საქართველოს რესპუბლიკის განათლების სამინისტროს ქ. ქუთაისის №112 პროფესიულ-ტექნიკური სასწავლებლის შენობათა მთელი კომპლექსის საქართველოს რესპუბლიკის შინაგანი ჯარების - ეროვნული გვარდიისათვის გადაცემის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის
დადგენილება №312
1991 წლის 24 აპრილი
ქ. თბილისი
საქართველოს რესპუბლიკის განათლების სამინისტროს ქ. ქუთაისის №112 პროფესიულ-ტექნიკური სასწავლებლის შენობათა მთელი კომპლექსის საქართველოს რესპუბლიკის შინაგანი ჯარების - ეროვნული გვარდიისათვის გადაცემის შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა ადგენს:
დაკმაყოფილდეს საქართველოს რესპუბლიკის შინაგანი ჯარების - ეროვნული გვარდიის ხელმძღვანელობის თხოვნა და გადაეცეს მას ბალანსიდან ბალანსზე საქართველოს რესპუბლიკის განათლების სამინისტროს კუთვნილი ქ. ქუთაისის № 112 პროფესიულ-ტექნიკური სასწავლებლის შენობათა მთელი კომპლექსი.
საქართველოს რესპუბლიკის განათლების სამინისტრომ ორი კვირის ვადაში გადაწყვიტოს პედაგოგთა, აღმზრდელთა და ოსტატთა შრომითი მოწყობის საკითხები.
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თ. სიგუა
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის სახელმწიფო კანცელარიის მმართველი გ. ბერიძე