„საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის სასესხო შეთანხმების (თბილისის მეტროს მოდერნიზაციის პროექტი)“

მიღების თარიღი 23.01.2025
ძალაში შესვლა 23.05.2025
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №1075
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016825 920
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 19/06/2025
2,718 სიტყვა · ~14 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
23.01.2025 მიღება
23.05.2025 ძალაში შესვლა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
„საქართველოს, რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკსა და საერთაშორისო განვითარების ასოციაციას (განრიგი 4-ის მიზნებისათვის) შორის სასესხო შეთანხმება (რეგიონალური განვითარების მეორე პროექტის დამატებითი დაფინანსება)“ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 95% 07.05.2016 „საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის (ბაკურიანის მუნიციპალური მომსახურების პროექტი)“ სასესხო შეთანხმება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 95% 13.07.2020 „საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (თბილისის ავტობუსების პროექტი)“ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 95% 11.05.2016 „საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (საქართველოს მდგრადი სოფლის მეურნეობის, ირიგაციისა და მიწის პროექტი)“ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 94% 31.03.2023 „საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (პროექტი Log-In Georgia-ს დამატებითი დაფინანსება)“ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 94% 01.08.2025

დოკუმენტის ტექსტი

„საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის სასესხო შეთანხმების (თბილისის მეტროს მოდერნიზაციის პროექტი)“ საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (თბილისის მეტროს მოდერნიზაციის პროექტი) სესხის ნომერი L0889A 2025 წლის 23 იანვარი სასესხო შეთანხმება შეთანხმება, დათარიღებული 2025 წლის 23 იანვრით, („სასესხო შეთანხმება“) საქართველოსა („მსესხებელი“) და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს  (“ბანკი”) შორის. მსესხებელი და ბანკი თანხმდებიან შემდეგზე: მუხლი I - ზოგადი პირობები; განმარტებები 1.01. ზოგადი პირობები (როგორც ეს განსაზღვრულია წინამდებარე შეთანხმების დანართში) წარმოადგენს ამ შეთანხმების განუყოფელ ნაწილს. 1.02. თუ კონტექსტი სხვაგვარად არ მოითხოვს, წინამდებარე სასესხო შეთანხმებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვს იგივე მნიშვნელობა, რაც ზოგად პირობებში ან წინამდებარე სასესხო შეთანხმების დანართში. მუხლი II- სესხი 2.01. ბანკი თანახმაა წინამდებარე სასესხო შეთანხმების პირველ განრიგში აღწერილი პროექტის („პროექტი“) დაფინანსებაში დასახმარებლად, ამ სასესხო შეთანხმების წესებისა და პირობების გათვალისწინებით, მსესხებელს ასესხოს თანხა ას ოცდახუთი მილიონი ევროს (EUR 125,000,000) ოდენობით („სესხი“). 2.02. მსესხებელს შეუძლია გამოითხოვოს სესხის თანხები წინამდებარე სასესხო შეთანხმების განრიგი 2-ის IV ნაწილის შესაბამისად. 2.03. მსესხებელის მიერ დასაფარი ერთჯერადი ადმინისტრირების საკომისიო უნდა შეადგენდეს სესხის თანხის ერთი პროცენტის მეოთხედს (0.25%). 2.04. მსესხებლის მიერ დასაფარი ვალდებულების გადასახდელი უნდა შეადგენდეს აუთვისებელი სესხის თანხის ერთი პროცენტის მეოთხედს (0.25%) წლიურად. 2.05. მსესხებლის მიერ თითოეული საპროცენტო პერიოდისათვის გადასახდელი საპროცენტო განაკვეთი არის საორიენტაციო განაკვეთს დამატებული ცვლადი მარჟა ან კონვერსიის შედეგად დაანგარიშებული საპროცენტო განაკვეთი; 2.06. პროცენტის გადახდის თარიღები არის ყოველი წლის 15 იანვარი და 15 ივლისი. 2.07. სესხის ძირითადი თანხის დაფარვა განხორციელდება წინამდებარე სასესხო შეთანხმების განრიგი 3-ის შესაბამისად. მუხლი III - პროექტი 3.01. მსესხებელი აცხადებს თავის ვალდებულებას პროექტის მიზნების მიმართ. ამისათვის, მსესხებელმა უნდა განახორციელოს პროექტი, პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციის მეშვეობით, ზოგადი პირობების V მუხლის დებულებებისა და საპროექტო შეთანხმების შესაბამისად. 3.02. წინამდებარე სასესხო შეთანხმების 3.01 ნაწილის დებულებების დარღვევის გარეშე და გარდა იმისა, თუ მსესხებელი და ბანკი სხვაგვარად შეთანხმდებიან, მსესხებელმა უნდა უზრუნველყოს, რომ პროექტი ხორციელდება წინამდებარე სასესხო შეთანხმების განრიგი 2-ის დებულებების შესაბამისად. მუხლი IV - ბანკის დაცვის საშუალებები 4.01.  შეჩერების დამატებითი ღონისძიებები მოიცავს შემდეგს: (a) პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციის დებულება შეიცვალა, შეჩერდა, გაუქმდა, ძალადაკარგულად გამოცხადდა ან მოხდა მასზე უარის თქმა, ისე რომ ამან მატერიალურად უარყოფითად იმოქმედა პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციის უნარზე, შეესრულებინა ნებისმიერი მისი ვალდებულება საპროექტო შეთანხმების ფარგლებში; და (b) მსესხებელმა ან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ ან პროექტის განმახორციელებელმა ორგანიზაციამ ვერ შეასრულა ქვესასესხო ხელშეკრულებით განსაზღვრული შესაბამისი ვალდებულებები. 4.02. დაჩქარების დამატებითი ღონისძიებები მოიცავს შემდეგს: წინამდებარე სასესხო შეთანხმების ნაწილით 4.01 (a) ან (b) განსაზღვრული შემთხვევა ხდება. მუხლი V - ძალაში შესვლა 5.01.  ძალაში შესვლის დამატებითი პირობა მოიცავს შემდეგს: (a) პროექტის საოპერაციო სახელმძღვანელო წარმოდგენილია ბანკისთვის მისაღები ფორმითა და შინაარსით; (b) ქვესასესხო ხელშეკრულება შესრულებულია მსესხებლის ფინანსთა სამინისტროს მიერ, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისა და პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციის მიერ და მისი ეფექტურობის ყველა წინაპირობა (წინამდებარე სასესხო შეთანხმების ეფექტურობის გარდა) შესრულებულია; და (c) პროექტის განმახორციელებელი ჯგუფი („PIU“) განსაზღვრული და დაკომპლექტებულია ბანკისთვის მისაღები თანამშრომლებით. 5.02. დამატებითი სამართლებრივი საკითხი მოიცავს შემდეგს: ქვესასესხო ხელშეკრულება უფლებამოსილი, შესრულებული და მიწოდებულია მსესხებლის ფინანსთა სამინისტროს მიერ, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისა და პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციის მიერ და მისი პირობებით წარმოადგენს სამართლებრივი ძალის მქონეს მსესხებლის ფინანსთა სამინისტროსთვის, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი მერიასა და პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციისთვის. 5.03 ძალაში შესვლის ბოლო ვადა არის წინამდებარე შეთანხმების ხელმოწერის თარიღიდან ასოცი (120) დღე. მუხლი VI-წარმომადგენლობა; მისამართები 6.01. მსესხებლის წარმომადგენელი ზოგადი პირობების 10.02 ნაწილით განსაზღვრული მიზნებისათვის არის ფინანსთა მინისტრი, გარდა წინამდებარე სასესხო შეთანხმების 2.02 ნაწილისა. 6.02. მსესხებლის მისამართი ზოგადი პირობების 10.01 ნაწილით განსაზღვრული მიზნებისათვის არის: ფინანსთა სამინისტრო გორგასლის ქ. N16 0114, თბილისი საქართველო მეილი: publicdebt@mof.ge 6.03. ბანკის მისამართია: აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი AIIB სათაო ოფისი, Tower A, აზიის ფინანსური ცენტრი No. 1 ტიანშენ აღმოსავლეთის გზატკეცილი, ჩაოიანგის რაიონი, პეკინი 100101  ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა ფაქსი: +86-10-8358-0002 მეილი: L0889A-Georgia-TbilisiMetroModernizationProject@aiib.org  შეთანხმდნენ იმ დღეს და წელს, რომელიც წერია დასაწყისში. საქართველო წარმოდგენილი_____________________________________             უფლებამოსილი წარმომადგენელი სახელი: ლაშა ხუციშვილი თანამდებობა: საქართველოს ფინანსთა მინისტრი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი წარმოდგენილი____________________________________             უფლებამოსილი წარმომადგენელი სახელი: კონსტანტინ ლიმიტოვსკი თანამდებობა: უფროსი საინვესტიციო ოფიცერი, საჯარო სექტორი, რეგიონი II, გლობალური პროექტები და კორპორატიული ფინანსები. განრიგი 1  პროექტის აღწერა პროექტის მიზანია თბილისის მეტროს სისტემის ეფექტიანობის, სანდოობის, უსაფრთხოებისა და მდგრადობის გაზრდა ახალი მოძრავი შემადგენლობის შესყიდვის გზით. პროექტი შედგება შემდეგი ნაწილებისგან: 1. კომპონენტი A: მოძრავი შემადგენლობის შეძენა. ეს კომპონენტი დააფინანსებს: (i) მოძრავი შემადგენლობა: ახალი ელექტრო მეტროს ვაგონების შესყიდვა, 4-ვაგონიანი და 5-ვაგონიანი კონფიგურაციის შემადგენლობის ჩათვლით, და TTC-ის თანამშრომელთა გადასამზადებლად სასწავლო სიმულატორის შესყიდვა. (ii) ზედამხედველი კონსულტანტი: ახალი მოძრავი შემადგენლობის წარმოებაზე, მოწოდებასა და ექსპლუატაციაში გაშვებაზე დასაკვირვებლად ზედამხედველი კონსულტანტის ხარჯი. 2. კომპონენტი B: შესაძლებლობების გაზრდა და ინსტიტუციონალური გაძლიერება. ეს კომპონენტი დააფინანსებს: (i) კონსულტანტების დაქირავება პროექტის მართვის, შესყიდვების, მონიტორინგის, ფინანსური მართვისა და გარემოსდაცვითი და სოციალური აქტივობების კუთხით ტექნიკური შესაძლებლობების გასაძლიერებლად; (ii) TTC-ის თანამშრომელთათვის სტრატეგიული გადასამზადებელი პროგრამები, რაც ფოკუსირდება მეტროს თანამედროვე სისტემების ოპერირებასა და მოვლა-შენახვასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან ტექნიკურ ასპექტებზე, საუკეთესო პრაქტიკაზე დაფუძნებული დამაკავშირებელი სამუშაო შეხვედრები და სემინარები ურბანული მეტროს ოპერირებაზე, უსაფრთხოების მართვაზე და მომხმარებელთა მომსახურებაზე, რაც მოიცავს სასწავლო ინსტრუქციებთან, მოგზაურობასთან, დღიურ ნორმასთან დაკავშირებულ და სხვა საჭირო ხარჯებს, მათი ანაზღრაურებით; და (iii) კიბერუსაფრთხოების შეფასება TTC-სთვის. 3. კომპონენტი C: ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლა და წინამოსამზადებელი დიზაინი დეპოსა და გვირაბის რეაბილიტაციისთვის. ეს კომპონენტი დააფინანსებს: საკონსულტაციო ფირმის დაქირავება ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის განსახორციელებლად (რაც მოიცავს წინასწარ გარემოსდაცვით და სოციალურ შეფასებას) და ორი დეპოსა და გვირაბის, როგორც მეტროს მოდერნიზაციის ფართო მასტაბის ნაწილის წინასწარი დიზაინების მომზადება.   განრიგი 2  პროექტის შესრულება ნაწილი I. განხორციელების ღონისძიებები A. ინსტიტუციური ღონისძიებები მსესხებელი უზრუნველყოფს, რომ პროექტის განმახორციელებელმა ორგანიზაციამ განსაზღვროს PIU შესაბამისი ბიუჯეტითა და თანამშრომლებით, ბანკისათვის მისაღები ფორმით, რომელიც ზედამხედველობასა და მართვას გაუწევს პროექტის განხორციელებას და მოახდენს პროექტის ყველა ასპექტის კოორდინირებას, მათ შორის ბანკის პოლიტიკასთან და პროცედურებთან შესაბამისობისა და შესაბამის მხარეებთან და გარე კონსულტანტებთან თანამშრომლობას. B. პროექტის საოპერაციო სახელმძღვანელო 1. მსესხებელი უზრუნველყოფს, რომ პროექტის განმახორციელებელმა ორგანიზაციამ უზრუნველყოს პროექტის განხორციელება პროექტის საოპერაციო სახელმძღვანელოს შესაბამისად. 2. მსესხებელს შეუძლია დროდადრო, საჭიროებისამებრ, პროექტის განხორციელების პროგრესის შესაბამისად, შესთავაზოს ან უზრუნველყოს, რომ პროექტის განმახორციელებელმა ორგანიზაციამ წარმოადგინოს შესწორებები პროექტის საოპერაციო სახელმძღვანელოში, შემდეგნაირად: (a) თითოეული შემოთავაზებული შესწორება უნდა წარედგინოს ბანკს განსახილველად; (b) ბანკს ექნება საფუძვლიანი შესაძლებლობა გაცვალოს შეხედულებები მსესხებელთან და პროექტის განმახორციელებელ ორგანიზაციასთან შემოთავაზებულ შესწორებაზე; და (c) ამის შემდგომ, პროექტის საოპერაციო სახელმძღვანელო განახლდება და მასში აისახება ის შესწორებები, რაც შეთანხმდა ბანთან. პროექტის საოპერაციო სახელმძღვანელო, ამგვარად შესწორებული და განახლებული, გახდება ეფექტური მას შემდეგ, რაც ბანკი დაეთანხმება აღნიშნულ შესწორებებს. 3. პროექტის საოპერაციო სახელმძღვანელოსა და წინამდებარე სასესხო შეთანხმებას შორის ნებისმიერი შეუსაბამობისას, წინამდებარე სასესხო შეთანხმების დებულებები იქნება უპირატესი. C. ქვესასესხო ხელშეკრულება 1. პროექტის განსახორციელებლად მსესხებელი უზრუნველყოფს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტმა ხელმისაწვდომი გახადოს სესხის თანხა პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციისთვის მსესხებლის ფინანსთა სამინისტროს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტსა და პროექტის განმახორციელებელ ორგანიზაციას შორის გასაფორმებელი ქვესასესხო ხელშეკრულების ფარგლებში, ბანკისთვის მისაღები ვადებითა და პირობებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციისთვის სესხის თანხის ხელმისაწვდომობის მიზნით. 2. მსესხებელი უზრუნველყოფს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მეშვეობით პროექტის განმახორციელებელ ორგანიზაციას პროექტის ეფექტიანი და დროული განხორციელებისთვის დროულად და რეგულარულად გადაეცეს ადეკვატური თანხები, მათ შორის დანაკლისის შემთხვევაში ან გაუთვალისწინებელი ხარჯებისთვის. 3. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, იმ შემთხვევაში, თუ სასესხო შეთანხმების ნებისმიერი დებულება არ იქნება შესაბამისობაში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სტანდარტულ ღონისძიებებთან, წინამდებარე სასესხო შეთანხმების დებულებები იქნება უპირატესი.  4. მსესხებელი გამოიყენებს უფლებას ქვესასესხო ხელშეკრულების ფარგლებში ისე, რომ დაიცვას მსესხებლისა და ბანკის ინტერესები და შეასრულოს სესხის მიზანი.თუ ბანკთან სხვაგვარად არ შეთანხმდა, მსესხებელი არ გადასცემს, არ შეცვლის, ანულირებას არ მოახდენს ან უარს არ იტყვის ქვესასესხო ხელშეკრულებაზე ან მის ნებისმიერ დებულებაზე. D. აკრძალული პრაქტიკა 1. მსესხებელი უზრუნველყოფს, რომ მისი პერსონალური და სხვა წარმომადგენლობები და პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაცია და მისი პერსონალური და სხვა წარმომადგენლობები, რომლებიც ჩართულია პროექტის განხორციელებაში ეფუძნება უმაღლეს ეთიკურ სტანდარტებს პროექტის შესრულებისას. აქედან გამომდინარე, მსესხებელს მოეთხოვება: (a) თითოეული ასეთი პირი არ იყოს ჩართული აკრძალულ პრაქტიკაში სესხთან მიმართებით; (b) უზრუნველყოს, რომ პროექტი ხორციელდება აკრძალული პრაქტიკის პოლიტიკის დებულებების შესაბამისად; და (c) აღიაროს, რომ ბანკი იტოვებს უფლებას გამოიძიოს პირადად, ან მისი აგენტების მეშვეობით, ნებისმიერი აკრძალული პრაქტიკა და ითანამშრომლოს ნებისმიერ ასეთ გამოძიებასთან და გამოუყოს ყველა საჭირო დახმარება ასეთი გამოძიების წარმატებით დასასრულებლად. 2. მსესხებელი უზრუნველყოფს და უნდა იმოქმედოს ისე, რომ პროექტის განმახორციელებელმა ორგანიზაციამ უზრუნველყოს, რათა განხორციელდეს ბანკისთვის მისაღები შიდა პროცედურები აკრძალული პრაქტიკის პოლიტიკის მიზნებთან შესაბამისობისთვის. 3. მსესხებელი უზრუნველყოფს და უნდა იმოქმედოს ისე, რომ პროექტის განმახორციელებელმა ორგანიზაციამ უზრუნველყოს, რომ ბანკისთვის მისაღები ანტიკორუფციული დებულებები იყოს ჩასმული ყველა სატენდერო დოკუმენტსა და კონტრაქტში, მათ შორის დებულებები, რომელიც განსაზღვრავს ბანკის უფლებას აუდიტი ჩაუტაროს და შეამოწმოს პროექტთან დაკავშირებული აღმასრულებელი და განმახორციელებელი ორგანიზაციების და ყველა კონტრაქტორის, მომწოდებლის, კონსულტანტისა და სხვა მომსახურების მომწოდებლის ჩანაწერები და ანგარიშები. E. გარემოსდაცვითი და სოციალური სტანდარტები 1. მსესხებელი განახორციელებს და უზრუნველყოფს პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციის მიერ პროექტის განხორციელებას გარემოსდაცვითი და სოციალური პოლიტიკისა და სტანდარტების შესაბამისად. აქედან გამომდინარე, მსესხებელი გაატარებს ან უზრუნველყოფს ისეთი ზომების გატარებას, რაც მოცემულია ან ეხება წინამდებარე E ნაწილის პუნქტ 2-ს. 2. მსესხებელი: (a) განახორციელებს და უზრუნველყოფს პროექტის განხორციელებას გარემოსდაცვითი და სოციალური მართვის გეგმის და დაინტერესებულ მხრეთა ჩართულობის გეგმის შესაბამისად, (b) უზრუნველყოფს, რომ არ ექნება ადგილი დეკომისიის აქტივობას, სანამ ბანკი არ დაამტკიცებს დეკომისიის ფაზის გარემოსდაცვით და სოციალური მართვის გეგმას და ყველა ქმედება დეკომისიის აქტივობასთან მიმართებით, რაც მოითხოვება დეკომისიის ფაზის გარემოსდაცვით და სოციალური მართვის გეგმის ფარგლებში, განხორციელდება დეკომისიის აქტივობის შესრულების წინ; (c) უზრუნველყოფს, რომ მოძრავი შემადგენლობა არ იქნება მობილიზებული მომწოდებლიდან პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციისთვის იქამდე და სანამ ტრანსპორტირების მართვის გეგმა არ იქნება წარმოდგენილი პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციის მიერ ბანკისთვის მისაღები ფორმითა და შინაარსით; (d) (i) უზრუნველყოფს, რომ მონიტორინგისა და შეფასების პოლიტიკები და პროცედურები, რაც მოითხოვება ზოგადი პირობების 5.08(a) ნაწილის შესაბამისად, არის ადეკვატური მიმდინარე პროცესის მონიტორინგისა და შეფასების განსახორციელებლად, პროექტის გარემოსდაცვითი და სოციალური რისკების და გავლენების, ზემოთ პუნქტში 2 მოხსენიებული გეგმებისა და ჩარჩების განხორციელების პროგრესის ჩათვლით; და (ii) უზრუნველყოფს ქვემოთ ნაწილი II.A-ის ფარგლებში თითოეული პროექტის ანგარიშში აღნიშნული გარემოსდაცვითი და სოციალური მონიტორინგისა და შეფასების ჩართვას; და (e) დაუყოვნებლივ აცნობებს ბანკს ნებისმიერი გაუთვალისწინებელი გარემოსდაცვითი და სოციალური რისკებისა და გავლენების შესახებ, რაც წარმოიშვება პროეტში, რისკების და გავლენების დეტალური აღწერითა და დროში გაწერილი გამოსასწორებელი სამოქმედო გეგმის შეთავაზებით. 3. მსესხებელი თავად ან პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციის მეშვეობით უზრუნველყოფს პროექტის ფარგლებში დაზარალებულთა საჩივრების განხილვის მექანიზმის ამოქმედებას პროექტის განხორციელების მთელი პერიოდის მანძილზე, ბანკისთვის მისაღები პირობების შესაბამისად. ნაწილი II. პროექტის მონიტორინგი, ანგარიშგება და შეფასება A. პროექტის ანგარიშები 1. მსესხებელი მონიტორინგს გაუწევს და შეაფასებს პროექტის პროგრესს და მოამზადებს პროექტის ანგარიშებს ზოგადი პირობების 5.08 ნაწილის დებულებების შესაბამისად და პროექტის საოპერაციო სახელმძღვანელოში მოცემული ინდიკატორების საფუძველზე. თითოეული პროექტის ანგარიში უნდა მოიცავდეს ერთი (1) კალენდარული სემესტრის პერიოდს და უნდა წარედგინოს ბანკს არაუგვიანეს ერთი (1) თვისა თითოეული ასეთი ანგარიშის დასრულების შემდეგ. 2. ზოგადი პირობების 5.08(c) ნაწილის დებულებების მიზნებისთვის დასრულების ანგარიში უნდა წარედგინოს ბანკს დახურვის თარიღიდან არაუგვიანეს ექვსი (6) თვისა. B. ფინანსური მართვა, ფინანსური ანგარიშები და აუდიტი 1. მსესხებელმა,ზოგადი პირობების ნაწილი 5.09 დებულებების შესაბამისად, უნდა შეინარჩუნოს ან უზრუნველყოს ფინასური მართვის სისტემის შენარჩუნება. 2. მსესხებელმა, ამ ნაწილის ნაწილი A-ს დებულებების შეზღუდვის გარეშე, ბანკისათვის მისაღები ფორმით და შინაარსით, უნდა მოამზადოს და წარუდგინოს ბანკს ყოველი კალენდარული სემესტრის დასრულებიდან არაუგვიანეს ერთი (1) თვისა შუალედური არააუდირებული პროექტის ფინანსური ანგარიშები, რაც ფარავს სემესტრს. 3. მსესხებელმა, უნდა შეამოწმოს პროექტის ფინანსური ანგარიშები, ზოგადი პირობების ნაწილი 5.09 (b) დებულებების შესაბამისად. ფინანსური ანგარიშების ყოველი შემოწმება უნდა ფარავდეს მსესხებლის ერთ (1) ფისკალურ წელს. შემოწმებული ფინანსური ანგარიშები თითოეული პერიოდისათვის უნდა წარედგინოს ბანკს ამ პერიოდის დამთავრებიდან არაუგვიანეს ექვსი (6) თვისა. ამისათვის მსესხებელმა უნდა დანიშნოს ბანკისათვის მისაღები დამოუკიდებელი აუდიტორები, რომელთა კომპეტენცია, კვალიფიკაცია და გამოცდილება მისაღები იქნება ბანკისათვის. ნაწილი III. შესყიდვა A. საქონელი, სამუშაოები და მომსახურება. ყველა საქონელი, სამუშაო, საკონსულტაციო მომსახურება და არასაკონსულტაციო მომსახურება, რომელიც საჭიროა პროექტისათვის და რომელიც არ ფინანსდება სესხის თანხებით, უნდა იქნეს შესყიდული: (a) შესყიდვების პოლიტიკისა და შესყიდვების დირექტივების შესაბამისი მოთხოვნების მიხედვით; (b) პროექტის მიწოდების სტრატეგიის (შესყიდვების გეგმის ჩათვლით) შესაბამისად; და (c) ამ ნაწილის დებულებების შესაბამისად. B. შესყიდვების გადაწყვეტილების ბანკის მიერ განხილვა შესყიდვების გეგმა მოიცავს იმ კონტრაქტებს, რომლებიც ექვემდებარება ბანკის წინასწარ განხილვას. ყველა სხვა კონტრაქტი განიხილება ბანკის ან ბანკისთვის მისაღები მესამე მხარის მიერ შემდგომ. ნაწილი IV. სესხის თანხების გამოთხოვა A. ზოგადი 1. მსესხებელს შეუძლია სესხის თანხების გამოთხოვა ზოგადი პირობების მუხლი II -ის დებულებების, ამ ნაწილის და მსესხებლისთვის ბანკის მიერ მსესხებლისადმი შეტყობინების საფუძველზე გაცემული დამატებითი ინსტრუქციების შესაბამისად, რათა დაფინანსდეს ნებადართული ხარჯი, როგორც ეს მოცემულია ცხრილში, წინამდებარე ნაწილის A.2 პუნქტში. 2. ქვემოთ მოცემული ცხრილი განსაზღვრავს ნებადართული ხარჯების კატეგორიებს, რომლებიც შესაძლებელია დაფინანსდეს სესხის თანხიდან („კატეგორია“), თითოეული კატეგორიისთვის გამოყოფილი სესხის თანხას და თითოეული კატეგორიისთვის დადგენილ პროცენტს. კატეგორია გამოყოფილი სესხის ოდენობა (გამოხატული ევროში) დასაფინანსებელი ხარჯების პროცენტულობა  (გადასახადების გარეშე) (1) საქონელი, სამუშაოები, არასაკონსულტაციო მომსახურებები და საკონსულტაციო მომსახურებები პროექტისთვის 124,687,500 AIIB-ის ნაწილის 100%-მდე (2) ადმინისტრირების საკომისიო 312,500 გადასახდელი თანხა წინამდებარე სასესხო შეთანხმების 2.03 ნაწილისა ზოგადი პირობების 2.08 (b) ნაწილის შესაბამისად მთლიანი მოცულობა 125,000,000 B. თანხის გამოთხოვის პირობები; თანხის გამოთხოვის პერიოდი 1. წინამდებარე ნაწილის A ნაწილის დებულების მიუხედავად, თანხის გამოთხოვა არ მოხდება: წინამდებარე სასესხო შეთანხმების გაფორმების თარიღამდე შესრულებული გადახდებისათვის, გარდა B ნაწილის მე-2 პუნქტით დაშვებული ხარჯებისთვის. 2. ზოგადი პირობების 2.06 ნაწილის მიზნებისათვის შეიძლება მოხდეს თანხის გამოთხოვა რეტროაქტიული გადახდებისთვის, შემდეგი შეზღუდვების გათვალისწინებით: (a) რეტროაქტიული დაფინანსების თარიღი არის არაუგვიანეს 12 თვისა ამ სასესხო შეთანხმების გაფორმებაამდე; და (b) რეტროაქტიული დაფინანსების ლიმიტი შეადგენს ოცდახუთ მილიონ ევროს (25.000.000 ევრო). 3. დახურვის თარიღია 2031 წლის 31 დეკემბერი. განრიგი 3  ამორტიზაციის გრაფიკი 1. ქვემოთ მოცემული ცხრილი განსაზღვრავს სესხის ძირითადი თანხის გადახდის თარიღებს და სესხის მთლიანი ძირითადი თანხის პროცენტს, რომლის გადახდაც უნდა განხორციელდეს სესხის ძირითადი თანხის გადახდის ყოველი თარიღის დადგომისას (“დაფარვის წილი”). თუ სესხის თანხა მთლიანად უნდა ყოფილიყო ათვისებული სესხის ძირითადი თანხის დასაფარი პირველი გადახდის თარიღისათვის, სესხის ძირითადი თანხის ოდენობა, რომელიც მსესხებლის მიერ უნდა დაიფაროს სესხის ძირითადი თანხის ყოველი გადახდის თარიღისათვის განისაზღვრება ბანკის მიერ შემდეგნაირად: (a) სესხის ძირითადი თანხის პირველი გადახდის თარიღისათვის მთლიანად ათვისებული და დაუფარავი სესხის ძირითადი თანხა; გამრავლებული (b) სესხის დაფარვის წილზე ძირითადი თანხის ყოველი გადახდის თარიღისათვის. სესხის დაფარვის თარიღი  დაფარვის წილი (გამოხატული პროცენტებში) ყოველი წლის 15 იანვარი და 15 ივლისი; დაწყებული 15 იანვარი, 2032, 15 ივლისი, 2046-ის ჩათვლით 3.33 % 15 იანვარი, 2047 3.43 % 2. იმ შემთხვევაში, თუ სესხის თანხები მთლიანად არ არის გამოთხოვილი და ათვისებული ძირითადი თანხის პირველი გადახდის თარიღისთვის, მსესხებლის მიერ სესხის ძირითადი თანხის ყოველი გადახდის თარიღისთვის ძირითადი თანხის გადასახდელი თანხა დგინდება შემდეგნაირად: (a) იმ შემთხვევაში, თუ სესხის თანხების ნაწილი გამოთხოვილია ძირითადი თანხის დაფარვის პირველი გადახდის თარიღისთვის, მსესხებელმა უნდა გადაიხადოს გამოთხოვილი და შესაბამისი თარიღისთვის გადაუხდელი თანხა ამ განრიგის პირველი პუნქტის შესაბამისად. (b)   ნებისმიერი თანხა, რომლის გამოთხოვაც მოხდა ძირითადი თანხის პირველი თარიღის გადახდის შემდეგ, უნდა იქნეს გადახდილი ძირითადი თანხის ყოველი გადახდის თარიღში, რომელიც დადგება აღნიშნული გამოთხოვის შემდეგ, იმ ოდენობით, რომელსაც განსაზღვრავს ბანკი ყოველი ასეთი გამოთხოვილი თანხის გამრავლებით წილადზე, რომლის მრიცხველიც იქნება სესხზე თავდაპირველი შენატანი, რომელიც განსაზღვრულია ამ განრიგის ამ ცხრილის პირველ პუნქტში, ძირითადი თანხის შესაბამისი გადახდის თარიღისთვის „სესხზე თავდაპირველი შენატანი“, ხოლო მნიშვნელი იქნება ამ თარიღში ან ამ თარიღის შემდეგ დარჩენილი ძირითადი თანხის გადახდის თარიღების შესაბამისი თავდაპირველი შენატანების ჯამი. 3. (a) გამოთვლა, რომელიც განხორციელდა ძირითადი თანხის პირველი გადახდის თარიღამდე ორი (2) კალენდარული თვის განმავლობაში, ძირითადი თანხის ნებისმიერი გადახდის თარიღისთვის ძირითადი თანხის დაფარვისათვის გადასახადი თანხის გამოთვლის მიზნით, იქნება ჩათვლილი, როგორც ათვისებული და გადაუხდელი, გამოთხოვის თარიღიდან ძირითადი თანხის დაფარვის შემდგომი თარიღისათვის და იქნება გადასახდელი ძირითადი თანხის ყოველი გადახდის თარიღში, დაწყებული ათვისების თარიღის შემდეგ დამდგარი ძირითადი თანხის შემდეგომი გადახდის თარიღიდან. (b) მიუხედავად ამ პუნქტის (a) პუნქტში შესული დებულებებისა, თუ ბანკი ნებისმიერ დროს მიიღებს იმ დროს არსებულ გადახდის სისტემას, რის მიხედვითაც ინვოისები არის მიღებული ძირითადი თანხის გადახდის შესაბამის დღეს ან შემდეგ, ბანკის შეტყობინებისა და ბანკსა და მსესხებელს შორის კონსულტაციების საფუძველზე, შესაბამისი ქვეპუნქტის დებულებები აღარ გავრცელდება აღნიშნული გადახდის სისტემის მიერ მიღების შემდეგ ჩამორიცხვებზე. დანართი განმარტებები 1. „კატეგორია“ ნიშნავს კატეგორიას, რომელიც განსაზღვრულია სასესხო შეთნხმების ნაწილი IV. A .2-ის განრიგ 2-ში. 2. „დეკომისიის აქტივობა“ ნიშნავს ნებისმიერ აქტივობას პროექტის ფარგლებში, დაკავშირებულს ძველი მეტროს ვაგონების დეკომისიასთან. 3. „დეკომისიის ფაზის გარემოსდაცვითი და სოციალური მართვის გეგმა“ ნიშნავს მსესხებლის გარემოსდაცვითი და სოციალური მართვის გეგმას დეკომისიის აქტივობასთან სპეციფიკაციაში. 4. „გარემოსდაცვითი და სოციალური მართვის გეგმა" ნიშნავს მსესხებლის გარემოსდაცვითი და სოციალური მართვის გეგმას, რომელიც გაწერილია დოკუმენტში სახელწოდებით „გარემოსდაცვითი და სოციალური მართვის გეგმა“ და დათარიღებულია 2024 წლის 9 ოქტომბრით. 5. „გარემოსდაცვითი და სოციალური პოლიტიკა და სტანდარტები” ან ნიშნავს „გარემოსდაცვით და სოციალურ პოლიტიკას“ და „გარემოსდაცვით და სოციალურ სტანდარტს“ ბანკის „გარემოსდაცვით და სოციალურ ჩარჩოში“, რომელიც დათრიღებულია 2016 წლის თებერვლით, მასში 2019 წლის თებერვალში, 2021 წლის მაიში, 2022 წლის ნოემბერსა და 2024 წლის 26 ივნისს შეტანილი ცვლილებებით და შემდგომში დროდადრო შესაძლოა შეიცვალოს. 6. „ზოგადი პირობები” ნიშნავს ”აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის ზოგად პირობებს სუვერენული სესხებთან დაკავშირებით“, დათარიღებულია 2021 წლის 22 ოქტომბრით. 7. „პოლიტიკა აკრძალული პრაქტიკის შესახებ“ ნიშნავს ბანკის „პოლიტიკას აკრძალული პრაქტიკის შესახებ“, დათარიღებული 2016 წლის 8 დეკემბრით, მასში დროდადრო შეტანილი ცვლილებების გათვალისწინებით. 8. „შესყიდვების დირექტივა“ ნიშნავს ბანკის „დირექტივას შესყიდვების ინსტრუქციებზე მიმღებთათვის“ დათარიღებულს 2024 წლის 26 ივლისით, მასში დროდადრო შეტანილი ცვლილებების გათვალისწინებით. 9. „შესყიდვების გეგმა" ნიშნავს მსესხებლის შესყიდვის გეგმას პროექტისთვის, დათარიღებულს 2024 წლის 16 ოქტომბრით, მასში დროდადრო შეტანილი განახლებით შესყიდვების დირექტივების დებულებების შესაბამისად, რაც ექვემდებარება ბანკის წინასწარ განხილვასა და თანხმობას. 10. „შესყიდვების პოლიტიკა" ნიშნავს ბანკის „შესყიდვების პოლიტიკას“, რომელიც შესწორებულია 2024 წლის 26 ივნისიდან, მასში დროდადრო შეტანილი ცვლილებების გათვალისწინებით. 11. „პროექტის მიწოდების სტრატეგია“ ნიშნავს მსესხებლის პროექტის მიწოდების სტრატეგიას, დათარიღებულს 2024 წლის 13 სექტემბრით და აღნიშნული სტრატეგია შესაძლოა განახლდეს დროდადრო შესყიდვების დირექტივის დებულებების შესაბამისად. 12. „პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაცია“ ნიშნავს შპს „თბილისის სატრანსპორტი კომპანიას“. 13. „პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციის წესდება“ ნიშნავს პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციის ჩარტერს დათარიღებულს 2020 წლით. 14. „პროექტის საოპერაციო სახელმძღვანელო“ ნიშნავს მსესხებლის სახელმძღვანელოს პროექტისთვის, რომელიც შემუშავებული იქნება და დამტკიცდება მსესხებლის მიერ ბანკისთვის მისაღები ფორმით. 15. „დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობის გეგმა“ ნიშნავს მსესხებლის მხრიდან დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობის გეგმას სახელწოდებით „დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობის გეგმა“ და დათარიღებულს 2024 წლის 9 ოქტომბრით. 16. „ქვესასესხო ხელშეკრულება“ ნიშნავს ხელშეკრულებას, რაც მოცემულია წინამდებარე სასესხო შეთანხმების მე-2 განრიგის ნაწილში I.C., რის მიხედვითაც მსესხებელი გადასცემს სესხის თანხას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტს. 17. „შპს – თბილისის სატრანსპორტო კომპანია“ ან „TTC“ ნიშნავს შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიას“, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას დაარსებულს საქართველოს კანონმდებლობით და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სრულ საკუთრებაში მყოფს. 18. „სატრანსპორტო მართვის გეგმა“ ნიშნავს მომწოდებელსა და პროექტის განმახორციელებელ ორგანიზაციას შორის გაფორმებულ კონტრაქტში ჩართულ გეგმას, რაც მოიცავს ლოგისტიკას, დაგეგმვას, კოორდინაციასა და მართვის ღონისძიებებს, რაც საჭიროა მოძრავი საშუალებების უსაფრთხო და ეფექტიანი გადაადგილებისთვის.