ამიერკავკასიის რკინიგზის სამმართველოს თბილისის № 126 პროფესიულ-ტექნიკური სასწავლებლის შენობა-ნაგებობათა კომპლექსის საქართველოს რესპუბლიკის განათლების სამინისტროსათვის გადაცემის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის
დადგენილება №168
1991 წლის 13 მარტი
ქ. თბილისი
ამიერკავკასიის რკინიგზის სამმართველოს თბილისის № 126 პროფესიულ-ტექნიკური სასწავლებლის შენობა-ნაგებობათა კომპლექსის საქართველოს რესპუბლიკის განათლების სამინისტროსათვის გადაცემის შესახებ
იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს 1991 წლის 26 თებერვლის № 118 დადგენილებით საქართველოს რესპუბლიკის ეროვნულ გვარდიას გადაეცა ბალანსიდან ბალანსზე თბილისის კ. ლესელიძის სახელობის სპეციალური სასწავლებლის შენობათა კომპლექსი, საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა ადგენს:
დაკმაყოფილდეს საქართველოს რესპუბლიკის განათლების სამინისტროს თხოვნა და გადაეცეს მას ბალანსიდან ბალანსზე ამიერკავკასიის რკინიგზის სამმართველოს თბილისის № 126 პროფესიულ-ტექნიკური სასწავლებლის შენობა-ნაგებობანი, სადაც განლაგდება თბილისის კ. ლესელიძის სახელობის სპეციალური სასწავლებელი.
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თ. სიგუა
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის სახელმწიფო კანცელარიის მმართველი გ. ბერიძე
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ამიერკავკასიის რკინიგზის სამმართველოს თბილისის № 126 პროფესიულ-ტექნიკური სასწავლებლის შენობა-ნაგებობათა კომპლექსის საქართველოს რესპუბლიკის განათლების სამინისტროსათვის გადაცემის შესახებ“?
- დიახ, სამართლებრივი აქტი „ამიერკავკასიის რკინიგზის სამმართველოს თბილისის № 126 პროფესიულ-ტექნიკური სასწავლებლის შენობა-ნაგებობათა კომპლექსის საქართველოს რესპუბლიკის განათლების სამინისტროსათვის გადაცემის შესახებ“ ამჟამად ძალაშია.
- სად არის „ამიერკავკასიის რკინიგზის სამმართველოს თბილისის № 126 პროფესიულ-ტექნიკური სასწავლებლის შენობა-ნაგებობათა კომპლექსის საქართველოს რესპუბლიკის განათლების სამინისტროსათვის გადაცემის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge).
როგორ დავიმოწმოთ
სამართლებრივი აქტი „ამიერკავკასიის რკინიგზის სამმართველოს თბილისის № 126 პროფესიულ-ტექნიკური სასწავლებლის შენობა-ნაგებობათა კომპლექსის საქართველოს რესპუბლიკის განათლების სამინისტროსათვის გადაცემის შესახებ“. ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6528347/