„აზერბაიჯანის რესპუბლიკის, საქართველოს, რუმინეთისა და უნგრეთის მთავრობებს შორის მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმების“ ცვლილების ოქმი
მიღების თარიღი 03.09.2024
ძალაში შესვლა 15.05.2025
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №GEO-AZ-HU-ROU - 03-09-2024
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016826 920
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 17/06/2025
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
„აზერბაიჯანის რესპუბლიკის, საქართველოს, რუმინეთისა და უნგრეთის მთავრობებს შორის მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმების“ ცვლილების ოქმის დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე შეთანხმება „აზერბაიჯანის რესპუბლიკის, საქართველოს, რუმინეთისა და უნგრეთის მთავრობებს შორის მწვანე ენერგიის განვითარების და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის თაობაზე“ „აზერბაიჯანის რესპუბლიკის, საქართველოს, რუმინეთისა და უნგრეთის მთავრობებს შორის მწვანე ენერგიის განვითარების და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის თაობაზე“ შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის შესახებ „საქართველოს მთავრობასა და რუმინეთის მთავრობას შორის მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის ერთობლივი უზრუნველყოფის შესახებ“ ურთიერთგაგების მემორანდუმის რატიფიცირების თაობაზე „საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და ლიტვის რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფ სახელმწიფო საგადასახადო ინსპექციას შორის ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება
დოკუმენტის ტექსტი
„აზერბაიჯანის რესპუბლიკის, საქართველოს, რუმინეთისა და უნგრეთის მთავრობებს შორის მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმების“
ცვლილების ოქმი
„აზერბაიჯანის რესპუბლიკის, საქართველოს, რუმინეთისა და უნგრეთის მთავრობებს შორის მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმების“ ცვლილების ოქმი
აზერბაიჯანის რესპუბლიკის, საქართველოს, რუმინეთისა და უნგრეთის მთავრობები (შემდგომში მოხსენიებულნი, როგორც „მხარეები“),
აღნიშნავენ რა, 2024 წლის 18 თებერვალს „აზერბაიჯანის რესპუბლიკის, საქართველოს, რუმინეთისა და უნგრეთის მთავრობებს შორის მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმების“ (შემდგომში „შეთანხმება“) ძალაში შესვლას, რომელსაც ხელი მოეწერა ბუქარესტში, 2022 წლის 17 დეკემბერს,
ითვალისწინებენ რა, იმ ვალდებულებებს, რომელიც რუმინეთსა და უნგრეთს ეკისრებათ, როგორც ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს,
თანხმდებიან, რომ შეთანხმებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
მუხლი 1🔗
შეთანხმების მე-6 მუხლი „სხვა საერთაშორისო შეთანხმებიდან წარმოშობილი ვალდებულებები“ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 6🔗
(1) წინამდებარე შეთანხმების დებულებები არ უნდა იქნეს გაგებული ისე, თითქოს მათ გავლენა აქვთ მხარეთა შორის არსებულ სხვა საერთაშორისო შეთანხმებებიდან გამომდინარე ვალდებულებებზე, ხოლო რუმინეთსა და უნგრეთის შემთხვევაში, არ უნდა მიენიჭოთ უპირატესი ძალა ევროკავშირის წევრობიდან და ევროკავშირის კანონმდებლობიდან გამომდინარე ვალდებულებებთან შედარებით.
(2) წინამდებარე შეთანხმების დებულებები არ უნდა იქნეს გამოყენებული სხვა სახელმწიფოების ინტერესების, უსაფრთხოების ან ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ.“
მუხლი 2🔗
შეთანხმების მე-10 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, ეს ცვლილების ოქმი ძალაში შევა ოცდამეათე დღეს იმ თარიღიდან, როდესაც დეპოზიტარი სხვა მხარეების აცნობებს ყველა მხარის მიერ იმ შიდა პროცედურების დასრულების შესახებ, რომლებიც სავალდებულოა ამ ოქმის ძალაში შესვლისათვის.
წინამდებარე ოქმი ხელმოწერილი იქნა Bucharest-ში, 03.09.2024 წელს, თითო ეგზემპლარად აზერბაიჯანულ, ქართულ, რუმინულ, უნგრულ და ინგლისურ ენებზე. ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტურია. ოქმის ინტერპრეტაციისას შეუსაბამობების შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება მის ინგლისურენოვან ტექსტს.
აზერბაიჯანის საქართველოს რუმინეთის უნგრეთის
რესპუბლიკის მთავრობის მთავრობის მთავრობის
მთავრობის სახელით სახელით სახელით სახელით
(ხელმოწერილია) (ხელმოწერილია) (ხელმოწერილია) (ხელმოწერილია)
Pavriz Levan Sebastian-Ioan Péter
SHAHBAZOV, DAVITASHVILI, BURDUJA, SZIJJÁRTÓ
მინისტრი მინისტრი მინისტრი მინისტრი