარუდგინოს ბანკს თითოეული კალენდარული სემესტრის მომცველი ანგარიში ყოველი კალენდარული სემესტრის დასრულებიდან არაუგვიანეს ორმოცდახუთ (45) დღეში.
ნაწილი III. სესხის ტრანშების ათვისება
A. ზოგადი მოთხოვნები
ზოგადი პირობების II მუხლის დებულებების შეზღუდვის გარეშე და „სესხის ტრანშების გაცემისა და ფინანსური ინფორმაციის წერილის“ შესაბამისად, მსესხებელმა შეიძლება აითვისოს საკრედიტო სახსრები: (a) სათანადო ხარჯების დასაფინანსებლად; და (b) შემდეგი გადახდების განსახორციელებლად, ესენია: (i) სესხის გაცემის საკომისიო; და (ii) ფიქსირებული მაქსიმალური საპროცენტო განაკვეთის მქონე პროცენტული მარჟის ოფციონის ან ფიქსირებული მაქსიმალური და მინიმალური საპროცენტო განაკვეთის მქონე ოფციონის პრემია, გამოყოფილი თანხით, და საჭიროების შემთხვევაში, შემდეგ ცხრილში თითოეული კატეგორიის მიმართ მითითებულ განსაზღვრულ პროცენტულ მაჩვენებლამდე:
კატეგორია
გამოყოფილი სესხის თანხა
(ევრო)
დასაფინანსებელი ხარჯების პროცენტი (გადასახადების ჩათვლით)
(1) საქონელი, სამუშაოები, არასაკონსულტაციო მომსახურება და საკონსულტაციო სერვისები და ტრენინგი პროექტისთვის
32,319,000
100%
(2) სესხის გაცემის საკომისიო
81,000
ამ შეთანხმების 2.03 ნაწილის შესაბამისად გადასახდელი თანხა ზოგადი პირობების 2.07 (b) ნაწილის თანახმად.
(3) მაქსიმალური საპროცენტო განაკვეთის მქონე პროცენტული მარჟის ოფციონის ან ფიქსირებული მაქსიმალური და მინიმალური საპროცენტო განაკვეთის მქონე ოფციონის პრემია
0
„ზოგადი პირობების“ 4.05 (c) ნაწილის შესაბამისად გადასახდელი თანხა
ჯამური თანხა
32,400,000
B. ათვისების პირობები; ათვისების პერიოდი
1. ზემოთ წარმოდგენილი A ნაწილის დებულებების მიუხედავად, საკრედიტო სახსრების გამოყენება დაუშვებელია ხელმოწერის თარიღამდე განხორციელებული გადახდებისათვის, გარდა საკრედიტო სახსრების ათვისებისა არაუმეტეს 6,480,000 ევროს საერთო მოცულობით, (1) კატეგორიაში შემავალი დასაშვები ხარჯების დასაფარავად, რომელიც გაწეულ იქნა აღნიშნულ თარიღამდე, მაგრამ მაქსიმუმ ხელმოწერის თარიღამდე თორმეტი (12) თვით ადრე. ბანკისთვის დამაკმაყოფილებელი ფორმით „კომპლექსური გარემოსდაცვითი და სოციალური ექსპერტიზის“ ჩატარების შემდეგ, რომელიც აჩვენებს, რომ წინამდებარე შეთანხმებით და „გარემოსდაცვითი და სოციალური ვალდებულებების გეგმით“ განსაზღვრული შესაბამისი ვალდებულებები შესრულებულია თითოეულ დასაშვებ ხარჯთან მიმართებაში.
2. დასრულების თარიღია 30 ივნისი, 2029.
განრიგი 3
ვალდებულებებთან დაკავშირებული ამორტიზაციის დაფარვის გრაფიკი
ქვევით წარმოდგენილი ცხრილი განსაზღვრავს სესხის დაფარვის ძირითად თარიღებს და სესხის ძირის პროცენტულ წილს, რომელიც გადახდილი უნდა იყოს დაფარვის თითოეული ძირითადი თარიღისთვის („შენატანის წილი“).
სესხის ძირის გადახდა თანაბარი შენატანებით
სესხის ძირის გადახდის თარიღი
შენატანის წილი
ყოველ 15 იანვარსა და 15 ივლისს,
2030 წლის 15 ივლისიდან
2052 წლის 15 ივლისის ჩათვლით
2.17%
2053 წლის 15 იანვარს
2.35%
დანართი
განმარტებები
1. „ანტიკორუფციული მითითებები“ ზოგადი პირობების მე-5 პუნქტის მიზნებისთვის ნიშნავს, „რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკის (IBRD) სესხებით და განვითარების საერთაშორისო სააგენტოს (IDA) კრედიტებით და გრანტებით დაფინანსებულ პროექტებში თაღლითობასთან და კორუფციასთან ბრძოლის და მათი პრევენციის მითითებებს“, რომლებიც გამოქვეყნდა 2006 წლის 15 ოქტომბერს და გადამუშავებულ იქნა 2011 წლის იანვარში და 2016 წლის 1-ლ ივლისს.
2. „შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი“ ან „BSSC პროექტი“ ნიშნავს შემოთავაზებულ საერთაშორისო ინფრასტრუქტურულ პროექტს, რომელიც მიზნად ისახავს სამხრეთ კავკასიისა და ევროკავშირის დაკავშირებას ელექტროგადამცემი კაბელისა და ციფრული ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის მეშვეობით, საქართველოსა და რუმინეთში განლაგებულ პუნქტებს შორის.
3. „კატეგორია“ ნიშნავს ამ შეთანხმების მე-2 განრიგის III.A ნაწილის ცხრილში წარმოდგენილ კატეგორიას.
4. „ENTSO-E“ ნიშნავს ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორთა ევროპულ ქსელს, რომელიც 2008 წლის დეკემბერში შეიქმნა.
5. „გარემოსდაცვითი და სოციალური ვალდებულების გეგმა“ ან „ESCP“ ნიშნავს პროექტის გარემოსდაცვითი და სოციალური ვალდებულების გეგმას, დათარიღებული 2024 წლის 29 მარტით, რომელიც შეიძლება დროდადრო შეიცვალოს მისი დებულებების შესაბამისად. მასში ასახულია არსებითი ზომები და ქმედებები, რომლებსაც მსესხებელი განახორციელებს ან რომელთა განხორციელებასაც ის უზრუნველყოფს პროექტის პოტენციური გარემოსდაცვითი და სოციალური რისკების და ზემოქმედების მოსაგვარებლად. სხვა ინფორმაციასთან ერთად ამ გეგმაში მოცემულია ინფორმაცია განსახორციელებელი ქმედებებისა და მისაღები ზომების ვადების, ინსტიტუციონალური სქემის, პერსონალის, ტრენინგების, მონიტორინგისა და ანგარიშგების შესახებ და ნებისმიერი გარემოსდაცვითი და სოციალური ინსტრუმენტების შესახებ, რომელიც უნდა მომზადდეს მის ფარგლებში.
6. „გარემოსდაცვითი და სოციალური ექსპერტიზა“ გულისხმობს პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციის მიერ შემუშავებულ მიმოხილვას, რომელიც: (i) განსაზღვრავს გარემოსდაცვით და სოციალურ სფეროებში ჩასატარებელი სამუშაოების ბუნებას და მასშტაბებს, რომლებიც რეტროაქტიულად დაფინანსდება პროექტის 1-ლი ნაწილის ფარგლებში; და (ii) განსაზღვრავს (საჭიროებისამებრ) შესაბამის შემარბილებელ ან მაკორექტირებელ ღონისძიებებს, მათთან დაკავშირებულ ხარჯებს და ასეთი ღონისძიებების განხორციელების გრაფიკს; ყველაფერი ეს უნდა განხორციელდეს „გარემოსდაცვითი და სოციალური სტანდარტების“ შესაბამისად და ბანკისთვის დამაკმაყოფილებელი ფორმით.
7. „გარემოსდაცვითი და სოციალური სტანდარტები“ ან „ESSs“ გულისხმობს ერთობლივად შემდეგ სტანდარტებს: (i) „გარემოსდაცვითი და სოციალური სტანდარტი 1: გარემოსდაცვითი და სოციალური რისკებისა და ზემოქმედების შეფასება და მართვა”; (ii) „გარემოსდაცვითი და სოციალური სტანდარტი 2: დასაქმება და სამუშაო პირობები“; (iii) „გარემოსდაცვითი და სოციალური სტანდარტი 3: რესურსების ეფექტურობა და დაბინძურების პრევენცია და მართვა“; (iv) „გარემოსდაცვითი და სოციალური სტანდარტი 4: საზოგადოების / თემის ჯანმრთელობა და უსაფრთხოება“; (v) „გარემოსდაცვითი და სოციალური სტანდარტი 5: მიწის შესყიდვა, შეზღუდვები მიწის გამოყენებასა და იძულებით განსახლებაზე”; (vi) „გარემოსდაცვითი და სოციალური სტანდარტი 6: ბიომრავალფეროვნების დაცვა და მდგრადი მართვა“; (vii) „გარემოსდაცვითი და სოციალური სტანდარტი 7: მკვიდრი მოსახლეობა/სუბსაჰარული აფრიკის ისტორიულად დისკრიმინირებული ტრადიციული ადგილობრივი თემები“; (viii) „გარემოსდაცვითი და სოციალური სტანდარტი“ 8: კულტურული მემკვიდრეობა”; (ix) „გარემოსდაცვითი და სოციალური სტანდარტი“ 9: ფინანსური შუამავლების საქმიანობა“; (x) „გარემოსდაცვითი და სოციალური სტანდარტი“ 10: დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობა და ინფორმაციის გახსნა“; აღნიშნული სტანდარტები გამოქვეყნდა ბანკის მიერ და ძალაში შევიდა 2018 წლის 1 ოქტომბერს.
8. „ზოგადი პირობები“ – იგულისხმება „რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკის ზოგადი პირობები IBRD-ის დაფინანსებისთვის, საინვესტიციო პროექტების დაფინანსებისთვის“, რომელიც დათარიღებულია 2018 წლის 14 დეკემბრით (ბოლო შესწორება შევიდა 2023 წლის 15 ივლისს).
9. საერთაშორისო სამუშაო ჯგუფი („IWG“) ნიშნავს საერთაშორისო სამუშაო ჯგუფის შექმნას მსესხებლის მიერ, რათა ხელი შეუწყოს მსესხებლის სამთავრობო უწყებებს შორის გადაწყვეტილების მიღებას და ასევე დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობას „შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის“ მომზადებასა და განხორციელებასთან დაკავშირებით.
10. „ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო“ (ან „MOESD“) ნიშნავს მსესხებლის ეკონომიკასა და მდგრად განვითარებაზე პასუხისმგებელ სამინისტროს ან მის ნებისმიერ სამართალმემკვიდრეს.
11. „ფინანსთა სამინისტრო“ ან „MoF“ ნიშნავს მსესხებლის ფინანსთა სამინისტროს ან მის ნებისმიერ სამართალმემკვიდრეს.
12. „მრავალეტაპიანი პროგრამული მიდგომის პროგრამა“ ნიშნავს მრავალფაზიანი პროგრამული მიდგომით განხორციელებულ პროგრამას, რომელიც შექმნილია, მათ შორის, სამხრეთ კავკასიასა და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპას შორის ელექტროენერგიის სექტორში პირდაპირი ურთიერთკავშირის დასამყარებლად და პირდაპირი ციფრული კავშირის სიმძლავრის გაზრდის მიზნით, როგორც შემდგომ არის მითითებული პროგრამის დოკუმენტაციაში.
13. „საოპერაციო სახელმძღვანელო“ ნიშნავს პროექტის საოპერაციო სახელმძღვანელოს, რომელიც უნდა იქნეს მიღებული პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციის მიერ წინამდებარე შეთანხმების 5.01(b) ნაწილის შესაბამისად, რომელიც პროექტის განხორციელებისათვის განსაზღვრავს საოპერაციო, ადმინისტრაციულ და ფიდუციარულ ვალდებულებებს, პროცედურებსა და წესებს, საკოორდინაციო და მხარდამჭერ ღონისძიებებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციას შორის, მონაცემთა შეგროვებასა და ანგარიშგებას, და რომელიც შეიცავს ფინანსური მენეჯმეტის პროცედურების სახელმძღვანელოს, რომელიც განსაზღვრავს პროექტის აღრიცხვას, ანგარიშგებასა და აუდიტს, თანხების ჩამორიცხვას, თანხების მოძრაობასა და განსაზღვრული ანგარიშების მენეჯმენტს, რომელი სახელმძღვანელოც შეიძლება დროთა განმავლობაში შეიცვალოს ბანკთან თანხმობის საფუძველზე.
14. „შესყიდვების რეგულაციები“ – ზოგადი პირობების დანართის 85-ე პუნქტის მიზნებისათვის, იგულისხმება „მსოფლიო ბანკის შესყიდვების წესები საინვესტიციო პროექტების დასაფინანსებლად IPF მსესხებლებისთვის“, 2023 წლის სექტემბერი.
15. „პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაცია“, ან „PIE“ – იგულისხმება „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ (ან მისი ნებისმიერი სამართალმემკვიდრე), სააქციო საზოგადოება, რომელიც დაარსდა საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 2002 წლის 8 ნოემბრის №1-3/810 ბრძანებით, რომელიც დარეგისტრირებულია ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002 წლის 12 ნოემბრის დადგენილებით და მოქმედებს 2021 წლის 13 მაისს გაცემული ელექტროენერგიის გადაცემის N008 ლიცენზიითა და 2020 წლის 28 მაისს გაცემული საბალანსო და დამხმარე სერვისების ბაზრის სეგმენტისთვის ელექტროენერგეტიკული ბაზრის საქმიანობის N002 ლიცენზიით.
16. „პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციის კანონმდებლობა“ – იგულისხმება საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 2002 წლის 8 ნოემბრის №1-3/810 ბრძანება „პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციის დაფუძნების შესახებ“ და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2021 წლის 13 მაისის ბრძანება No. 1-1/180, „პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციის წესდების დამტკიცების შესახებ“.
17. „ხელმოწერის თარიღი“ ნიშნავს ორი თარიღიდან უგვიანესს, როდესაც მსესხებელი და ბანკი ხელს აწერენ წინამდებარე შეთანხმებას და ასეთი განმარტება გამოიყენება „ზოგად პირობებში“ „სასესხო შეთანხმების თარიღის“ ყოველი აღნიშნვის მიმართ.
18. „თანხის გადაცემის შეთანხმება“ ნიშნავს შეთანხმებას, რომელიც მითითებულია ამ შეთანხმების 5.01 (a) ნაწილსა და მე-2 განრიგის I.B ნაწილში, რომელიც უნდა დაიდოს ფინანსთა სამინისტროს (მსესხებლის სახელით), ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციის სახელით და რომლის საფუძველზეც ფინანსთა სამინისტრომ სესხის თანხები ხელმისაწვდომი უნდა გახადოს პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციისთვის.
19. „ტრენინგი“ ნიშნავს პროექტთან დაკავშირებულ სასწავლო ტურებს, სასწავლო კურსებს, სემინარებს, კონფერენციებს და სხვა სასწავლო აქტივობებს, მათ შორის სასწავლო მასალების, სივრცისა და აღჭურვილობის დაქირავების, მგზავრობის, სასტუმროში განსახლების ხარჯებს და მსმენელთა და ტრენერების დღიურ ხარჯების, ტრენერების ანაზღაურებას და ტრენინგთან დაკავშირებულ სხვა ხარჯებს.