საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო დროშის შესახებ დებულების გამოყენების ინსტრუქციის თაობაზე

მიღების თარიღი 27.03.1991
გამომცემი ორგანო საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა
ნომერი №235
სარეგისტრაციო კოდი 000000010.02(0).000.000146 111
გამოქვეყნების წყარო საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის დადგენილებანი, 3, 29/03/1991
468 სიტყვა · ~2 წთ

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო დროშის შესახებ დებულების გამოყენების ინსტრუქციის თაობაზე საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება №235 1991 წლის 27 მარტი ქ. თბილისი საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო დროშის შესახებ დებულების გამოყენების ინსტრუქციის თაობაზე „საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო დროშის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონის საფუძველზე, საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა ადგენს: 1. დამტკიცდეს საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო დროშის შესახებ დებულების გამოყენების ინსტრუქცია. 2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1981 წლის 28 ივლისის № 540 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს სსრ სახელმწიფო დროშის შესახებ დებულების გამოყენების ინსტრუქცია. 3. დადგენილება გამოქვეყნდეს რესპუბლიკის პრესაში. საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის   თავმჯდომარე თ. სიგუა საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის სახელმწიფო კანცელარიის მმართველი გ. ბერიძე ინსტრუქცია საქართველოს რესპუბლიკის სახელწმიფო დროშის შესახებ დებულების გამოყენება 1. საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო დროშა აღიმართება საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო დროშის შესახებ დებულებაში მეორე მუხლის „ზ“ პუნქტში ჩამოთვლილ შენობებზე. ა) 1, 7, 19 იანვარს, უფლისა, ღვთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის დღეს (თარიღი გარდამავალია), მიცვალებულთა მოხსენიების დღეს (აღდგომის მეორე დღე, ორშაბათი, თარიღი გარდამავალია), 26 მაისს, 28 აგვისტოს, 14 ოქტომბერს, 23 ნოემბერს. 2. საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო დროშის შესახებ დებულების მეორე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის მე-11 აბზაცის მიხედვით საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო დროშა აღიმართება ამ მუხლში მითითებულ შენობებზე სხვა დღესასწაულებსა და სამახსოვრო დღეებშიც – საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობის, რაიონების, ქალაქებისა და ქალაქის რაიონების სახელმწიფო მმართველობის ადგილობრივი ორგანოების მითითებით ან ნებართვით. 3. საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო დროშის შესახებ დებულების მეორე მუხლის „კ“ პუნქტის მიხედვით: საქართველოს რესპუბლიკის სახელწმიფო დროშა აღიმართება საზღვაო და შინაგანი მიმოსვლის გემებზე ზღვის წყლებში მათი ცურვისას (გემის სვლისა და მისი დგომის დროს) ყოველდღე დილის 8 საათზე და დაეშვება მზის ჩასვლის შემდეგ ან არ დაეშვება მზის ჩასვლის შემდეგ იმ პირობით, თუ იგი მოჩანს შემდეგ შემთხვევებში: ა) როცა გემი შედის ნავსადგურში და გამოდის ნავსადგურიდან; ბ) როცა გემი ზღვაში ხვდება სამხედრო ხომალდებსა და გემებს და სხვა გემებს, რომლებზეც აღმართულია სსრ კავშირის სახელწმიფო დროშა, მათთან განშორებამდე. 4. საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო დროშა აღიმართება შენობებზე მთავარ შესასვლელთან ან სხვა საამისოდ შესაფერის ადგილას დროშის საჭერად ან ფლაგშტოკზე.  საქართველოს რესპუბლიკის აღმართული სახელმწიფო დროშა მიწიდან არანაკლებ 3 მეტრ სიმაღლეზე უნდა იყოს. 5. საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო დროშა, თუ არ არის სახელმწიფო მმართველობის ადგილობრივი ორგანოების განსაკუთრებული განკარგულებანი, აღიმართება დილის 7 საათზე და დაეშვება 24 საათის შემდეგ ან დღესასწაულის, ზეიმის, ან სამგლოვიარო ცერემონიის დამთავრების შემდეგ. 6. საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო დროშა სამგლოვიარო მოვლენის შემთხვევაში საქართველოს სახელმწიფო რესპუბლიკის მთავრობის განკარგულებით ან ნებართვით შეიძლება აღიმართოს სამგლოვიარო გაფორმებით. ამ შემთხვევაში საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო დროშას მიებნევა 10 სანტიმეტრი სიგანის შავი ლენტი, რომლის ორივე ბოლო ჩამოიკიდება დროშის მთელ ქსოვილზე. 7. საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო დროშა არ აღიმართება კაპიტალურად გასარემონტებელ, ავარიულ მდგომარეობაში არსებულ შენობებზე ან იმ შენობებზე, რომელთა ფასადს რემონტი უკეთდება. 8. პასუხისმგებლობა საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო დროშის შესახებ დებულებაში და ამ ინსტრუქციაში ჩამოყალიბებული მოთხოვნების დაცვით, საწარმოთა, დაწესებულებათა და ორგანიზაციათა შენობებზე საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო დროშის აღმართვისათვის ეკისრება ამ საწარმოთა, დაწესებულებათა და ორგანიზაციათა ხელმძღვანელებს, ხოლო საცხოვრებელ სახლებზე აღმართვისას – სახლმმართველობებს და პირადი საკუთრების საცხოვრებელი სახლის მფლობელ მოქალაქეებს. 9. მეთვალყურეობას საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო დროშის შესახებ დებულებისა და მისი გამოყენების ინსტრუქციის ზუსტი შესრულებისადმი ახორციელებენ სახელმწიფო მმართველობის ადგილობრივი ორგანოები.