თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიასა და საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალურ ინსტიტუტში სამეცნიერო-კვლევითი სექტორების შექმნის შესახებ
მიღების თარიღი 05.04.1991
გამომცემი ორგანო საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა
ნომერი №257
სარეგისტრაციო კოდი 000000210.02(0).000.000147 17
გამოქვეყნების წყარო საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 4, 30/04/1991
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
05.04.1991 მიღება
დოკუმენტის ტექსტი
თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიასა და საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალურ ინსტიტუტში სამეცნიერო-კვლევითი სექტორების შექმნის შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის
დადგენილება №257
1991 წლის 5 აპრილი
ქ. თბილისი
თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიასა და საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალურ ინსტიტუტში სამეცნიერო-კვლევითი სექტორების შექმნის შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა აღნიშნავს, რომ თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიასა და საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალურ ინსტიტუტში ბოლო წლებში წარმატებით მიმდინარეობს ქართული ხალხური და პროფესიული მუსიკის, თეატრისა და კინოს ისტორიისა და თეორიის მეცნიერული შესწავლა, შესრულებულია საყურადღებო მეცნიერული გამოკვლევები, გამოქვეყნებულია მნიშვნელობანი სამეცნიერო სტატიები და მონოგრაფიები.
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა ადგენს:
1. შეიქმნას თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიასა და საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტში სამეცნიერო-კვლევითი სექტორები, რისთვისაც დამატებით გამოეყოს მიმდინარე წელს საქართველოს რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევით და საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაოთა დასაფინასნებლად რესპუბლიკის სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებიდან 280 ათასი მანეთი, მათ შორის ხელფასის ფონდი - 203 ათასი მანეთი (81 მეცნიერი თანამშრომლის შესანახად) და ამავე მოცულობით შეუმცირდეს 1991 წლისათვის კულტურის ხაზით გამოყოფილი საბიუჯეტო ასიგნებანი.
2. დაუწესდეთ ზემოაღნიშნულ სექტორებს მუშაკთა შრომის ანაზღაურების პირველი კატეგორია სსრ კავშირის შრომისა და სოციალურ საკითხთა სახელმწიფო კომიტეტისა და საკავშირო პროფსაბჭოს სამდივნოს 1987 წლის 31 დეკემბრის №793/33-75 დადგენილების შესაბამისად.
3. საქართველოს რესპუბლიკის მეცნიერებისა და ტექნიკის სამინისტრომ და საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტრომ შეიტანონ სათანადო ცვლილებანი 1991 წლის სამეცნიერო-კვლევით და საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაოთა დაფინანსების გეგმასა და საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ბიუჯეტში.
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის
თავმჯდომარე თ. სიგუა
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის
სახელმწიფო
კანცელარიის მმართველი გ. ბერიძე