გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/15047-25
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 18/06/2025
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

  
  
საქმე №330210325011587662

საქმე №2/15047-25

 

   გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

    საქართველოს სახელით

გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა

 და გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე

 

2025 წლის 16 ივნისი 

ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს

სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე  ალექსანდრე გზირიშვილი

 

განმცხადებელი  შპს „სატე“ /ს.ნ. 405373304/

წარმომადგენელი/დირექტორი  გიორგი ლომიძე

 

მოთხოვნა  გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნა გაკოტრების რეჟიმით.

 

სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შპს „სატეს“ /ს.. 405373304/ განცხადება გაკოტრების რეჟიმის გახსნის შესახებ და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

2025 წლის 03 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა შპს „სატეს“ /ს.ნ. 405373304/ წარმომადგენელმა და მოითხოვა შპს „სატეს“ /ს.ნ. 405373304/ მიმართ, „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მიხედვით გაკოტრების რეჟიმის გახსნა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 10 ივნისის განჩინებით შპს „სატეს“ წარმოდგენილ განცხადებაზე დაუდგინდა ხარვეზი, რომელიც განმცხადებლის მიერ 2025 წლის 11 ივნისის განცხადებით იქნა აღმოფხვრილი.

განმცხადებლის განმარტებით, შპს „სატე“ (ს.ნ. 405373304, იურიდიული მისამართი  თბილისი, ვაკის რაიონი, ზაქარია ფალიაშვილის ქუჩა №78, ბინა №115) წარმოადგენს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილ სამეწარმეო სუბიექტს და რეგისტრირებულია მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრში 2020 წლის 15 იანვარს. შესაბამისად, „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, მის მიმართ შესაძლებელია, დაიწყოს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება.

სამეწარმეო საზოგადოების ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი და, ასევე, საწარმოს 100%-იანი წილის მფლობელი არის გიორგი ლომიძე (პ.ნ. 01008017917). გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის საფუძველია „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის 1-ლი და მე-3 პუნქტების „ა“ ქვეპუნქტი. შპს „სატეს“ არ შესწევს უნარი, დააკმაყოფილოს ვადა მოსული ვალდებულებები.

მოვალე  შპს „სატე“ წარმოადგენს გადახდისუუნარო სუბიექტს, მოვალის გადახდისუუნარობას ადასტურებს შემდეგი გარემოებები: წესდების მიხედვით, კომპანიის საქმიანობის საგანს წარმოადგენდა კანონით აუკრძალავი ნებისმიერი საქმიანობა. კერძოდ კი, შპს „სატე“ (ს.ნ. 405373304) იყო სუპერმარკეტ სპარის პარტნიორი ფრენჩაიზ კომპანია (სავაჭრო საქმიანობას ეწეოდა მისი ბრენდის ქვეშ). ფიზიკურ პირ თათია ლორთქიფანიძესა და სემი ფარაჰატ იბრაჰიმთან  დადებული ქირავნობის ხელშეკრულების (20.05.2020 წ.) საფუძველზე, შპს „სატეს“ (ს.ნ. 405373304), როგორც დამქირავებელს, დროებით მფლობელობა/სარგებლობაში გადაცემული ჰქონდა არასაცხოვრებელი ფართი სავაჭრო ობიექტის განთავსების მიზნით. დღეის მდგომარეობით ხსენებული ქირავნობის ხელშეკრულება შეწყვეტილია. მომწოდებლებთან დადებული ხელშეკრულებების მიხედვით, სამეწარმეო საზოგადოება ახდენდა პროდუქციის შესყიდვას და მათთან ანგარიშსწორება ხდებოდა შესყიდვის ან რეალიზაციის მიხედვით. დაბალი ვაჭრობის გამო კომპანიამ ოპერირება ვეღარ შეძლო და დაუგროვდა მომწოდებლების ვალი, რომლის გადახდასაც ვეღარ უზუნველყოფდა პროდუქციის რეალიზაციის დაბალი მაჩვენებლების პირობებში და შესაბამისად, მომწოდებლებმაც შეწყვიტეს მაღაზიისთვის პროდუქციის მიწოდება, რამაც საბოლოოდ, კომპანია მიიყვანა გადახდისუუნარობამდე. იქიდან გამომდინარე, რომ ვაჭრობა აღარ იყო მომგებიანი და საწარმო კომუნალურ ხარჯებს და სხვა ვადამოსულ ვალდებულებებს ვეღარ ფარავდა, მათ შორის, ვეღარ უზრუნველყოფდა იჯარით აღებული ფართის საიჯარო ქირის გადახდას, დამფუძნებელმა მიიღო გადაწყვეტილება კომპანიის გაკოტრების შესახებ. კომპანიას საკუთრებაში არ გააჩნია უძრავი ქონება, ასევე არ ფლობს წილებს/აქციებს სხვა სამეწარმეო საზოგადოებაში. მის ბალანსზე არ ირიცხება ასევე სატრანსპორტო საშუალება. შპს „სატეს“ არ გააჩნია ფულადი სახსრები საბანკო ანგარიშებზე. მას საბანკო ანგარიში გახსნილი აქვს სს „საქართველოს ბანკსა“ და სს „თიბისი ბანკში“, რომელთა მიერ გაცემული ცნობის მიხედვით, მოვალეს არ აქვს დადებითი ნაშთები საბანკო ანგარიშებზე. ამასთან, კომპანიას არ აქვს ფულადი მოთხოვნები (დებიტორული დავალიანება) სხვა პირების მიმართ. მოვალის ბალანსზე ირიცხება 56 670 ლარის ღირებულების მოძრავი ქონება (საოფისე ინვენტარი, ელექტროტექნიკა და სხვა). თუმცა, კრედიტორების მიმართ არსებული ვალი გაცილებით აღემატება მთლიანი ქონების საბაზრო ღირებულებას. ძირითადად, კომპანიას აქვს დავალიანებები მომწოდებლების მიმართ, რომელთა შესახებ ინფორმაცია წარმოდგენილია დანართის სახით და მათი მოთხოვნების ჯამური ოდენობა არის 268 036.9 ლარი, რომელიც წარმოეშვა მას ძირითადი საქმიანობის განხორციელების პროცესში. ამასთან, სსიპ – შემოსავლების სამსახურის ცნობის თანახმად, ერთიანი ელექტრონული ბაზის მონაცემების მიხედვით, 29.05.2025 წლის მდგომარეობით, შპს „სატეს“ ერიცხება სალდირებული დავალიანება 16 088.05 ლარის ოდენობით.

ასევე, შპს „სატეს“ დაუგროვდა კომუნალური დავალიანებები. კერძოდ, შპს „ვიქტორია სექიურითის“ (ს.ნ. 205119762) მიმართ არსებული დავალიანება შეადგენს 280.60 ლარს, ხოლო, შპს „მაგთიკომის“ წინაშე არსებული დავალიანების ოდენობაა 1 620 ლარი. საწარმოს არ ჰყავს უზრუნველყოფილი კრედიტორები. მოვალის ზემოაღნიშნული დავალიანებები კრედიტორის მიმართ წარმოადგენს ვადამოსულ დავალიანებებს, რომლის გადახდის ვალდებულებაც მას უკვე წარმოშობილი აქვს წინამდებარე განცხადების შემოტანის მომენტისათვის. კომპანიას არ აქვს მოქმედი ხელშეკრულებები და არც მიმდინარე რეგულარული ვალდებულებები. იქიდან გამომდინარე, რომ შპს „სატემ“ შეწყვიტა საქმიანობა, საწარმოს აღარ ჰყავს დასაქმებული თანამშრომლები. „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების სასამართლოში შეტანის უფლება აქვს მოვალეს – საწარმოს ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის მეშვეობით. შესაბამისად, შპს „სატე“ (ს.ნ 405373304) უფლებამოსილია შეიტანოს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება სასამართლოში. იქიდან გამომდინარე, რომ ბიზნესი აღარ არის მომგებიანი, მოვალემ მიიღო დასაბუთებული გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ კომპანია გადახდისუუნაროა. სამეწარმეო სუბიექტს სურს გაკოტრება/აღარ აქვს ბიზნესის მიმართ ინტერესი. შესაბამისად, გაკოტრების რეჟიმის გახსნა აშკარად არ ეწინააღმდეგება კრედიტორთა ინტერესებს და დირექტორი უფლებამოსილია, შეიტანოს განცხადება გადახდისუუნარობის შესახებ.

„რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტის მიხედვით, მოვალე გადახდისუუნაროა, თუ იგი ვერ ფარავს ვადამოსულ ვალდებულებებს. ცხადია, რომ ფულადი სახსრების უქონლობის გამო შპს „სატე“ (ს.ნ. 405373304) ვეღარ უზრუნველყოფდა ვადამოსული ვალების დაფარვას და უგროვდება ვადამოსული ვალდებულებები. პროდუქციას იღებდა მომწოდებლებისგან, ხოლო რეალიზაციას ვეღარ ახდენდა და უგროვდებოდა დავალიანება. „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სუბიექტის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილმა პირებმა გადახდისუუნარობის დადგომის მომენტიდან არაუგვიანეს 3 კვირისა სასამართლოს უნდა წარუდგინონ განცხადება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ. ამ ვალდებულების შეუსრულებლობა იწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრებას. შესაბამისად, გაკოტრების რეჟიმის გახსნა აშკარად არ ეწინააღმდეგება კრედიტორთა ინტერესებს. უფრო მეტიც, კანონის ზემოხსენებული ნორმის დანაწესიდან გამომდინარე, განმცხადებელი ვალდებული იყო მოემართა სასამართლოსთვის გაკოტრების რეჟიმის გახსნის მოთხოვნით. გარდა ამისა, „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, დარეგულირებული არის კრედიტორთა გასტუმრების რიგითობა. ამ დანაწესიდან გამომდინარე, ქონების რეალიზაციის შემთხვევაში შესაძლებელი იქნება, რომ კრედიტორები მცირედით მაინც დაკმაყოფილდნენ. ამასთან, იქიდან გამომდინარე, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის ცნობის თანახმად, ერთიანი ელექტრონული ბაზის მონაცემების მიხედვით, 29.05.2025 წლის მდომარეობით, შპს „სატეს“ ერიცხება სალდირებული დავალიანება 16 088.05 ლარის ოდენობით, კომპანიის მთელი ქონების მიმართ გავრცელებულია საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა. შპს „სატეს“ (ს.ნ. 405373304) არ გააჩნია სამომავლო და პირობითი ვალდებულებები, შპს „სატეს“ (ს.ნ. 405373304) ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი გიორგი ლომიძე (პ.ნ. 01008017917) ადასტურებს, რომ მის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია, რამდენადაც ეს ცნობილია მისთვის, არის ზუსტი და ამომწურავი.

გარდა ამისა, „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, ვინაიდან მოვალეს არ გააჩნია ფულადი სახსრები, ამ ეტაპზე იგი ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, დარეგულირებული არის კრედიტორთა დაკმაყოფილების რიგითობა. ამ დანაწესიდან გამომდინარე, ქონების რეალიზაციის შემთხვევაში შესაძლებელი იქნება საპროცესო ხარჯების დაფარვა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განმცხადებელი, შპს „სატე“, ითხოვს „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის, 43-ე მუხლის, 45-ე მუხლის საფუძველზე მიღებულ იქნეს წარმოებაში წარმოდგენილი განცხადება გადახდისუუნარობის შესახებ გაკოტრების რეჟიმის გახსნის მოთხოვნით.

სასამართლო გაეცნო განცხადებას, თანდართულ მასალებს და მიაჩნია, რომ შპს „სატეს“ წარმომადგენლის/დირექტორის განცხადება აკმაყოფილებს „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნებს და იგი დასაშვებად უნდა იქნეს ცნობილი.

სასამართლომ იხელმძღვანელა „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9, მე-19, 43-ე, 45-ე, 47-ე, 55-ე, 99-ე, მე-100 მუხლებით; ასევე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. შპს „სატეს“ (ს.. 405373304) განცხადება დასაშვებად იქნეს ცნობილი.

2. შპს „სატეს“ (ს.. 405373304) მიმართ გაიხსნას გაკოტრების რეჟიმი.

3. შპს „სატეს“ (ს.. 405373304) გაკოტრების მმართველად დაინიშნოს გადახდისუუნარობის პრაქტიკოსი - ქეთევან ბაშინურიძე (პ.ნ. 01019006553, ტელ: 599 39 44 99, მისამართი: თბილისი, 0105, გიორგი ლეონიძის ქ. №1, სართული 2, ოფისი №3), რომელიც შერჩეული იქნა „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-5 პუნქტისა და 99-ე მუხლების საფუძველზე.

4. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე სასამართლოს განჩინების გამოტანისთანავე ავტომატურად:

ა) ჩერდება მოვალის ქონების წინააღმდეგ მიმდინარე იძულებითი აღსრულების ღონისძიებები, ხოლო იძულებითი აღსრულების ახალი ღონისძიებების დაწყება აღარ დაიშვება;

ბ) ჩერდება და აღარ დაიშვება საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიებები (საგადასახადო გირავნობა, იპოთეკა და სხვა), ასევე ჯარიმისა და საურავის დარიცხვა/გადახდა, ხოლო აღსრულების უზრუნველყოფის ახალი ღონისძიებების დაწყება არ დაიშვება, გარდა საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით სასამართლოს მიერ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის/გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე სასამართლო განჩინების გამოტანის შემდეგ წარმოშობილი საგადასახადო დავალიანების დაფარვის მიზნით განხორციელებული ღონისძიებებისა;

გ) ჩერდება და არ დაიშვება კრედიტორის დაკმაყოფილება უზრუნველყოფის საგნიდან, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

დ) არ დაიშვება დივიდენდის განაწილების, საწარმოს რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღება;

ე) არ დაიშვება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყებამდე წარმოშობილი ვალდებულებების შესრულება, ახალი ვალდებულებების აღება, გადახდის ახალ პირობებზე შეთანხმება და მათი უზრუნველყოფა, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

ვ) ჩერდება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყებამდე წარმოშობილ ვალდებულებებზე პროცენტის გადახდა. ამასთან, მორატორიუმით არ ჩერდება პროცენტის დარიცხვა, რომელიც გათვალისწინებულ უნდა იქნეს კრედიტორთა მოთხოვნებში;

ზ) ჩერდება პირგასამტეხლოს დარიცხვა და გადახდა. თუ გადახდისუუნარობის საქმის წარმოება  გადახდისუუნარობის საფუძვლის არარსებობის გამო შეწყდება, მიიჩნევა, რომ საქმის წარმოება შეწყდება გადახდისუუნარობის საფუძვლების არარსებობის გამო, ჩაითვლება, რომ პირგასამტეხლოს დარიცხვა უწყვეტად მიმდინარეობდა;

თ) არ დაიშვება ახალი საპროცესო უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენება;

ი) ჩერდება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყებამდე აღძრული, გადახდისუუნარობის მასის წინააღმდეგ მიმართული დავების განხილვა სასამართლოში, არბიტრაჟში, ადმინისტრაციულ ორგანოში, ხოლო ახალი დავების დაწყება არ დაიშვება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა დავა ეხება გადახდისუუნარობის მასიდან ნივთის გამოყოფას ან ამ კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევისა. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, უფლების განხორციელების ხანდაზმულობას ვადის დინება ჩერდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 132-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.

5.  გაკოტრების მმართველის დანიშვნისთანავე მოვალის ხელმძღვანელობაზე ან/და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ ყველა პირს უჩერდება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილება. თითოეული ასეთი პირი ვალდებულია, გაკოტრების მმართველის გადაწყვეტილებით, მის მიერვე განსაზღვრული გონივრული ანაზღაურების სანაცვლოდ ითანამშრომლოს გაკოტრების მმართველთან და დაეხმაროს მას.

6. მოვალის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირი ვალდებულია გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინების კანონიერ ძალაში შესვლიდან 15 დღის ვადაში საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს ამ განჩინების გამოტანამდე სრული/არასრული საგადასახადო პერიოდების შესაბამისი წარუდგენელი დეკლარაციები, ხოლო წარდგენილ საგადასახადო დეკლარაციებში შეცდომის აღმოჩენის შემთხვევაში − საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიტანოს მათში სათანადო ცვლილება ან/და დამატება.

7. მოვალის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილ პირს ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილება გაკოტრების რეჟიმში უნარჩუნდება მხოლოდ განჩინების მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების მიზნით, მისი შესრულების ნაწილში.

8. გაკოტრების მმართველი ვალდებულია მოიძიოს ქონება, დააზუსტოს გადახდისუუნარობის მასაში შემავალი ქონების შესახებ მონაცემები, განახორციელოს გადახდისუუნარობის მასაში შემავალი ქონების რეალიზაცია და გადახდისუუნარობის მასის რეალიზაციით ამონაგები თანხა კრედიტორებზე გაანაწილოს. გაკოტრების მმართველმა თავისი ფუნქციები უნდა შეასრულოს შეძლებისდაგვარად სწრაფად და ეფექტიანად, მოვალის კრედიტორთა ერთობლიობის ინტერესების გათვალისწინებით და გაუმართლებლად და აუცილებლობის გარეშე ზიანი არ უნდა მიაყენოს მათ ინტერესებს.

9. გაკოტრების მიზნის მისაღწევად და დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად გაკოტრების მმართველი ხელმძღვანელობს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით და ახორციელებს შესაბამისი სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტის მართვაზე, ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირისთვის მინიჭებულ ყველა უფლებამოსილებას.

10. გაკოტრების მმართველს უფლება აქვს, ამ კანონით დადგენილი წესით:

ა) კრედიტორთა კრების მოწვევისა და ჩატარების უზრუნველსაყოფად სასამართლოს მიმართოს და უხელმძღვანელოს კრედიტორთა კრებას;

ბ) აწარმოოს დავები;

გ) განახორციელოს შეცილება;

დ) უზრუნველყოს ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვა;

ე) უზრუნველყოს სასამართლოს მიერ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინების გამოტანის შემდეგ მოვალის მიმართ წარმოშობილი მოთხოვნების, მათ შორის, საგადასახადო ვალდებულებების, შესრულება;

ვ) მოიწონოს ან შეწყვიტოს არსებული ხელშეკრულებები და დადოს ახალი ხელშეკრულებები;

ზ) შეისყიდოს სხვადასხვა პროფესიული მომსახურება;

თ) განახორციელოს ამ კანონით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებები.

11. გაკოტრების მმართველი ვალდებულია მოამზადოს მოვალის ფინანსური მდგომარეობისა და ქონების რეალიზაციის შერჩეული ფორმის შესახებ ანგარიში და იგი ამ კანონით დადგენილი წესით გამოაქვეყნოს. ამ ვალდებულების შეუსრულებლობა გამოიწვევს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრებას.

12. გაკოტრების მმართველი აფასებს გადახდისუუნარობის მასაში შემავალ ქონებას. კრედიტორებს უფლება აქვთ, საკუთარი ხარჯით განახორციელონ მისი ალტერნატიული შეფასება. შეუთანხმებლობის შემთხვევაში შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს გაკოტრების მმართველი. კრედიტორებს უფლება აქვთ, დასვან გაკოტრების მმართველის შეცვლის საკითხი და ამ მიზნით მოიწვიონ კრედიტორთა კრება.

13. განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის ან გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე გამოქვეყნდეს ამ კანონით დადგენილი წესით, www.ecourt.ge და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნის“ ვებგვერდზე, ასევე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის ან გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინება გაეგზავნოს აღსრულების ეროვნულ ბიუროსა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (შემდგომ − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო) მორატორიუმის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში შესასრულებლად. (საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ვალდებულია საქართველოს ეროვნულ ბანკს დაუყოვნებლივ მიაწოდოს ინფორმაცია „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მოქმედი საგადახდო სისტემის მონაწილე საწარმოს მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის ან გაკოტრების რეჟიმის გახსნის  თაობაზე  განჩინების გამოტანის შესახებ).

14. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებულ პირთა მიერ კერძო საჩივრით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში განჩინების გამოქვეყნებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში.

 

მოსამართლე                                                                                      ალექსანდრე გზირიშვილი