პუბლიკაციის თარიღი 13.06.2025
მოქმედების პერიოდი 13.06.2025 — 15.09.2025
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №210
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №210
2025 წლის 13 ივნისი
ქ. თბილისი
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ
მუხლი 1🔗
„წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 201 მუხლის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეები და საფასური“.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს 2025 წლის 14 ივნისიდან.პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე
დანართი
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეები და საფასური
1. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასური დგინდება „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-19 პუნქტითა და 31 მუხლით განსაზღვრული სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის დაჩქარებულ ვადებში გაცემისთვის:
ა) ლიცენზიის მაძიებლის მიერ აუქციონზე დაფიქსირებული საბოლოო/შეთავაზებული, ხოლო პირდაპირი წესით ლიცენზიის გაცემის შემთხვევაში, ლიცენზიის მიღებისთვის კანონმდებლობით განსაზღვრული თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენიდან 4 სამუშაო დღეში − 50 ლარის ოდენობით, დღგ-ის ჩათვლით;
ბ) ლიცენზიის მაძიებლის მიერ აუქციონზე დაფიქსირებული საბოლოო/შეთავაზებული, ხოლო პირდაპირი წესით ლიცენზიის გაცემის შემთხვევაში, ლიცენზიის მიღებისთვის კანონმდებლობით განსაზღვრული თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენიდან მომდევნო სამუშაო დღეს − 150 ლარის ოდენობით, დღგ-ის ჩათვლით;
გ) ლიცენზიის მაძიებლის მიერ აუქციონზე დაფიქსირებული საბოლოო/შეთავაზებული, ხოლო პირდაპირი წესით ლიცენზიის გაცემის შემთხვევაში, ლიცენზიის მიღებისთვის კანონმდებლობით განსაზღვრული თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის დღეს − 200 ლარის ოდენობით, დღგ-ის ჩათვლით.
2. ამ დადგენილებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევის ვადის ათვლა იწყება თანხის ჩარიცხვის (ან გადახდის ქვითრის წარდგენის) დღიდან და მთავრდება შესაბამისი მომსახურებისათვის დადგენილი ვადის ბოლო სამუშაო დღის დასრულებისთანავე. იმავე სამუშაო დღეს გასაწევი მომსახურებისთვის აუცილებელია, ანგარიშსწორება განხორციელდეს დღის 12:00 საათამდე.