საქართველოს რესპუბლიკის მოსახლეობის რეგისტრაციისა და პირადობის დადასტურების წესის შესახებ დებულების თაობაზე

მიღების თარიღი 10.06.1993
ძალის დაკარგვა 30.07.1996
გამომცემი ორგანო საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი
ნომერი №451
სარეგისტრაციო კოდი 000000010.02(0).000.000524 111
გამოქვეყნების წყარო საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილებანი, 6, 30/06/1993
კონსოლიდირებული ვერსიები 2 ვერსია ↓
1,290 სიტყვა · ~6 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
10.06.1993 მიღება
30.07.1996 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
კონსოლიდირებული ვერსიები (2)
30.06.1993
27.06.1996
მოქმედი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს რესპუბლიკის მოსახლეობის რეგისტრაციისა და პირადობის დადასტურების წესის შესახებ დებულების თაობაზე საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №451 1993 წლის 10 ივნისი ქ. თბილისი საქართველოს რესპუბლიკის მოსახლეობის რეგისტრაციისა და პირადობის დადასტურების წესის შესახებ დებულების თაობაზე საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი ადგენს: დამტკიცდეს თანდართული დებულება საქართველოს რესპუბლიკის მოსახლეობის რეგისტრაციისა და პირადობის დადასტურების წესის შესახებ. საქართველოს რესპუბლიკის                                                                          პრემიერ-მინისტრი                                                                                თ. სიგუა დ ე ბ უ ლ ე ბ ა საქართველოს რესპუბლიკის მოსახლეობის რეგისტრაციისა და პირადობის დადასტურების წესის შესახებ თავი I ზოგადი დებულებანი დებულება ადგენს საქართველოს მოქალაქეთა, საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე მცხოვრებ უცხოელ მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა რეგისტრაციის, რეგისტრაციიდან მოხსნის, მათზე პირადობის დამადასტურებელი საბუთების გაცემის წესსა და პირობებს. საქართველოს რესპუბლიკის მოსახლეობაში ამ დებულების თანახმად იგულისხმებიან საქართველოს რესპუბლიკისა და მის ფარგლებს გარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები, აგრეთვე საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე მცხოვრები უცხოელი მოქალაქეები და მოქალაქეობის არმქონე პირები. მოსახლეობის რეგისტრაცია მიზნად ისახავს საქართველოს რესპუბლიკის მცხოვრებთა შესახებ მონაცემების დადგენას. თავი II საქართველოს რესპუბლიკის მოსახლეობის რეგისტრაცია და რეგისტრაციიდან მოხსნა 1. 16 წელს მიღწეული საქართველოს ყველა მოქალაქე, საქართველოში მცხოვრები უცხოელი მოქალაქე და მოქალაქეობის არმქონე პირი ვალდებულია გატარდეს რეგისტრაციაში. 2. 16 წლამდე ასაკის არასრულწლოვანები რეგისტრაციაში გატარდებიან მშობლებთან ან სხვა კანონიერ წარმომადგენელთან ერთად. 3. უცხოელ მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა რეგისტრაცია ხდება საქართველოს რესპუბლიკაში მათი დასახლებისთანავე. 4. რეგისტრაციის დროს ამ დებულებით დადგენილი წესით საქართველოს მოქალაქეებს მიეცემათ  პირადობის მოწმობა, ხოლო უცხოელ მოქალაქეებსა და მოქალაქეობის არმქონე პირებს - ბინადრობის მოწმობა. 5.  ყველა სარეგისტრაციო პირზე ივსება სარეგისტრაციო ბარათი, რომლის ფორმას და შევსების წესს ადგენს საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტრო. 6. საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის, საზღვარგარეთ მუდმივ საცხოვრებლად წასვლის ან გარდაცვალების შემთხვევაში სარეგისტრაციო ბარათი ინახება მუდმივად. 7. საცხოვრებელი ადგილის მიხედვით  მოქალაქეთა რეგისტრაცია იწარმოებს: ა) სარეგისტრაციო ბარათის მიხედვით; ბ) 16 წლამდე ასაკის ბავშვებისა, რომლებიც ცხოვრობენ მშობლებისგან ცალკე, - დაბადების მოწმობის მიხედვით; გ) 16 წლამდე ასაკის ბავშვებისა, რომლებიც მშობლებთან ერთად ცხოვრობენ, - მათი ერთ-ერთი მშობლის საბინაო დავთარში (საოჯახო ბარათში) მიწერით. 8. მოქალაქეები, რომლებიც მუდმივ საცხოვრებლად სხვა მისამართზე გადადიან, ვალდებულნი არიან მოიხსნან რეგისტრაციიდან. რეგისტრაციიდან მოხსნის გარეშე დაუშვებელია მათი ახლად მისამართზე რეგისტრაცია. 9. მოსახლეობის რეგისტრაციას და რეგისტრაციიდან მოხსნას აწარმოებენ შინაგან საქმეთა ორგანოები. 10. საზღვარგარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეთა რეგისტრაციას აწარმოებენ საქართველოს რესპუბლიკის დიპლომატიური წარმომადგენლობანი ან საკონსულო დაწესებულებანი. 11. რეგისტრაციისათვის მოქალაქეები წარადგენენ: ა) განცხადებას დადგენილი ფორმით; ბ) პირადობის დამადასტურებელ საბუთს (ყოფილი საბჭოთა მოქალაქის პასპორტი); გ) სამხედრო ვალდებულების – სამხედრო სააღრიცხვო საბუთს; დ) სარეგისტრაციო ბარათს (ფორმა NI ) 12. რეგისტრაციიდან მოხსნისათვის მოქალაქეები წარადგენენ: ა) განცხადებას; ბ) სამხედრო სააღრიცხვო საბუთს; გ) პირადობის დამადასტურებელ საბუთს. 13. საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში მოქალაქეები ვალდებული არიან  ერთი თვის ვადაში  ჩააბარონ საბუთები რეგისტრაციისათვის საამისოდ უფლებამოსილ პირებს. საბუთები რეგისტრაციიდან მოხსნაზე ბარდება იგივე პირებს ყოფილი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. 14. პირებს, რომლებსაც უარი ეთქვათ რეგისტრაციაზე, ვალდებული არიან 10 დღის ვადაში დატოვონ დასახელებული პუნქტი. 15. რეგისტრაციისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების გაცემისათვის მოქალაქეები იხდიან სახელმწიფო ბაჟს კანონის შესაბამისად. ცალკეული პირები სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან დადგენილი წესის თანახმად. 16. გარდაცვლილები ექვემდებარებიან რეგისტრაციიდან მოხსნას დაინტერესებულ პირთა მიერ გარდაცვალების მოწმობის წარდგენის ან მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის ორგანოებიდან წერილობითი ინფორმაციის მიღების შემდეგ. თავი III საქართველოს რესპუბლიკის მოსახლეობის პირადობის დამადასტურებელი საბუთები (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა, ბინადრობის მოწმობა) 17. საქართველოს რესპუბლიკის მოსახელობის პირადობის დამადასტურებელი საბუთებია: ა) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა; ბ) ბინადრობის მოწმობა. 18. საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა არის საბუთი, რომელიც ადასტურებს მფლობელის საქართველოს რესპუბლიკისადმი მიკუთვნებას და მის ვინაობას. 19. ბინადრობის მოწმობა არის საქართველოში მცხოვრებ უცხოელ მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა ვინაობის დამადასტურებელი საბუთი. 20. საქართველოს მოქალაქეობის შესახებ კანონის შესაბამისად საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა მიეცემათ საქართველოში და სხვა სახელმწიფოში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს. 21. სხვა სახელმწიფოში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს პირადობის მოწმობას მისცემენ საქართველოს რესპუბლიკის დიპლომატიური წარმომადგენლობანი ან საკონსულო დაწესებულებანი. 22. ბინადრობის მოწმობა მიეცემათ: ა) პირებს, რომლებიც არ არიან საქართველოს მოქალაქენი, მაგრამ ცხოვრობენ საქართველოს რესპუბლიკაში და გააჩნიათ სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობის დამადასტურებელი საბუთი; ბ) პირებს, რომლებიც ცხოვრობენ საქართველოს რესპუბლიკაში, მაგრამ არ არიან საქართველოს მოქალაქენი და არც სხვა სახელმწიფო მოქალაქეობის დამადასტურებელი საბუთი გააჩნიათ. თავი IV საქართველოს მოქალაქის პირადობის (ბინადრობის) მოწმობის რეკვიზიტები, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის მოქმედების ვადები 23. საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ორგვერდიანია. იბეჭდება და ივსება ქართულ ენაზე, ხოლო ავტონომიურ რესპუბლიკაში — აგრეთვე ამ რესპუბლიკის სახელმწიფო ენაზე. 24. საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა სამი სახისაა: ათწლიანი, ოცწლიანი და უვადო. ათწლიანი პირადობის მოწმობა გაიცემა 16-დან 25 წლამდე, ოცწლიანი — 25-დან 45-წლამდე, ხოლო უვადო — 45 წელს ზევით. 25. პირადობის მოწმობაში აღინიშნება: ა) სახელი, მამის სახელი; ბ) გვარი გ) დაბადების წელი, რიცხვი, თვე; დ) დაბადების ადგილი; ე) ეროვნება შენიშვნა: ჩანაწერი ეროვნების შესახებ შეიტანება სარეგისტრაციო პირის, მშობლების ეროვნების მიხედვით. თუ მშობლები სხვადასხვა ეროვნებას მიეკუთვნებიან პირადობის მოწმობის პირველად აღების დროს 16 წლის ასაკში პირი ირჩევს ერთ-ერთი მშობლის ეროვნებას, ამასთან ამ კატეგორიის პირებს 16 წლის ასაკიდან უფლება აქვთ ერთხელ შეასწორონ ეროვნება მეორე მშობლის ეროვნების მიხედვით, შემდგომში აღნიშნული ჩანაწერი შეცვლას არ ექვემდებარება: ეს უფლება ვრცელდება იმ პირებზე, რომლებიც პირადობის მოწმობას მიიღებენ საქართველოს მოქალაქეობის დადგენასთან დაკავშირებით. ვ) მისამართი; ზ) პირადი ნომერი; თ) ფოტოსურათი; ი) პირადი ხელმოწერა; კ) მოწმობის გამცემი ორგანოს დასახელება; ლ) თანამდებობის პირის ხელმოწერა; მ) ბეჭედი; ნ) მოწმობის გაცემის თარიღი; ო) მოწმობის მოქმედების ვადა. 26. ბინადრობის მოწმობა ორგვერდიანია, იბეჭდება და ივსება ქართულ ენაზე, ხოლო ავტონომიურ რესპუბლიკაში — აგრეთვე ამ რესპუბლიკის სახელმწიფო ენაზე. 27. ბინადრობის მოწმობის მოქმედების ვადა განისაზღვრება 5 წლით. 28. ბინადრობის მოწმობის რეკვიზიტებია: ა) სახელი; ბ) გვარი; გ) დაბადების წელი, რიცხვი, თვე, დაბადების ადგილი; დ) მისამართი; ე) პირადი ნომერი; ვ) ფოტოსურათი; ზ) პირადი ხელმოწერა; თ) მოწმობის გამცემი ორგანოს დასახელება; ი) თანამდებობის პირის ხელმოწერა; კ) ბეჭედი; ლ) მოწმობის გაცემის თარიღი; მ) მოწმობის მოქმედების ვადა; ნ) მოქალაქეობა; V თავი საქართველოს მოქალაქის პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემისა და სარგებლობის წესები 29. საქართველოს მოქალაქის პირადობის (ბინადრობის) მოწმობის შევსებას, გაცემას და შეცვლას აწარმოებენ საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს და ავტონომიური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროების საპასპორტო სამსახურები მოქალაქეთა საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. 30. პირადობის მოწმობის მისაღებად წარადგენენ: ა) დაბადების მოწმობა; ბ) ყოფილი საბჭოთა კავშირის მოქალაქის პასპორტს; გ) სარეგისტრაციო ბარათს; დ) ფოტოსურათს; ე) საჭიროების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელ საბუთს და მოქალაქეობის შესახებ კანონის მე-3 მუხლის „ა“ პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიაზე 5 წლის განმავლობაში ცხოვრების ფაქტის დამადასტურებელ საბუთს; ვ) ქორწინებაში მყოფნი — ქორწინების მოწმობას. 31. ბინადრობის მოწმობის მისაღებად წარადგენენ: ა) უცხოელი მოქალაქე — ამ ქვეყნის მოქალაქეობის დამადასტურებელ საბუთებს, მოქალაქეობის არმქონე პირი — ამ მდგომარეობის დამადასტურებელ საბუთს; ბ) ფოტოსურათს; გ) განცხადება-ანკეტას დადგენილი ფორმით; დ) აუცილებლობის შემთხვევაში — სხვა საბუთებს. 32. საქართველოს მოქალაქის პირადობის (ბინადრობის) მოწმობის შეცვლა ხდება შემდეგ შემთხვევებში: ა) მოწმობაში მითითებული ვადის გასვლისას: ბ) სახელის, გვარის, მამის, სახელის, ეროვნების ან მისამართის შეცვლისას; გ) ჩანაწერში უზუსტობის დადგენისას; დ) ხმარებისათვის უვარგისობის შემთხვევაში (გაცვეთა, დაზიანება). თუ პირი განზრახ მოსპობს ან ხმარებისათვის უვარგისს გახდის თავის პირადობის (ბინადრობის) მოწმობას, იგი ახალი მოწმობის მისაღებად გადაიხდის ჯარიმას საქართველოს რესპუბლიკის მოქმედი კანონმდებლობის დადგენილი წესითა და ოდენობით. 33. 32-ე პუნქტში ჩამოთვლილი პირობების დადგომისას პირი ვალდებულია მოწმობის შესაცვლელად მიმართლოს შინაგან საქმეთა ორგანოს საპასპორტო სამსახურის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით და თან წარმოადგინოს ამ ფაქტების დამადასტურებელი საბუთებით არაუგვიანეს ერთი თვისა ფაქტის დადგომიდან. 34. მოწმობის დაკარგვის შემთხვევაში პირმა უნდა მიმართოს შინაგან საქმეთა ორგანოს საპასპორტო სამსახურს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. 35. პირი, რომელსაც საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა ვალდებულია ჩააბაროს პირადობის მოწმობა საპასპორტო სამსახურს. 36. უცხოელი მოქალაქენი და მოქალაქეობის არმქონე პირები, რომლებიც აღარ ითვლებიან საქართველოს რესპუბლიკის მცხოვრებლებად, ვალდებული არიან ჩააბარონ ბინადრობის მოწმობები საპასპორტო სამსახურებს. 37. გარდაცვლილი პირის პირადობის დამდასტურებელი მოწმობა უნდა ჩაბარდეს გარდაცვალების ფაქტის რეგისტრაციის ორგანოს. 38. ნაპოვნი პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ბარდება შინაგან საქმეთა ორგანოს საპასპორტო სამსახურს. 39. წინასწარ პატიმრობაში მყოფ, მსჯავრდადებულ და თავისუფლებააღკვეთილ პირებს ან პირებს, რომლებსაც მიესაჯათ იძულებითი ხასიათის შრომაგასწორებითი სამუშაოები, აგრეთვე საქართველოში მცხოვრებ უცხოელ მოქალაქეებსა და მოქალაქეობის არმქონე პირებს, რომლებიც მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე იმყოფებიან წინასწარ პატიმრობაში, არიან მსჯავრდადებული ან თავისუფლებააღკვეთილი საქართველოს რესპუბლიკაში. ანდა მიესაჯათ იძულებითი ხასიათის შრომაგასწორებითი სამუშაოები, პირადობის (ბინადრობის) მოწმობა ჩამოერთვათ საგამოძიებო და სასამართლო ორგანოების მიერ და იგზავნება მოწმობის გამცემ შინაგან საქმეთა ორგანოში. 40. აკრძალულია პირადობის (ბინადრობის) მოწმობის ჩამორთმევა საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, აგრეთვე მოწმობის დატოვება გირაოდ. 41. საქართველოს რესპუბლიკის მოსახლეობის რეგისტრაციისა და პირადობის დადასტურების წესის შესახებ დებულების განსახორციელებლად საჭირო ბეჭდების, შტამპებისა და ბლანკების ფორმა და ზომა დგინდება და მტკიცდება საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ და მათი ფასი განისაზღვრება ფაქტიური ღირებულების მიხედვით. 42. დებულების შესრულებაზე კონტროლი ხორციელდება საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურებისა და მმართველობის ადგილობრივი ორგანოების მიერ მათი კომპეტენციის ფარგლებში. 43. მოქალაქეებს, რომლებიც შეგნებულად დაამახინჯებენ ანკეტურ მონაცემებს ან დაარღვევენ ამ დებულებით დადგენილ წესს, დაეკისრებათ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა საქართველოს რესპუბლიკის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.