“შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 2006 წლის ზოგიერთი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ" საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 15 თებერვლის №53/ნ ბრძანებაში დამატებების შეტანის შესახებ"
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.020.000.22.035.008.839
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება №181/ნ
2006 წლის 30 ივნისი
ქ. თბილისი
„შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 2006 წლის ზოგიერთი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 15 თებერვლის №53/ნ ბრძანებაში დამატებების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. „შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 2006 წლის ზოგიერთი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 15 თებერვლის №53/ნ ბრძანების (სსმ III, 2006 წ., №21, მუხ. 257) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტი:
„კ) სოციალური სფეროს ინსტიტუციური და ფუნქციური რეფორმის ხელშეწყობის 2006 წლის სახელმწიფო პროგრამა (დანართი №10);
ლ) ჯანმრთელობის დაცვის სფეროს ინსტიტუციური და ფუნქციური განვითარების ხელშეწყობის 2006 წლის სახელმწიფო პროგრამა (დანართი №11).“.
2. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
მინისტრის მოვალეობის
შემსრულებელი ვ. მეგრელიშვილი
დანართი №10
სოციალური სფეროს ინსტიტუციური და ფუნქციური რეფორმის ხელშეწყობის 2006 წლის სახელმწიფო პროგრამა
თავი I
სოციალური სფეროს ინსტიტუციური და ფუნქციური რეფორმის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ზოგადი მიმოხილვა
მუხლი 1. აქტუალობა
სოციალური სფეროს ინსტიტუციური და ფუნქციური რეფორმის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა მოიცავს სამ კომპონენტს, რომელთა მეშვეობითაც დაგეგმილია სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლება, სტრატეგიული მარაგის მართვა და სამინისტროს ნორმატიული აქტების ბეჭდვა და გამოქვეყნება.
მუხლი 2. პროგრამის დაფინანსება და ორგანიზაციული სტრუქტურა
პროგრამის დაფინანსების წყაროს წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტი, საიდანაც ამ მიზნით გათვალისწინებულია 325 300 ლარი, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:
| დ ა ს ა ხ ე ლ ე ბ ა | ბიუჯეტი (ლარებში) |
| სოციალური სფეროს ინსტიტუციური და ფუნქციური რეფორმის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა | 325 300 |
| მეცნიერებისა და განათლების კომპონენტი | 120 300 |
| სტრატეგიული მნიშვნელობის დაწესებულებათა რეაბილიტაციის, სამედიცინო ტექნოლოგიების განვითარების და სამედიცინო რეზერვების მართვის კომპონენტი | 185 000 |
| სხვა წინასწარ გაუთვალისწინებელი ხარჯები | 20 000 |
თავი II
მეცნიერებისა და განათლების კომპონენტი
მუხლი 3. მიზანი
კომპონენტის მიზანია სამედიცინო საკადრო რესურსის პოსტდიპლომური განათლების ორგანიზაციული უზრუნველყოფა.
მუხლი 4. ამოცანები
კომპონენტის ამოცანებია:
ა) სარეზიდენტო მზადების ფინანსური უზრუნველყოფა სამედიცინო საკადრო რესურსის პროფესიული განვითარების სქემებისა და აკრედიტებული პროგრამების შესაბამისად;
ბ) რეზიდენტთა მზადების სასწავლო პროგრამებისა და პროცესის მონიტორინგი, შეფასება, ინტეგრირებული ანგარიშგება.
მუხლი 5. კომპონენტის განხორციელების ღონისძიებები და დაფინანსება
კომპონენტის განხორციელების ღონისძიებებია:
ა) სარეზიდენტო მზადების პროგრამის დირექტორთან შეთანხმებით რეზიდენტების მზადება ინდივიდუალური გეგმა-გრაფიკების (როტაციების გრაფიკის) მიხედვით;
ბ) კლინიკებში რეზიდენტთა მზადების მონიტორინგი;
გ) მზადების შუალედური შეფასების უზრუნველყოფა;
დ) კურსდამთავრებული რეზიდენტების მომზადების დონის საბოლოო შეფასების უზრუნველყოფა.
მუხლი 6. კომპონენტის ბიუჯეტი
კომპონენტის დაფინანსების წყაროს წარმოადგენს 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი და ამ მიზნებისათვის გათვალისწინებულია 120 300 ლარი, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:
| დ ა ს ა ხ ე ლ ე ბ ა | ბიუჯეტი (ლარებში) |
| მეცნიერებისა და განათლების კომპონენტი | 120 300 |
| სახელმწიფო დაკვეთით რეზიდენტურაში მზადება: შესაბამისი პროგრამების მიხედვით რეზიდენტის მომზადების ფინანსური უზრუნველყოფა | 120 300
|
მუხლი 7. მოსალოდნელი შედეგები
სახელმწიფო დაკვეთით რეზიდენტურაში შესაბამისი პროგრამების მიხედვით მომზადებული რეზიდენტები.
მუხლი 8. კომპონენტის განხორციელების ვადები
2006 წლის 1 იანვრიდან 2006 წლის 1 მაისამდე.
თავი III
სტრატეგიული მნიშვნელობის დაწესებულებათა რეაბილიტაციის, სამედიცინო ტექნოლოგიების განვითარების და სამედიცინო რეზერვების მართვის კომპონენტი
მუხლი 9. მიზანი
საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების დროს, დაზარალებულთა გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით მედიკამენტების, სამედიცინო დანიშნულების საგნების, სამედიცინო აღჭურვილობის აუცილებელი მარაგის ფორმირება და შენახვა.
მუხლი 10. განხორციელების ღონისძიებები
ა) სამინისტროს კუთვნილი სტრატეგიული მარაგის შენახვის ღონისძიება.
ბ) ფრინველის გრიპის შესაძლო გავრცელებისათვის მზადყოფნის მიზნით ხელოვნური სუნთქვის აპარატების შესყიდვა.
მუხლი 11. კომპონენტის ბიუჯეტი
კომპონენტის დაფინანსების წყაროს წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტი და ამ მიზნებისათვის გათვალისწინებულია 185,0 ათასი ლარი, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:
| დ ა ს ა ხ ე ლ ე ბ ა | ბიუჯეტი (ლარებში) |
| სტრატეგიული მნიშვნელობის დაწესებულებათა რეაბილიტაციის, სამედიცინო ტექნოლოგიების განვითარების და სამედიცინო რეზერვების მართვის კომპონენტი | 185 000 |
| 1. სტრატეგიული მარაგების შენახვა | 5 000 |
| 2. ხელოვნური სუნთქვის აპარატების (5 ცალი) შესყიდვა | 180 000 |
მუხლი 12. მოსალოდნელი შედეგი
კომპონენტის მოსალოდნელი შედეგია:
ა) მზადყოფნა საგანგებო სიტუაციებისთვის;
ბ) ფრინველის გრიპის შემთხვევებისთვის მზადყოფნა.
მუხლი 13. კომპონენტის განხორციელების ვადები
2006 წლის 1 იანვრიდან 2006 წლის 1 მაისამდე.
დანართი №11
თავი I
ჯანმრთელობის დაცვის სფეროს ინსტიტუციური და ფუნქციური ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა
მუხლი 1. პრეამბულა
ჯანმრთელობის დაცვის სფეროს ინსტიტუციური და ფუნქციური რეფორმის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა მოიცავს ოთხ კომპონენტს, რომელთა მეშვეობითაც დაგეგმილია ჯანმრთელობის დაცვის სფეროს საკადრო რესურსის პროფესიული საქმიანობისა და განვითარების მარეგულირებელი სამართლებრივი ბაზის უზრუნველყოფა/სრულყოფა, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში დასაქმებული ადამიანური რესურსების განვითარება, სტრატეგიული მარაგის მართვა და სამინისტროს ნორმატიული აქტების ბეჭდვა და გამოქვეყნება და სხვა წინასწარ გაუთვალისწინებელი ხარჯები.
პროგრამის დაფინანსების წყაროს წარმოადგენს 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი, საიდანაც ამ მიზნით გათვალისწინებულია 193 600 ლარი, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:
| დ ა ს ა ხ ე ლ ე ბ ა | ბიუჯეტი (ლარებში) |
| ჯანმრთელობის დაცვის სფეროს ინსტიტუციური და ფუნქციური განვითარების სახელმწიფო პროგრამა | 193 600 |
| ადამიანური რესურსების პროფესიული განვითარებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის კომპონენტი | 86 900 |
| საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში დასაქმებული ადამიანური რესურსების განვითარების კომპონენტი | 20 000 |
| სამედიცინო რეზერვების მართვის კომპონენტი | 30 000 |
| სხვა წინასწარ გაუთვალისწინებელი ხარჯები | 56 700 |
თავი II
ადამიანური რესურსების პროფესიული განვითარებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის კომპონენტი
მუხლი 2. აქტუალობის დასაბუთება
უმაღლესი და საშუალო სამედიცინო და ფარმაცევტული პერსონალის დიპლომისშემდგომი მზადებისა და უწყვეტი პროფესიული განვითარების მოქმედი საკანონმდებლო ბაზა არ იძლევა პროფესიული საქმიანობის სამართლებრივი რეგულირების საშუალებას, არ ითვალისწინებს სტანდარტებსა და ნორმებზე დაფუძნებული შეფასებისა და ექსპერტიზის მექანიზმების გამოყენებას, რაც ძირითადი ხელშემშლელი ფაქტორია ხარისხის კონტროლის ქმედუნარიანი ერთიანი სახელმწიფო სისტემის ჩამოსაყალიბებლად. ნორმატიული და მეთოდურ-პროგრამული უზრუნველყოფის საფუძვლების ჩამოყალიბება, პროფესიული საქმიანობისა და განათლების ხარისხობრივი გაუმჯობესება უნდა გახდეს გარანტია მოკლე და გრძელვადიან შედეგებზე გათვლილი ხარისხის მართვის ეფექტური სისტემების ამოქმედებისათვის.
მუხლი 3. კომპონენტის მიზანი
ჯანმრთელობის დაცვის სფეროს საკადრო რესურსის პროფესიული საქმიანობისა და განვითარების მარეგულირებელი სამართლებრივი ბაზის უზრუნველყოფა.
მუხლი 4. კომპონენტის ამოცანები
1. უმაღლესი და საშუალო სამედიცინო და ფარმაცევტული პერსონალის დიპლომისშემდგომი მზადებისა და უწყვეტი პროფესიული განვითარების სამართლებრივი რეგულირების ბაზის გადამუშავება-დახვეწა.
2. რეზიდენტურაში მზადების სასწავლო პროგრამების შემუშავება მოდულების სისტემის მიხედვით, სპეციალობათა ნუსხით გათვალისწინებულ რანჟირების სქემასთან ადაპტირებით.
3. სპეციალობათა პასპორტებისა და საექსპერტო საქმიანობის სტანდარტების დადგენა.
მუხლი 5. განხორციელების გეგმა
1. პროფესიული განვითარების მოქმედი საკანონმდებლო ბაზის გაანალიზებისა და სრულყოფისათვის განსახორციელებელი მიმართულებების განსაზღვრა.
2. პროფესიული განვითარების უზრუნველყოფის კონცეფციის მომზადება.
3. განსაზღვრული პრიორიტეტებისა და კონცეფციის შესაბამისად საკანონმდებლო ცვლილებათა, აგრეთვე, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება.
4. რეზიდენტურაში მზადების სახელმწიფო პროგრამების პროექტების შემუშავება განსაზღვრული ფორმატის შესაბამისად.
5. შემუშავებული სარეზიდენტო პროგრამების საექსპერტო შეფასების კრიტერიუმების განსაზღვრა და ექსპერტიზა.
6. პროფესიული განვითარების მარეგულირებელი ნორმატიული აქტებისა და სარეზიდენტო მზადების პროგრამების პროექტთა საჯარო განხილვა.
მუხლი 6. მოსალოდნელი შედეგი
1. საექიმო საქმიანობის წარმოებისა და პროფესიული განვითარების სამართლებრივი ბაზის გაუმჯობესება.
2. პროფესიული განვითარების მოდელის ოპტიმიზაცია, გამჭვირვალობის დამკვიდრება, სისტემის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული შეფასების ინტეგრირებული ხედვის ჩამოყალიბება.
3. სარეზიდენტო და პროფესიული განვითარების პროგრამების დახვეწა-ადაპტირება.
4. დამატებითი გარანტიების შექმნა საკადრო რესურსის განათლების დონის ხარისხობრივი გაუმჯობესებისათვის.
5. ჯანდაცვის სფეროში პროფესიული საქმიანობის რეგულირების ქმედუნარიანი მექანიზმების სამართლებრივი საფუძვლების შექმნა.
მუხლი 7. სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების წესი
კომპონენტის ფარგლებში ინტელექტუალური მომსახურების შესყიდვა განხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით.
მუხლი 8. ბიუჯეტი
კომპონენტის ბიუჯეტი განისაზღვრა 86 900 ლარით.
| ღონისძიება | ბიუჯეტი (ლარებში) |
| 1. პროფესიული განვითარების სამართლებრივი ბაზის გადახედვა-შემუშავებისათვის ინტელექტუალური მომსახურების შესყიდვა | 39 370 |
| 2. ექიმ-სპეციალისტთა სარეზიდენტო პროგრამების შემუშავებისა და ექსპერტიზისათვის ინტელექტუალური მომსახურების შესყიდვა | 42 530 |
| 3. პროგრამის მართვის ხარჯები | 5 000 |
| სულ | 86 900 |
მუხლი 9. კომპონენტის მართვა
1. კომპონენტის მართვაზე პასუხისმგებელი სტრუქტურა განისაზღვრება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ინდივიდუალური აქტით.
2. კომპონენტის მართვის ხარჯები ითვალისწინებს საექსპერტო სამუშაოთა ორგანიზების, სახელმწიფო შესყიდვებით განსახორციელებელი სამუშაოების მონიტორინგის, შეფასების, საჯარო განხილვების ღონისძიებათა დაფინანსებას, რომლისათვის გამოყოფილი ასიგნება შეადგენს 5 000 ლარს.
მუხლი 10. კომპონენტის განხორციელების ვადები
2006 წლის 1 ივნისიდან 2007 წლის 1 იანვრამდე.
თავი III
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში დასაქმებული ადამიანური რესურსების განვითარების კომპონენტი
მუხლი 11. პრეამბულა
სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და მის სისტემაში შემავალი ადამიანური რესურსების განვითარებისათვის და მართვის გაუმჯობესების მიზნით შემუშავდა ორი ქვეკომპონენტი: ადამიანური რესურსების მართვის საინფორმაციო სისტემის დანერგვის ქვეკომპონენტი და ადამიანური რესურსების პროფესიული განვითარების ქვეკომპონენტი.
თავის მხრივ ადამიანური რესურსების მართვის თანამედროვე საინფორმაციო პროგრამა მოქნილი და მრავალფუნქციური სისტემაა, რომელიც საკადრო ინფორმაციის ელექტრონულად ხელმისაწვდომობის საშუალებას იძლევა. ასეთი სისტემის გამოყენებით შესაძლებელი ხდება ადამიანური რესურსების მართვის პროცესის, საკადრო გადაწყვეტილებების, თანამშრომელთა შესახებ ანგარიშების მომზადების, სტრუქტურაში საკადრო ცვლილებების, მონიტორინგისა და სხვა მრავალი საკადრო პროცედურის გაადვილება, ხოლო ადამიანური რესურსების პროფესიული განვითარების კომპონენტი ითვალისწინებს ადამიანური რესურსების გადამზადებასა და განვითარებას, რაც მიმართული იქნება სამინისტროში მომუშავე პერსონალის პროფესიული დონის ამაღლებისკენ.
| დ ა ს ა ხ ე ლ ე ბ ა | ბიუჯეტი (ლარებში) |
| 1. ადამიანური რესურსების მართვის საინფორმაციო სისტემის დანერგვის ქვეკომპონენტი | 13 000 |
| 2. ადამიანური რესურსების პროფესიული განვითარების ქვეკომპონენტი | 7 000 |
| სულ | 20 000 |
მუხლი 12. კომპონენტის განხორციელების ვადები
2006 წლის 1 ივნისიდან 2007 წლის 1 იანვრამდე.
თავი III-ა
ადამიანური რესურსების მართვის საინფორმაციო სისტემის დანერგვის ქვეკომპონენტი
მუხლი 13. ქვეკომპონენტის აქტუალობა
ა) ადამიანური რესურსების მართვის საინფორმაციო სისტემის არქონის გამო სამინისტროს ცენტრალური აპარატის ადამიანური რესურსების დეპარტამენტის სამუშაო არის გართულებული იმ თვალსაზრისით, რომ პერსონალიებზე ნებისმიერი ინფორმაციის მოძიება, ანგარიშების მომზადება და სხვა მსგავსი ოპერაციები ითხოვს ადამანური რესურსების მობილიზაციას და დროის არაეფექტურ ხარჯვას;
ბ) ადამიანური რესურსების მართვის თანამედროვე საინფორმაციო პროგრამა მოქნილი და მრავალფუნქციური სისტემაა, რომელიც საკადრო ინფორმაციის ელექტრონულად ხელმისაწვდომობის საშუალებას იძლევა. სისტემის განახლება და ექსპლუატაცია დისტანციურადაა შესაძლებელი. ასევე ბაზის კონფიდენციალურობა და უსაფრთხოება სრულიად დაცულია;
გ) ასეთი სისტემის გამოყენებით შესაძლებელი ხდება ადამიანური რესურსების მართვის პროცესის, საკადრო გადაწყვეტილებების, თანამშრომელთა შესახებ ანგარიშების მომზადების, სტრუქტურაში საკადრო ცვლილებების, მონიტორინგისა და სხვა მრავალი საკადრო პროცედურის გაადვილება.
მუხლი 14. ქვეკომპონენტის მიზანი
ა) სამინისტროს სტრუქტურაში და სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ დაწესებულებებში დასაქმებული პერსონალის პიროვნული მონაცემების სისტემატიზაცია და სრულყოფა;
ბ) საკადრო ადმინისტრირების პროცესის ეფექტურობის გაზრდა და გამარტივება (საკადრო დოკუმენტაციის ელექტრონული ვერსიების შექმნა შესაძლებელს გახდის თანამშრომლების შესახებ სრული და ამომწურავი ინფორმაცია უმოკლეს ვადებში იქნეს მოპოვებული, ასევე დოკუმენტაციის და ინფორმაციის კომპიუტერიზაცია შეამცირებს დოკუმენტების დედნებთან ურთიერთობის აუცილებლობას, რაც ეფექტურია როგორც დროისა და ადამიანური რესურსების დაზოგვის, ასევე დოკუმენტების დაზიანების თავიდან აცილების თვალსაზრისით);
გ) სისტემატიზირებული საკადრო ინფორმაციის არსებობა (ადგილის, ტევადობის, ასევე მათი გადახედვა-შესწავლის თვალსაზრისით, იგი კომპაქტური და თვალსაჩინოა, ასევე იძლევა პიროვნების შესახებ არსებული ინფორმაციის სრული კონფიდენციალობის საშუალებას);
დ) პერსონალის მართვის ადმინისტრირების ხელშეწყობა (რის საშუალებასაც სრულიად იძლევა აღნიშნული პროგრამა – სისტემატიზირებული, ელექტრონულ ფორმატში თავმოყრილი ინფორმაციის საფუძველზე. მისი გამოყენება პრაქტიკულია როგორც საკადრო გადაწყვეტილებების მიღების, ასევე პერსონალის შემდგომი მართვის პროცესშიც).
მუხლი 15. ქვეკომპონენტის განხორციელების ღონისძიებები
ა) კომპიუტერული პროგრამის შემუშავება და ინსტალაცია;
ბ) კომპიუტერულ პროგრამაზე მომუშავე თანამშრომლების სწავლება- მომზადება;
გ) სამინისტროს სტრუქტურაში არსებული ვაკანსიების სტრუქტურიზება;
დ) სამინისტროს სტრუქტურაში მომუშავე თანამშრომლების საკადრო დოკუმენტაციის კომპიუტერულ ბაზაში შეყვანა;
ე) პროგრამის მომსახურება და მართვა;
ვ) პროგრამის მუშაობის მონიტორინგი.
მუხლი 16. ქვეკომპონენტის განხორციელების ვადები
2006 წლის 1 ივნისიდან 2007 წლის 1 იანვრამდე.
მუხლი 17. ქვეკომპონენტის შეფასების ინდიკატორი
სამინისტროს სტრუქტურაში და სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ დაწესებულებებში დასაქმებული პერსონალის საკადრო დოკუმენტაციის ელექტრონული ვერსიების შექმნა.
მუხლი 18. ქვეკომპონენტის სავარაუდო შედეგები
ა) ადამიანური რესურსების მართვის თანამედროვე საინფორმაციო სისტემის შექმნა და დანერგვა – შესაძლებელს გახდის სამინისტროს სტრუქტურაში და სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ დაწესებულებებში დასაქმებული კადრების პიროვნული მონაცემების სისტემატიზაციასა და სრულყოფას;
ბ) აღნიშნული საინფორმაციო სისტემის შექმნა ხელს შეუწყობს საკადრო ადმინისტრირების პროცესის ეფექტურობის გაზრდასა და გამარტივებას;
გ) საკადრო დოკუმენტაციის ელექტრონული ვერსიების შექმნა – შესაძლებელს გახდის თანამშრომლების შესახებ სრული და ამომწურავი ინფორმაციის უმოკლეს ვადებში მოპოვებას;
დ) დოკუმენტაციის და ინფორმაციის კომპიუტერიზაცია – შეამცირებს დოკუმენტების დედნებთან ურთიერთობის აუცილებლობას, რაც ეფექტურია როგორც დროისა და ადამიანური რესურსების დაზოგვის, ასევე დოკუმენტების დაზიანების თავიდან აცილების თვალსაზრისით;
ე) სისტემატიზირებული საკადრო ინფორმაციის არსებობა – პრაქტიკულია როგორც ადგილის, ტევადობის, ასევე მათი გადახედვა-შესწავლის თვალსაზრისით, იგი კომპაქტური და თვალსაჩინოა, ასევე იძლევა პიროვნების შესახებ არსებული ინფორმაციის სრული კონფიდენციალობის საშუალებას;
ვ) ადამიანური რესურსების საინფორმაციო სისტემის შექმნა ხელს შეუწყობს პერსონალის მართვის ადმინისტრირებას – სისტემატიზირებული, ელექტრონულ ფორმატში თავმოყრილი ინფორმაციის საშუალებით, აგრეთვე მისი გამოყენება პრაქტიკული იქნება როგორც საკადრო გადაწყვეტილების მიღების, ასევე პერსონალის შემდგომი მართვის პროცესშიც.
მუხლი 19. ქვეკომპონენტის სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესი
ადამიანური რესურსების მართვის საინფორმაციო სისტემის დანერგვის ქვეკომპონენტისათვის აუცილებელი ტექნიკის შეძენა განხორციელდება არსებული კანონმდებლობის შესაბამისად
მუხლი 20. ქვეკომპონენტის ბიუჯეტი
1. ქვეკომპონენტის დაფინანსება უნდა მოხდეს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
2. ქვეკომპონენტის დაფინანსების წყაროა 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი.
| № | დასახელება | ერთეულის ღირებულება (ლარებში) | რაოდენობა | თვე | თანხა ლარებში |
| 1. | კომპიუტერი | 1750 | 1 |
| 1750 |
| 2. | სკანერი | 250 | 2 |
| 500 |
| 3. | ციფრული კამერა | 700 | 1 |
| 700 |
| 4. | პრინტერი | 1000 | 1 |
| 1000 |
| 5. | ფაქსი | 550 | 1 |
| 550 |
| 6. | პროგრამის შექმნა ინსტალაცია და დანერგვა | 3500 | 1 |
| 3500 |
| 7. | ოპერატორების ანაზღაურება | 375 | 3 | 4 | 4500 |
| 8. | გაუთვალისწინებელი ხარჯები | 5000 | 1 |
| 5000 |
| ადამიანური რესურსების მართვის საინფორმაციო სისტემის ქვეკომპონენტის ბიუჯეტი შეადგენს 13000 ლარს |
თავი III-ბ
ადამიანური რესურსების პროფესიული განვითარების
ქვეკომპონენტი
მუხლი 21. ქვეკომპონენტის აქტუალობა
ა) სამინისტროს განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რესურსია მართვის პროცესის გაუმჯობესება ადამიანური რესურსების განვითარებაზე დაყრდნობით;
ბ) ხელი შეუწყოს, გააუმჯობესოს, განავრცოს და უზრუნველყოს სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი ორგანიზაციების მიერ ხარისხიანი მომსახურების მიწოდება კადრების ეფექტური მართვის პრაქტიკის დანერგვით.
მუხლი 22. ქვეკომპონენტის მიზანი
ა) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში დასაქმებული ადამიანური რესურსების პროფესიული განვითარების ხელშეწყობა;
ბ) ქვეყნის შიგნით და/ან საზღვარგარეთ გავლილი ტრენინგებისა და სასწავლო კურსების ინფორმაციული ანგარიშის მიღება, დამუშავება და ერთიანი საინფორმაციო ბაზის სისტემაში შეყვანა-გამოცდილების ურთიერთგაზიარების სისტემის ჩამოყალიბების მიზნით;
გ) ტრენინგებისა და განვითარების სისტემის ორგანიზება;
დ) ტრენინგების ეფექტურობის შეფასების სისტემის შექმნა.
მუხლი 23. ქვეკომპონენტის განხორციელების ღონისძიებები
1. ტრენინგების საჭიროებათა კვლევა.
2. ტრენინგების მონაცემთა ბაზის შექმნა.
3. ტრენინგების ორგანიზება.
4. ადამიანური რესურსების განვითარების მიზნით სამინისტროს სისტემის სტრუქტურული ერთეულებისათვის საჭირო საინფორმაციო მასალის მიწოდება.
მუხლი 24. ქვეკომპონენტის განხორციელების ვადები
1. პროექტის დასაწყისი – 2006 წლის ივნისი.
2. ტრენინგების საჭიროებათა კვლევა – წლის განმავლობაში.
3. ტრენინგების მონაცემთა ბაზის შექმნა – წლის განმავლობაში.
4. ტრენინგების ორგანიზება – წლის განმავლობაში.
5. პროგრამის მუშაობის მონიტორინგი – 2006 წლის დეკემბერი.
მუხლი 25. ქვეკომპონენტის შეფასების ინდიკატორი
პროგრამის ფარგლებში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში დასაქმებულ პირთა ტრენინგების და განვითარების ეფექტურობის შეფასება შესაბამისი მეთოდიკების გამოყენებით:
ა) გადამზადებულ პერსონალთა პროცენტული წილი საერთოსთან;
ბ) ჩატარებულ ტრენინგთა რაოდენობა;
გ) გადამზადებულთა კმაყოფილება.
მუხლი 26. ქვეკომპონენტის სავარაუდო შედეგები
ა) ჩამოყალიბდება შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში დასაქმებულ პირთა უწყვეტი განათლებისა და პროფესიული განვითარების მუდმივმოქმედი, ახალი ინფორმაციების მიწოდებისა და სწავლების მეთოდიკაზე დაფუძნებული სისტემა;
ბ) ამაღლდება საჯარო მოხელეთა კვალიფიკაცია, ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, პარტნიორული კომუნიკაციები;
გ) დასაქმებული ადამიანური პროფესიული დონის ამაღლება.
მუხლი 27. ქვეკომპონენტის სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესი
ქვეკომპონენტის ღონისძიებების განხორციელება უნდა მოხდეს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად.
მუხლი 28. ქვეკომპონენტის ბიუჯეტი
ქვეკომპონენტის დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი.
ადამიანური რესურსების პროფესიული განვითარების ქვეკომპონენტის ბიუჯეტი შეადგენს 7 000 ლარს.
თავი IV
სამედიცინო რეზერვების მართვის კომპონენტი
მუხლი 29. მიზანი
სტიქიური მოვლენების, კატასტროფებისა და საგანგებო მდგომარეობების დროს დაზარალებულთა გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით მედიკამენტების, სამედიცინო დანიშნულების საგნების აუცილებელი მარაგის შენახვა და მუდმივი შევსება-განახლება.
მუხლი 30. განხორციელების ღონისძიებები
სამინისტროს კუთვნილი სტრატეგიული მარაგის შევსება-განახლების და შენახვის ღონისძიება.
მუხლი 31. კომპონენტის ბიუჯეტი
კომპონენტის დაფინანსების წყაროს წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტი და ამ მიზნებისათვის გათვალისწინებულია 30,0 ათასი ლარი
| დ ა ს ა ხ ე ლ ე ბ ა | ბიუჯეტი (ლარებში) |
| სამედიცინო რეზერვების მართვის კომპონენტი | 30 000 |
| 1. სამედიცინო რეზერვების შევსება-განახლება | 30 000 |
მუხლი 32. ორგანიზაციების შერჩევის მეთოდოლოგია
პროგრამის რეალიზაციაში მონაწილე ორგანიზაციის შერჩევა განხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად.
მუხლი 33. მოსალოდნელი შედეგი
სტიქიური მოვლენების, კატასტროფებისა და საგანგებო მდგომარეობების დროს დაზარალებულთა გადაუდებელი სამედიცინო მომსახურებისთვის აუცილებელი მედიკამენტების, სამედიცინო დანიშნულების საგნების მარაგის არსებობა.
მუხლი 34. კომპონენტის განხორციელების ვადები
2006 წლის 1 მაისიდან 2007 წლის 1 იანვრამდე.