„აზერბაიჯანის რესპუბლიკის, საქართველოს, რუმინეთისა და უნგრეთის მთავრობებს შორის მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმების“ ცვლილების ოქმი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
აღნიშნავენ რა, 2024 წლის 18 თებერვალს „აზერბაიჯანის რესპუბლიკის, საქართველოს, რუმინეთისა და უნგრეთის მთავრობებს შორის მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმების“ (შემდგომში „შეთანხმება“) ძალაში შესვლას, რომელსაც ხელი მოეწერა ბუქარესტში, 2022 წლის 17 დეკემბერს,
ითვალისწინებენ რა, იმ ვალდებულებებს, რომელიც რუმინეთსა და უნგრეთს ეკისრებათ, როგორც ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს,
თანხმდებიან, რომ შეთანხმებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
შეთანხმების მე-6 მუხლი „სხვა საერთაშორისო შეთანხმებიდან წარმოშობილი ვალდებულებები“ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 6
(1) წინამდებარე შეთანხმების დებულებები არ უნდა იქნეს გაგებული ისე, თითქოს მათ გავლენა აქვთ მხარეთა შორის არსებულ სხვა საერთაშორისო შეთანხმებებიდან გამომდინარე ვალდებულებებზე, ხოლო რუმინეთსა და უნგრეთის შემთხვევაში, არ უნდა მიენიჭოთ უპირატესი ძალა ევროკავშირის წევრობიდან და ევროკავშირის კანონმდებლობიდან გამომდინარე ვალდებულებებთან შედარებით.
(2) წინამდებარე შეთანხმების დებულებები არ უნდა იქნეს გამოყენებული სხვა სახელმწიფოების ინტერესების, უსაფრთხოების ან ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ.“
შეთანხმების მე-10 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, ეს ცვლილების ოქმი ძალაში შევა ოცდამეათე დღეს იმ თარიღიდან, როდესაც დეპოზიტარი სხვა მხარეების აცნობებს ყველა მხარის მიერ იმ შიდა პროცედურების დასრულების შესახებ, რომლებიც სავალდებულოა ამ ოქმის ძალაში შესვლისათვის.
წინამდებარე ოქმი ხელმოწერილი იქნა Bucharest-ში, 03.09.2024 წელს, თითო ეგზემპლარად აზერბაიჯანულ, ქართულ, რუმინულ, უნგრულ და ინგლისურ ენებზე. ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტურია. ოქმის ინტერპრეტაციისას შეუსაბამობების შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება მის ინგლისურენოვან ტექსტს.
აზერბაიჯანის საქართველოს რუმინეთის უნგრეთის
რესპუბლიკის მთავრობის მთავრობის მთავრობის
მთავრობის სახელით სახელით სახელით სახელით
(ხელმოწერილია) (ხელმოწერილია) (ხელმოწერილია) (ხელმოწერილია)
Pavriz Levan Sebastian-Ioan Péter
SHAHBAZOV, DAVITASHVILI, BURDUJA, SZIJJÁRTÓ
მინისტრი მინისტრი მინისტრი მინისტრი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „აზერბაიჯანის რესპუბლიკის, საქართველოს, რუმინეთისა და უნგრეთის მთავრობებს შორის მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმების“ ცვლილების ოქმი?
- დიახ, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება „აზერბაიჯანის რესპუბლიკის, საქართველოს, რუმინეთისა და უნგრეთის მთავრობებს შორის მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმების“ ცვლილების ოქმი ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 03.09.2024.
- როდის იქნა მიღებული „აზერბაიჯანის რესპუბლიკის, საქართველოს, რუმინეთისა და უნგრეთის მთავრობებს შორის მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმების“ ცვლილების ოქმი?
- „აზერბაიჯანის რესპუბლიკის, საქართველოს, რუმინეთისა და უნგრეთის მთავრობებს შორის მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმების“ ცვლილების ოქმი მიღებულია 03.09.2024. მიმღები ორგანო — საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №GEO-AZ-HU-ROU - 03-09-2024. სარეგისტრაციო კოდი — 480610000.03.030.016826.
- რამდენი მუხლისგან შედგება „აზერბაიჯანის რესპუბლიკის, საქართველოს, რუმინეთისა და უნგრეთის მთავრობებს შორის მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმების“ ცვლილების ოქმი?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „აზერბაიჯანის რესპუბლიკის, საქართველოს, რუმინეთისა და უნგრეთის მთავრობებს შორის მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმების“ ცვლილების ოქმი-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 03.09.2024 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება „აზერბაიჯანის რესპუბლიკის, საქართველოს, რუმინეთისა და უნგრეთის მთავრობებს შორის მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმების“ ცვლილების ოქმი, №GEO-AZ-HU-ROU - 03-09-2024, 03.09.2024, სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016826 (კონსოლიდირებული რედაქცია 03.09.2024). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6526770/