ცხინვალის რაიონის გაუქმების შესახებ

მიღების თარიღი 25.03.1991
გამომცემი ორგანო საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა
ნომერი №222
სარეგისტრაციო კოდი 000000010.02(0).000.000141 111
გამოქვეყნების წყარო საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის დადგენილებანი, 3, 29/03/1991
76 სიტყვა · ~1 წთ

დოკუმენტის ტექსტი

ცხინვალის რაიონის გაუქმების შესახებ საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება №222 1991 წლის 25 მარტი ქ. თბილისი ცხინვალის რაიონის გაუქმების შესახებ საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა ადგენს: 1. ეთხოვოს საქართველოს რესპუბლიკის უზენაეს საბჭოს გააუქმოს ცხინვალის რაიონი და მისი ტერიტორია შეუერთდეს გორის რაიონს. 2. დაევალოთ საქართველოს რესპუბლიკის სოფლისა და სატყეო მეურნეობის სამინისტროს, საქართველოს რესპუბლიკის არქიტექტურისა და მშენებლობის საქმეთა სამინისტროს წარმოადგინონ გორის რაიონის ახალი საზღვრების დასამტკიცებლად საჭირო მასალები. საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის  თავმჯდომარე თ. სიგუა საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის სახელმწიფო კანცელარიის მმართველი გ. ბერიძე